ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





ქიოსური ამფორები კოლხეთში

 

სტატიაში მოცემულია კოლხეთში მდებარე ძეგლებზე ძვ.წ. VII-II სს-ში დაფიქსირებული ქიოსური იმპორტული ამფორების სტატისტიკური ანალიზი. აღნიშნულ პერიოდში კოლხეთის ტერიტორიაზე ქიოსური ამფორებით შემოჰქონდათ უპირატესად მაღალი ხარისხის ღვინო; გარდა ქიოსურისა აქვეა სხვა ბერძნული სავაჭრო ცენტრების ამფორებიც (ლესბოსური, სამოსური, თასოსური, როდოსული და სხვ.), რომელთა ფონზე უფრო აშკარაა ქიოსის როლი აღმოსავლეთ შავიზღვისპირა ცენტრებთან ვაჭრობაში. წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ არქაულ ხანაში (ძვ.წ. VII ს-ის დასასრული - ძვ.წ. VI ს.) ქიოსური იმპორტი რაოდენობით პირველ ადგილზე დგას და მეტ-ნაკლები ინტენსივობით მთელი ანტიკური ხანის მანძილზე გვხვდება, რაც ანტიკური ხანის სავაჭრო ურთიერთობებში მის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.


საკვანძო სიტყვები:ამფორა, დამღა, ბერძნული კოლონიზაცია, ქიოსი, კოლხეთი. კატეგორია: კვლევები ავტორები: ქრისტინე შავლაყაძე


„ვეფხისტყაოსანი“ და „ციმბელინის“ ლიტერატურული წყაროები

 

cvინგლისური ლიტერატურული კრიტიკისათვის დიდი ხანია ცნობილია, რომ შექსპირის შემოქმედებითი სტილი უცნობ ან მოდურ სიუჟეტებს თუ ცალკეულ პასაჟებს ადვილად გადმოიტანს, გადაამუშავებს, გადაიაზრებს და ახალი შთაგონების და მსოფლხედვის შედევრებს ქმნის. ლიტერატურულ წყაროთა სიმრავლე ერთი არსებითი მახასიათებელია შექსპირის დრამატურგიისა. წყაროთა სიმრავლით განსაკუთრებით გამოირჩევა პიესა ციმბელინი. ჯეფრი ბულოუს (Geoffrey Bullough) გამოცემული „შექსპირის ნარატიული და დრამატული წყაროების“ რვატომეული ციმბელინის წყაროთაგან რვა მათგანს აქცევს უპირატესი განხილვის საგნად. ესენია: ჰოლინშედის ქრონიკების პირველი წიგნი; ჰოლინშედის ქრონიკების მეორე წიგნი (შოტლანდიის ისტორია /History of Scotland); ბოკაჩოს დეკამერონი; ფრედერიკ ჯენენი (Frederick of Jennen); Lope de Rueda-ს კომედია ეფემია (Eufemia), ბანდელოს (Bandello) საუბრები (Discourses); სიყვარულისა და ბედისწერის იშვიათი ტრიუმფები (The Rare Triumphes of Love and Fortune); ტორკვატო ტასოს განთავისუფლებული იერუსალიმი (Jerusalem Delivered by Torquato Tasso). ციმბელინის მიმართება ამ წყაროებისადმი ერთგვაროვანი არ არის. ნაწყვეტები ზოგიერთი მათგანიდან (კომედია ეფემია, ბანდელოს საუბრები, ტასოს განთავისუფლებული იერუსალიმი) მოტანილია როგორც ანალოგები ციმბელინის ზოგიერთ პასაჟთან.

  


საკვანძო სიტყვები:„ვეფხისტყაოსანი“, „ციმბელინი“, „დეკამერონი“, „სიყვარულისა და ბედისწერის იშვიათი ტრიუმფები“ კატეგორია: კვლევები ავტორები: ელგუჯა ხინთიბიძე


ზოგი ტიპის შესიტყვებათა გამოყოფისათვის რთულ ქვეწყობილ წინადადებაში

 

მნიშვნელოვანია შესიტყვებათა გამოყოფის საკითხი ისეთ ქვეწყობილ წინადადებაში, სადაც წინადადებათა დაქვემდებარების საშუალებად შემდეგი მაქვემდებარებელი კავშირები მოგვეპოვება: თითქოს, თუმცა, ვინაიდან, თუნდაც/თუნდ, ვიდრე, თორემ, სანამ, ვითომ, გინდ/გინდაც, რომ, თუ. ისინი აზრობრივ კავშირს ამყარებენ ზმნა-შემასმენელთან, ამიტომ ქმნიან შესიტყვებას: ვიდრე ესიყვარულებოდნენ, სანამ იყო, ვინაიდან მქონდა, თორემ გასანიავებელი იყო, თუნდ მიამბო, გინდაც სჯეროდა, თუმცა პატივს სცემდნენ, თითქოს იდგა. ამ შესიტყვებებში მაქვემდებარებელი კავშირი მიერთვის ზმნა-შემასმენელს. აქ ზუსტად ისეთივე მიმართება გვაქვს, როგორიც უფორმო სიტყვასა (ზმნიზედა ან ზმნიზედის წყებაში ჩამდგარი თანდებულიანი სახელი) და შემასმენელს შორის არსებობს − მირთვა. ზმნა-შემასმენელი შინაარსობრივ ისე იკავშირებს მოყვანილ მაქვემდებარებელ კავშირებს, რომ ამას რაიმე გრამატიკული გამოხატულება არ აქვს. ჩვენთვის ზუსტად ისეთივე შესიტყვებაა მაქვემდებარებელ კავშირებსა და ზმნა-შემასმენელს შორის, როგორიც ფორმაუცვლელ ზმნიზედებსა და შემასმენელს შორის.

მოყვანილ მაქვემდებარებელ კავშირთაგან ვითომ და თითქოს ნაწილაკია და მას არ შეუძლია სინტაქსური ურთიერთობა ჰქონდეს იმ სიტყვასთან, რომელსაც იგი დაერთვის, მაგრამ ჩვენ მიერ მოყვანილ წინანადადებებში ისინი მაქვემდებარებელი კავშირები არიან და არა ნაწილაკები. სწორედ ამიტომ ისინი საკორელაციო სიტყვას-თან ერთად აკავშირებენ ქვეწყობილი წინადადების ნაწილებს ერთმანეთთან, ისევე როგორც ეს სხვა მაქვემდებარებელი კავშირებისას ხდება (ისე - თითქოს, ისე - ვითომ). ამიტომაც, ვფიქრობთ, ისინი ქმნიან შესიტყვებას შესაბამის ზმნა-შემასმენელთან ერთად ჰიპოტაქსური წყობის წინადადებებში. 


საკვანძო სიტყვები:სინტაგმა, შესიტყვება, ჰიპოტაქსი კატეგორია: კვლევები ავტორები: თეა ბურჭულაძე


გალაკტიონ ტაბიძის ავდარი და ფრიდრიხ შილერის ვილჰელმ ტელი

 

gsსტატიაში გაანალიზებულია გალაკტიონ ტაბიძის ლექსი ავდარი, რომელიც ფრიდრიხ შილერის დრამატული ნაწარმოების - ვილჰელმ ტელის - ერთი პასაჟისაგან მიღებული შემოქმედებითი იმპულსის შედეგად არის შექმნილი. პირველწყაროს - შილერის ვილჰელმ ტელის სათქმელის გათვალისწინება ქართველი პოეტის ლექსის მეორე პლანის აღქმასა და გააზრებაში გვეხმარება: ავდარი აღიქმება, როგორც ალეგორია და აშკარა ხდება, რომ გალაკტიონი უბრალო უამინდობას კი არ აღწერს, არამედ - ტირანიაზე, ადამიანთა სისასტიკესა და ბუნებისაგან მოვლენილ სასჯელზე მიგვანიშნებს. შეიძლება ითქვას, რომ ავდარი - ეს XX ს-ის 30-იანი წლების გალაკტიონისეული შეფასებაა.


საკვანძო სიტყვები:გალაკტიონი, შილერი, „ავდარი“, „ვილჰელმ ტელი“ კატეგორია: კვლევები ავტორები: ნათია სიხარულიძე


რუსთველის "ვეფხისტყაოსანი" – კულტურული ხიდი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და სეფიანთა ირანის ქართველები

 

alaverdiგზა აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ შუასაუკუნეებში იყო არა მხოლოდ სავაჭრო და ეკონომიკური, არამედ აგრეთვე კულტურული ხიდი. საქართველოც ამ კულტურული ხიდის ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. წინამდებარე გამოკვლევაში ამ მიმართულებითაა გამახვილებული ყურადღება რუსთველის ვეფხისტყაოსანზე. უკანასკნელი წლების კვლევა-ძიებებმა მე საშუალება მომცა, განმეცხადებინა და მემტკიცებინა სრულიად ახალი ფაქტი როგორც ქართველოლოგიისათვის, ასევე ინგლისური ლიტერატურათმცოდნეობისათვის: რუსთველის ვეფხისტყაოსანი XVII საუკუნის დასაწყისში გამოყენებულია როგორც სიუჟეტური წყარო ინგლისელი დრამატურგების ფრანსის ბომონტისა და ჯონ ფლეტჩერის მიერ. ვეფხისტყაოსნის მთავარი მოქმედი გმირების ტარიელისა და ნესტანის სიყვარულის ამბის საფუძველზე შექმნილია ორი პიესა _ ფილასტერი და მეფედაარამეფე, რომლებიც მთელი XVII საუკუნის მანძილზე წარმატებით იდგმებოდა ინგლისის თეატრალურ სცენებზე.

თუ რა გზით უნდა მიეღწია რუსთველის პოემის ამბავს შექსპირის ეპოქის ინგლისის ინტელექტუალურ წრეებამდე, საიდუმლოდ რჩება. ამ საკითხზე მხოლოდ სხვადასხვა ვარაუდი შეიძლება იქნას გამოთქმული. ამ ვარაუდთაგან ერთი, ჩემი აზრით შედარებით უფრო სარწმუნო, უნდა იყოს სპარსეთის სეფიანთა კარზე დაწინაურებული გამაჰმადიანებული ქართველების წრე, კერძოდ ალავერდი ხანი და მისი ოჯახი. საქმე ისაა, რომ XVI საუკუნის დამლევს ირანის სამეფო კარს ინგლისელთა დიდი წარმომადგენლობა ეწვია ცნობილი დიპლომატის ანტონი შერლის მეთაურობით. ინგლისელები დიდხანს დარჩნენ შაჰის კარზე და შაჰ აბასის და მასთან ერთად შაჰის უპირველესი მრჩეველისა და მხედართმთავრის ალავერდი ხანის ხელშეწყობით ირანის არმიის რეორგანიზაცია და გადაიარაღება მოახდინეს. ამის შემდეგ თვითონ ანტონი შერლი შაჰის დესპანის რანგში ევროპაში გაემგზავრა და წლების მანძილზე მოღვაწეობდა ირანსა და ევროპას შორის პოლიტიკური და სავაჭრო ურთიერთობების დასამყარებლად. ეს დრო ზუსტად ემთხვევა ინგლისში ვეფხისტყაოსნის ამბის შესვლის ჩემს მიერ გამოვლენილ ფაქტს.


საკვანძო სიტყვები:ვეფხისტყაოსანი, ფრანსის ბომონტი, ჯონ ფლეტჩერი, ალავერდი ხანი კატეგორია: კვლევები ავტორები: ელგუჯა ხინთიბიძე


სასწაულის სეკულარიზაცია შუასაუკუნეების ქართულ და ევროპულ მწერლობაში

 

123სეკულარიზაცია სასულიერო, საეკლესიო სფეროდან საეროში გადასვლას ნიშნავს. ფილოსოფიურ-ლიტერატურათმცოდნეობით ნაშრომებში ამ ტერმინს სასულიერო აზროვნების გარკვეული გამოვლინების საერო შინაარსით გადააზრებაზე მისათითებლად იყენებენ. ამგვარი მნიშვნელობით ვიყენებთ ჩვენ ამ ტერმინს წინამდებარე გამოკვლევაში, რომელიც შუასაუკუნეების ქართულ და ევროპულ მწერლობაში სასწაულის ასახვასა და მნიშვნელობას ეხება.

სასწაულის ტრანსფორმაცია ადრინდელი შუასაუკუნეების ლიტერატურიდან გვიანდელი შუასაუკუნეების მწერლობის პროცესში სეკულარიზაციის მიმართულებით ხდება. იგი რეალურობას უახლოვდება და ადამინის მაღალი, ზნეობრივი, ინტელექტუალური და ფიზიკური თვისებების აქცენტირებას ემსახურება. ამ თვალსაზრისით რუსთველის ვეფხისტყაოსანი ახალი ეპოქის – რენესანსის ეპოქის მიჯნასთან დგას.

ამ თვალთახედვით ქართული მწერლობის შესწავლა მნიშვნელოვან მასალას იძლევა და ევროპულ ლიტერატურულ პროცესთან მისი მიმართების თვალსაზრისითაც საინტერესო დასკვნებს წარმოაჩენს.

 


საკვანძო სიტყვები:სასწაული, რუსთაველი, კრეტიენ დე ტრუა კატეგორია: კვლევები ავტორები: ნინო ჩაკუნაშვილი