ქართველოლოგი ”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში. ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით. |
ანტონი ბრაიერის გახსენება
1960 წელს ანტონი ბრაიერი შუა საუკუნეების ბერძნული და თურქული კულტურისადმი ინტერესის სულისჩამდგმელი გახდა. 1976 წელს მან ბირმინგემის უნივერსიტეტში ბიზანტინისტიკის სასწავლო ცენტრი დააარსა და დიდი წვლილი შეიტანა ამ მნიშვნელოვანი საკითხისადმი სერიოზული დამოკიდებულებით. უამრავი სტუდენტის თანხლებით უძღვებოდა ექსპედიციებს ბიზანტიური და სპარსული ნაგებობების, ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთის კულტურის, პონტოსა და ტრაპიზონის იმპერიის მიღმა მდებარე პონტოს ალპების შესასწავლად.
საკვანძო სიტყვები:ანტონი ბრაიერი, ბიზანტიური კვლევები კატეგორია: ქართველოლოგიური ქრონიკა ავტორები: Unknown Author შექსპირის ბოლო პერიოდის პიესები და ''ვეფხისტყაოსანი''
შექსპირის ბოლო პერიოდის პიესებში ჩანს რემინისცენციები ვეფხისტყაოსნისეული ნესტანისა და ტარიელის სიყვარულის ამბიდან, რომელიც უშუალო ლიტერატურული წყაროა შექსპირის და მისი თანამედროვეების სამი პიესისა: ციმბელინი, ფილასტერი, მეფე და არა მეფე.
საკვანძო სიტყვები:ვეფხისტყაოსანი, ციმბელინი, პერიკლე, ზამთრის ზღაპარი, ქარიშხალი კატეგორია: კვლევები ავტორები: ელგუჯა ხინთიბიძე თეოფანიის კომპოზიცია X-XI საუკუნეების ქართული ტაძრების ფასადებზე
ამ საკითხებთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს პრობლემად გამოიკვეთა სვეტიცხოვლის ფასადების სიუჟეტური ინტერპრეტაციის თემა, რადგანაც, როგორც ცნობილია, მცხეთის საკათედრო ტაძარი მრავალგზისაა გადაკეთებული, ხოლო მისი შემამკობელი დეკორატიული ელემენტები - ადგილნაცვალი. ამრიგად, მათ სიუჟეტურ ინტერპრეტაციასთან ერთად, სტატიაში მოცემულია ასევე ამ რელიეფების პირველსახის ნაწილობრივი აღდგენის და არსუკიძისეული ნაგებობის ფასადების რეკონსტრუქციის ცდა. ქართული ნიმუშები განხილულია ასევე შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპის ფართო კულტურულ კონტექსტში.
საკვანძო სიტყვები:თეოფანიის კომპოზიცია, რელიეფი, საფასადო დეკორი, სვეტიცხოველი, ნიკორწმინდა კატეგორია: კვლევები ავტორები: ნინო სილაგაძე ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსი "ნაპოლეონ" და მისი მიმართება ბაირონის ''ნაპოლეონის" ციკლის ლექსებთან
საკვანძო სიტყვები:ბაირონი, ბარათაშვილი, ნაპოლეონი, მსოფლიო პოეზია კატეგორია: კვლევები ავტორები: ეკა ვარდოშვილი
ავთანდილი და ტარიელი (ვეფხისტყაოსნის მოყმე - ემოციური თუ რაციონალური)
რუსთველოლოგიური კვლევა-ძიებანი ამ პერსონაჟთა მხატვრული სახეების კომენტირებისას სხვადასხვა საკითხს წამოჭრის, მათგან ერთი უმთავრესია ხასიათების პრობლემა: როგორია რუსთველისეული ხედვა ამ იდეალური მოყმე-რაინდის მხატვრული სახისა; უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვით, რუსთველი იდეალური მოყმე-რაინდის სახეს ხატავს ერთის ხასიათში რაციონალურობის, ხოლო მეორეში ემოციურობის აქცენტირებით; თუ იდეალური მოყმის ერთ ხასიათს ქმნის, და მათ ხასიათში სხვადასხვა მიმართულებით აქცენტირებას გამოავლენს პერსონაჟების ცხოვრებისეულ სხვადასხვა პირობებში ლოკალიზების გამო? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა პოემის მთელი ტექსტის ინტერპრეტირების საფუძველზე უნდა მოხდეს; მაგრამ ამ ორი პერსონაჟის მიერ განხვავებულ პოზიციათა თეორიული მტკიცება ყველაზე გამოკვეთილად პოემის სწორედ ქვემოთ გამოქვეყნებულ მონაკვეთში ჩანს, რომლის ქართულ ორიგინალს დღეისათვის არსებულ ყველა ინგლისურენოვან თარგმანთან ერთად ვაქვეყნებთ. რედაქტორი საკვანძო სიტყვები:ვეფხისტყაოსანი კატეგორია: ქართული ლიტერატურა ინგლისურ თარგმანებში ავტორები: შოთა რუსთაველი კათოლიკე მისიონერთა რეზიდენციები საქართველოში: ქრისტეფორე დე კასტელის სიტყვიერი და ხატოვანი ნარატივი
ნაშრომის მიზანი მასალის ისტორიული გადამოწმება კი არ არის, არამედ მისი მხატვრული ანალიზი.
საკვანძო სიტყვები:ქრისტეფორე დე კასტელი, კათოლიკე მისიონერები, რეზიდენციები, ხატოვანი ნარატივი კატეგორია: კვლევები ავტორები: მარიეტა ჩიხლაძე |
კატეგორიები ჟურნალის არქივი
|