ქართველოლოგი ”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში. ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით. |
მარჯორი უორდროპის ლექსიკოგრაფული საქმიანობა
* * *
საკვანძო სიტყვები:მარჯორი უორდროპი, ლექსიკოგრაფია, ოქსფორდი, უორდროპების ფონდი. კატეგორია: კვლევები ავტორები: თინათინ მარგალიტაძე, მარიკა ოძელი
მცენარეთა სახელების ნასესხები ფუძეები ქართულ ოთხთავში
საკვანძო სიტყვები:ნასესხები ლექსიკა, მცენარეთა სახელები, ქართული ოთხთავი. კატეგორია: კვლევები ავტორები: მარინე ივანიშვილი
განმარტებითი, ორენოვანი და კომბინირებული ტიპის ლექსიკონების ეფექტიანობის კვლევა ინგლისური ენის ქართველ შემსწავლელებში
წინამდებარე სტატიაში წარმოდგენილია იმ ექსპერიმენტის შედეგები, რომელიც დაიგეგმა და ჩატარდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და რომელიც მიზნად ისახავდა უცხო ენების სწავლებისას/სწავლისას ლექსიკონის ტიპის ეფექტიანობის დადგენას, კერძოდ იმის გამოკვლევას, თუ რომელი ტიპის ლექსიკონი არის ყველაზე ეფექტიანი ინგლისური ენის ქართველი შემსწავლელებისათვის – ერთენოვანი ანუ განმარტებითი ლექსიკონი, რომელშიც ინგლისური სიტყვები სხვა ინგლისური სიტყვებითაა განმარტებული; თარგმნითი/ორენოვანი, ანუ ინგლისურ-ქართული, რომელშიც ინგლისურ სიტყვებს ქართული ეკვივალენტები აქვს მითითებული, თუ განმარტებით-თარგმნითი, ანუ კომბინირებული, რომელშიც ინგლისურ სიტყვა ახსნილია როგორც ინგლისურენოვანი განმარტებით, ისე ეკვივალენტით ქართულ ენაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუ განმარტებითი ლექსიკონი, ისევე როგორც ორენოვანი/თარგმნითი ლექსიკონი ლექსიკონების ყველასათვის ცნობილი და კარგად გავრცელებული ტიპებია, კომბინირებული ლექსიკონი ანუ განმარტებით-თარგმნითი ლექსიკონი, რომელშიც ორივე ლექსიკონის პრინციპებია შერწყმული, შედარებით ახალია და რამდენიმე წელია რაც გამოჩნდა ლექსიკოგრაფიულ ბაზარზე როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის ქვეყნებში. საკვანძო სიტყვები: ლექსიკონები კატეგორია: კვლევები ავტორები: ანტონინა კაპანაძე
რენესანსის ეპოქის ქალი - იმოჯენი და ნესტანი
რამდენად შეესაბამება იმოჯენის მხატვრული სახე შექსპირის უფრო ადრინდელი პერიოდის ქალ პერსონაჟთა ტიპაჟს? რა მიმართებაშია ეს სახე რენესანსის ეპოქის ინგლისური ლიტერატურის იდეალური ქალის სტერეოტიპთან? საკვანძო სიტყვები:რენესანსი, ქალი, რუსთაველი, იმოჯენი, ნესტანი. კატეგორია: კვლევები ავტორები: თამარ მელიქიძე
ქართულ–ისლანდიური ლიტერატურული ურთიერთობები
როგორია ლიტერატურული ურთიერთობები ისეთ ორ პატარა ქვეყანას შორის, როგორიც საქართველო და ისლანდიაა – ერთმანეთისგან ძალიან დაშორებული, მეტად განსხვავებული ენებით, კულტურითა და ისტორიით? ამ ორ კულტურას შორის არსებული დიდი მანძილისა და განსხვავებების მიუხედავად, გარკვეული ლიტერატურული კავშირი მაინც არსებობს მათ შორის. მართალია, რომ ხსენებულ ლიტერატურულ კავშირებს დასაბამი პირველად მე-20 საუკუნეში მიეცა, მაგრამ მას შემდეგ ორივე ენაზე მრავალი ნაწარმოები ითარგმნა. წინამდებარე სტატიის მიზანია, აქცენტირება საქართველოსა და ისლანდიას შორის არსებულ ლიტერატურულ ურთიერთობებზე: პროზაული ნიმუშების, მათი თარგმანების და ამ თარგმანთა მიღება–მოწონების კუთხით. საკვანძო სიტყვები:ლიტერატურული კავშირები, საქართველო, ისლანდია, ისლანდიური საგები, ჰალდორ ლაქსნესი. კატეგორია: კვლევები ავტორები: მიხაელა კრეიცოვა
ახალი კრებული: კავკასია მონღოლთა პერიოდში (XIII-XIV სს)
1. ვილჰელმ ბაუმი (კლაგენფურტი) თავის სტატიაში „მონღოლები და ქრისტიანობა“ (გვ. 13-52) ეხება მონღოლთა ადრეული ისტორიის წყაროებს, განსაკუთრებით ე. წ. „მონღოლების საიდუმლო ისტორია“-ს. აღნიშნული ნაწარმოები შეიქმნა ჩინგიზ ყაენის ინიციატივით და ის ჩვენამდე მხოლოდ ჩინური თარგმანის სახითაა მოღწეული. როგორც თავად ავტორიც აღნიშნავს, თხზულებაში მცირე ინფორმაციას ვღებულობთ მონღოლების რელიგიაზე. საკვანძო სიტყვები:ახალი, კრებული,: კავკასია, მონღოლთა, პერიოდში, (XIII-XIV სს) კატეგორია: კვლევები ავტორები: სოფია ვაშალომიძე / ალექსანდრე თვარაძე |
კატეგორიები ჟურნალის არქივი
|