ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





ავტორებისთვის

 

სტატიებისა და რეზიუმეების ენა
ჟურნალი ორენოვანია (ქართული და ინგლისური). ერთი და იგივე სტატია ერთმანეთის არსებითად იდენტური სახით  ქართულ და ინგლისურ ენებზე ქვეყნდება. ავტორები წარმოადგენენ ნაშრომებს მოკლე რეზიუმეებთან ერთად ორივე ენაზე. სტატიის გამოქვეყნების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ რედაქტირება და გამოსაქვეყნებელი ტექსტისათვის საბოლოო ფორმის მიცემა მოხდება ჟურნალის რედაქციაში. ყველა სტატია მისაწვდომი იქნება როგორც ქართული, ისე საერთაშორისო სამეცნიერო წრეებისათვის.

ციტირების სტილი
ჟურნალში სამეცნიერო ლიტერატურის დამოწმება არ მოხდება უშუალოდ სქოლიოებში. თითოეულ სტატიაში მითითებული სამეცნიერო ნაშრომები სათანადო ნუმერაციით დალაგდება ავტორთა გვარების ანბანური რიგის მიხედვით, ხოლო უავტორო წიგნები დამოწმებული ლიტერატურის რიგში შევა წიგნის  სათაურის პირველი სიტყვის  მიხედვით. მითითებული ლიტერატურის სია  დართული იქნება სტატიის ბოლოში. საკუთრივ ტექსტში კი კვადრატულ ფრჩხილებში ჩაიწერება მითითებული ლიტერატურის სიიდან წიგნის დამოწმების ნომერი და მძიმის შემდეგ - გვერდის ნომერი. წიგნის ან სტატიის დამოწმება მითითებული ლიტერატურის ნუსხაში უნდა მოხდეს შემდეგი პრინციპების მიხედვით:

ა) მითითებული წიგნის შემთხვევა: ავტორის გვარი, მძიმე, ინიციალები წერტილი, მძიმე, სათაური, მძიმე, მითითება ტომზე (თუ ასეთი არსებობს), მძიმე, გამომცემლობის დასახელება, მძიმე, გამოცემის ადგილი, მძიმე, გამოცემის წელი.

     მაგ: კეკელიძე, კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I,  ”მეცნიერება”, თბ. 1960

ბ) მითითებული სტატიის შემთხვევა: ავტორის გვარი, მძიმე, ინიციალები წერტილით, მძიმე, სათაური, ორი წერტილი, კრებულის ან ჟურნალის დასახელება ბრჭყალებში (კრებულის შემდგენელზე ან რედაქტორზე მითითებით), მძიმე, გამომცემლობის დასახელება, ქალაქი, მძიმე,  წელი,  მძიმე, სტატიის გვერდებზე მითითება.

მაგ: მეტრეველი, ე., ნიზამის მხატვრული მეტყველების ზოგიერთი თავისებურება: ”პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის შრომები”, ტ. V, თბ., 1948, გვ. 177-185. 

) პირველწყაროთა მითითების შემთხვევა: წიგნის სათაური ბრჭყალებში, მძიმე, მითითება ტომზე (თუ ასეთი არსებობს), გამომცემელზე, ან რედაქტორზე, მძიმე, ქალაქი, მძიმე, წელი.

 მაგ. ”ქართლის ცხოვრება”, I (ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა), თბ. 1955

რედაქტორის პარამეტრები Word Windows-ისთვის:

  • ფურცლის ზომა A4;
  • მინდორი: ზევით-ქვევით - 2,5 სმ; მარჯვნივ-მარცხნივ - 2,5 სმ.
  • შრიფტი - ქართული ტექსტისათვის - უნიკოდი (Sylfaen); ინგლისური ტექსტისათვის- Sylfean
  • შრიფტის ზომა -12;
  • სტრიქონებს შორის მანძილი -1;
  • გვერდების რაოდენობა - 7-10;