ქართველოლოგი ”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში. ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით. |
იმოჯენი (Imogen) თუ ინოჯენი (Innogen) (შექსპირის ციმბელინის ოქსფორდული გამოცემის ერთი კონიექტურის შესახებ)
ამ პუბლიკაციებში გამოკვეთილმა ერთმა თეზამ, ვეფხისტყაოსნის ნესტან–დარეჯანისა და შექსპირის ციმბელინის მთავარი პერსონაჟის მხატვრული სახეების პარალელების კვლევამ იმ სიმბოლიკაზე დამაფიქრა, რომელსაც დიდი ინგლისელი დრამატურგი ზოგიერთ შემთხვევაში თავის პერსონათა სახელების შერჩევისას მიმართავდა. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ციმბელინის პროტაგონისტის, მეფის ერთადერთი ასულის იმოჯენის სახელი. ამ სახელის სიმბოლური დატვირთვის ინტერპრეტირებას და თხზულების ზოგიერთ გამოცემაში სახელ იმოჯენის სხვა ფორმით – ინოჯენით შეცვლის მიზანშეწონილობის კვლევას ეძღვნება წინამდებარე ნაშრომი. საკვანძო სიტყვები:ვეფხისტყაოსანი, ციმბელინი, იმოჯენი, ინოჯენი კატეგორია: კვლევები ავტორები: ელგუჯა ხინთიბიძე ქართული ნახირი – აქადური naxiru
წინამდებარე სტატიაში ავტორი ცდილობს გამოავლინოს ასურულ წყაროებში არაერთგზის დაფიქსირებული სიტყვის naxiru მნიშვნელობა, რომელიც მიემართებოდა გარკვეული სახის ცხოველს, თუმცაღა ამ სიტყვის ზუსტი იდენტიფიკაცია აქამდე არ ხერხდებოდა. სხვადასხვა არგუმენტის მოხმობით, მათ შორის, ქართული ნახირის ანალოგიით ავტორი ასკვნის, რომ აღნიშნული სიტყვა ასურულ წყაროებში აღნიშნავდა ზღვის ძროხას. საკვანძო სიტყვები:naxiru, ნახირი, ზღვის ძროხა, ზღვის ცხენი, ასურული წყაროები. კატეგორია: კვლევები ავტორები: კონსტანტინე ლერნერი დავიწყებული მოგზაური: კარლა სერენა (1829-1884)
სტატიაში საუბარია ქართველი მკითხველისათვის ნაცნობ თუ უცნობ უცხოელ ქალ მოგზაურებზე, რომელთაც საქართველოს სხვადასხვა კუთხე მოინახულეს, მნიშვნელოვანი ჩანაწერები გააკეთეს და მსოფლიოს საქართველო და მისი კულტურა გააცნეს. 1882 წლის 25 მარტს გაზეთ დროების 63-ე ნომერში გამოქვეყნდა სტატია, სადაც ნათქვამი იყო: „ცნობილმა მოგზაურმა კარლა სერენამ ორჯერ იმოგზაურა ჩვენს ქვეყანაში. ამ მამაცმა ქალბატონმა, რომელმაც ასე გმირულად იმოგზაურა ჩვენს რეგიონებში და სპარსეთის ტრამალ ადგილებში, მოამზადა წიგნი, სადაც ვრცლად არის ნაამბობი და დასურათებული მისი მოგზაურობა კავკასიაში. წიგნი გამოიცემა პარიზში“. აი, რას წერდა ერთ-ერთი ფრანგული გაზეთი კარლა სერენას შესახებ: „დაუღალავი მოგზაური კარლა სერენა ახლახან დაბრუნდა კავკასიიდან პარიზში და თან კავკასიის ბუნებისა და ხალხის უამრავი სურათი ჩამოიტანა; ეს სურათები განთავსდება მის ლიტერატურულ ნაშრომში – კავკასია (Caucasus), რომლის დაბეჭდვაც მან უკვე დაიწყო“. ეს ქალბატონი დიდი პატივით მიიღეს ევროპაში: იტალიის მეფემ მისთვის ოქროს მედალი ჩამოასხმევინა. ლონდონის გეოგრაფიულმა საზოგადოებამ სთხოვა, ჩაეტარებინა ლექცია თავისი მოგზაურობების შესახებ. მისი ორი ლიტერატურული ნაშრომი – ბალტიის ზღვიდან კასპიის ზღვამდე (From the Baltic Sea to the Caspian Sea) და ევროპელი ქალი სპარსეთში (A European Woman in Persia) – იტალიურად ითარგმნა. საკვანძო სიტყვები:საქართველო, კარლა სერენა, ზუტნერები, ვივიან ინგჰამი, ანა ლისტერი, ოდეტ კეუნი. კატეგორია: ქართველოლოგიური ქრონიკა ავტორები: პიტერ სკინერი მარჯორი უორდროპის ლექსიკოგრაფული საქმიანობა
* * *
საკვანძო სიტყვები:მარჯორი უორდროპი, ლექსიკოგრაფია, ოქსფორდი, უორდროპების ფონდი. კატეგორია: კვლევები ავტორები: თინათინ მარგალიტაძე, მარიკა ოძელი
მცენარეთა სახელების ნასესხები ფუძეები ქართულ ოთხთავში
საკვანძო სიტყვები:ნასესხები ლექსიკა, მცენარეთა სახელები, ქართული ოთხთავი. კატეგორია: კვლევები ავტორები: მარინე ივანიშვილი განმარტებითი, ორენოვანი და კომბინირებული ტიპის ლექსიკონების ეფექტიანობის კვლევა ინგლისური ენის ქართველ შემსწავლელებში
წინამდებარე სტატიაში წარმოდგენილია იმ ექსპერიმენტის შედეგები, რომელიც დაიგეგმა და ჩატარდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და რომელიც მიზნად ისახავდა უცხო ენების სწავლებისას/სწავლისას ლექსიკონის ტიპის ეფექტიანობის დადგენას, კერძოდ იმის გამოკვლევას, თუ რომელი ტიპის ლექსიკონი არის ყველაზე ეფექტიანი ინგლისური ენის ქართველი შემსწავლელებისათვის – ერთენოვანი ანუ განმარტებითი ლექსიკონი, რომელშიც ინგლისური სიტყვები სხვა ინგლისური სიტყვებითაა განმარტებული; თარგმნითი/ორენოვანი, ანუ ინგლისურ-ქართული, რომელშიც ინგლისურ სიტყვებს ქართული ეკვივალენტები აქვს მითითებული, თუ განმარტებით-თარგმნითი, ანუ კომბინირებული, რომელშიც ინგლისურ სიტყვა ახსნილია როგორც ინგლისურენოვანი განმარტებით, ისე ეკვივალენტით ქართულ ენაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუ განმარტებითი ლექსიკონი, ისევე როგორც ორენოვანი/თარგმნითი ლექსიკონი ლექსიკონების ყველასათვის ცნობილი და კარგად გავრცელებული ტიპებია, კომბინირებული ლექსიკონი ანუ განმარტებით-თარგმნითი ლექსიკონი, რომელშიც ორივე ლექსიკონის პრინციპებია შერწყმული, შედარებით ახალია და რამდენიმე წელია რაც გამოჩნდა ლექსიკოგრაფიულ ბაზარზე როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის ქვეყნებში. საკვანძო სიტყვები: ლექსიკონები კატეგორია: კვლევები ავტორები: ანტონინა კაპანაძე |
კატეგორიები ჟურნალის არქივი
|