ქართველოლოგი ”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში. ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით. |
„ვეფხის“ მნიშვნელობა შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანში"
საკვანძო სიტყვები:„ვეფხისტყაოსანი”, რუსთაველი, ვეფხი, ვეფხვი კატეგორია: კვლევები ავტორები: ლუიჯი მაგაროტო ამაღლებულის ესთეტიკური განცდა - ტარიელისა და ფრიდონის დამეგობრება
ვაქვეყნებთ ნაწყვეტს „ვეფხისტყაოსნის“ ერთი თავიდან „ამბავი ნურადინ ფრიდონისა, ოდეს ტარიელ შეეყარა“. ქართული ტექსტი იბეჭდება ა. შანიძისა და ა. ბარამიძის გამოცემის მიხედვით (თბილისი, 1966). ინგლისური კი – მარჯორი უორდროპის (თბილისი, 1966), ვენერა ურუშაძის (თბილისი, 1968); ქეთრინ ვივიანის (ლონდონი, 1977); რობერტ სტივენსონისა (ნიუ იორკი, 1977) და ლინ კოფინის (თბილისი, 2015) თარგმანების მიხედვით. რედაქტორი საკვანძო სიტყვები:ვეფხისტყაოსანი, რუსთველი, ფრიდონი, ტარიელი კატეგორია: ქართული ლიტერატურა ინგლისურ თარგმანებში ავტორები: შოთა რუსთაველი „ვეფხისტყაოსანი“ და „ციმბელინის“ ლიტერატურული წყაროები
საკვანძო სიტყვები:„ვეფხისტყაოსანი“, „ციმბელინი“, „დეკამერონი“, „სიყვარულისა და ბედისწერის იშვიათი ტრიუმფები“ კატეგორია: კვლევები ავტორები: ელგუჯა ხინთიბიძე ზოგი ტიპის შესიტყვებათა გამოყოფისათვის რთულ ქვეწყობილ წინადადებაში
მნიშვნელოვანია შესიტყვებათა გამოყოფის საკითხი ისეთ ქვეწყობილ წინადადებაში, სადაც წინადადებათა დაქვემდებარების საშუალებად შემდეგი მაქვემდებარებელი კავშირები მოგვეპოვება: თითქოს, თუმცა, ვინაიდან, თუნდაც/თუნდ, ვიდრე, თორემ, სანამ, ვითომ, გინდ/გინდაც, რომ, თუ. ისინი აზრობრივ კავშირს ამყარებენ ზმნა-შემასმენელთან, ამიტომ ქმნიან შესიტყვებას: ვიდრე ესიყვარულებოდნენ, სანამ იყო, ვინაიდან მქონდა, თორემ გასანიავებელი იყო, თუნდ მიამბო, გინდაც სჯეროდა, თუმცა პატივს სცემდნენ, თითქოს იდგა. ამ შესიტყვებებში მაქვემდებარებელი კავშირი მიერთვის ზმნა-შემასმენელს. აქ ზუსტად ისეთივე მიმართება გვაქვს, როგორიც უფორმო სიტყვასა (ზმნიზედა ან ზმნიზედის წყებაში ჩამდგარი თანდებულიანი სახელი) და შემასმენელს შორის არსებობს − მირთვა. ზმნა-შემასმენელი შინაარსობრივ ისე იკავშირებს მოყვანილ მაქვემდებარებელ კავშირებს, რომ ამას რაიმე გრამატიკული გამოხატულება არ აქვს. ჩვენთვის ზუსტად ისეთივე შესიტყვებაა მაქვემდებარებელ კავშირებსა და ზმნა-შემასმენელს შორის, როგორიც ფორმაუცვლელ ზმნიზედებსა და შემასმენელს შორის. მოყვანილ მაქვემდებარებელ კავშირთაგან ვითომ და თითქოს ნაწილაკია და მას არ შეუძლია სინტაქსური ურთიერთობა ჰქონდეს იმ სიტყვასთან, რომელსაც იგი დაერთვის, მაგრამ ჩვენ მიერ მოყვანილ წინანადადებებში ისინი მაქვემდებარებელი კავშირები არიან და არა ნაწილაკები. სწორედ ამიტომ ისინი საკორელაციო სიტყვას-თან ერთად აკავშირებენ ქვეწყობილი წინადადების ნაწილებს ერთმანეთთან, ისევე როგორც ეს სხვა მაქვემდებარებელი კავშირებისას ხდება (ისე - თითქოს, ისე - ვითომ). ამიტომაც, ვფიქრობთ, ისინი ქმნიან შესიტყვებას შესაბამის ზმნა-შემასმენელთან ერთად ჰიპოტაქსური წყობის წინადადებებში. საკვანძო სიტყვები:სინტაგმა, შესიტყვება, ჰიპოტაქსი კატეგორია: კვლევები ავტორები: თეა ბურჭულაძე
გალაკტიონ ტაბიძის ავდარი და ფრიდრიხ შილერის ვილჰელმ ტელი
საკვანძო სიტყვები:გალაკტიონი, შილერი, „ავდარი“, „ვილჰელმ ტელი“ კატეგორია: კვლევები ავტორები: ნათია სიხარულიძე უარყოფის გამოხატვის ენობრივი საშუალებები ქართველურ ენებში
სტატია ეძღვნება ლინგვისტიკის ერთ-ერთ აქტუალურ საკითხს - უარყოფის გამოხატვის ენობრივ საშუალებებს ქართველურ ენებში. ამ ტიპის კვლევა ტიპოლოგიური თვალსაზრისით პირველადაა ჩატარებული: ძველი და ახალი ქართულისა და უმწერლობო ქართველური ენების მასალების მიხედვით გამოყოფილი და გაანალიზებულია უარყოფითი ნაცვალსახელებისა და ზმნიზედების გრამატიკული მოდელები, ყურადღება გამახვილებულია ორმაგი უარყოფის გამოხატვასა და მასთან დაკავშირებულ ნორმალიზაციის საკითხებზეც. კორპუსული და ბეჭდური ტექსტების ემპირიული მასალა დამუშავებულია დიაქრონიულ და სინქრონიულ ჭრილში კვლევის აღწერით-სტატისტიკური და ისტორიულ-შედარებითიმეთოდების გამოყენებით. დადგენილია უარყოფის გამომხატველი ენობრივი საშუალებების გამოყენების სიხშირეც. კვლევის შედეგების შედარება-შეჯერებით გამოვლენილია საერთოქართველური კანონზომიერებანი და თითოეული ქართველური ენის სპეციფიკა ამ თვალსაზრისით. საკვანძო სიტყვები:ქართული, მეგრული, ლაზური, სვანური, უარყოფა, კატეგორია, ნაწილაკი, მორფოლოგია, მოდელი, ნაცვალსახელი კატეგორია: კვლევები ავტორები: რამაზ ქურდაძე, დარეჯან თვალთვაძე, მაია ლომია, ქეთევან მარგიანი-სუბარი, რუსუდან ზექალაშვილი |
კატეგორიები ჟურნალის არქივი
|