ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





ანდრია კრიტელის დიდი კანონის ქართული თარგმანები და კანონის, როგორც ჟანრის ჩამოყალიბების რამდენიმე ასპექტი

 

krtანდრია კრიტელის “დიდი კანონი’’ სულიერი კულტურის ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი ძეგლია. ინტერესს ამ საგალობლისადმი რამდენიმე მიზეზი განაპირობებს. ამ კანონითაა შთაგონებული დიდი ქართველი მეფის დავით აღმაშენებლის “გალობანი სინანულისანი’’, მასთანაა დაკავშირებული ჩვენი მწერლობის სამი უდიდესი წარმომადგენელი: ექვთიმე მთაწმიდელი, გიორგი მთაწმიდელი და არსენ იყალთოელი, რომელთაც ერთმანეთის მიყოლებით თარგმნეს და ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში დაამკვიდრეს იგი. და, რაც მთავარია, დღეს ხდება ერთგვარი გადაფასება რელიგიურ-მისტიკური გამოცდილებისა, თვით ასკეტიზმისა, როგორც განსაკუთრებული ფენომენისა. პოსტმოდერნიზმისა და პოსტსრუქტურალიზმის წარმომადგენლებიც კი ინტერესდებიან ასკეზის რაობით და აღიარებენ მას, როგორც პოზიტიურ მოვლენას. მეტიც: ასკეტიზმს მიიჩნევენ კულტურის, როგორც ასეთის, უნივერსალურ წინაპირობად, საფუძვლად, რომელიც განსაზღვრავს კულტურათა ნათესაობას და ქმნის შესაძლებლობას ამ კულტურათა შორის კომუნიკაციის დამყარებისა. აღიარებენ, რომ უნივერსალური ეთიკის საფუძვლები სწორედ ასკეტურ ლიტერატურაშია გამოკვეთილი და  ამ  პრინციპებს დღეს ინტელექტუალური ელიტა ახალს ვერაფერს ჰმატებს. ზოგი მეცნიერი იმასაც კი ფიქრობს, რომ ასკეზის ერთ-ერთ წამყვან, ძირითად მოტივთან სინანულთან დაკავშირებულ მძაფრ, რთულ, დრამატულ განცდათა მონაცვლეობას ტრაქტატებზე უკეთესად ლიტურგიული პოეზია გამოხატავს და დაბეჯითებით გვირჩევს, ჩავუღრმავდეთ ანდრია კრიტელის სინანულის საგალობელს, განთქმულ “დიდ კანონს’’ [16, გვ. 65].


საკვანძო სიტყვები:ანდრია, კრიტელის დიდი, კანონის, ქართული, თარგმანები, და კანონის, როგორც, ჟანრის, ჩამოყალიბების, რამდენიმე, ასპექტი კატეგორია: კვლევები ავტორები: ლაურა გრიგოლაშვილი


შოთა რუსთველი (საენციკლოპედიო ნარკვევი)

 

Rustveliწინამდებარე ნარკვევში რუსთველის შემოქმედებასთან დაკავშირებული ყველა საკითხის მოკლე, რეზიუმირებული მიმოხილვაა. ყურადღება გამახვილებულია ვეფხისტყაოსნის იდეურ-მსოფლმხედველობით პრობლემატიკაზე და მხატვრული სისტემის სპეციფიკაზე. მსჯელობის საგნადაა ქცეული რუსთველოლოგიური კვლევების მეთოდიკის საკითხები.
 
***
შუასაუკუნეების ქართული კულტურა ქრისტიანული აზროვნების პროცესის კარდინალურ მიმართულებას განეკუთვნება. მასში თანმიმდევრულად ვლინდება ევროპული ქრისტიანული ცივილიზაციის ძირითადი ეტაპები. იგი თავისი განვითარების ზენიტში – XII საუკუნის დასასრულს და XIII საუკუნის დასაწყისში – მაშინდელი მსოფლიოს ქრისტიანული აზროვნების უახლესი, ყველაზე მეტად თანამედროვე ტენდენციების გამომხატველია. შუასაუკუნეების ქართული კულტურის ზენიტი კი რუსთველის ვეფხისტყაოსანია, რომელიც ერთი საუკეთესო ნიმუშია აღმოსავლური და დასავლური კულტურული, კერძოდ კი ლიტერატურული, ნაკადების სინთეზისა. ამასთან ერთად, მსგავსად იმდროინდელი ქართული რელიგიურ-ფილოსოფიური და ლიტერატურული აზრის პროცესის ტიპოლოგიური რაობისა, ევროპული ქრისტიანული ცივილიზაციის კანონზომიერი კუთვნილებაა. თავისი ეპოქის მსოფლმხედველობითი და ესთეტიკური იდეალების მხატვრული რეალიზებით ვეფხისტყაოსანი მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შედევრია. 

საკვანძო სიტყვები:რუსთველი, ვეფხისტყაოსანი, რამაიანა, შექსპირი, დანტე კატეგორია: კვლევები ავტორები: ელგუჯა ხინთიბიძე


„ვეფხის“ მნიშვნელობა შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანში"

 

vfxშოთა რუსთაველის (ან რუსთველის, როგორც თავად მიუთითებს) მიერ 1190 წელს შექმნილი ცნობილი პოემის სათაურის – ვეფხისტყაოსნის პირდაპირი თარგმანი გახლავთ „ვეფხისტყავიანი ჭაბუკი“ და იგი ყველა წამყვან ევროპულ ენაზე ითარგმნება, როგორც ავაზის - (ვეფხვის-) ტყავიანი კაცი (ბატონი, რაინდი). თუ რომელ ვარიანტს აირჩევს მთარგმნელი: კაცს, ბატონსა თუ რაინდს, მის ესთეტიკურ მრწამსზეა დამოკიდებული; სათაურის ზოგადი მნიშვნელობა ამით არ იცვლება. მეორე მხრივ, უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ თარგმნის მთარგმნელი ვეფხ-ს, როგორც ავაზას/ჯიქსა თუ როგორც ვეფხვს. მართალია, რომ ყველა შემთხვევაში ვსაუბრობთ კატისებრთა ოჯახის წარმომადგენელ ორ ცხოველზე, თუმცა ავაზას დაწინწკლული ბეწვი აქვს, ხოლო ვეფხვს – ზოლიანი. რა თქმა უნდა, ვეფხისტყაოსნის მთარგმნელებს კავშირი ექნებოდათ ინფორმანტებთან, მაგრამ როგორ მოხდა, რომ ზოგმა მათგანმა ვეფხ-ის ეკვივალენტად ავაზა ირჩია და ზოგმა კი ვეფხვი?


საკვანძო სიტყვები:„ვეფხისტყაოსანი”, რუსთაველი, ვეფხი, ვეფხვი კატეგორია: კვლევები ავტორები: ლუიჯი მაგაროტო


შოთა რუსთაველის მეგობრობის თეორია

 

წინამდებარე სტატიაში განხილულია შოთა რუსთველის "ვეფხისტყაოსანში" ასახული მეგობრობისა და არისტოტელესეული მეგობრობის კონცეფციის ურთიერთმიმართება. ავტორი ვეფხისტყაოსნის პროტაგონისტი მამაკაცების  ხასიათის დინამიკას აკვირდება და იმ ცვლილებებს, რაც ამ პერსონაჟთა ხასიათების დინამიკაში ვლინდება, ბერძნული ფილოსოფიის სხვადასხვა წარმომადგენლის ნააზრევის საფუძველზე  განმარტავს.

***

შოთა რუსთაველმა ეპიკური პოემა „ვეფხიტყაოსანი“, რომელიც 6000 სტრიქონს შეიცავს, საქართველოში, კავკასიაში, დაიწერა დაახლოებით 1200 წელს. ჩვეულებრივ, პოემის სათაურს თარგმნიან, როგორც კაცი ავაზის (პანტერის) ტყავში (“The Man in the Panther Skin”), თუმცა პირდაპირი მნიშვნელობით ის ნიშნავს კაცს ჯიქის ტყავში (“In the Leopard Skin”). „ვეფხისტყაოსანი“ მნიშვნელოვანი ნაშრომია, რომელსაც საქართველოში ისეთივე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, როგორიც ბიბლიასა და შექსპირის თხზულებებს ინგლისურად მოლაპარაკე ქვეყნებში: ის გახლავთ ანდაზების, ციტატების და ეთიკის წყარო. ეს ნაშრომი მოგვაგონებს რაინდული სიყვარულის ლიტერატურას, როგორიცაა, მაგალითად, ტრისტანი და იზოლდა, თუმც მნიშვნელოვანი განსხვავებებით.


საკვანძო სიტყვები:ვეფხისტყაოსანი, მეგობრობა, არისტოტელე, მეორე მე კატეგორია: კვლევები ავტორები: ბერტ ბეინენი


ქართველ კათოლიკე მამათა საზოგადოება მონტობანში 1872 წლიდან 1905 წლამდე

 

საფრანგეთის ტარნისა და გარონის დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრის მონტობანის მუნიციპალური არქივების დირექტორმა პროფესორმა პასკალ ლერუამ საგანგებო გამოკვლევა მიუძღვნა მონტობანში მე-19 საუკუნეში მოქმედი ქართველ მამათა საზოგადოების ისტორიას. მისი დაინტერესება ამ საკითხით განპირობებული იყო აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის ავთანდილ ნიკოლეიშვილის საგანგებო მიმართვით. პროფ. ლერუამ მის მიერ გამოვლენილი დღემდე უცნობი ფაქტები საგანგებო გამოკვლევის სახით მიაწოდა პროფ. ა. ნიკოლეიშვილს. ჟურნალის წინამდებარე ნომერში ქვეყნდება პროფ. ლერუას ნარკვევი მის პირად წერილებთან ერთად ფრანგულ ენაზე. ნარკვევისა და წერილების ქართული თარგმანი შესრულებულია აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის უნივერსიტეტის თანამშრომლის ავთანდილ ხურცაძის მიერ.


რედაქტორი


საკვანძო სიტყვები:მონტობანის მონასტრები, მამა ხარისჭირაშვილი კატეგორია: კვლევები ავტორები: პასკალ ლერუა


მოდერნიზმი საქართველოში - სისტემური გააზრებისათვის

 

მოდერნისტული მოდელით სამყაროს აღქმისა და მისი მეთოდოლოგიის ქართულ შემოქმედებით სივრცესთან ინტერგრირების საკითხი პერიოდულად დგებოდა ჩვენი ლიტერატურათმცოდნეობითი ცხოვრების დღის წესრიგში, ოღონდ სხვადასხვა ეტაპზე გარკვეული გაშუალებული დამოკიდებულება იკვეთებოდა, რაც ორპოზიციურობით (ორმაგი სტანდარტით): პრობლემის პოზიტიურ-ნეგატიური აღქმით ხასიათდებოდა. პოზიტიურ ტენდენციაში მოვიაზრებთ თავად ფაქტს, აღიარებდნენ, რომ XX ს-ის ქართულ კულტურაში ავანგარდიზმი იყო სახეზე და განიხილავდნენ მას, როგორც მზა მოდელს, „ჩადგმულს“ ქართულ სიტყვაკაზმულ სივრცეში. ნეგატიური რაკურსი საკითხის ხედვისა იყო უფრო მჭახე და რადიკალური, რომლის მიხედვითაც, ავანგარდიზმი საქართველოში მოიაზრებოდა, როგორც ხელოვნური მოტრიალება მანერულობის და ორიგინალურობის სადემონსტრაციოდ.

ამგვარ დამოკიდებულებებთან, ასევე კულტუროლოგიურ თუ მეთოდოლოგიურ გაურკვევლობასთან არის დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი, რომელიც ქართული მოდერნისტული სკოლების კლასიფიკაციის და სისტემურობის საკითხს უკავშირდება.

სხვადასხვა ქვეყანაში მოდერნიზმს განსხვავებული შემოქმედებითი იმიჯი გააჩნდა, თუმცა ავანგარდისტული მიმართულებების რიგითობის მეთოდოლოგიური სქემა ყველა კულტუროლოგიურ ქრესტომათიაში ასეთი თანამიმდევრობით არის მიღებული: იმპრესიონიზმი, ექსპრესიონიზმი, ფუტურიზმი, დადაიზმი, კუბიზმი, სიურეალიზმი (წარმოდგენილია ძირითადი მიმართულებები).

ეს ისტორია განსხვავებული აღმოჩნდა საქართველოსთვის, აღნიშნული მეთოდოლოგიური სქემა ქართულ შემოქმედებით რეალობაში მოშლილია და ის დაახლოებით ასე გამოიყურება:
1. სიმბოლიზმი; 1913-1928 წლები.
2. დადაისტური ტენდენციები XX ს-ის 20-იანი წლები.
3. ფუტურიზმი, XX ს-ის 20-იანი წლები.
4. იმპრესიონიზმი და ექსპრესიონიზმი, XX ს-ის 20-იანი წლები.

საქართველოში მოდერნიზმის თეორიულმა ანალიტიკამ ცალსახად წარმოაჩინა, რომ ის შეიძლება აღვიქვათ, როგორც მხატვრულ - შემოქმედებითი მეთოდი, ანუ მეთოდის ლიტერატურა, რომელსაც ევროპული ანალოგებისაგან, განსხვავებით პოლიტიზირებული ხასიათი არასოდეს მიუღია, არც საზოგადოებრივ-ყოფითი ფასეულობების შეცვლის პრეტენზია ჰქონია.


საკვანძო სიტყვები:მოდერნიზმი, მეთოდი, ავანგარდიზმი, ისტორია, ევროპა, ქართული ლიტერატურა. კატეგორია: კვლევები ავტორები: თამარ პაიჭაძე