ქართველოლოგი ”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში. ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით. |
თეა ბურჭულაძე ზოგი ტიპის შესიტყვებათა გამოყოფისათვის რთულ ქვეწყობილ წინადადებაში
საენათმეცნიერო შრომებში შესიტყვებათა საკითხის გადაჭრას ყველა ავტორი სხვადასხვანაირად ცდილობს. სინტაგმის რაობის გარკვევა სინტაქსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ქართულ ენაში სპეციფიკურია შესიტყვებათა გამოყოფის პრინციპი, რადგანაც აგებულების მიხედვით სხვადასხვა სახის წინადადებები გვაქვს (მარტივი, შერწყმული და რთული). სინტაგმათა გამოყოფის პრინციპები ამაზეცაა დამოკიდებული. არნ. ჩიქობავა შენიშნავდა, რომ შესიტყვება არაა სიტყვათა უბრალო წყება: „შესიტყვება ისეთ სიტყვათა წყებაა, რომელნიც ერთმანეთთან გარკვეულს დამოკიდებულებაში იმყოფებიან; ეს დამოკიდებულებაა, სიტყვათა რიგს რომ შესიტყვებად ხდის“. შესიტყვების შესწავლა გულისხმობს იმის გაანალიზებას, თუ რა ურთიერთდამოკიდებულებაა მათ შორის. საკითხის ამ თვალსაზრისით განხილვა კი ნიშნავს იმის გამორკვევას, თუ რა როლს თამაშობს ესა თუ ის სიტყვა ამ დამოკიდებულბაში [5, გვ. 94]. ამდენად, თითოეული წყვილი სიტყვათა შეკავშირებისაგან წარმომდგარი უმცირესი სინტაქსური ერთეულია. როგორც აღინიშნა, მრავალსიტყვიანი წინადადება ჩვეულებრივ ასეთი ერთეულებისაგან შედგე-ბა. წყვილთა რაოდენობა წინადადებაში ყოველთვის ნაკლებია წევრთა რაოდენობაზე. გამოტანილია დასკვნა, რომ მარტივ წინადადებაში იმდენი წყვილია, რამდენიც – წევრი, ერთის გამოკლებით [3, გვ. 16]. რაც შეეხება შერწყმულ წინადადებას, რაკი მასში რამდენიმე ერთგვარი წევრი გვხვდება, ამიტომ ყოველი ერთგვარი წევრი ცალ-ცალკე კი არა, არამედ ერთად იანგარიშება სინტაგმაში. მაგალითად, ერთგვარი ქვემდებარეები სინტაქსურად ერთად მიემართება ზმნა-შემასმენელს, ერთგვარი განსაზღვრებები – მსაზღვრელს ერთ სინტაგმად და ა.შ. ხოლო რთული წინადადების შესახებ სინტაგმათა გამოყოფის შესახებ ანალიზისას შენიშნულია, რომ პარატაქსული წინადადების სინტაგმათა რაოდენობა მასში შემავალ წინადადებებში ცალ-ცალკე იანგარიშება [3, გვ. 17]. ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში არ გვხვდება გაანალიზება საკითხისა, თუ რამდენი ან რა სახის სინტაგმები შეიძლება გამოიყოს რთულ ქვეწყობილ წინადადებაში. ასევე საჭიროა იმის გარკვევაც, თუ რა პრინციპი უნდა შეირჩეს ჰიპოტაქსური სტრუქტურის, ანუ რთულ ქვეწყობილ წინადადებაში შესიტყვებათა გამოსაყოფად. ეს პრობლემა აქტუალურია, რადგან რთული ქვეწყობილი წინადადება აგებულების მიხედვით ყველაზე რთულია და ვრცელიც. ჩვენი თვალსაზრისით, რთულ ქვეწყობილ წინადადებაში სხვა კონსტრუქციისათვის დამახასიათებელი შესაძლებელი სიტყვათშეკავშირება არ გამოდგება. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ასეთი წყობის წინანადებებში დაქვემდებარებაა, არ გვაქვს მხოლოდ დამოუკიდებელი შინაარსიის წინადადებები, მათ ყოველთვის ახლავს დამოკიდებული წინადადებები. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტორები, თუ რა საშუალებითაა დაკავშირებული მთავარი დამოკიდებულზე − მაქვემდებარებელი კავშირებით, მიმართებითი ზმნიზედებითა თუ მიმართებითი ნაცვალსახელებით. არ არის გაანალიზებული, შესიტყვებაში შევა თუ არა მიმართებითი ზმნიზედები და მიმართებითი ნაცვალსახელები, ან რა ადგილი უჭირავს სინტაგმაში მაქვემდებარებელ კავშირებს. გასარკვევია ისიც, რთულ ქვეწყობილ წინადადებაში მთავარ და დამოკიდებულ წინადადებაში ცალ-ცალკე გამოიყოფა სინტაგმები თუ არა. ჩვენი თვალსაზრისით, რთულ ქვეწყობილ წინადადე-ბაში არსებული ნებისმიერი წევრ-კავშირი (მიმართებითი სიტყვები) სინტაქსურ წყვილში შესაბამის წევრთან ერთად მოიაზრება. რთული თანწყობილი წინადადების მსგავსად, აქ სინტაგმები ცალ-ცალკე იანგარიშება (მთავარშიცა და და-მოკიდებულშიც ცალ-ცალკე). ამის საფუძველს გვაძლევს ის, რომ ასეთი სიტყვა წინადადების კავშირიცაა და ამავდროულად წევრიც. ის ასრულებს გარკვეულ ფუნქციას ჰიპოტაქსურ წინადადებაში − ზოგჯერ ქვემდებარეა, ზოგჯერ − დამატება ან განსაზღვრება და ა. შ. გარდა ამისა, ისინი შე-საბამის წყვილში მყოფ ზმნა-შემასმენლისაგან ბრუნვის ფორმით იმართვიან და რიცხვში შეეწყობიან. ისეთ სინტაგმებში, სადაც მიმართებითი სიტყვები გამოხატავენ წინადადების მთავარ წევრს ან უბრალო დამატებას, მაშინ მისი ზმნა-შემასმენელთან ურთიერთობა მართვაა. ხოლო თუ წევრ-კავშირი, რომელიც მიმართებითი ზმნიზედითაა გადმოცემული, რომელიმე სახის გარემოებას გამოხატავს, აქ მირთვა გვექნება: სადაც მივიდა, როგორც უნდოდა, რისთვისაც დასჭირდა... [1, გვ. 57]. ჩვენთვის ერთი და იგივე სინტაქსური მიმართებაა შესიტყვებებში: აქ მოვიდა და სადაც მივიდა; გუშინ გავიგე და როდესაც გავიგე; უცბად გამოჩნდა და როგორც გამოჩნდა; იმიტომ მერჩივნა და რადგანაც მერჩივნა; ამისთვის დამჭირდა და რისთვისაც დამჭირდა [1, გვ. 58]. კვლევის ამ ეტაპზე ჩვენი ინტერესის სფეროა შესიტყვებათა გამოყოფის საკითხი ისეთ ქვეწყობილ წინადადებაში, სადაც წინადადებათა დაქვემდებარების საშუალებად შემდეგი მაქვემდებარებელი კავშირები მოგვეპოვება: თითქოს, თუმცა, ვინაიდან, თუნდაც/თუნდ, ვიდრე, თორემ, სანამ, ვითომ, გინდ/გინდაც, რომ, თუ. ისი-ნი ძირითად შემთხვევებში საკორელაციო სიტყვასთან ერ-თად აკავშირებენ ქვეწყობილი წინადადების ნაწილებს ერ-თმანეთთან (ზოგიერთ შემთხვევაში დასახელებული კავში-რები, ცალკე, საკორელაციო სიტყვის გარეშეც გამოიყენება): ისე − თითქოს ამათგან ვიდრე, სანამ დროულობის კავშირებია, ვინაიდან − მიზეზობითი კავშირი, თუნდ, გინდ, თუმცა გამორიცხვითი კავშირი, თითქოს, ვიდრე, ვითომ − ვითარებით-შედეგობითი კავშირები [6, გვ. 55-216]: „ვიდრე ისინი ერთმანეთს ესიყვარულებოდნენ, მე გულმოდგინედ ვათვალიერებდი ამ კაცს“(იოს.); „სანამ ნატაშა ამ აზრების გამოკვლევაში იყო, ვაჟმა ისევ გააგრძელა ლაპარაკი“(ყაზბ.); „მე მათი მობრძანება არაფრად მეპიტნავებოდა, ვინაიდან გული ტყე-მინდვრებსა და სამწყემსურისაკენ მქონდა“(აკაკი); „არ ვიმეტებდი, თორემ ადრევე იყო ჩემის ხელისაგან გასანიავებელი“(ილია); „თუნდ მიამბო, რა დასაძრახია?“(ილია); „გინდაც ჯერ კიდევ სჭეროდა სისხლიანი დანა მკვლელს, ბოჩია ხელს მაინც ვერ დაადებდა“ (ჭილ.); „ამხანაგები დასცინოდნენ, თუმცა მის ენერგიას პატივს სცემდნენ“(ფანჯ.); „ქალიშვილმა ისე ჩაუარა, თითქოს ქუჩაში კაცის ნაცვლად ხე იდგა“(დუმბ.); „მე ისე მეჩვენა, ვითომც სახის მეტყველება შესცვლოდა“ (ილია). მოყვანილ წინადადებებში შესიტყვებები, ვფიქრობთ, შემდეგი სახით გამოიყოფა − ამის საილუსტრაციოდ მოვიყვანთ რამდენიმე ნიმუშს: ამხანაგები დასცინოდნენ, თუმცა მის ენერგიას პატივს სცემდნენ. მთავარი წინადადების შესიტყვებები: დამოკიდებული წინადადების შესიტყვებები: ვიდრე ისინი ერთმანეთს ესიყვარულებოდნენ, მე გულ-მოდგინედ ვათვალიერებდი ამ კაცს. მთავარი წინადადების შესიტყვებები: დამოკიდებული წინადადების შესიტყვებები: ან კიდევ: მე მათი მობრძანება არაფრად მეპიტნავებოდა, ვი-ნაიდან გული ტყე-მინდვრებსა და სამწყემსურისაკენ მქონ-და. მთავარი წინადადების შესიტყვებები: დამოკიდებული წინადადების შესიტყვებები: გინდაც ჯერ კიდევ სჭეროდა სისხლიანი დანა მკვლელს, ბოჩია ხელს მაინც ვერ დაადებდა. მთავარი წინადადების შესიტყვებები: დამოკიდებული წინადადების შესიტყვებები: ყველა ზემოთ მოყვანილი კავშირები აზრობრივად მიემართება ზმნა-შემასმენელს. ეს მაქვემდებარებელი კავშირები აზრობრივ კავშირს ამყარებენ ზმნა-შემასმენელთან. ამიტომ ქმნიან შესიტყვებას. ყველა ზემოთ მოყვანილი მაქვემდებარებელი კავშირი კავშირს ამყარებს მხოლოდ ზმნა-შემასმენელთან: ვიდრე ესიყვარულებოდნენ, სანამ იყო, ვინაიდან მქონდა, თორემ გასანიავებელი იყო, თუნდ მიამბო, გინდაც სჯეროდა, თუმცა პატივს სცემდნენ, თითქოს იდგა. რამდენადაც სინტაგმა უმცირესი ერთეულია, რომელიც ემყარება ორ სიტყვას შორის სინტაქსურ ურთიერთობას და ის გამოიხატება შეთანხმებით, მართვითა და მირთვით [4, გვ. 214], ჩვენს შესიტყვებებშიც სწორედ სინტაქსური ურთიერთობაა, მაქვემდებარებელი კავშირი მიერთვის ზმნა-შემასმენელს. აქ ზუსტად ისეთივე მი-მართება გვაქვს, როგორიც უფორმო სიტყვასა (ზმნიზედა ან ზმნიზედის წყებაში ჩამდგარი თანდებულიანი სახელი) და შემასმენელს შორის არსებობს − მირთვა. ზმნა-შემასმენელი შინაარსობრივ ისე იკავშირებს მოყვანილ მაქვემდებარებელ კავშირებს, რომ ამას რაიმე გრამატიკული გამოხატულება არ აქვს. ჩვენთვის ზუსტად ისეთივე შესიტყვებაა მაქვემდებარებელ კავშირებსა და ზმნა-შემასმენელს შორის, როგორიც ფორმაუცვლელ ზმნიზედებს შორის: გუშინ მოვიდა ვფიქრობთ, ორივე სახის შესიტყვებებში მართლაც ანალოგიური ვითარება გვაქვს. ამიტომ რთული ქვეწყობილი წინადადების შესიტყვებათა გამოყოფისას გათვალისწინებული უნდა იყოს მაქვემდებარებელ კავშირთა ადგილი სინტაგმაში. მოყვანილ მაქვემდებარებელ კავშირთაგან ვითომ და თითქოს ნაწილაკია. სამეცნიერო ლიტერატურაში მართებულად შენიშნავენ, რომ ნაწილაკს არ აქვს სინტაქსური ურთიერთობა იმ სიტყვასთან, რომელსაც იგი დაერთვის [3, გვ. 325]. „ნაწილაკები და თანდებულები წინადადების ცალკე წევრებად არ გამოიყოფიან, ამიტომ ისინი სინტაგმის კომპონენტები არ შეიძლება იყვნენ. ისინი იმ სიტყვებთან ერთად, რომელთაც ერთვიან, უკავშირდებიან სხვა სიტყვას და მთლიანად წარმოადგენენ სინტაგმას“ [4, გვ. 213]. ეს ასეცაა, მაგრამ ჩვენ მიერ მოყვანილ წინანადადებებში ისინი მაქვემდებარებელი კავშირები არიან და არა ნაწილაკები. სწორედ ამიტომ ისინი საკორელაციო სიტყვასთან ერთად აკავშირებენ ქვეწყობილი წინადადების ნაწილებს ერთმანეთთან, ისევე როგორც ეს სხვა მაქვემდებარებელი კავშირებისას ხდება (ისე – თითქოს, ისე – ვითომ). ამიტომაც, ვფიქრობთ, ისინი ქმნიან შესიტყვებას შესაბამის ზმნა-შემასმენელთან ერთად ჰიპოტაქსური წყობის წინადადებებში. ცხადია, ეს ვითარება არ იქნება მარტივი წინადადების შესიტყვებათა გამოყოფისას, რადგან იქ ისინი ნაწილაკები არიან და არა კავშირები: ის თითქოს ამას მიხვდა; კაცი ვითომ სიმართლეს ამბობდა. შდრ. „ქალიშვილმა ისე ჩაუარა, თითქოს ქუჩაში კაცის ნაცვლად ხე იდგა“(დუმბ.); „მე ისე მეჩვენა, ვითომც სახის მეტყველე-ბა შესცვლოდა“(ილია). რაც შეეხება თუ, რომ მაქვემდებარებელ კავშირებს, ისინი ვერ ქმნიან შესიტყვებას ზმნა-შემასმენელთან. ამის მიზეზი ისაა, რომ ისინი მიემართებიან არა ერთ რომელიმე წევრს, არამედ მთლიან წინადადებას (მთავარს). ისინი საკუთრივ კავშირები არიან, ამიტომ ვერ შექმნიან სინტაგმას. მაგალითად, „მე რომ ჩემი სიყვარული და ენერგია მთელ კაცობრიობას გავუნაწილო, ჩემს ძმას ერთი მემილიარდედიც არ ერგებოდა“(ჯავ.); „ლევანი მიხვდა, რომ თავისუფალი სავარძელი იმ ახალგაზრდას ეკუთვნოდა“(ფანჯ.); „შენც დაიჯერებ, რომ უნდობლობა თანდაყოლილი გრძნობაა კაცის“(ჭილ.); „თუ ლაპარაკში მამაკაცები შეესწრებოდათ, მყისვე ჩაჩუმდებოდნენ“(ლეონ.); „ძალიან კარგი იქნებოდა, თუ ამას ლიტერატურულ განყოფილებაშიც შეიგნებდნენ“(რობ.); ცნობილია, რომ კავშირი რომ პოლისემანტიკურია. დამოკიდებული წინადადება, რომელიც ამ კავშირს შეიცავს, იმისდა მიხედ-ვით, თუ რომელი საკავშირებელი სიტყვა აღმოჩნდება მთავარ წინადადებაში, სხვადასახვა ტიპისა შეიძლება იყოს [2, გვ. 222]. ცხადია, მისი პოლისმანტიკურობა ვერ განსაზღვრავს შესიტყვების შექმნა-არშექმნას. მაშასადამე, რთულ ქვეწყობილ წინადადებაში მიმარ-თებით ნაცვალსახელებთან ერთად (მიმართებითი ზმნიზე-დები, მიმართებითი ნაცვალსახელები) მაქვემდებარებელი კავშირები ზმნა-შემასმენელთან ქმნიან შესიტყვებას (რომ და თუ კავშირების გარდა) მირთვის სახით. რთული ქვეწყობილი წინადადების შესიტყვებათა გამოყოფისას ეს პრინციპი, ვფიქრობთ, გათვალისწინებული უნდა იყოს.
გამოყენებული ლიტერატურა:
|
კატეგორიები ჟურნალის არქივი
|