ქართველოლოგი ”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში. ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით. |
ახალი წიგნი საქართველოს ისტორიაზე
დასავლურმა გამომცემლობამ (Brill) ცნობილი სერიის ფარგლებში (Handbuch der Orientalistik) გერმანულ ენაზე გამოაქვეყნა პროფესორ ჰაინც ფენრიხის "საქართველოს ისტორია". ნაშრომი დაწერილია საქმის კარგად ცოდნის, მეცნიერული, ობიექტური მიდგომისა და საქართველოს გულწრფელი სიყვარულის საოცარი შეზავებით. სადისკუსიო საკითხებში, იქნება ეს ჩვენი უძველესი თუ უახლესი ისტორიის მტკივნეული პრობლემები, ავტორი არ ცდილობს რომელიმე მხარე დაიჭიროს, ეყრდნობა ძირითადად ქართულ ისტორიოგრაფიაში მიღებულ, მეტ-ნაკლებად ფართოდ გაზიარებულ მოსაზრებებს და თავისი ობიექტური თხრობით სავსებით სწორ აქცენტებს სვამს. საქართველოს უძველესი ისტორიის რეკონსტრუქციაში ავტორი ძველაღმოსავლურ (ასურულ, ურარტულ) და ანტიკურ წყაროებს ეყრდნობა. შემდგომი ხანის ისტორიას, ფარნავაზიანთა პერიოდიდან მოყოლებული, იგი ძირითადად "ქართლის ცხოვრებისა" და სხვა მნიშვნელოვანი წყაროების მიხედვით გადმოსცემს. სასურველია ნაშრომის თარგმნა ქართულ ენაზე. საკვანძო სიტყვები:ჰაინც ფენრიხი, საქართველო კატეგორია: ქართველოლოგიური ქრონიკა ავტორები: ლევან გორდეზიანი
შოთა რუსთველის „ვეფხისტყაოსანი“ გერმანულ სკოლებში
გერმანიისა და საქართველოს ქართველოლოგთა შორის აქამდე არ იყო ცნობილი, რომ ქართველი ავტორი რუსთველი და მისი პოემა "ვეფხისტყაოსანი" ერთ გერმანულ სასკოლო სახელმძღვანელოში შეტანილი იყო. თვით ბოლო გერმანულ ბიბლიოგრაფიაშიც კი ("საქართველო – გერმანულენოვანი სამყარო". 2008) არ არის მითითებული ამ წიგნზე, თუმცა აღნიშნული სასკოლო სახელმძღვანელო უკვე 1985 წელს გამოიცა და გამოიყენებოდა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის სკოლებში. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმ დროს რუსთველი ჯერ კიდევ თითქმის უცნობი იყო. გერმანიის გაერთიანების შემდეგ რუსთველი არც ერთ ახალ სახელმძღვანელოში აღარ შეუტანიათ. საკვანძო სიტყვები:რუსთველი, გერმანია, სასკოლო სახელმძღვანელო, გმირთა სიმღერა. კატეგორია: ქართველოლოგიური ქრონიკა ავტორები: შტეფი ხოტივარი-იუნგერი
ორი შეხვედრა გრიგოლ რობაქიძესა და კიტა ჩხენკელთან
ჟენევაში გასტროლები დასასრულს უახლოვდებოდა. ორი დღის შემდეგ ლოზანაში მივდიოდით. მოცეკვავე ბიჭებმა მითხრეს, რომ ჩვენს ყველა კონცერტს, და რეპეტიციებსაც კი, გრიგოლ რობაქიძე ესწრებოდა. მათ ეს ფაქტი ჩვეულებრივ ამბად ჩათვალეს, რადგან ევროპაში მოგზაურობისას ძალიან ხშირად, კონცერტის შემდეგ, მოდიოდნენ ქართველები, აღტაცებულნი ანსამბლის წარმატებით; თუმცა თვალები ყოველთვის სევდით ევსებოდათ, როდესაც საქართველოზე და ნათესავებზე ლაპარაკობდნენ. მახსოვს, ძალიან გავუბრაზდი ბიჭებს, რატომ აქამდე არ მითხარით გრიგოლ რობაქიძე თუ დადიოდა კონცერტზე-მეთქი. დამამშვიდეს, ნუ გეშინია, ხვალაც მოვა, მით უმეტეს რომ ბოლო გამოსვლა გვაქვსო. მართლაც, მეორე დღეს, კონცერტის შემდეგ, ქ-ნ ნინოს და მე გვითხრეს, რომ ბ-ნი გრიგოლი გველოდებოდა ... საშუალოზე მაღალი, გამხდარი კაცი (ნამდვილად არ ჰგავდა 80 წელს გადაცილებულს), ნაცრისფერი გაბარდინის ლაბადაში, შავი პრიალა, გადავარცხნილი თმით და, საოცრად ცივი, გამჭოლი თვალებით (კიდევაც ვიფიქრე, ბიჭებს ალბათ მოეჩვენათ, თორემ ამ თვალებიდან ცრემლი როგორ გადმოვა-მეთქი). როცა მოგვესალმა – ესეც გამიკვირდა, მეგონა ჩვენთან ლაპარაკს საჭიროდ არ ჩათვლიდა... ცეკვაზე და კონცერტებზე არაფერი არ უთქვამს, უთუოდ იფიქრა (ვინ იცის?), რომ თეატრში ანსამბლთან გატარებული ორი კვირა მისი აღტაცების დასტური იყო. ვუთხარით, რომ მეორე დილით ლოზანაში მივდიოდით. დაგვპირდა, აუცილებლად მოვალ ნავსადგურშიო (ლემანის ტბით უნდა წავსულიყავით). შემდეგ, სრულიად მოულოდნელად, დაიწყო ლაპარაკი, რომ ახლა ვწერ სტატიას, ფრანგი ჟურნალისტების მიერ საქართველოზე გამოქვეყნებული წერილის საპასუხოდო. როგორც გვითხრა, ორ ფრანგ ჟურნალისტს უმოგზაურია საქართველოში, ბევრი რამ კარგი დაწერეს, მაგრამ ბოლოს ასე დაამთავრეს ეს წერილი – „ქართველებს, ჩვენი მარსელელი, კანებიერის ქუჩის მცხოვრებთა მსგავსად (ამბობენ, ფრანგული ანეკდოტების უმრავლესობა მათ მიერაა შეთხზული), მიაჩნიათ, რომ სამყარო იწყება და მთავრდება საქართველოშიო. ფრანგების ამ დასკვნას ბატონი გრიგოლი საშინლად გაუბრაზებია და ამან გადააწყვეტინა საპასუხო წერილის დაწერა. საკვანძო სიტყვები:გრიგოლ რობაქიძე, კიტა ჩხენკელი კატეგორია: ქართველოლოგიური ქრონიკა ავტორები: რუსუდან ენუქიძე
უცნობი ჯორჯ (გიორგი) პაპაშვილი
ჯორჯ (გიორგი) პაპაშვილის გვარ-სახელი შეტანილი იყო ისეთ სერიოზულ გამოცემებში, როგორებიცაა: Who’s Who in American Arts ასევე, Who’s Who in American Literature of the 20th century. საბჭოთა სივრცის ერთი მიმართება გახლდათ „აკრძალული კულტურა“. ამის პარალელურად იყო ისიც: „უცნობი კულტურა“. იშვიათად, მაგრამ მაინც ჩნდებოდა გაცნობის შესაძლებლობა. ემიგრაციაში ერთი კაცის ბიოგრაფია „ყველას ბიოგრაფია“ ხდება: ერთნაირი ტკივილით, გაუგებრობებით, დახმარების მოლოდინით, უფულობით, ერთმანეთის დადანაშაულებით და ლანძღვითაც... გიორგი პაპაშვილის შემთხვევა კი სრულიად განსხვავებულია. ერთი ავტორი მინდა გამოვყო. უჩვეულო ბიოგრაფიისა და ოჯახის წარმომადგენელი - სვეტლანა ალილუევა. მამამისმა - იოსებ ჯუღაშვილმა, სტალინმა არა მხოლოდ საბჭოთა კავშირის - უზარმაზარ ტერიტორიაზე დასახლებული ადამიანების ცხოვრებაში და მათი ქვეყნების ისტორიაში, არამედ როლი მსოფლიო ისტორიაში ითამაშა. წიგნი, რომელიც მინდა გამოვარჩიო 1983 წელს დაიწერა ინგლისში ინგლისურ ენაზე; ოღონდ გამოიცა ინდოეთში 1984 წლის აგვისტოში. დასათაურებულია: ,,შორეული მუსიკა”. რუსული თარგმანი მომზადდა ავტორის მიერ 1987 წელს უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ წიგნის გამოცემამდე მას ორი ავტობიოგრაფიული ხასიათის კრებული დაწერილი და გამოქვეყნებული ჰქონდა. საკვანძო სიტყვები:ჯორჯ (გიორგი) პაპაშვილი კატეგორია: ქართველოლოგიური ქრონიკა ავტორები: რუსუდან ნიშნიანიძე
ქართველთა ზღაპრები გერმანულ ენაზე
(ცხრა მთას იქით. ქართველთა ზღაპრები. მთარგმნელი და გამომცემელი ჰაინც ფენრიხი. გრაიცი/თიური, კენიგის გამომცემლობა, 2011, გერმანულ ენაზე) ცნობილი გერმანელი ქართველოლოგის, ჰაინც ფენრიხის განსაკუთრებული დამოკიდებულება ქართული ფოლკლორის მიმართ არაერთგზის გამოვლინდა მის მიერ სხვადასხვა დროს გამოცემული წიგნების სახით: ამირანის ეპოსი (1978), ქართული ზღაპრები (1963, 1980, 1995), ქართული თქმულებები (1984), ქართული თქმულებები და ლეგენდები (1998), სვანური ზღაპრები (1992), ლაზური ზღაპრები (1995), მეგრული თქმულებები (1997), ქართული მითოლოგიის ლექსიკონი (1999) და სხვა. „ცხრა მთას იქით. ქართველთა ზღაპრები“ ჰაინც ფენრიხის კიდევ ერთი კრებულია ქართული ხალხური ზღაპრებისა გერმანულ ენაზე [1]. მასში თავმოყრილია ას სამოცდაათზე მეტი ზღაპარი ქართული, მეგრული, ლაზური და სვანური საზღაპრო რეპერტუარიდან - ჯადოსნური, ნოველისტური და ცხოველთა ზღაპრები. კრებულს დართული აქვს სრული სამეცნიერო აპარატი: ბოლოსიტყვაობა, სიტყვათა განმარტებები და ბიბლიოგრაფია. წყაროები, რომელიც გამოყენებულია თარგმანისთვის, მითითებულია კრებულის ბოლოს, თითოეული ზღაპრის სათაურის დასახელების შემდეგ (გვ. 636-645).
საკვანძო სიტყვები:ჰაინც ფენრიხი, ზღაპრები, საქართელო, კავკასია კატეგორია: ქართველოლოგიური ქრონიკა ავტორები: ელენე გოგიაშვილი
ქართველი მეცნიერი გრიგოლ ფერაძე - ბერლინის უნივერსიტეტის სტუდენტი
გრიგოლ ფერაძე 1922 წლის 4 იანვარს ჩამოვიდა ბერლინში, თეოლოგიის შესასწავლად. გერმანიაში, ლეპსიუსის საზოგადოებაში. იგი საქართველოს ეკლესიამ გამოგზავნა თეოლოგიის სპეციალისტად მოსამზადებლად. მაშინ, ისე, როგორც ამჟამად, უნივერსიტეტში ჩარიცხვა საკმაოდ რთული იყო, მაგრამ ბოლოს, 1922 წლის 12 მაისს, ქართველი ყმაწვილი უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. ბერლინში შემორჩენილია ფერაძის ჩარიცხვის ამსახველი დოკუმენტი ლათინურ ენაზე. ბერლინის უნივერსიტეტის არქივში, სტუდენტთა ჩამონათვალში აღნიშნულ პირად ხელმოწერებს შორის, ფერაძის ხელმოწერაც არსებობს. მისი მატრიკულის ნომერია 5886/112. ფერაძე საკუთარ თავის ვინაობას აღნიშნავს, როგორც „მღვდელი ტიფლისიდან-საქართველოდან”. ფერაძე არ ყოფილა პირველი ქართველი სტუდენტი ბერლინის უნივერსიტეტში. პირველმა ქართველმა აქ სწავლა 1874 წელს დაიწყო და სასწავლებლად ქიმიის დარგი აირჩია. 1918 წლამდე კიდევ 14 სხვა სტუდენტი ჩამოვიდა და ისინი უპირატესად სწავლობდნენ მედიცინას, ფილოსოფიას, ქიმიას და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მეცნიერებებს. ამ სტუდენტებს შორის იყვნენ აგრეთვე კონსტანტინე გამსახურდია და ივანე ჯავახიშვილი. საკვანძო სიტყვები:გრიგოლ ფერაძე კატეგორია: ქართველოლოგიური ქრონიკა ავტორები: შტეფი ხოტივარი-იუნგერი |
კატეგორიები ჟურნალის არქივი
|