ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





მაცხვარიშის მთავარანგელოზთა ეკლესიის მოხატულობის საზრისი

 

svanetiწინამდებარე სტატიაში განხილულია ზემო სვანეთის ლატალის მაცხვარიშის მთავარანგელოზთა ეკლესიის ფრესკული მხატვრობა და მისი იდეურ-თეოლოგიური საზრისი. ამ მოხატულობაში საუფლო ციკლის მომცველ სცენათა იკონოგრაფია, მათი კომპოზიციური სტრუქტურა, შესამჩნევად გართულებულია. ეს სიუჟეტები არ არის განლაგებული ისტორიული ან ქრონოლოგიური თანმიმდევრობით. აქ ოსტატი მიმართავს განსხვავებულ იკონოგრაფიულ სქემებს. აღდგომისა და მსხვერპლის იდეები, რომლებიც საკურთხევლისა და დასავლეთი კედლის დეკორშია წარმოჩენილი, ეკლესიის გრძივ კედლებზე ვითარდება. სხვადასხვა რეგისტრში განთავსებული სცენები იდეურად ერთმანეთს ეხმიანება და კამარაში ქრისტეს დიდების ხატად იქცევა. განსაზღვრული მონაკვეთები წარმოგვიდგენს თეოლოგიური იდეით გაერთიანებულ, აზრობრივად ერთმანეთთან დაკავშირებულ სცენებს, რითაც ცხადად იკვეთება შინაარსობრივად განსხვავებულ სცენებში დატეული ღრმა თეოლოგიური იდეები: წინასწარუწყება, გამოცხადება, მსხვერპლი, აღდგომა და ხსნა. ხდება იდეური მახვილების გადანაწილება კედელ-კამარაზე. უფლის განკაცების წინასწარუწყება, განკაცება, მისი ამქვეყნიური მეუფება, დიდება (“ხარება,” “შობა”), მაცხოვრის ღვთაებრივი ბუნების გამოჩინება (“მირქმა,” “ფერისცვალება,” “ლაზარეს აღდგინება,” “სულიწმინდის მოფენა,” “ღვთისმშობლის მიძინება”), მისი მსხვერპლი (“ჯვარცმა”), აღდგომა – დიდებით მოსვლა, “ჯოჯოხეთით წარმოტყვევნა,” “ძველი დღეთა” - მოხატულობის მთელი ანსამბლი სულის ხსნისთვის მეოხებას და აღდგომის იდეას უკავშირდება.

 


საკვანძო სიტყვები:ზემო სვანეთი, ეკლესია, ფრესკული მხატვრობა, იკონოგრაფია, თეოლოგიური საზრისი კატეგორია: კვლევები ავტორები: ქეთევან გონგაძე


კათოლიკე მისიონერთა რეზიდენციები საქართველოში: ქრისტეფორე დე კასტელის სიტყვიერი და ხატოვანი ნარატივი

 

წინამდებარე ნაშრომი მიზნად ისახავს სიცილიელი კათოლიკე მისიონერის, ქრისტეფორე დე კასტელის (1600-1659), მიერ იტალიის სხვადასხვა ქალაქთა არქივებში გაბნეული სიტყვიერი (წერილები, რელაციები, მინაწერები) და ხატოვანი (ჩანახატები) რელაციების შედარებას და ურთიერთშეჯერებას. ყურადღება გამახვილებულია კასტელის სიტყვიერი და ხატოვანი ნარატივის ფორმებზე და მათ ცვლილებებზე. ნაშრომში მოხმობილი ყოველი პასაჟი არის თავად კათოლიკე მისიონერის თვალით დანახული საქართველო.

ნაშრომის მიზანი მასალის ისტორიული გადამოწმება კი არ არის, არამედ მისი მხატვრული ანალიზი.

 


საკვანძო სიტყვები:ქრისტეფორე დე კასტელი, კათოლიკე მისიონერები, რეზიდენციები, ხატოვანი ნარატივი კატეგორია: კვლევები ავტორები: მარიეტა ჩიხლაძე


სიმღერა ნიბელუნგებზე და ვეფხისტყაოსანი: ორი შუასაუკუნეობრივი ეპოსის შედარება

 

წინამდებარე სტატია მიმოიხილავს მაღალი შუა საუკუნეების ეპოქის გერმანიასა და საქართველოში შექმნილ ორ მნიშვნელოვან ეპიკურ ნაწარმოებს: სიმღერას ნიბელუნგებზე და ვეფხისტყაოსანს. ორივე პოემა შეიქმნა დაახლოებით 1200-იან წლებში თანაბარ სოციალურ გარემოში (ფეოდალური წყობა, საკარო პოეზია, რაინდობა, ქრისტიანობა) და ორივე იმ პერიოდის საერო ლიტერატურის უნიკალურ ძეგლია.

შესაძლებელია, ორივე პოემა - სიმღერა ნიბელუნგებზე და ვეფხისტყაოსანი დაიყოს ორ თანაბარ ნაწილად. გერმანულ ეპოსში ამ ორ ნაწილს ხშირად მოიხსენიებენ შემდეგნაირად: ზიგფრიდის სიკვდილი და კრიმჰილდეს შურისძიება. პირველ ნაწილში მოთხრობილია გმირი ზიგფრიდის არშიყი კრიმჰილდესადმი, შემდგომ მათი შეუღლება და ზიგფრიდის მუხანათური მკვლელობა. მეორე ნაწილი კი მოგვთხრობს დაქვრივებულ ჰუნთა მეფის - ეტცელის (იგივე ატილა) არშიყზე კრიმჰილდესადმი, მათ ქორწინებას და კრიმჰილდეს უსასტიკეს შურისძიებას ბურგუნდიელებზე ზიგფრიდის მკვლელობის გამო. რაც შეეხება დატირებას (The Klage), ეს არის პოემა, რომელიც დაიწერა გერმანული ეპოსის შემდგომ რამდენიმე წელიწადში და რომელიც, შესაძლოა, განვიხილოთ, როგორც ერთგვარი თანმხლები კომენტარი გერმანული ეპოსისა, სადაც აღწერილია ჰუნების სამეფო კარზე დატრიალებული ხოცვა-ჟლეტვის შედეგი. თუკი სიმღერა ნიბელუნგებზე შეიძლება განვიხილოთ როგორც ბურგუნდიელთა დაცემის ისტორია, მაშინ სავარაუდოა, რომ ნაწარმოებში მოთხრობილი ამბის განვითარება მცირე დროით უსწრებს წინ ბურგუნდიელთა უბედურებას.

 


საკვანძო სიტყვები:„სიმღერა ნიბელუნგებზე“, „ვეფხისტყაოსანი“, შუა საუკუნეების ლიტერატურა. კატეგორია: კვლევები ავტორები: რაინერ შოფლი


აზერბაიჯანულ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობები

 

საქართველოში 1960-2010 წლებში შექმნილი აზერბაიჯანული ლიტერატურის შესწავლა გვიჩვენებს, რომ ჩვენი მეცნიერები, რომლებიც ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ აქ, ქმნიდნენ უამრავ წარმატებულ კვლევას ლიტერატურისა და ლიტერატურული კრიტიკის სფეროში და დიდ წარმატებებსაც აღწევდნენ ქართულ-აზერბაიჯანული სალიტერატურო ურთიერთობის როგორც გაღმავების, ასევე კვლევის კუთხითაც. თავდაპირველად, XX ს-ის 50-60-იან წლებში ბორჩალი, ზ. ბორჩალი, ა. მურსალოღლუ და სხვანი მოღვაწეობდნენ ამ მიმართულებით, მაგრამ 1970 წლის შემდეგ ტრადი-ცია გააგრძელეს ისეთმა პროფესორებმა, როგორებიც არიან: ჰ. ალიევი, ა. მუსაევი, მ. ჰაჯიხალილოვი, ფ. ხუბანლი, შ. შამიოღლუ, თ. ისაბალიკიზი. გამოქვეყნდა უამრავი სტატია, დაიბეჭდა მრავალი წიგნი, რითაც მკითხველს მიეცა საშუალება, აზერბაიჯანელ მკვლევართა კვლევებს გასცნობოდა.

XX ს-ის განმავლობაში საქართველოში გამოცემულ აზერბაიჯანულენოვან პრესასა და ლიტერატურულ ჟურნალებს თუ გადავავლებთ თვალს, ასევე ბაქოსა და თბი-ლისში გამოცემულ სხვადასხვა ავტორთა წიგნებით თუ ვიმსჯელებთ, ნათელი გახდება, რომ მხატვრული თარ-გმანი დიდ როლს ასრულებს იმ მწერალთა შემოქმედებაში, რომლებიც ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ საქართველოში. მათ თარგმნეს ქართული ლიტერატურული ძალზე ბევრი ნიმუში, მეზობელი ხალხის სულიერი სიმდიდრე მიიტანეს აზერბაიჯანელ მკითხველამდე, ამ თარგმანებით დაამტკიცეს, რომ ამ ორ ერს შორის სულიერი კავშირი დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა. ამიტომაც ვუწოდებთ მათ „მეგობრობის ხმებს - თარგმანის ოსტატებს“. ამ კუთხით უნდა აღინიშნოს დ. ალიევას, თ. ჰუსეინოვის, მ. ჰ. ბახთიარლის, ა. სარაჯლის, ი. ისმაილზადეს, ვ. რუსტამზადეს, ა. აბდულას, ზ. იაგუბის, დ. ქარამის, ა. ბინათოღლუს, მ. ჩობანზადეს, ჰ. ვალიევის, ე. ელსევარის, ს. სულეიმანლის, ნ. ნასიბზადეს, ვ. ჰაჯილარის, შ. მამადლის, ი. მამედლის, ნ. აბდულრაჰმანლის, ე. ალაზოღლუს, რ. ჰუმათის, მ. მამადოღლუს, ა. ხანსულთანლის, ჯ. მამადლის, ო. ქაზუმოვის და სხვათა შემოქმედება. მათი თარგმანები იბეჭდება პრესაში - სხვადასხვა გაზეთებში: აღმოსავლეთის შუქი, საქართველო, არსებობა, (East Lights, Georgia, Existence,) ასევე ლიტერატურულ კრებულებში: გაზაფხული, 1980; დილის ვარსკვლავი, 1987, 1989, 1990; ორი გული ერთ მკერდში, 1981; ლიტერატურული საქართველო, 2007, 2012 და სხვ.


საკვანძო სიტყვები:საქართველო, აზერბაიჯანი, ლიტერატურა, თარგმანი კატეგორია: კვლევები ავტორები: მუშვიგ ჩობანოვი


მაკაბელთა ბიბლიური წიგნებისა და აგიოგრაფიული თხზულების ქართულ თარგმანთა ურთიერთმიმართებისათვის

 

როგორც ცნობილია, მაკაბელთა წიგნები ბიბლიის არაკანონიკურ წიგნთა რიცხვს მიეკუთვნება. ეს წიგნები იუდეველთა გმირული ბრძოლების შესახებ მოგვითხრობს. მათი გათვალისწინებით კი შექმნილა აგიოგრაფიული ნაწარმოები - წამებაჲ შჳდთა ყრმათა მაკაბელთაჲ. მაკაბელთა წამების ტექსტი, გამოკვლევითურთ, 1980 წელს გამოსცა ივანე იმნაიშვილმა. მიუხედავად ამისა, მარტვილობა, ლიტერატურული თვალსაზრისით, დღემდე არაა შესწავლილი.

სტატიაში მიმოხილულია მაკაბელთა ბიბლიური წიგნების ქართული თარგმანები. როგორც ჩანს, გამოგ-ვაქვს დასკვნა, რომ საქართველოში გაცილებით ადრე უნდა სცოდნოდათ ამ ბიბლიური წიგნების შესახებ, ისინი თარგმნილი ყოფილა ჯერ კიდევ მაშინ, სანამ ბაქარის ბიბლიის ნუსხაში (1743 წ.) შევიდოდა. სტატიაში აგრეთვე შესწავლილია წამებისა და ბიბლიური წიგნების ურთიერთმიმართების საკითხი. მაკაბელთა II და IV წიგნების მიმოხილვის საფუძველზე გამოთქმულია აზრი, რომ წამების ავტორს გაუთვალისწინებია მაკაბელთა არა მხოლოდ II, როგორც ეს შენიშნული იყო, არამედ IV წიგნიც. მარტვილობაში ჩანს ბიბლიურ წიგნებთან ფრაზეოლოგიური თანხვედრაც.

ინტერესის საგანი ხდება ის, რომ მარტოოდენ მარტვილობაშია დაცული წამებულთა დედის სახელი. ეს ფაქტი საფუძველს იძლევა იმისა, რომ წამების ავტორს სხვა წყაროებიც უნდა ჰქონოდა ხელთ, რაც თავის მხრივ, მოწამეთა ამბების ფართოდ გავრცელებასა თუ მნიშვნელოვნებაზე უნდა მეტყველებდეს.

 


საკვანძო სიტყვები: აგიოგრაფია, ბიბლია, მაკაბელთა წიგნები, „მაკაბელთა წამება“ კატეგორია: კვლევები ავტორები: ნათია ჯანგულაშვილი


ექვთიმე ათონელი - გამთლიანებული დიადი მოზაიკა

 

დიდი ქართულ-ბერძნული ტანდემის “ბალავარიანი” – “ვარლაამი და იოასაფი”და X-XI საუკუნის ისტორიული მოღვაწის ექვთიმე ათონელის (ექვთიმე მთაწმინდელი, Euthymius the Athonite, Euthymius the Hagiorite ...) მიმართ დაგვიანებით აღმოცენებული ინტერესის ტალღავარლაამის რომანის ავტორობის დადგენის დიდ დაგვიანებასმხოლოდ ნაწილობრივ უკავშირდება.რეალურად, შუა საუკუნეების ლიტერატურული კვლევების სერიოზული ხარვეზების გამო,რომანის ფუნდამენტური როლისანალიზი მხოლოდ XXI საუკუნეშიდაიწყო, შესაბამის სფეროში კვლევათა ახალი ეტაპის დაწყების კვალობაზე. ტანდემის აღდგენამ,ავტორობის დადგენის შედეგად, არა მარტო სრული ჯაჭვი გაამთლიანა ბუდიზმის სათავეებისა და არაბულ-ისლამურ “ბალაჰვარ და ბუდასაფიდან” ქართულ-ქრისტიანული “ბალავარიანისა” და შემდგომ ბიზანტიისაკენ, არამედ აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ერებისა და რელიგიების დაახლოების ათასწლოვან პროცესში ქართული კულტურის როლიც გამოკვეთა. გლობალური მოძრაობის საბოლოო წარმატებაში ათონელის ექსტრაორდინარული როლის კვლევა XI-XII საუკუნეების ქართულ ცივილიზაციურ გარღვევაში მისივე გადამწყვეტი წვლილის გათვალისწინებასაც გახდის აუცილებელს. გამთლიანებული დიადი მოზაიკაფრაგმენტების არითმეტიკული ჯამის ტოლიარ აღმოჩნდება. ჩვენ გარდაუვალად გავხდებით მოწმე ექვთიმე ათონელის ისტორიული ფიგურის სრულიად ახალ განზომილებამდე აღმასვლისა. ქვემოთ ჩვენ შევეცდებით ასეთი პროცესის განვითარების შესაძლო გზები გამოვკვეთოთ.

 


საკვანძო სიტყვები: ექვთიმე თონელი, ბალაჰვარ და ბუდასაფი, ბალავარიანი, ვარლაამი და იოასაფი კატეგორია: კვლევები ავტორები: ირაკლი შეყრილაძე