ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





ქართული კულტურისა და განათლების კერა მონტობანში (ახალი მასალები)

 

საფრანგეთში პარიზის მახლობლად XIX საუკუნის მეორე ნახევარში არსებობდა ქართული მონასტერი.  ამ სავანის ისტორიის შესწავლას ქართველ მეცნიერთა არაერთი გამოკვლევა მიეძღვნა. წინამდებარე სტატიაში გაანალიზებულია ახალი ფაქტები, რომლებიც გამოვლინდა მონტობანის მუნიციპალური არქივების დირექტორის პროფესორ პასკალ ლერუას მიერ მოპოვებული მასალის საფუძველზე  (პროფესორ პ. ლერუას ნაშრომი ქვეყნდება „ქართველოლოგის“ ამავე ნომერში)


საკვანძო სიტყვები:მონტობანი, პასკალ ლერუა, პეტრე ხარისჭირაშვილი კატეგორია: ქართული ლიტერატურა ინგლისურ თარგმანებში ავტორები: ავთანდილ ნიკოლეიშვილი


ამაღლებულის ესთეტიკური განცდა - ტარიელისა და ფრიდონის დამეგობრება

 


frრუსთველს შუასაუკუნეების აზროვნების სტრუქტურაში შემოაქვს რენესანსული ხედვა, რომელიც „ვეფხისტყაოსნის“ იდეურ-მსოფლმხედველობით სამყაროში მრავალი ასპექტით გამოვლინდება. ერთ-ერთი მათგანია ამაღლებულის ესთეტიკური განცდა. იგი არაა მხოლოდ პერსონაჟის ემოცია, ამაღლებულის ესთეტიკური განცდა არაა მხოლოდ ნაწარმოების გმირის მახასიათებელი კომპონენტი, მხატვრული სახის სამკაული. იგი „ვეფხისტყაოსნის“ მხატვრული სამყაროს მსოფლმხედ-ველობითი მთლიანობის არსებითი ღერძია. მასზე ბრუნავს ის ახალი რენესანსული აზროვნება, რომელიც უკომპრომისოდ შემოაქვს პოეტს. ნესტანის ხილვით ტარიელის მყისიერი დაბნედა, ტარიელის, ავთანდილის და ფრიდონის ერთმანეთის პირველივე ხილვით დამეგობრება არაა ზღაპრული ნარატივი, ამბის უბრალო მბობა. იგი ადამიანის ფსიქიკის ნიუანსებზე აგებული ორგანული მთლიანობაა. ამაღლებულის, მშვენიერის ხილვის ჰიპერბოლიზებაა ფუნდამენტი იმ დიდი სიყვარულისა და მეგობრობის, რომელიც რუსთველს ახალ ფილოსოფიად, ახალ მსოფლმხედველობად მოაქვს. როგორც ტარიელი მოიხიბლა ნესტანის ხილვით, ასევე პირველი შეხვედრისთანავე მოეწონათ ერთმანეთი ვეფხისტყაოსნის მოყმეებს. „შემომხედნა, მოვეწონეო“ - ასე აღუწერს ავთანდილს ტარიელი ფრიდონთან პირველ შეხვედრას. ამ მოწონებასაც თავისი მხატვრული საფუძველი აქვს. იგი არაა მხოლოდ თვალით ხილული სილამაზის მოწონება; უწინარესად ამაღლებულის ხილვაა; ხოლო მასზე აღმოცენებული მშვენიერის ესთეტიკური განცდა გადაიზრდება იმ მეგობრობასა და სიყვარულში, რომელიც რუსთველის ახალი მსოფლმხედველობითი კრედოა.

ვაქვეყნებთ ნაწყვეტს „ვეფხისტყაოსნის“ ერთი თავიდან „ამბავი ნურადინ ფრიდონისა, ოდეს ტარიელ შეეყარა“. ქართული ტექსტი იბეჭდება ა. შანიძისა და ა. ბარამიძის გამოცემის მიხედვით (თბილისი, 1966). ინგლისური კი – მარჯორი უორდროპის (თბილისი, 1966), ვენერა ურუშაძის (თბილისი, 1968); ქეთრინ ვივიანის (ლონდონი, 1977); რობერტ სტივენსონისა (ნიუ იორკი, 1977) და ლინ კოფინის (თბილისი, 2015) თარგმანების მიხედვით.

რედაქტორი


საკვანძო სიტყვები:ვეფხისტყაოსანი, რუსთველი, ფრიდონი, ტარიელი კატეგორია: ქართული ლიტერატურა ინგლისურ თარგმანებში ავტორები: შოთა რუსთაველი


ზაზა აბზიანიძე - ბუსუნსულები


busunsulebiჟურნალ „ქართველოლოგის“ წინამდებარე ნომრის რუბრიკაში „ქართული ლიტერატურა ინგლისურ თარგმანებში“ ქვეყნდება ცნობილი ქართველი კრიტიკოსის ზაზა აბზიანიძის რამდენიმე საბავშვო ლექსი, ინგლისური პარალელური თარგმანითურთ. ჩვენი არჩევანი ორიოდე გარემოებამ განაპირობა: ქართულ ლიტერატურულ წრეებში უკანესკნელ ათწლეულში ზაზა აბზიანიძე პოპულარული გახდა, როგორც საბავშვო მწერალიც.

ვფიქრობთ, აქ გამოქვეყნებული რამდენიმე ლექსი თანამედროვე ქართული ენის დახვეწილი სალიტერატურო სტილით და ლექსიკით, პარალელური ინგლისური თარგანითურთ, ქართული ენის შესწავლით დაინტერესებულ უცხოელთათვის საინტერესო და სასარგებლო იქნება. ისინი ავტორისეული ილუსტრაციებით გადმობეჭდილია მისივე წიგნიდან „ბუსუნსულები“, რომელიც 2009 წელს გამოსცა გამომცემლობა „პეგასმა“.

ინგლისური თარგმანი „ჟურნალში“ წრამოდგენილი ლექსებისა შესრულებულია თანამედროვე ამერიკელი პოეტის ლინ კოფინის მიერ, რომელიც თანამედროვე ქართველ პოეტთა თხზულებების მთარგმნელიცაა. ახლახან მის მიერ შესრულებული ვეფხისტყაოსნის ახალი პოეტური თარგმანიც გამოქვეყნდა. თანამედროვე ინგლისური ლექსის მხატვრული სპეციფიკით დაინტერესებული ქართველი მკითხველისთვის ქართული ორიგინალის პარალელურად ამ თარგმანზე დაკვირვება, ვფიქრობთ, სასარგებლო იქნება. გამოქვეყნებული თარგმანი გადმობეჭდილია ამერიკის შეერთებულ შტატებში 2014 წელს გამოცემული წიგნიდან: Zaza Abzianidze, Animalarky. Translated by Lyn Coffin.


წინამდებარე პუბლიკაცია შეთანხმებულია ავტორთან

რედაქტორი


საკვანძო სიტყვები:ბუსუნსულები კატეგორია: ქართული ლიტერატურა ინგლისურ თარგმანებში ავტორები: ზაზა აბზიანიძე


ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზია

 

nbნიკოლოზ ბარათაშვილი (1817-1845) ქართული მწერლობის კლასიკოსია. იგი ქართული რომანტიკული ლიტერატურის ყველაზე დიდი წარმომადგენელია. მისი პოეზია ინგლისურ ენაზე სრული სახით თარგმნილი არ არის.

ჟურნალის წინამდებარე ნომერში ვაქვეყნებთ მის სამ საუკეთესო ნაწარმოებს: „ცისა ფერს“ (დონალდ რეიფილდის თარგმანით: The Literature of Georgia. A History. Carzon), „ფიქრნი მტკვრის პირას“ და „მერანი“ (ვენერა ურუშაძის თარგმანით: Anthology of Georgian Poetry, Tbilisi 1958). ქართული ტექსტი იბეჭდება პავლე ინგოროყვას გამოცემის მიხედვით (ნიკოლოზ ბარათაშვილი, თხზულებანი, 1954).

 

რედაქტორი


საკვანძო სიტყვები:მერანი, ცისა ფერს, სულო ბოროტო კატეგორია: ქართული ლიტერატურა ინგლისურ თარგმანებში ავტორები: ნიკოლოზ ბარათაშვილი


ნესტანის წერილი საყვარლისადმი

 

"წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა" ვეფხისტყაოსნის საუკეთესო პასაჟთაგან ერთი პირველთაგანია. სწორედ მასშია გამოკვეთილი უსაზღვრო და თავგანწირული, რომანტიკულ-სენტიმენტალური შეფერილობის სიყვარულით შთაგონებული და ამ სიყვარულის გადარჩენისთვის მებრძოლი გმირი ქალის ადამიანურ-რეალური წარმოსახვიდან მოაზრებული ჰიპერბოლურად არარეალური, იდეალური მხატვრული სახე. ჩემი კვლევა-ძიების თანახმად, სწორედ ამ მხატვრული პროტოტიპის საფუძველზეა შექმნილი შექსპირის შესანიშნავ ქალ-პერსონაჟთაგან ერთ-ერთი საუკეთესოს - იმოჯენის მხატვრული სახე, რომელსაც ინგლისური ლიტერატურული კრიტიკა ამგვარივე ნიშნებით ახასიათებს.

ნესტანის წერილი ყველაზე კომპაქტურად გამოავლენს რუსთველის მსოფლმხედველობითი კრედოს ერთ პრინციპულ თეზას: კეთილი და მფარველი ღმერთი, რომლისკენაც მიისწრაფის ნესტანი, და ცრუ და დაუნდობელი ამქვეყნიურობა, მრისხანე, გარდაუვალი ბედითურთ, რომელსაც აბრალებს ნესტანი თავისი სატრფოს და საკუთარ უბედურებას. რუსთველი აქვე მიანიშნებს ამქვეყნიური მოღვაწეობის ერთ უმთავრეს პრინციპზე - საკუთარი ქვეყნის სამსახურზე. ამავე წერილში შეიძლება ამოვიკითხოთ კიდევ ერთი ფილოსოფიური თეზა: მიწიერი ცხოვრებიდან წასული ადამიანის ერთადერთი დანატოვარი - როგორც რაობა, რომელიც მანამდე არ არსებობდა - მისი არსებობა მოგონებაში.

ვეფხისტყაოსნის ტექსტი გადმობეჭდილია პოემის 1966 წლის ვარიანტებიანი გამოცემიდან (ა. შანიძისა და ა. ბარამიძის გამოცემა), სტროფების შესაბამისი ნუმერაციითურთ. მარჯორი უორდროპის, ვენერა ურუშაძის, ქეთრინ ვივიანისა და რობერტ სტივენსონის ინგლისური თარგმანები იმავე გამოცემებიდან, რომლებზედაც იყო მითითებული ”ქართველოლოგის” 21-ე ნომერში გამოქვეყნებული ავთანდილის ანდერძის პუბლიკაციისას.

ელგუჯა ხინთიბიძე


საკვანძო სიტყვები: კატეგორია: ქართული ლიტერატურა ინგლისურ თარგმანებში ავტორები: Shota Rustaveli


ავთანდილის ანდერძი

 

წინამდებარე ნომერში იბეჭდება ავთანდილის ანდერძი რუსთველის ვეფხისტყაოსნიდან დღეისათვის არსებული ყველა ინგლისურენოვანი თარგმანით. ავთანდილის ანდერძი გამორჩეულია როგორც თავისი პოეტური ხელოვნებით, ასევე ქართული ფენომენის - სულიერი სამყაროს საუკეთესო თვისებების დემონსტრირებით და რუსთველის მსოფლმხედველობითი სამყაროს ორი უმთავრესი წყაროს - ქრისტიანული თეოლოგიისა და ანტიკური ფილოსოფიის ჰარმონიული სინთეზის ცდით. რუსთველის პოეტური და ფილოსოფიური ენა არა მხოლოდ მთარგმნელთა, არამედ ზოგჯერ პოემის კომენტატორთა შორისაც აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ეს გარემოება უპირველესი მიზეზია იმისა, რომ ინგლისურენოვან მკითხველს ავთანდილის ანდერძის ტექსტს დღეისათვის არსებული ყველა ინგლისური თარგმანით ვაწვდით. ბუნებრივია ამ ცდას მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი დანიშნულებაც აქვს: ოთხივე თარგმანზე პარალელური დაკვირვება უფრო თვალნათლივ წარმოაჩენს თითოეული მათგანის პოეტურ ღირსებასაც. ეს თარგმანებია: მარჯორი უორდროპისა, შესრულებული XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე (ტექსტი იბეჭდება 1912 წლის ლონდონის გამოცემით, London: The Royal Asiatic Society); ვენერა ურუშაძისა (პირველი პუბლიკაცია - 1968 წ. ტექსტი ქვეყნდება ავტორისავე ჩასწორებული 1986 წლის გამოცემით, თბილისი: „საბჭოთა საქართველო“); ქეთრინ ვივიანისა (London: The folio Society, 1977); რობერტ სტივენსონისა (Albany: State University of New York Press, 1977). პოემის ქართული ტექსტი იბეჭდება „ვეფხისტყაოსნის აკადემიური ტექსტის დამდგენი კომისიის“ გამოცემით, (თბილისი: „მეცნიერება“, 1988).

 

რედაქტორი


საკვანძო სიტყვები: კატეგორია: ქართული ლიტერატურა ინგლისურ თარგმანებში ავტორები: შოთა რუსთაველი