ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





მუშვიგ ჩობანოვი 

აზერბაიჯანულ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობები

 

ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხთა შორის კულტურულ-ლიტერატურული ურთიერთობები, ორმხრივი სიყვარული და კავშირი საუკუნეების მანძილზე არსებობდა, როგორც ბუნებრივი, ჰარმონიული პროცესი. ქართულ-აზერბაიჯანულ კულტურათა ურთიერთობასა და მათი ურთიერთზეგავლენის საკითხებს როგორც თანამედროვე, ისე ისტორიულ ასპექტში, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

სხვა, ძველი კულტურის მქონე ერების დარად, აზერბაიჯანელ ხალხსაც საუკუნეების მანძილზე ურთი-ერთობა ჰქონდა სხვა ერებთან, რომელთა შორისაც მეზობელი, მოძმე ქართველები უმნიშვნელოვანესნი იყვნენ. ამ ურთიერთობის შედეგად განვითარდა აზერბაიჯანული ლიტერატურა და კულტურა, ქართულმა კულტურამაც თავისებური წვლილი შეიტანა აზერბაიჯანული კულტურის განვითარებაში [5, გვ. 11].

სრული ჭეშმარიტებაა ის ფაქტიც, რომ ამ ორ ერს შორის ლიტერატურული ურთიერთობების ჩამოყალიბება არის არა რომელიმე შემოქმედისა თუ პოლიტი-კოსის დამსახურება, არამედ მრავალწლიანი კონტაქტის შედეგი [3, გვ. 3]. ამ ორი ქვეყნის მეგობრული და მეზობლური ურთიერთობები თავისთავად აისახა ლიტერატურულ ურთიერთობებშიც.

პროფესორ დილარა ალიევას სიტყვებით (პირველი მკვლევარი ამ სფეროში), „ამ ურთიერთობების სათავე უძველეს დროში უნდა ვეძიოთ, მისი ექო დღემდე ისმის მითებში, ბაიათებსა და აშუღების შემოქმედებაში“ [3, გვ. 3].

აზერბაიჯანელმა პოეტმა - მამედ არაზმა სწორად შენიშნა: „ისმის კითხვა, როდიდან დაიწყო ურთიერთობა ამ ორ ერს შორის? რომელიმე მხარე იყო ამ ურთიერთობის სულისჩამდგმელი თუ ყველაფერი ერთდროულად და თავისთავად მოხდა? ეს ის კითხვებია, რომლებზეც პასუხის გაცემა ძალიან ძნელია. ჩვენ გვაერთიანებს ერთი მზე, მიწა, წყალი და ჰაერი, აგერ უკვე მრავალი წელია“ [1, გვ. 4]. ლიტერატურული ურთიერთობა ამ ორ ერს შორის ნამდვილად უხსოვარი დროიდან მოდის და ისეთივე მდიდარია, როგორც უშუალოდ მათი ისტორია.

როგორც ცნობილმა მკვლევარმა და აზერბაიჯანულ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობების ხელშემწყობმა, ნიჭიერმა მთარგმნელმა, ფილოლოგიის დოქტორმა და პროფესორმა შურადინ მამადლიმ აღნიშნა: „გეოგრაფიულმა მსგავსებამ, ისევე როგორც იმ ფაქტმა, რომ მათ მუდამ საზიარო ჰქონდათ მზე, წყალი და ნიადაგი, ამ ორი ერის წარმომადგენელნი მთისა და ბარის საძოვრებსა და ზამთრის ქოხებში ერთად შეჰყარა, ეს ყველაფერი კი აისახა ლიტერატურაში“.

ჩვენი, აზერბაიჯანელების “Gün, çıx, çıx”-ის („მზეო, ამოდი, ამოდი“) აბსოლუტურად იდენტურია ქართველების ლექსისა - „მზეო, ამოდი, ამოდი“; ქართულ ხვნა-თესვისა და მოსავლის აღების სიმღერებში ხშირად გვხვდება განჯა, ბაქო, ცისფერი კასპიის ზღვა. ერთ-ერთი უძველეს ქართულ ლექსში კი იკითხება, რომ „თათარიც ძმაა“. მსგავსი დამთხვევები ორმხრივია. ქართულ ნაწარმოებში ბაში აჩუკი ტუმანის სასახლეა მოხსენებული; ზოგიერთ აზერბაიჯანულ ზღაპარში - შეიხ სანანი, აშუღ გარიბი, შაჰრიარი, აშუღ მაჰამადი და ქართველი გოგონა - მოვლენები ვითარდება თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

გურჯიოღლი (ქართველი ბიჭი) ერთ-ერთი აზერბაიჯანული საგმირო ეპოსის ქოროღლის მთავარი პერსონაჟია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ღრმა ქართულ-აზერბაიჯანული ლიტერატურული ურთიერთობების არსებობას (მსგავსი ტიპის ნაწარმოების მათეული ვერსია ქართველებმაც შექმნეს).

აღსანიშნავია ქართველ-აზერბაიჯანელთა ადათების ტიპოლოგიური მსგავსებანი, მაგალითად: „ათასი მეგობარი ცოტაა, ერთი მტერი კი - ბევრი“ (515).

როგორც ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, ქართველებს აზერბაიჯანული სიმღერები ხიბლავდათ - Ay bəri bax, bəri bax (აბა, შემომხედე), Qalada yatmış idim (სასახლეში მეძინა), Qalanın dibində (სასახლის ძირში), Bağçada güllər (ყვავილები ბაღში) და სხვანი. მათ მოთხრობებში ხშირად მოიხსენიება მოლა ნასრედინის სასაცილო ამბები. სწორედ აზერბაიჯანელი მოხეტიალე მუსიკოსების – აშუღების ზეგავლენით, მსგავსმა მიმდი-ნარეობამ მყარად მოიკიდა ფეხი ქართულ პოეზიაში. ქართველ-აზერბაიჯანელთა მეგობრობამ და სულიერმა კავშირმა დიდი კვალი დატოვა ქართველთა მწერლობაში. მაგალითად, VII ს-ის მწერალი იოანე საბანისძე ადიდებს ბაბექის მიმდინარეობას, ნიზამი განჯევის უკვდავმა შემოქმედებამ დიდი ინტერესი აღძრა ქართველებში - მას ხშირად მოიხსენიებდნენ და უძღვნიდნენ ნაწარმოებებსაც კი. ნაყოფიერი მიწით, არაჩვეულებრივი ბუნებით, ქართველი ვაჟკაცებითა და ქართველი ქალების სილამაზით შთაგონებული ნიზამი ადიდებდა ამ ნაყოფიერ ქვეყანას და ამბობდა, რომ იგი „სინათლეა თვალისა“, თბილისი კი „არის მიწა სამოთხის მორთულობებით შემკული“. ნიზამის ხამსას ქართული თარგმანი დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ის ფაქტი, რომ ნიზამის ხამსასა და შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანს საერთო იდეა და მსგავსი მახასია-თებლები აქვთ, აშკარა დასტურია იმისა, რომ ამ ორ ერს მჭიდრო ლიტერატურული ურთიერთობები ჰქონდა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ქართველ ქალებს მზითვად ვეფხისტყაოსანთან ერთად ნიზამის ხამსასაც ატანდნენ. ნიზამის შემოქმედების მიმდევრებად ითვლებიან XII საუკუნეში ჩახრუხაძე, შემდგომში - თეიმურაზი, ნოდარ ციციშვილი, ფარსადან გორგიჯანიძე, სულხან-საბა ორბელიანი და სხვები. ქართველთა ქვეყნისადმი განსაკუთრებული მეგობრული დამოკიდებულება შეიმჩნევა შემდეგი მწერლების შემოქმედებაში: ხაკანი შირვა-ნელი და ფოლაქი შირვანელი (XII ს.), მოლა პანახ ვაგიფი, მოლა ვალი ვიდადი, შიქასთა შირინი (XVIII ს.). ურთიერთობის ახალ საფეხურზე ადიან მირზა ფათალი ახუნდოვი, აბასგული აღა ბაქირხანოვი, მირზა შაფი ვაზეჰი, ისმაილ ბეგ გუთკაშინლი. ეს მწერლები ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ თბილისში.

ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღმავება შეინიშნება. ასპარეზზე გამოდიან აზერბაიჯანელი ნარიმან ნარიმანოვი, ა. შაიგი, ომარ ფაიკი, ჰუსეინ მინასაზოვი, ჯაჯილ მამედ ყულიზადე, ჰუსეინ ჯავიდი, სამედ ვურღუნი, მიქაილ მუშვიგი, სულეიმან რუსტამი, რასულ რზა, მ. რაჰიმი, ჰ. არიფი (XX ს.).

აზერბაიჯანულ მწერლობასთან ურთიერთობის თვალსაზრისით აღსანიშნავია ქართული ლიტერატურის კლასიკოსების - სულხან-საბა ორბელიანის, ილია ჭავჭავაძის, მიხეილ ჯავახიშვილის, ნოდარ დუმბაძის, გიორგი ლეონიძის, კარლო კალაძისა და სხვათა შემოქმედება.

ცნობილია, რომ გამოჩენილი აზერბაიჯანელი პოეტი მოლა ვალი ვიდადი თბილისის გუბერნატორის სა-სახლეში საკმაოდ დიდხანს ცხოვრობდა. იმ დროის ცნობილი პოეტი მოლა ჰანახ ვაგიფი ასევე მჭიდოდ ყოფილა დაკავშირებული საქართველოსთან. ქვეყნის სილამაზით შთაგონებულ პოეტს შემდეგი სიტყვები მიუძღვნია თბილისისთვის: „გამარჯობა, თბილისი არის სამოთხე დედამიწისა“. ასე რომ, აზერბაიჯანული ლიტერატურის, დრამის, პროზისა და საერო განათლების, ეროვნული პრესის, თეატრის პირველი ნაბიჯები უკავშირდება სწორედ თბილისის სოციალურ და კულტურულ გარემოს. ახუნდოვის შემოქმედებას, რომელმაც თავისი 66 წლიანი ცხოვრებიდან 44 წელი თბილისში გაატარა, და დაწერა თავისი ცნობილი კომედიები, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებში. ეს საკითხი მრავალგზისაა ვრცლად გაშუქებული სხვადასხვა სამეცნიერო ნაშრომში.

ცნობილმა ქართველმა პოეტმა ნიკოლოზ ბარათაშ-ვილმა (1817-1845 წწ.) ცხოვრების დიდი ნაწილი განჯასა და ნახჭევანში გაატარა. მონაწილეობდა ნახჭევანში ჩატარებულ სალიტერატურო ანსაბლეაში, იქ გაეცნო ახალგაზრდა პოეტის გონჩაბეიმის ლექსებს, რომელიც შემდგომში თავის წერილებშიც მოიხსენია. რაც შეეხება გრიგოლ ორბელიანს, იგი აზერბაიჯანულ სიტყვებს ხშირად იყენებს მუხამბაზში.

აზერბაიჯანული ზეპირსიტყვიერებისა და ლიტერატურის შესახებ ისევე, როგორც ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობის შესახებ უამრავი მნიშვნელოვანი სტატია დაიბეჭდა XIX ს-ის ქართული პერიოდული ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე. ამ კუთხით მეტად მნიშვნელოვანია დიდი ქართველი მოღვაწეებისა და ქართული ლიტერატურის ფუძემდებლების ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის შემოქმედება. აკაკი წერეთელმა ქართულად თარგმნა ახუნდოვის ლენქორანის ხანის ვეზირი, რომელიც შემდგომ მრავალგზის დაიდგა ქართულ სცენაზე. XX ს-ის დასაწყისში, თბილისში დაიბეჭდა ჯალილ მამედ ყულიზადეს მოლა ნასრედინი. ზოგადად, ქართულ თემას წამყვანი ადგილი ეჭირა ჯალილ მამედ ყულიზადეს, ნ. ნარიმანოვის, ო.ფ. ნემანზადეს, ჰ. მინასაზოვის, ა.ბ. ჰაგვერდიევის, ა. შაიკის შემოქმედებაში.

მოგვიანებით აზერბაიჯანული ფოლკლორი, აზერბაიჯანული ლიტერატურის ანთოლოგია, აზერბაიჯანული მოთხრობები, აზერბაიჯანელი პოეტები, მეგობრობის მელოდიები და სხვა ნიმუშები ითარგმნა ქართულ ენაზე, ხოლო ქართული ლიტერატურის ნიმუშები - ქართული მოთხრობები, ძმები, მეგობრული მიწები, მეგობრული სიმღერები, მე შემიყვარდა აზერბაიჯანი, ორი გული ერთ სკივრში, კურა უახლოვდება კასპიის ზღვას, საჩუქარი და სხვანი ითარგმნა აზერბაიჯანულ ენაზე. ოდითგანვე მყარი, ისტორიული საფუძვლის მქონე აზერბაიჯანულ-ქართული სალიტერატურო ურთიერთობები კიდევ უფრო გამდიდრდა და ურთიერთობის ახალ საფეხურზე ავიდა XX ს-ში. ეს პროცესები აისახა პოეზიაშიც (ო. ჰ. ჯავიდი, სამედ ვურღუნი, სულეიმან რუსტამი, მიქაილ მუშვიგი, აჰმედ ჯავადი, მ. რაჰიმი, ოსმან სარიველი, აჰმედ ჯამილი, მირვარიდ დილბაზი, ნაბი ხაზრი, ჰუსეინ არიფი, მამედ არაზი, ნარიმან ჰასანზადე, ჯაბიდ ნოვრუზი, ზელიმხან იაკუბი, აბას აბდულა, ისა ისმაილზადე, ვილაიეთ რუსტამზადე, ელდარ ჰაჯიევი), რამაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამ ორი მოძმე ერის თბილ და მეგობრულ დამოკიდებულებას. ამ კუთხით მნიშვნელოვანია ქოროღლუს თემა, რომელსაც წამყვანი ადგილი უჭირავს ზურაბ ანტონოვის, რაფიელ ერისთავის, დავით გივიშვილის შემოქმედებაში. ივანე მჭედლიშვილმა, ჰაზირანმა და ალექსანდრე ყაზბეგმა თავიანთი ნაწარმოებები აზერბაიჯანელ ყაჩაღ ნაბის მიუძღვნეს.

ქართველი მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი დაიბადა ბორჩალოში და როგორც ცნობილია, შემდგომში ბორჩალოელი თურქების ცხოვრება და მათი ეთნოგრაფიული ტრადიციები აღწერა. მისი ნაწარმოები - მართალი აბდულაჰ შედევრადაა მიჩნეული. ასე რომ, ჯავახიშვილის პერსონაჟები - აბდულა (მართალ აბდულაჰ) და მაშად ჰასანი (ლამბალო და ყაშა), ჯალილი (კვაჭი კვაჭანტირაძე) და დალი ჰასანი (არსენა მარაბდელი) ბორჩალთან უშუალოდ არიან დაკავშირებულნი. როგორც კვლევების შედეგად ირკვევა, აზერბაიჯანული სოციალურ-ეკონომიკური რეალობიდან აღებული მრავალი პერსონაჟია შემოსული ქართულ ლიტერატურაში. ასევე აზერბაიჯანს უკავშირდებიან შემდეგი შემოქმედი ადამიანები: გიორგი ლეონიძე, ალექსანდრე აბაშელი, სანდრო შანშიაშვილი, იოსებ გრიშაშვილი, სიმონ ჩიქოვანი, იოსებ ნონეშვილი, რევაზ მარგიანი, ხუტა ბერულავა, ანა კალანდაძე, ლეო ქიაჩელი, კონსტანტინე გამსახურდია, შალვა დადიანი, ნოდარ დუმბაძე და გურამ ფანჯიკიძე.

XX ს-ის II ნახ-სა და XXI ს-ის დასაწყისში ქართულ-აზერბაიჯანული ლიტერატურული ურთიერთობების განვითარებაზე დაკვირვებამ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი მეცნიერების წარმატებები გამოავლინა - ადილ მიშიევის, მადად ჩობანოვის, ვალეჰ ჰაჯიევის, შურადინ მამადლის, ჰამიდ ვალიევის, ალი მუსაევის, შაჰბაზ შამითღლუსა და სხვა მკვლევართა სტატიები სხვადასხვა გამოცემებში გამოქვეყნდა.

ყურადღებას იპყრობს მადად ჩობანოვის (1937 წ.), ცნობილი თურქოლოგის, ლინგვისტის, მეცნიერისა და ფილოლოგიის დოქტორის, 60-ზე მეტი წიგნისა და ასობით სამეცნიერო ჟურნალისტური სტატიის ავტორის ნაშრომები. იგი დიდი ხნის განმავლობაში თბილისის პუშკინის სახელობის (მოგვიანებით, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის) პედაგოგიურ ინსტიტუტში მოღვაწეობდა. ქართულისა და აზერბაიჯანული ენების შეპირისპირების საფუძველზე მ. ჩინჩალაძესთან თანამ-შრომლობით, სამხრეთ კავკასიელი ხალხების იტორიაში პირველად გამოიცა (ორგზის - 1977-სა და 1991 წელს) აზერბაიჯანულ-ქართული ლექსიკონი. ამ ლექსიკონმა უდიდესი როლი შეასრულა ამ ორი ერის კულტურული და სულიერი დაახლოვების საქმეში. მადად ჩობანოვი ისეთი ფასეული სტატიების ავტორია, როგორებიცაა ა. ბაქირხანოვი და თბილისური გარემო, ა. ჰაკვერდიევი და საქართველო, აზერბაიჯანელი პოეტები და საქართველო, ქოროღლის ეპოსი ქართულ ენაზე, ქართველი მეცნიერი სწავლობს ფუზულის და სხვ. ასევე მან მოამზადა და გამოაქვეყნა ალმანახები: მე მიყვარს საქართველო (ბაქო, 1977 წ.) და მეგობრობის მელოდიები (თბილისი, 1978) [5, გვ. 88]. პირველში აზერბაიჯანელი პოეტების მიერ საქართველოზე გამოთქმული გულწრფელი ემოციებია თავმოყრილი, მეორეში - თანამედროვე აზერბაიჯანელი პოეტების პოეტური ნიმუშებია წარმოდგენილი (საქართველოს თემატიკაზე).

მიუხედავად ამ ყველაფრისა, გასული საუკუნის ბოლოს საქართველოში მომხდარი ცნობილი მოვლენებისა და „ქართველი“ შოვინისტებისაგან განხორციელებული ზეწოლის გამო, რამაც ამ ორ ერს შორის არსებული მრავალწლოვანი მეგობრული ურთიერთობის შერყევა სცადა, მადად ჩობანოვი იძულებული გახადა, დაეტოვებინა საქართველო და ბაქოში გადასულიყო. თუმცა, მეცნიერი გამუდმებით ცდილობდა ამ ორ ერს შორის არსებული ურთიერთობა გაეღრმავებინა, რასაც მიუძღვნა კიდეც მრავალი სტატია და ორი მონოგრაფია (აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხის ისტორიული ურთიერთობები (ბაქო, 2010 წ.) და აზერბაიჯანულ-ქართული სალიტერატურო ურთიერთობანი (ბაქო, 2012, 2014).

ჰამიდ ვალიევი (1938 წ.) - ქართველი ვეტერანი ჟურნალისტი, ფილოლოგიის ფაკულტეტის დოქტორი; არის მრავალი ცნობილი სამეცნიერო და ჟურნალისტური სტატიის ავტორი, ასევე აქტიურად მონაწილეობდა ქართულ-აზერბაიჯანული სალიტერატურო ურთიერთობე-ბის გაღმავების საქმეში. 1980 წლის 18 ნოემბერს მისი სტატია სახელწოდებით ა. წერეთელი და აზერბაიჯანი დაიბეჭდა გაზეთ საბჭოთა საქართველოში (ახლანდელი - საქართველო). ასევე მონოგრაფია მისი ავტორობით - აზერბაიჯანული ფოლკლორი და ლიტერატურა ქართულ წყაროებში მიეძღვნა ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობის ჯერ კიდევ მცირედშესწავლილ ასპექტებს. წიგნმა პოპულარობა მალევე მოიხვეჭა. მონოგრაფიის პირველი თავი - აზერბაიჯანული ფოლკლორის გამოცემები ეხება ფოლკლორულ ნიმუშებს, მათ კვლევასა და თარგმანებს სხვადასხვა ენაზე. ასევე წარმოდგენილია ზოგიერთი კვლევის თარგმანიც - ქოროღლი, ლეილა და მაჯნუნი, აშუღი გარიბი, შაჰ ისმაილი, მოლა ნასრედინის ხუმრობები, ამბები, ანდაზები, გამოცანები, ბაიათები, სიმღერები, და სხვა. მონოგრაფიაში დიდ ადგილს იკავებს აზერბაიჯანული თემა ქართულ ლიტერატურაში. მასში წარმოდგენილია შემდეგი სტატიები: ყარაბაღიდან დევნილი – ასლანბეგი (გ, დვანაძე), ყაჩაღი ქარიმი (მ. მჭედლიშვილი), საიდან მოდის ლტოლვი-ლობა კავკასიაში? დიდი პოემები - თარ, ქაბაბ, და მოთხრობები, როგორიცაა ბებია ფატმა, უბედური დედა (ვ. საათაშვილი), მასწავლებელმა მოიხადა ვალი (ვ. მიქელაძე) და სხვა (ი. ჭავჭავაძე, ა. წერეთელი, რ. ერისთავი, ი. ევდოშვილი, მ. ჯავახიშვილი).

ალხან ბინათოღლუს (1936 წ.) კვლევებმა, რომელიც დაიბეჭდა გაზეთში საბჭოთა საქართველო XX ს-ის II ნახევარში, აზერბაიჯანულ-ქართულ ურთიერთობას ახლებური სახე მისცა: მიქაილ მუშფიგი და თბილისი (30.07.1987), ჯ. ჯაბარლი და საქართველო (29.07.1969), მ. ჯავახიშვილი და ბორჩალოს საზოგადოებრივი ცხოვრება (03.01.1987) და სხვა. ბონათოღლუს შრომაში - აზერბაიჯანის თემა მ. ჯავახიშვილთან, (გამოქვეყნდა ლიტერატურულ საქართველოში) პირველად იქნა გაშუქებული ქართულ მწერლობაში ასახული აზერბაიჯანული რეალობა. მკვლევარი სწორად აღნიშნავს, რომ ბორჩალოში, კერძოდ წერაქვში (ბორჩალოს სოფელი) დაბადებული მწერალი მ. ჯავახიშვილი თავის მოთხრობებში სრულად გადმოცემს ბორჩალოელი თურქების ცხოვრების სტილსა და ეთნოგრაფიულ ტრადიციებს. სწორედ ასეთ ნაწარმოებთა რიგს განეკუთვნება ნამდვილ შედევრად აღიარებული მართალი აბდულაჰ, რომელიც დაიდგა აზერბაიჯანში, რაც იმის მანიშნებელია, რომ ქართული ლიტერატურული გარემო მხოლოდ საქართველოთი არ შემოიფარგლებოდა.

რაც შეეხება მირზა ფათალი ახუნდზადეს, უნდა აღინიშნოს, რომ ახუნდზადეს 200 წლისთავის მიჯნაზე, მისი შემოქმედება უკვე სხვადასხვა კუთხიდან შეფასდა. ახალგაზრდა აზერბაიჯანელი პოეტისა და მთარგმნელის ალიხან ზინათოღლუს წიგნი მირზა ფათალი ახუნდზადე და თბილისი დაიბეჭდა 2012 წელს თბილისში. მასში შესული მასალები მოიცავს მირზა ფათალის ცხოვრების დეტალებს თბილისში ჩამოსვლის დღიდან, აღწერილია მისი მთარგმნელობითი მოღვაწეობა ბარონ როზენის ოფისში, ნაჩვენებია მისი ცხოვრების განვითარების ეტაპები. გარდა იმისა, რომ იგი სამთავრობო სამსახურში მსახურობდა, ასევე მუშაობდა კავკაზის გაზეთში, რომელიც ეკუთვნოდა რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიულ საზოგადოებას. ახუნდზადე აქტიურად იყო ჩართული არქეოლოგიურ საქმიანობებში, თანამშრომლობდა იმ დროის გამოჩენილ პიროვნებებ-თან. წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა ცნობილ მწერლად, ფილოსოფოსად და საზოგადო მოღვაწედ. მან საფუძველი ჩაუყარა დრამატულ ლიტერატურას, რეალისტურ პროზასა და კრიტიკულ აზროვნებას. გარდა იმ სტატიებისა, რომლებიც შესულია ზემოთხსენებულ მონოგრაფიაში, არსებობს ასევე ისეთი მასალაც, რომელიც სრულიად ახალ კონტექსტში განიხილავს ფაქტებსა და მოვლენებს, მაგალითად: პროგრესის უარყოფითი მხარეები, კავკასიის მთავარი სამმართველოს შექმნა, რუსული იმპერიული გეოგრაფიული საზოგადოება, კავკასიის არქეოლოგიური კომისია, მირზა ფათალი ახუნდზადეს კომედიები თბილისი აზერბაიჯანულ თეატრებში, მირზა მელქუმ ხანი ან მირზა აღა თავრიზელი და სხვანი. წიგნის დამატებაში ვეცნობით მირზას მეგობრებს, კოლეგებს, ნაცნობებს, ნათესავებს, საყვარელ ადამიანებს, ასევე მის მიერ მოპოვებულ ტიტულებსა და ჯილდოებს.

ალი მუსაევი (1954 წ.) კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მკვლევარია, რომელიც გამუდმებით იყო ჩართული აზერბაიჯანულ-ქართული ლიტერატურის ურთიერთობის შესწავლის პროცესში. მან მთელი თავისი ცხოვრება განათლებასა და ინტელექტუალურ განვითარებას მიუძღვნა, იგი 50-ზე მეტი წიგნის - მონოგრაფიებისა და სამეცნიერო-მეთოდოლოგიური წიგნების ავტორია. მაგ-რამ პოპულარობა მას შემდეგი წიგნების ავტორობამ მოუტანა: ქართული ენის სახელმძღვანელო, (მე-2 კლასიდან მე-12-მდე, ასევე აზერბაიჯანულ-ქართული ენის ლექსიკონი - მესამე ტომი, აზერბაიჯანული ენა, ახუნდოვი და თბილისის ლიტერატურული გარემო, ახუნდოვი და ერისთავი, ქართული ლიტერატურა და კრიტიკა ახუნდოვზე, სახელმძღვანელოები ქართულ სექტორზე ჩარიცხული სტუდენტებისათვის.

ალი მუსაევმა გააშუქა აზერბაიჯანულ-ქართული სახალხო და ლიტერატურული ურთიერთობები თავის წიგნში მირზა ფათალი ახუნდოვი და ერისთავი (თბილისი, 1990 წ.). პროფესორი შ. მამადლი ამ წიგნისა და ავტორის შესახებ შენიშნავს, რომ „ჩვენი ლიტერატურული ურთიერთობები აღწერილ იქნა მსგავსი და იდენტური კუთხით, ცნობილი და უცნობი ფაქტების გამოვლენის საფუძველზე, სრულიად ახალი კუთხით, აზერბაიჯანული და ქართული დრამისა და თეატრის ფუძემდებლების შედარების საფუძველზე“. ავტორი ასკვნის, რომ მირზა ფათალი ახუნდოვი და გიორგი ერისთავი ერთმანეთს შეხვდნენ 30-იანი წლების მიწურულს დიმიტრი ყიფიანის სახლში. მათ ასევე მიეცათ საშუალება კავკასიის მთავარ სამმართველოში მუშაობისას შეხვედროდნენ ერთმანეთს. სწორედ თბილისმა შეჰყარა ეს ორი უდიდესი ხელოვანი და დააახლოვა ერთმანეთს როგორც პიროვნულად, ისე შემოქმედებითი კუთხითაც.

რუსული და ქართული თეატრების გახსნამ საქარ-თველოში დიდი როლი შეასრულა კულტურული განვითარების საქმეში. გაზეთი კავკაზი დიდი სიამაყით იუწყებოდა: გიორგი ერისთავმა ქართულად დაიწყო კომედიების წერა, ხოლო მირზა ფათალი ახუნდოვმა - აზერბაიჯანულადო. არც ეს იყო უბრალო დამთხვევა და ამ ორი ადამიანის მჭიდრო კავშირზე აშკარა მინიშნებად უნდა მივიჩნიოთ.

ალხან ბინათოღლის (1936 წ.) კვლევებში ახუნვისა და ერისთავის ლიტერატურული მემკვიდრეობების ბის ფონზე ტიპოლოგიური პარალელების, ჟანრის, თემის, შინაარსისა და ნარატივის ანალიზს ვხვდებით. ერთმა-ნეთს შედარებულია ორი კომედია: ახუნდოვის ჰაჯი გარა და ერისთავის ძუნწი. ამ ნაწარმოების პერსონაჟები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს და სიძუნწე ორივე ნაწარმოებში გაკიცხულია. ერთგან აღწერილია აზერბაიჯანელი ხალხისთვის დამახასიათებელი სიძუნწე, ხოლო მეორეში - ქართველების. ასეთივე მსგავსებებს ვხვდებით მირზა ფათალის ალქიმიკოს მოლა იბრაჰიმ ხალილის ამბავში, ყაჩაღების ამბავში, ლენქორანის ხანის ვეზირის თავგადასავალში, ვექილთა ამბავში, ყაჩაღების ამბავში, მოტყუებულ ვარსკვლავებში, გაყრაში, თილსიმ ხანში.

ალი მუსაევის დაუღალავი აქტიურობა, ულევი ენერგია და მისი თავდაუზოგავი ღვაწლი შეუმჩნეველი არ დარჩენილა სამეცნიერო საზოგადოებისთვის. იგი მრავალგზის იქნა დაჯილდოებული - 2003 წელს თვით პრეზიდენტმა გადასცა საპატიო მედალი. ასევე საპატიო დიპლომი გადაეცა აზერბაიჯანში გამართულ „ქართულ დღეებზე“ ქართულ-აზერბაიჯანული სალიტერატურო ურთიერთობების განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისათვის.

უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების ისტორია, ამჟამინდელი მდგომარეობა და სხვა ბევრი საკითხი განხილულ იქნა ჟურნალ აღმოსავლეთის განთიანდში დაბეჭდილ შემდეგ სტატი-ებში: აზერბაიჯანელთა თბილისელი მეგობრები (XII-XX) (9.04.1958), ლიტერატურა ერებს აერთიანებს (26.06.1958) (აზიზ მირაჰმადოვი), ი. ჭავჭავაძე აზერბაიჯანულად [(06.05.1958) [ს. ალიევი და ზ. მამადოვი], მ. ფ. ახუნდოვის გახსენების საღამო (19.03.1958), მ. ფ. ახუნდოვის ძეგლის გახსნა [(11.07.1958) მადად ჩობანოვი] და სხვანი. ასევე მნიშვნელოვანია 1958 წლის 26 აპრილს გამოცემული გაზეთის ფურცლებზე გამოქვეყნებული სტატია სათაურით: აზერბაიჯანელი მწერლები თბილისში. ამავე გვერდზე გამოქვეყნებულია მ. ჰუსეინისა და ნ. ლისაშვილის ერთად გადაღებული ფოტო. ასევე დაიბეჭდა დაუწერელი, დღეები გადის (ბ. ვაჰაბზადე, 1906-1956), რომელიც მიეძღვნა სამად ვურღუნს), გმირთა მიწა (ა. სარაჯლი), მეგობრებს (მ.ჰ. ბახთიარლი) და ამონარიდი რომანიდან დილა (მ. ჰუსეინი). უამრავ მნიშვნელოვან სტატიას შორის, რომელიც იბეჭდებოდა გაზეთ საქართველოში, არის ს. ვურღუნი და კ. კალაძე (28.01.1986) (მ. ჰუსეინი), ქოროღლის ვერსიები და მათში ასახული აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობები (24.02.1970) (ზ. ჰუსეინოვი).

ქართველებსა და აზერბაიჯანელებს ბედმა ერთმანეთის მეზობლად ცხოვრება არგუნა სამხრეთ კავკასიაში და მათ შორის არსებულმა სულიერმა კავშირმა და მსგავსებებმა ხელი შეუწყო კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებას. ეს სიყვარული ახლაც გრძელდება და შემდგომშიც გაგრძელდება. საბედნიეროდ, ამ ორ ერს შორის არსებული ლიტერატურული ურთიერთობის ანალიზის სურვილი როგორც აზერბაიჯანელ, ისე ქართველ კრიტიკოსებს გაუჩნდათ - პროფესიონალმა მკვლევარებმა და მეცნიერებმა დიდ წარმატებებსაც კი მიაღწიეს ამ მიმართულებით, დაიწერა მრავალი დისერტაცია და სამეცნიერო მონოგრაფია: ქოროღლის ქართული ვერსია, ქართველი მუსიკოსები, რომელთაც დაწერეს პოემები აზერბაიჯანში, თურქული ფოლკლორული ტრადიციები საქართველოში, ნიზამი და ქართული ლიტერატურა, რუსთაველი და აზერბაიჯანული ლიტერატურა, მ. ვაგიფი და საქართველო, ბორჩალოს აშუღთა გარემო, ბორჩალოს ლიტერატურული გარემო, თანამედროვე ლიტერატურული სკოლა ბორჩალოში, აზერბაიჯანული პრესა საქართველოში, აზერბაიჯანულ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობები XIX ს-ში, მირზა ფათალი ახუნდზადე და საქართველო, აზერბაიჯანული ლიტერატურული კვლევები ქართულ მედიაში, აზერბაიჯანი ქართულ წყაროებში XIX ს-ის ბოლოსა და XX ს-ის დასაწყისში, აზერბაიჯანული ლიტერატურული გარემო თბილისში, საქართველოს თემა აზერბაიჯანულ საბჭოთა პოეზიაში, საბჭოთა პერიოდის ლიტერატურული კვლევები საქართველოზე აზერბაიჯანულ პრესაში და სხვ.

ასევე მნიშვნელოვანი კვლევებია აზერბაიჯანელი მეცნიერების - აბდულა შურის, აზიზ მირაჰმადოვის, ფანაჰ ჰალილოვის, დილარა ალიევას, შამილ გურბანოვის, აფლათუნ სარაჯლის, ვალი ოსმანლის, აბას ჰაჯიევის, ადილ მიშიევის, მადად ჩობანოვის, ჰამიდ ვალიევის, ვალეჰ ჰაჯილარის, ბადირხან ახმედოვის, გულნარა გოჯაევა-მამადოვის, ელხან მამადლის, რაზიმ მამადლის, მუშფიქ ჩობანლის, შაჰბაზ შამიოღლუს, ასად ალიევის, გულთაკინ აღაჯანკიზის, თინათინ ისაბალიკიზის და სხვათა. ამ კუთხით მნიშვნელოვან საქმეს ემსახურებოდნენ: ალექსანდრე ხახანაშვილი, კორნელი კეკელიძე, ალექსანდრე ბარამიძე, შალვა ნუცუბიძე, მაგალი თოდუა, ალექსანდრე გვახარია, კონსტანტინე ფაღავა, გიორგი შაღულაშვილი, ლია ჩლაიძე, ლეილა ერაძე, ზეზვა მედულაშვილი და სხვანი.

ღმად გვწამს, რომ ეს მრავალწლიანი ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები კვლავაც გაგრძელდება და უფრო მეტად გაღრმავდება მომავალში.

 

ბიბლიოგრაფია:
1. Araz Mammad, “Like the river-bed of Kura…”, I love Georgia Almanac, Baku, “Azərnəşr”, 1977, 96 p.
2. Arzumanlı Vagif, “Borchali Bridge of Azerbaijani - Georgian literary relations”. The literary relationship, II. Baku, “Qartal”, 2006, p.12
3. Aliyeva Dilara, One heart - one wish. Baku, “Yazıçı”, 1981. 217 p.
4. Mammadli Sh., Azerbaijani-Georgian literary relations throughout the history. “Qarapapaqlar”, 05, May, 2007.
5. Chobanli M. M., “The age of this friendship is too old…” (Azerbaijan-Georgian literary relations). Baku, “Təhsil” NPM, 1996, 2015, 280 p.