ქართველოლოგი ”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში. ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით. |
ქართველოლოგია პოლონეთში (1920-2011)
წინამდებარე სტატია წარმოადგენს პოლონეთში ქართველოლოგიის განვითარების ზოგად მიმოხილვას. თუმცა, რასაკვირველია, ხსენებული საკითხის მცირეტანიან სტატიაში ამოწურვა შეუძლებელი იქნება. გამომდინარე იქიდან, რომ პოლონეთში საქართველოსთან დაკავშირებული ნაშრომების ბიბლიოგრაფიის შედგენა ჯერაც არაა დასრულებული, აქ ქართველოლოგიური მუშაობის უკეთ შესასწავლად ხანგრძლივი კლვევაა საჭირო. მიუხედავად ამისა, შევეცდები წინამდებარე სტატიაში ყურადღება უმთავრეს საკითხებზე გავამახვილო და ამგვარად აღვწერო პოლონეთში ქართველოლოგიური მუშაობის განვითარების ძირითადი ეტაპები. საკვანძო სიტყვები:ქართულ-პოლონური ურთიერთობები კატეგორია: ქართველოლოგიური ქრონიკა ავტორები: ჰენრიკ პაპროცკი
ჰაინც ფენრიხი - „ტყის დედოფალი; მითები და თქმულებები საქართველოდან“
მას შემდეგ, რაც გასული საუკუნის მიწურულს გაიხსნა საზღვრები საბჭოთა კავშირის ქვეყნებსა და ცივილიზებულ დასავლეთს შორის, ევროპაში თანდათან გაიზარდა ინტერესი აღმოსავლური კულტურისადმი. ეს თეზა, იქნებ, ბევრს საკამათოდაც მოეჩვენოს, რადგან ეგზოტიკისადმი ლტოლვა და მისი კულტურის ნაყოფთა შესწავლა-ათვისება ევროპაში ჯერ კიდევ ჰუმანისტებმა დაიწყეს. რასაკვირველია, ჩვენი მიზანი არაა, ვედავოთ ამ ისედაც ცნობილ ფაქტს; მხოლოდ აქ მოტანილი აზრი უნდა გავითვალისწინოთ იმ, თითქმის, ნახევარსაუკუნოვან წყვეტასთან დაკავშირებით, რამაც არაერთი სახელმწიფო და, მათ შორის, საქართველო მოსწყვიტა დასავლურ კურსს და მისი განვითარების პერსპექტივებს. აღნიშნული მდგომარეობის უეცარმა ცვლილებამ კი კვლავაც გაუხსნა გზა ორმხრივ კულტურულ ურთიერთობებს. საკვანძო სიტყვები:ქართული ფოლკლორი, ჰაინც ფენრიხი. კატეგორია: ქართველოლოგიური ქრონიკა ავტორები: ნინო აფციაური
დონალდ რეიფილდის „საქართველოს ისტორია”
საკვანძო სიტყვები:დონალდ რეიფილდი, საქართველოს ისტორია. კატეგორია: ქართველოლოგიური ქრონიკა ავტორები: ლევან გორდეზიანი
ამერიკელი მკვლევარის წიგნი "ვეფხისტყაოსანზე"
2012 წლის შემოდგომაზე პიტსბურგის უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა ამერიკელი მკვლევარის დაიანა ფერელის (Dianne Ecklund Farrell) მონოგრაფია „რაინდული სიყვარული კავკასიაში: რუსთველის ქართული ეპოსი, ვეფხისტყაოსანი” (“Courtly Love in the Caucasus: Rustaveli’s Georgian Epic, The Knight in the Panther Skin”). ეს ფაქტი თავისთავად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმით, რომ საერთაშორისო არენაზე პოპულარულს ხდის შუა საუკუნეების ქართულ მწერლობას, არამედ უპირატესად იმით, რომ რუსთველოლოგიური პრობლემატიკა დასავლური მეცნიერების კვლევის არეალში შეაქვს. აქვე გვინდა დავძინოთ, რომ ათიოდე წლის წინ ამავე თემატიკით დაინტერესდა ამერიკელი მეცნიერი კულემანს ბეინენი[1], რომელიც დღეს საქართველოში კარგად ცნობილი საზღვარგარეთელი რუსთველოლოგია. საკვანძო სიტყვები:დაიანა ფერელი, „ვეფხისტყაოსანი”, ანდრეას კაპელანუსი კატეგორია: ქართველოლოგიური ქრონიკა ავტორები: გვანცა ჭოლიკაური
გერმანულენოვანი მონოგრაფია უძველესი ქართული წარწერების შესახებ
წინამდებარე წერილი ეხება ცნობილი გერმანელი ქართველოლოგის, ჰაინც ფენრიხის ნაშრომს, რომელიც დაიბეჭდა 2013 წელს გერმანიაში, Brill-ის გამომცემლობაში. ახალი მონოგრაფია - უძველესი ქართული წარწერები (Dieältes ten georgischen Inschriften) - გერმანულ საზოგადოებას ქართული წარწერების განვითარების მაგალითზე აცნობს ქართული დამწერლობის დიაქრონულ სურათს და შემოაქვს ახალი არგუმენტი, რომელიც ასო-ნიშანთა გრაფიკულ მოხაზულობას, კერძოდ კი, გაკუთხოვნების ტენდენციას უსვამს ხაზს და აღნიშნულით ცდილობს ქრონოლოგიური სურათის აღდგენას. წერილი გამოკვეთს მონოგრაფიის საფუძვლიან არგუმენტებსა და მათ მიმართებას მანამდე არსებულ მეცნიერულ აზრთან. საკვანძო სიტყვები:ჰაინც ფენრიხი, ქართული ანბანი, უძველესი წარწერები კატეგორია: ქართველოლოგიური ქრონიკა ავტორები: ნინო აფციაური
საქართველოს ისტორია ამერიკელის თვალით პიტერ სკინერი, საქართველო: ქვეყანა კავკასიის მთების ქვეშ
Peter F Skinner “Georgia: The Land Below The Caucasus” ორიოდე თვის წინ ნიუ იორკში გამომცემლობამ “Narikala publications” დაბეჭდა პიტერ სკინერის სქელტანიანი მონოგრაფია საქართველოს ისტორიის შესახებ – საქართველო: ქვეყანა კავკასიის მთების ქვეშ. წინამდებარე სტატია ეძღვნება მონოგრაფიის წარდგენას ქართული საზოგადოების წინაშე. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, წიგნი მალე გამოჩნდება თბილისის წიგნის მაღაზიებში. იგი, ალბათ, მალე გახდება სერიოზული შესწავლის საგანი ქართველ სპეციალისტთა მიერ. საკვანძო სიტყვები:საქართველოს ისტორია, უცხოელი ქართველოლოგები კატეგორია: ქართველოლოგიური ქრონიკა ავტორები: თამარ მელიქიძე |
კატეგორიები ჟურნალის არქივი
|