ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





 ქართველოლოგია პოლონეთში

(1920-2011)

1918 წლის შემდეგ პოლონეთში ქართული ლიტერატურისა და კულტურის ისტორიისადმი მიძღვნილი პირველი ნაშრომის გამოცემა გიორგი ნაკაშიძემ ითავა. მისი ინიციატივით დაიბეჭდა შოთა რუსთველისადმი მიძღვნილი ალმანახი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ რუსთაველის მოღვაწეობას მეტი ყურადღება მიექცა მას შემდეგ, რაც პოლონეთში, ვარშავის უნივერსიტეტში მუშაობა დაიწყო არქიმანდრატმა და პროფესორმა – მამა გრიგოლ ფერაძემ. გრ. ფერაძეს ჯერ კიდევ პოლონეთში ჩამოსვლამდე დიდი მიღწევები ჰქონდა: მაგ. ნაშრომები ჰქონდა გამოცემული მრავალ ენაზე, მათ შორის ქართულად, გერმანულად, ინგლისურად და ფრანგულად. პოლონეთში გრ. ფერაძემ დაბეჭდა მონოფიზიტური წარმოშობის უცნობი ქართული საგალობელი; ასევე გამოსცა სტატია საქართველოს როლის შესახებ ბალკანეთის სულიერი კულტურის ისტორიაში; პეტრე მოციქულის ლიტურგიის ქართული ვერსია; დიონისე არეოპაგელისა აპოკრიფული წერილი პეტრე და პავლე მოციქულების წამების შესახებ; ნაწყვეტები დღიურიდან, რომელსაც სირიის წმინდა მიწაზე მოგზაურობისას წერდა; რეცენზიათა სერიები; ასევე ნაწყვეტები საკუთარი სტატიებიდან, რომლებსაც გამოსცემდა ან გამოცემული ჰქონდა ქართულ, გერმანულ თუ ინგლისურ ენებზე. გრ. ფერაძე უმთავრესად ძველი ქართული ლიტერატურით იყო დაინტერესებული და თავისი სტატიების უმრავლესობას ვარშავის უნივერსიტეტის ჟურნალ „Elpis“-ში ბეჭდავდა. პოლონეთში ქართველოლოგიის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ასევე ჟურნალ „East-Orient”-ს, რომელიც პრომეთეულ მოძრაობასთან ასოცირდებოდა. ჟურნალი 1930-1939 წლებში გამოდიოდა და მისი თემატიკა ძირითადად მოიცავდა კავკასიის ქვეყნების ისტორიის პოლიტიკურ და სოციოლოგიურ ასპექტებს.

უნდა აღინიშნოს ზოგიერთი საინფორმაციო ხასიათის სასარგებლო ნაშრომი, რომლებიც ომებს შორის პერიოდში დაიბეჭდა, მაგალითად ჯონ ქავთარაძის წიგნი საქართველოს ისტორიის შესახებ, სერგო ყურულიშვილის წიგნი საქართველოში ბოლშევიკების ბატონობის პერიოდის შესახებ, კაზიმირ მოჟენსკის წიგნი კავკასიის ეთნოგრაფიის შესახებ; ასევე საქართველოს ისტორია, ტადეუშ შპოტანსკის ავტორობით; საქართველოს ისტორიის ფრანგული ენიდან თარგმანი და ა.შ.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ პოლონეთში არა მარტო ქართველოლოგიური მუშაობა შეაფერხა, არამედ – ზოგადად სამეცნიერო კვლევა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ პოლონეთში ქართველოლოგიის დარგი სავალალო მდგომარეობა აღმოჩნდა. პროფესორმა გიორგი ნაკაშიძემ ომის დასასრულს პოლონეთი დატოვა. არქიმანდრატმა გრიგოლ ფერაძემ 1942 წელს ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში. ქართველი ემიგრაცია, რომელიც ომამდე აქტიურად მოღვაწეობდა პოლონეთში, ომის შემდეგ ფაქტობრივად, აღარ არსებობდა. ამგვარი ვითარება არ შეცვლილა მანამ, სანამ ჯონ ბრაუნი სასწავლებლად თბილიში არ გაემგზავრა. პოლონეთში დაბრუნების შემდეგ პროფესორმა ბრაუნმა პოლონეთში გააგრძელეა ქართული და ბასკური ენების შესწავლა. მისი აკადემიური მიღწევების ვრცელი სიიდან უნდა აღინიშნოს პოლონურ კოლექციებში ქართული და სომხური ხელნაწერების მოძიება და მათი კატალოგის შექმნა; შოთა რუსთველის პოემა „ვეფხისტყაოსნის“ თარგმნის შესახებ კონსულტაციები; ქართული და ბასკური ენების გრამატიკის შესახებ ნაშრომებისა და ენციკლოპედიის თავების დაწერა. მრავალი წლის განმავლობაში, პროფესორი ჯონ ბრაუნი ზოგადად ქართული ენის, ლიტერატურისა და კულტურის ერთადერთი სპეციალისტი იყო პოლონეთში. 2002 წლის 20 ივნისს პროფესორ ბრაუნი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიურ წევრად აირჩიეს პოლონეთში ქართველოლოგიის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილის გამო. 

ბოლო დროს ქართველოლოგიასთან დაკავშირებული მნიშველოვანი ნაშრომები დაიბეჭდა პოლონეთში, მაგ. ბოგდან ბარანოვსკის „საქართველოს ისტორია“ და მისივე წიგნი მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეებში პოლონელთა ქართული კულტურით დაინტერესების შესახებ; ენდრიუ ხოდუბსკoს წიგნი კავკასიაში ეთნიკური ურთიერთობების შესახებ; დავიდ ლანგის საქართველოსა და სომხეთის შესახებ წიგნების პოლონურენოვანი თარგმანები; ქართული პოეზიის ანთოლოგია პოლონურ ენაზე; „ქართული ხელოვნების ისტორიის“ შალვა ამირანაშვილისა და პროფესორ ვოიცეხ მატერსკისეული თარგმანი. რელიგიური და კულტურული ლიტერატურის შესწავლის საქმეში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ასევე 1972 წელს ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტის მიერ გამოცემულმა „კათოლიკურმა ენციკლოპედიამ“.

ამავე დროს პოლონეთის მართლმადიდებლური ეკლესია ქართული ეკლესიის თხოვნით იკვლევდა მამა გრიგოლ ფერაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. შედეგად შესაძლებელი გახდა გრ. ფერაძის სრული სამეცნიერო მიღწევების შეკრება. მოპოვებული მასალის ნაწილი უკვე ითარგმნა ქართულად და დაიბეჭდა, მაგ. ისტორიულ ჟურნალ „არტანუჯის“ 2003 წლის მეთერთმეტე ნომერში.

პოლონეთში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური გარდაქმნების პარალელურად, იცვლებოდა ქართველოლოგიური მუშაობისხასიათიც. 1991 წელს დაარსდა ქართულ–პოლონური საზოგადოება. ამავე წელს საზოგადოებამ გამოსცა ჟურნალ „Pro Georgia. The work and materials on the history of Polish-Georgian relations”-ს (ნაშრომები და მასალები პოლონურ-ქართული ურთიერთობების შესახებ) პირველი ნომერი. ჟურნალის ყოველ ნომერს ჰქონდა შემდეგი სექციები: სტატიები და მეცნიერება – მასალები, დოკუმენტები; მოგონებები – ისტორია და კრიტიკული მიმოხილვა; ნეკროლოგია. მიუხედავად იმისა, რომ 2002 წლამდე ჟურნალი უფრო სამეცნიერო-პოპულარული ხასიათისა იყო, მის პირველ ორ სექციაში, კერძოდ: „სტატიებსა და მეცნიერებაში“ და „დოკუმენტებსა და მოგონებებში“ იბეჭდებოდა მნიშვენლოვანი ნაშრომები. ჟურნალის დაარსება უკავშირდება პოლონეთში ქართველი ახალგაზრდა მეცნიერის – დავით ყოლბაიას ჩამოსვლას, რომლის რედაქტორობითაც გამოდიოდა „Pro Georgia“. ყოლბაიამ პოლონურად თარგმნა „მოქცევაჲ ქართლისაჲ“, ხოლო ე. ბიედნამ გამოაქვეყნა იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამების“ პოლონურენოვანი თარგმანი.

2002 წელს, „Pro Georgia“ ქართველოლოგიური ჟურნალი გახდა და ამჟამად მას ვარშავის უნვიერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპათმცოდმენობის ინსტიტუტი გამოსცემს, რომელსაც პროფესორი იან მალიცკი უძღვება. ამგვარად, დავით ყოლბაიამ „Pro Georgia“ გარდაქმნა პირველ ქართველოლოგიურ ჟურნალად პოლონეთში.