ქართველოლოგი ”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში. ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით. |
ქართული ლიტერატურის ისტორიის სახელმძღვანელო სომხურად
ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ 2007 წელს სომხურ ენაზე დასტამბა პროფესორ ჰრაჩიკ ბაირამიანის სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლების ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის: ქართული ლიტერატურა, V–XIX სს. პროფ. ჰრ. ბაირამიანმა თავის დროზე დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიის ხაზით და 1975 წელს წარმატებით დაიცვა დისერტაცია თბილისშივე თემაზე ,,ქართული ლიტერატურა სომხურ კრიტიკაში (1846–1916წწ)”. ერევანში დაბრუნებულმა ბაირამიანმა თავისი მეცნიერული საქმიანობა დაუკავშირა სომხეთში ქართული ლიტერატურის შესწავლისა და პოპულარიზაციის საქმეს, ქართულ–სომხური ლიტერატურული ურთიერთობების ღრმად შესწავლას. მის საინტერესო საქმიანობას მალე მოჰყვა სასურველი შედეგები. ახლა იგი უკვე ავტორია რამდენიმე წიგნისა ქართული ლიტერატურის საკითხებზე, შედგენილი აქვს ქართული პოეზიის ანთოლოგია, ამასთანავე იგი ეწევა დიდ მთარგმნელობით საქმიანობას, სომეხ მკითხველს აცნობს ქართველ პროზაიკოსთა საუკეთესო თხზულებებს. საკვანძო სიტყვები:ქართული ლიტერატურა, ჰრაჩიკ ბაირამიანი კატეგორია: ქართველოლოგიური ქრონიკა ავტორები: ლადო მინაშვილი, ხათუნა გაფრინდაშვილი
ანტონი ბრაიერის გახსენება
1960 წელს ანტონი ბრაიერი შუა საუკუნეების ბერძნული და თურქული კულტურისადმი ინტერესის სულისჩამდგმელი გახდა. 1976 წელს მან ბირმინგემის უნივერსიტეტში ბიზანტინისტიკის სასწავლო ცენტრი დააარსა და დიდი წვლილი შეიტანა ამ მნიშვნელოვანი საკითხისადმი სერიოზული დამოკიდებულებით. უამრავი სტუდენტის თანხლებით უძღვებოდა ექსპედიციებს ბიზანტიური და სპარსული ნაგებობების, ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთის კულტურის, პონტოსა და ტრაპიზონის იმპერიის მიღმა მდებარე პონტოს ალპების შესასწავლად.
საკვანძო სიტყვები:ანტონი ბრაიერი, ბიზანტიური კვლევები კატეგორია: ქართველოლოგიური ქრონიკა ავტორები: Unknown Author
საერთაშორისო ქართველოლოგიური საზაფხულო სკოლა
უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში უცხოელ სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერებთან ერთად „სკოლის“ მონაწილეები იყვნენ ქართველი სტუდენტებიც. ეს ინოვაცია - საზაფხულო სკოლის მუშაობის პერიოდში უცხოელ და ქართველ სტუდენტთა და სკოლის ქართველ ახალგაზრდა თანამშრომელთა ერთად ყოფნა როგორც სამუშაო, ასევე დასვენების დღეებში: ერთად სადილი, ლანჩი, ერთად გართობა, კინო, თეატრი, კონცერტები, გამოფენები, ექსპედიციები და მოგზაურობები - უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ქართველ სტუდენტთა საერთაშორისო სასწავლო ცენტრებთან და ახალგაზრდა სამეცნიერო კადრებთან ინტეგრაციის თვალსაზრისით.
საკვანძო სიტყვები:ქართველოლოგია, ქართული ენა, სეზონური სკოლა, საზაფხულო სკოლა კატეგორია: ქართველოლოგიური ქრონიკა ავტორები: სოფიო გულიაშვილი
მარჯორი უორდროპი და გურია
მარჯორი უორდროპი თავისი სიცოცხლის განმავლობაში ორჯერ ეწვია საქართველოს. მისი პირველი ვიზიტი იყო 1894-95 წლებში. მოგზაურობა ინგლისიდან დედასთან ერთად დაიწყო ჯერ მატარებლით, მერე გემით და 1894 წლის დეკემბერში ბათუმში ჩამოვიდა. მისი ძმა ოლივერი ამ დროისათვის უკვე საქართველოში იყო.
საკვანძო სიტყვები:მარჯორი უორდროპი, გურია, ოზურგეთი კატეგორია: ქართველოლოგიური ქრონიკა ავტორები: ანტონი სტობარტი
არნოლდ ლ. ზისერმანის წიგნი „ოცდახუთი წელი კავკასიაში - 1842-1867“
საბოლოოდ ლესლი ბლანჩმა შამილისა და ამ ომის მნიშვნელოვანი მიმოხილვა გააკეთა თავის წიგნში „სამოთხის ხმალი“. თუმცა ის, რაც ამ ნაშრომს აშკარად აკლია, არის ომის დროს მცხოვრებ მოქალაქეთა და სამხედრო პირთა ინგლისურად თარგმნილი ხანგრძლივი პერიოდის მომცველი მემუარები. ამგვარად, არსებობს დიდი იმედი იმისა, რომ არნოლდ ლ. ზისერმანის ინგლისური თარგმანები რუსულენოვანი წიგნისა „ოცდახუთი წელი კავკასიაში – 1842-1867“ უთუოდ წინგადადგმული ნაბიჯია.
საკვანძო სიტყვები:ზისერმანი, კავკასიის ისტორია, კატეგორია: ქართველოლოგიური ქრონიკა ავტორები: პიტერ სკინერი
ელგუჯა ხინთიბიძის მონოგრაფიის შესახებ (“Medieval Georgian Romance The Man in a Panther-Skin and Shakespeare’s Late Plays”, ამსტერდამი, 2018)
საკვანძო სიტყვები:ვეფხისტყაოსანი, ინოვაცია, რუსთაველი კატეგორია: ქართველოლოგიური ქრონიკა ავტორები: ანტონი ანდერსონი |
კატეგორიები ჟურნალის არქივი
|