ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





გამოხმაურება ელგუჯა ხინთიბიძის მონოგრაფიის შესახებ (“Medieval Georgian Romance The Man in a Panther-Skin and Shakespeare’s Late Plays”, ამსტერდამი, 2018)

 

შოთა რუსთაველი ქართველთათვის იყო ის, რაც ბიბლია და შექსპირი – ინგლისურენოვანი ერებისთვის: წყარო აფორიზმების, ანდაზების და სამაგალითო ქცევისა. ამასთან ერთად ელგუჯა ხინთიბიძე აჩვენებს რუსთველის გავლენას ინგლისურ ლიტერატურაზე.

მონოგრაფიაში მკითხველი იპოვის ლიტერატურული შეხვედრების ცალკეულ შემთხვევათა გასაოცარ ანალიზს.

 


საკვანძო სიტყვები:მონოგრაფია კატეგორია: ქართველოლოგიური ქრონიკა ავტორები: ბერტ ბეინენი


პროფესორ ელგუჯა ხინთიბიძის მონოგრაფია „შუასაუკუნეების ქართული რომანი ვეფხისტყაოსანი და შექსპირის ბოლოდროინდელი პიესები“

 

არაჩვეულებრივი კვლევა (რომელსაც ე. ხინ­თი­ბიძემ ბოლო ათი წელი მიუძღვნა), პირველ რიგში, ავლენს საოცარ კავშირს ელიზაბეტ დედოფლისდროინდელ თეატრსა და XII საუკუნის ქართულ დიდ ნაციონალურ ეპიკურ ნაწარმოებს – ვეფხისტყაოსანს შორის. კვლევა ეყრდნობა ზუსტ ტექსტობრივ ანალიზს და შესაბამისად მკა­ფი­ოდ წარმოაჩენს ისეთ მნიშვნელოვან მსგავსებებს, როგორიცაა გარემო, თემა, სიუჟეტი, მოქმედება და პერსო­ნაჟი, ეს კი უდაოდ ცდება არქეტიპების უბრალო დამთხვევას და ავლენს ქართული ეპიკის აშკარა ზეგავლენას შექსპირზე, ბომონტსა და ფლეტჩერზე (კერძოდ ციმბელინი, ფილას­ტერი, მეფე და არა მეფე).

ჩნდება ყველაზე საინტერესო შეკითხვა – როგორ მოხდა ყოველივე ეს?

როდესაც ე. ხინთიბიძის თეორიებზე სხვებთან საუბ­რობ, იგი ზოგიერთი მათგანის გაკვირვებას იწვევს (რასაც ვერ დავარქმევდი სკეპტიციზმს). კვლევის შედეგების უკეთ გასააზრებლად, გთავაზობთ სრულიად ახლებულ მიდგომას. ნაშრომის სიღრმისეულ დეტალებსა და მიმართებებზე საუბ­რის ნაცვლად (ამას მივანდობ პროფ. ხინთიბიძეს), ვფიქრობ, აჯობებს, უფრო ზოგადი სურათი წარმოვადინო არსებული კავშირებისა, რათა საკითხი უჩვეულოდ აღარ მოგეჩვენოთ.

 


საკვანძო სიტყვები:რუსთველოლოგია, მონოგრაფია, რუსთაველი, ვეფხისტყაოსანი, ინგლისური დრამატურგია კატეგორია: ქართველოლოგიური ქრონიკა ავტორები: ანტონი ანდერსონი