ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





დავიწყებული მოგზაური: კარლა სერენა (1829-1884)


CS(მოგზაურობა იმერეთში, სამურზაყანოში, აფხაზეთში, გურიაში, გორის რაიონებში, ბორჯომსა და ახალციხეში, 1876-77 და 1881 წლებში)

სტატიაში საუბარია ქართველი მკითხველისათვის ნაცნობ თუ უცნობ უცხოელ ქალ მოგზაურებზე, რომელთაც საქართველოს სხვადასხვა კუთხე მოინახულეს, მნიშვნელოვანი ჩანაწერები გააკეთეს და მსოფლიოს საქართველო და მისი კულტურა გააცნეს.

1882 წლის 25 მარტს გაზეთ დროების 63-ე ნომერში გამოქვეყნდა სტატია, სადაც ნათქვამი იყო: „ცნობილმა მოგზაურმა კარლა სერენამ ორჯერ იმოგზაურა ჩვენს ქვეყანაში. ამ მამაცმა ქალბატონმა, რომელმაც ასე გმირულად იმოგზაურა ჩვენს რეგიონებში და სპარსეთის ტრამალ ადგილებში, მოამზადა წიგნი, სადაც ვრცლად არის ნაამბობი და დასურათებული მისი მოგზაურობა კავკასიაში. წიგნი გამოიცემა პარიზში“. აი, რას წერდა ერთ-ერთი ფრანგული გაზეთი კარლა სერენას შესახებ: „დაუღალავი მოგზაური  კარლა სერენა ახლახან დაბრუნდა  კავკასიიდან პარიზში და თან კავკასიის ბუნებისა და ხალხის უამრავი სურათი ჩამოიტანა; ეს სურათები განთავსდება მის ლიტერატურულ ნაშრომში – კავკასია (Caucasus), რომლის დაბეჭდვაც მან უკვე დაიწყო“.

ეს ქალბატონი დიდი პატივით მიიღეს ევროპაში: იტალიის მეფემ მისთვის ოქროს მედალი ჩამოასხმევინა. ლონდონის გეოგრაფიულმა საზოგადოებამ სთხოვა, ჩაეტარებინა ლექცია თავისი მოგზაურობების შესახებ. მისი ორი ლიტერატურული ნაშრომი – ბალტიის ზღვიდან კასპიის ზღვამდე (From the Baltic Sea to the Caspian Sea) და ევროპელი ქალი სპარსეთში (A European Woman in Persia) – იტალიურად ითარგმნა.


საკვანძო სიტყვები:საქართველო, კარლა სერენა, ზუტნერები, ვივიან ინგჰამი, ანა ლისტერი, ოდეტ კეუნი. კატეგორია: ქართველოლოგიური ქრონიკა ავტორები: პიტერ სკინერი


პროექტი: ქართული ვერსიფიკაციის მიმართება ევროპულთან (XIX-XX საუკუნეები)

 

წინამდებარე სტატია წარმოადგენს აწ გარდაცვლილი მეცნიერის, ქართული ლექსის ცნობილი მკვლევარის, აკაკი ხინთიბიძის (1924-2008) საარქივო მასალაში მოპოვებულ მის მიერ დაწერილ დასაბუთებას საგრანტო პროექტისა, რომელიც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმს წარედგინა 2002 წელს. ეს პროექტი, რომლის ხელმძღვანელი თავად პროფ. ა. ხინთიბიძე იყო, არის წინა წლებში (2000-2001 წწ.) იმავე ჯგუფის მიერ შესრულებული პროექტის „ქართული ლექსი ევროპული ლექსის ტიპოლოგიურ არეალში (V-XVIII საუკუნეები)“ გაგრძელება. პროექტი შესრულდა და მის ფარგლებში დაწერილი სამეცნიერო გამოკვლევების ერთი ნაწილი ახლაც ა. ხინთიბიძის არქივში ინახება. ვფიქრობ, რომ ეს მასალა სტატიების სახით პროექტის თითოეული მონაწილის მიერ იყო გამოქვეყნებული, ან რაიმე ფორმით ასახული მათ პუბლიკაციებში. ჩემი ყურადღება მიიქცია ა. ხინთიბიძის მიერ დაწერილმა პროექტის დასაბუთებამ, რომელიც გამოქვეყნებული არ ყოფილა და ქართული პოეზიითა და სიტყვიერი კულტურით დაინტერესებულ ქართველ და საზღვარგარეთელ მკვლევართათვის მისი გაცნობა წინამდებარე პუბლიკაციით იქნება შესაძლებელი.

ეს მოკლე, თეზისური რემარკები XIX-XX საუკუნეების ქართული ლექსის მიმართებაზე ევროპულ ვერსიფიკაციასთან, ვფიქრობ, საყურადღებოა.

რედაქტორი


საკვანძო სიტყვები:ქართული ლექსი, ევროპეიზმი, ვერსიფიკაცია. კატეგორია: ქართველოლოგიური ქრონიკა ავტორები: აკაკი ხინთიბიძე


წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის კავკასიოლოგთა მე-12 საერთაშორისო კონფერენცია

 

2014 წლის 4-6 დეკემბერს ვარშავის უნივერსიტეტში ჩატარდა წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის მე-12 საერთაშორისო კავაკსიოლოგთა კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა დიდი ქართველი პოეტის - შოთა რუსთაველის შემოქმედების 825 წლისთავს. ამ ტიპის საერთაშორისო კონფერენცია ვარშავაში ორ წელიწადში ერთხელ იმართება ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორის, დავით ყოლბაიას ხელმძღვანელობით. 


საკვანძო სიტყვები:ვარშავა, კავკასიოლოგთა საერთაშორისო კონფერენცია კატეგორია: ქართველოლოგიური ქრონიკა ავტორები: თამთა გრიგოლია


ორი ქართველოლოგიური სექცია მედიევისტთა მსოფლიო კონგრესზე

 

2015 წლის 5-9 ივლისს ლიდსში, დიდ ბრიტანეთში ჩატარდა მედიევისტთა მსოფლიო კონგრესი. ლიდსის საერთაშორისო კონგრესები მედიევისტიკაში ტრადიციულად ყველაზე მასშტაბურია ევროპაში. მიმდინარე წელს  ამ კონგრესზე  თავი მოიყარა მსოფლიოს სხვადასხვა სასწავლო თუ კვლევითი დაწესებულებიდან შუა საუკუნეების კულტურის  დაახლოებით 2500-მდე მკვლევარმა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მსოფლიო კონგრესზე იმუშავა საკუთრივ ქართველოლოგიურმა ორმა  სექციამ. ქართველოლოგიური სექციების მუშაობას უცხოელი კოლეგების ინიციატივით ორგანიზება გაუკეთა პროფესორმა ელგუჯა ხინთიბიძემ. კონგრესზე სექციის დაშვების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა მდგომარეობდა იმაში, რომ სექციის მონაწილეები უნდა ყოფილიყვნენ სხვადასხვა სასწავლო თუ კვლევითი დაწესებულებებიდან, სასურველი იყო სხვადასხვა ქვეყნიდანაც. სწორედ ამიტომ სექციების ორგანიზატორმა კონგრესის მუშაობაში მონაწილეობის მიღება შესთავაზა ცნობილ ქართველოლოგებს საქართველოს და უცხოეთის სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრებიდან. 


საკვანძო სიტყვები:მსოფლიო კონგრესი, ქართველოლოგია კატეგორია: ქართველოლოგიური ქრონიკა ავტორები: ირმა მაკარაძე


„ვეფხისტყაოსნის“ ახალი ინგლისურენოვანი თარგმანი

 

lk13 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა „ვეფხისტყაოსნის“ ინგლისურ ენაზე ახალ მთარგმნელს ლინ კოფინს უმასპინძლა. ამერიკელმა პოეტმა, დრამატურგმა და მთარგმნელმა 2015 წლის სექტემბერში „ვეფხისტყაოსნის“ რიგით მეხუთე ინგლისურენოვანი თარგმანი გამოსცა. ახალი თარგმანი გამომცემლობა „პოეზიამ“ მოამზადა.

მთარგმნელმა „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანზე მუშაობა 2012 წელს დაიწყო პროფესორ დოდონა კიზირიასთან ერთად, რომელმაც ნაწარმოების ბწკარედები შეასრულა. თარგმანს საფუძვლად დაედო ნაწარმოების ორი გამოცემა, პირველი 1966 წელს „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დამდგენი კომისიის მიერ მომზადებული და პროფესორ ნოდარ ნათაძის მიერ კომენტირებული, ე.წ. სასკოლო გამოცემა. პოემის ახალ თარგმანს რედაქტირება ნოდარ ნათაძემ გაუკეთა.

წიგნის პრეზენტაციაზე ლინ კოფინი თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა დარეჯან თვალთვაძემ წარადგინა და მადლობა გადაუხადა მას გენიალური ქართული ნაწარმოების ახალი ინგლისური თარგმანის შექმნისათვის. მთარგმნელს სიტყვით მიმართა თსუ-ს ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის მიმართულების ხელმძღვანელმა, აკადემიკოსმა ელგუჯა ხინთიბიძემ. მან აღნიშნა წარმოდგენილი თარგმანის ღირებულება, უპირველეს ყოვლისა, იმ მხრივ, რომ იგი ახალია, 21-ე საუკუნეშია შესრულებული, როდესაც ოთხივე მისი წინამორბედი მე-20 საუკუნეში ითარგმნა.


საკვანძო სიტყვები:ვეფხისტყაოსანი, ლინ კოფინი კატეგორია: ქართველოლოგიური ქრონიკა ავტორები: ხატია მიქაბერიძე


ალავერდი ხანი უნდილაძის სიტყვა შაჰ–აბას პირველის სამეფო კარზე

 

cჟურნალი ”ქართველოლოგის” წინამდებარე ნომერში ქვეყნდება ალავერდი ხანი უნდილაძის სიტყვა სპარსეთ–ოსმალეთის ომის განახლების თაობაზე წარმოთქმული შაჰ-აბას პირველის სამეფო კარზე XVI საუკუნის დასასრულს. ეს მნიშვნელოვანი საისტორიო წყარო ქართველ აღმოსავლეთმცოდნეთა კვლევის არეალში პირველად შემოდის. იგი შემონახულია ინგლისელი დიპლომატის ანტონი შერლის სპარსეთში მისი მოგზაურობის წიგნში (Sir Antony Sherly, His Relation of His Travels into Persia, London 1613). ტექსტი ქვეყნდება ქართული თარგმანით ორიგინალთან ერთად.

უკანასკნელი ათწლეულების ქართველოლოგიურ სამეცნიერო ლიტერატურაში ინტერესი ალავერდი ხანის პიროვნებისადმი თანდათან გაიზარდა. წინა საუკუნის მეორე ნახევრიდან დაწყებული ეს ინტერესი ძირითადად მისი ეროვნული კუთვნილების პრობლემისადმი იყო მიმართული, რაც საქართელოში მამა–პაპეული ოჯახის გვარის – უნდილაძის – გამოვლენით წარიმართა და თვით ყველა დაეჭვებულ წრეში მისი წარმომავლობითაც და ეროვნებითაც ქართველობის უყოყმანო აღიარებით დასრულდა.


საკვანძო სიტყვები:ალავერდი ხანი, შაჰ-აბას I, ანტონი შერლი კატეგორია: ქართველოლოგიური ქრონიკა ავტორები: ელგუჯა ხინთიბიძე