ქართველოლოგი ”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში. ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით. |
ის ფაქტი, რომ დღეს ინგლისი არის ბიზანტიური კვლევების აკვანი, სწორედ ანტონი ბრაიერის დამსახურებაა. იგი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. 1960 წელს ანტონი ბრაიერი შუა საუკუნეების ბერძნული და თურქული კულტურისადმი ინტერესის სულის ჩამდგმელი გახდა. 1976 წელს მან ბირმინგემის უნივერსიტეტში ბიზანტინისტიკის სასწავლო ცენტრი დააარსა და დიდი წვლილი შეიტანა ამ მნიშვნელოვანი საკითხისადმი სერიოზული დამოკიდებულებით. უამრავი სტუდენტის თანხლებით უძღვებოდა ექსპედიციებს ბიზანტიური და სპარსული ნაგებობების, ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთის კულტურის, პონტოსა და ტრაპიზონის იმპერიის მიღმა მდებარე პონტოს ალპების შესასწავლად. 1975 წელს დააარსა ჟურნალი ბიზანტია და თანამედროვე ბერძნული სწავლებანი. მისმა დიდმა ენთუზიაზმმა გზა გაუკვალა მსოფლიო მკვლევრებს და უამრავ ადამიანს გაუღვივა სურვილი, დოქტორის ხარისხი სწორედ ამ განხრით დაეცვა. ხოლო მის მიერ ორგანიზებუ-ლი ყოველწლიური საგაზაფხულო სიმპოზიუმი გამოირჩეოდა განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობით. ჯერალდ ბრაიერისა და მისი მეუღლე ჯოან გრიგსბის უფროსი ვაჟი, ანტონი ბრაიერი ჰემპშირში დაიბადა. ბავშვობის წლები უმეტესად იერუსალიმში გაატარა და ხშირად სტუმრობდა ოჯახის მეგობარს - ისტორიკოს სტივენ რანციმენს. მოგვიანებით მათ, აკადემიის დახმარებითა და ხელშეწყობით, ერთად დაიწყეს მუშაობა ბიზანტინისტიკის მიმართულებით. ბრაიერი სწავლობდა კანფორდის უნივერსიტეტში, დორსეტში, მოიხადა სამხედრო სამსახური და შეისწავლა ისტორია ბალიოლის კოლეჯში, ოქსფორდში (1958-61). სადისერტაციო კვლევისთვის აირჩია სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ტრაპიზონის იმპერია (1204-1461). სწორედ მისი და დევიდ ვინფილდის მიერ შექმნილი ორტომეულის ბიზანტიური მონუმენტების და პონტოს ტოპოგრაფიის (1985) დამსახურებაა, რომ ეს აღმოსავლეთ რეგიონი, ერთ დროს პერიფერიად მიჩნეული, ყურადღების ცენტრში მოექცა და ასე გაამდიდრა მსოფლიო ისტორია. ეს ტომეულები აღწერენ შთამბეჭდავ ეკლესია-მონასტრებს, რომელთა შორისაც აღსანიშნავია ქალწულ სუმელას მონასტერი – ერთ-ერთი უძველესი ბერძნული ქრისტიანული ნაგებობა მთელ მსოფლიოში, მთაში გამოკვეთილი ათონის მთისა და ბერძნული მეტეორას მსგავსად. ბრაიერი იყო პირველი თანამედროვე ისტორიკოსი, რომელმაც აღმოაჩინა უამრავი ბიზანტიური სოფელი, სასახლე, ეკლესია - უმნიშვნელოვანესი ფრესკებით, ცნობილი მხოლოდ შუასაუკუნეების ვაზელონის მონასტრის ჩანაწერებიდან, რომელთა მიხედვითაც საბერძნეთი დომინანტური რეგიონის სახელს 1922-23 წლებამდე, ამ ტერიტორიის სრულ დაცარიელებამდე ინარჩუნებდა 1964 წელს, პროფესორ დიმიტრი ობოლენსკის მეთვალყურეობით, სადოქტორო ნაშრომზე მუშაობისას ბრაიერი მეუღლე ლიზთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ბირმინგემის უნივერსიტეტში. სწორედ იქ, ადგილობრივი ელინისტების - ელის ვოთერჰაუსის, ჯორჯ ტომსონის, სებასტიან ბროკის და მეგ ალექსის (Meg Alexiou), ასევე დევიდ და თამარა თალბოტ რაის და რანციმანის დახმარებით ბრაიერმა დააარსა ბიზანტინისტიკის სასწავლო პროგრამა, რომელმაც მაშინვე უამრავი სტუდენტი მიიზიდა. მონეტებისა და ბეჭდების ცნობილმა ექსპერტმა ფილიპ ვითინგმა თავისი ბიბლიოთეკა კოლექციასთან ერთად გადასცა ბრაიერს და 1976 წელს ბიზანტინისტიკის ცენტრი დაარსდა. 1980-1999 წლებში ბრაიერი ამ უნივერსიტეტში მოღვაწეობდა ბიზანტინისტიკის მიმართულების პროფესორად. ბრაიერი თავდაუზოგავად იღვწის მის მიერ დაარსებული სფეროს განვითარებისთვის საჭირო მხარდაჭერის მოსაპოვებლად. 1966 წელს სრულწლოვანთა საგანმანათლებლო საგაზაფხულო სიმპოზიუმის მასშტაბებს აფართოვებს. სწორედ ამ ადგილმა, სადაც ელიტარულ გარემოში ბიზანტინისტები და პროგრამის კურსდამთავრებულები თავიანთ კვლევებს წარმოადგენდნენ, მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. ორსართულიანმა ავტობუსმა, რომელსაც მომხსენებლები უნივერსიტეტიდან ბრაიერის სახლში ლიზთან და მათ ქალიშვილებთან - ტეო, ანა და კატიესტან - გადაჰყავდა და შამპანურმა მოვლენებს მეტი პოპულარობა შესძინა. ამ სიმპოზიუმებს მოჰყვა ტომეულთა სერიები, მაგალითად, მეთექვსმეტე სიმპოზიუმის მასალები დაიბეჭდა როგორც „გაგრძელება და ცვლილება ბიზანტიის გვიანდელ და ოსმალთა საზოგადოების ადრინდელ ეპოქაში“ (1985), ასევე გამოიცა წიგნები დასათაურებით: დიპლომატია, ორთოდოქსები, ვაჭრობა, მოგზაურობა, სურვილი და უარყოფა, აღმოსავლური მიღწევები და ისტორია, როგორც ლიტერატურა. ბრაიერი იყო ბიზანტინისტიკის საერთაშორისო ასოციაციის ბრიტანული კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე ხელმძღვანელობდა ბრიტანული სკოლის ათენისა და ანკარის ინსტიტუტის კომიტეტებს. ამავდროულად მუშაობდა მიმოხილვაზე 40 წლის განმავლობაში. ლიზი გარდაიცვალა 1995 წელს, სამი წლის შემდეგ მან ცოლად შეირთო ჯენი ბენკსი. მას დარჩა ტეო, ანა, ქეითი და ოთხი შვილიშვილი, ორი გერი და ოთხი გერი შვილიშვილი, ასევე ძმა რობინი. ბიზანტინისტი ანტონი ეფლმორ მონინგტონ ბრაიერი (Anthony Applemore Mornington Bryer), რომელიც დაიბადა 1937 წლის 31 ოქტომბერს, გარდაიცვალა 2016 წლის 22 ოქტომბერს.
წყარო: https://www.theguardian.com/education/2016/nov/23/anthony-bryer-obituary
|
კატეგორიები ჟურნალის არქივი
|