ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





 პიტერ სკინერი

 

არნოლდ ლ. ზისერმანის წიგნი „ოცდახუთი წელი კავკასიაში    ̶ 1842-1867

(Twenty-Five Years in the Caucasus, 1842-1867)

 

 

ინგლისელი მკითხველი, რომელ­­­­­საც რუ­სე­ბისა და მუსულმანების 1820-1860 წლებ­ის ომების დროს კავკასიასა და საქარ­თველოში მიმ­­­­დი­ნარე მოვ­ლე­­ნები აინტერე­სებს, საკითხზე არსე­ბულ ინფორ­მაციას უთუოდ არასაკმა­რისად მიიჩ­­ნევს. ჯონ ბადელმა[1], მოშე გამმერმა[2] და სამეულმა – ტომას სანდერ­სიმ[3], ერნესტ ტუკერმა[4] და გარი ჰამბურგმა[5] (იხილეთ ბიო­გრა­ფია) წარმოად­გინეს სამ­ხედ­რო ოპერაციებთან დაკავ­ში­­რე­ბული მნიშვნელოვანი ინ­ფორ­­­მაცია და ფასეული ამონაწერები მუჰამედ ტაჰირ ალ-ქარახის[6] მუსლიმანური შეხედულე­ბებიდან. რამდე­ნიმე უფ­­როსი ოფიცერი, განსაკუთრებით გენერალი ტორნაუ[7] და საველე მეთაური ვორონცოვი, ასევე ბარიატინსკი, წერდნენ მემუარებს ამ კონფლიქტებზე მაშინ, როცა ტოლსტოის მიერ შექმნილი ორი ცნობილი ნაწარმოები „კაზაკები“ და „ჰაჯი მურატი“ დიდი ოსტატობით წარმო­აჩენდა საომარ გარემოს, მის მონაწილეებსა და მოქმედების სცენებს.

საბოლოოდ ლესლი ბლანჩმა[8] შამილისა და ამ ომის მნიშვნელოვანი მიმოხილვა გააკეთა თავის წიგნში „სამოთ­ხის ხმალი“.[9] თუმცა ის, რაც ამ ნაშრომს აშკარად აკლია, არის ომის დროს მცხოვრებ მოქალაქეთა და სამხედრო პირთა ინგლისურად თარგმნილი ხანგრძლივი პერიოდის მომცველი მემუარები. ამგვა­რად, არსებობს დიდი იმედი იმისა, რომ არნოლდ ლ. ზისერმანის ინგლისური თარგ­მანები რუსულენოვანი წიგნისა „ოცდახუთი წელი კავკა­სიაში – 1842-1867“ უთუოდ წინგადადგმული ნაბიჯია.

ამ პუბლიკაციას ორი უმთავრესი მიზანი აქვს. პირ­ველ რიგში, ინგლისურენოვანი მკითხველისათვის ხელ­­მი­საწვდომი გახადოს თვითმხილველებისა და მონა­წი­ლეების მემუარები ̶ სრულად ასახოს სიტუაცია, მოვ­ლენები და შედეგები შამილის მიერ რუსეთის წინააღ­მდეგ წამოწ­ყებული ომებისა, რომლებშიც საქართველოც აქტიუ­რად იყო ჩაბმული; მეორე ̶ ესაა მოტივაცია სხვებისთვის (ქართ­ველე­ბისთვის, რუსებისთვის ან სხვ.), რათა ითარგმ­ნოს მსგავსი მასალები და გამოქვეყნდეს. უამრავი ისეთი ტექს­ტია, რომელიც თარგმნას საჭიროებს. მ. გამერი თავის ნა­წარ­მოებში ,,მუსლიმთა ბრძოლა ცარის წინააღმდეგ“[10] აღ­ნიშ­ნავს, რომ ცენტრალურიაზიურიმიმოხილვა, ტომი 10, Nos. 1 და 2 (1991) იძლევა ვრცელ ბიბლიოგრაფიას (ლიტე­რატურას) რუსულ-მუსულ­მანურ  ბრძოლებზე. თუმ­­­ცა, ჩამოთვლილი 600 წიგნიდან და სტატიიდან მხო­ლოდ ორია ნათარგმნი ინგლისურად. ამავე დროს უხვად არსე­ბობს ინგლისურენოვანი თარგმანები ნაპოლეონის, ყი­რი­მის, ინგლისელებსა და ინდოელებს შორის ბრძოლებზე, ასევე მოიპოვება ისტორიული მასალა – სამხედრო მე­მუა­რები და კვლევები ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთ საზღვ­რის თაობაზე. ამასთანავე, აღსანიშნავია ისიც, რომ მსგავს თემებზე უამრავი ფილმია გადაღებული.

ვინ იყო ზისერმანი და რატომ ავარჩიეთ მისი მე­მუა­რები სათარგმნად და გამოსაქვეყნებლად? მოკლედ რომ ვთქვათ, არნოლდ ლ. ზისერმანი (5 დეკემბერი, 1824 - 16 სექტემბერი, 1897) მხოლოდ 17 წლის იყო (1842 წ.), როცა დატოვა დასავლეთ უკრაინა და გადაკვეთა კავკასიონის მთები. აქედან დაიწყო მისი 25-წლიანი აქტიური კარიერა კავკასიაში. ძალიან ახალგაზრდა იყო იმისათვის, რომ უმაღ­­­ლესი განათლება, ან რაიმე ფორმალური წვრთნა ჰქო­ნოდა მიღებული. არც ოჯახური წარმომავლობა უწყობ­და ხელს, სამოქალაქო ან სამხედრო სისტემაში რომ მაღალი თანამდებობრივი სტატუსი მოეპოვებინა. ის იყო სრულიად უცხო ადამიანი იმ გარემოში, რომელსაც იმპერიალისტური რუსეთი მართავდა კარჩაკე­ტილი სამოქალაქო და სამხედ­რო კასტების საშუალებით და რომლებიც დადგენილ კა­ნო­ნებსა და მკაცრად განსაზღვრულ ბიუროკრატიულ პრო­ცე­დურებს ემორჩი­ლე­ბოდ­ნენ.

ზისერმანს, რომელმაც უარი თქვა ოფიციალურ რე­გა­ლიებზე, ჰქონდა უამრავი დადებითი პიროვნული თვი­სე­ბა. ის გახლდათ დიდად განსწავლული და ცნობის­მოყ­ვარე ახალგაზრდა ადამიანი, რომელმაც მიზნად დაი­სახა, თავი დაეღწია მოსაწყენი, კარჩაკეტილი, პატარა, სამხ­რეთ რუსეთის მოტიტვლებულ სტეპებზე მდებარე ქა­ლა­ქური ცხოვრებისათვის. ის სიამოვნებით ეცნობოდა მარ­ლი­ნსკის[11] ეგზოტიკურ ნოველებს „ამალეტ ბეკი“[12] და „მულა ნურის“[13], რომლებიც გამოირჩეოდნენ ფერადი, დე­ტა­ლური ფონითა და ძლიერი ვნებებით, რაც (დასავლელ მკითხ­ველში და მარლინსკის თანამედროვე ბევრ რუს მო­ქა­ლაქეში) ძლიერ ასოციაციებს იწვევდა სკოტთან და ბაი­რონ­თან. ზისერმანი აცნობიერებდა, რომ კავკასიონი მას სთავაზობდა ყველა­ფერს, რისი წარმოდ­გენაც კი შეეძლო: ჩრდილო­ეთისკენ კავ­კა­სიონის დათოვ­ლილი მთები, მცირე კავკასიონი სამხ­რე­თისკენ თავისი ზღვებით – შავი ზღვა დასავლეთისკენ, კასპიის ზღვა აღმოსავლეთისკენ – მოი­ცავდა ყველანაირ კლიმატს მაღა­ლი ალპურიდან დაბალ სუბტრო­პი­კუ­ლა­მ­დე. მთლია­ნო­ბაში ეს ეგზოტი­კური რე­გიო­ნი სთავა­ზობდა ისეთი თავგადასავლის შესაძ­ლებ­ლობას, რასაც უკ­რაი­ნის სტეპები ვერ შეედრებოდა.

ზისერმანს მუდამ მარტოს უწევდა საკუთარი თავის გატანა რთულ ვითარებაში, რასაც გასაოცარი უნარითა და შეუპოვრობით ახერხებდა. მან საკუთარი ძალებით მოა­ხერხა ის, რომ თბილისში ოფისის კლერკის დაბალი პო­ზი­ციიდან მიეღწია კახეთის რეგიონის ადმინის­ტრა­ტორის მოადგილის საპასუხისმგებლო თანამდე­ბო­ბი­სათვის პრინც მიხეილ ჩოლოყაშვილის მმართვე­ლობის ქვეშ, რომელიც, თავის მხრივ, რუსეთის ხელი­სუფლებას ემსახურებოდა. მაგრამ ზისერმანმა არ მისცა თავს უფლება, გამხდარიყო საბუთებში თავჩა­რგული, თანამდებობაზე მიჯაჭვული ბიუ­­როკრატი. ის აქტიურად მოგზაურობდა კახეთში, ხევ­სუ­რეთიდან ჩრდი­ლოეთით, ყვარელში და ლეკების ტე­რიტორიისკენ.

ისწავლა რა ქართული, 20 წლის ასაკიდან ჩართული იყო კონფლიქტების გადაჭრის, გზის სამშენებლო პროექ­ტების მართვისა და ადგილობრივი პოლიციის გაუმჯო­ბე­სებაში, რომლის უპირველესი დანიშნულება იყო  შამი­ლის მუსულმანი მეომრებისაგან თავდაცვა. მიუხე­დავად ამ მოთ­ხოვნებისა, ზისერმანმა მოახერხა, გაეკე­თებინა უამრა­ვი ჩანაწერი შორეულ მთიან რეგიონებში მცხოვრები თე­მე­ბის ცხოვრებასა და ზნე-ჩვეულებაზე. სანამ 22 წელი შეუს­რულდებოდა, იგი შეხვდა პრინც მიხეილ ვორონცოვს, მე­ფისნაცვალს კავკასიაში. ვორონ­ცოვმა შეამჩნია ზისერმანის პრაქტიკული გამოცდილება და გამოიჩინა კეთილგანწყობა მის მიმართ, რაც გამოი­ხატებოდა მისი სადილებზე მიპა­ტიჟებით, სადაც ხვდე­ბოდა იმ დროისათვის მაღალი თა­ნამდებობის პირებს.

მეორე უმთავრესი გამოცდილება ზისერმანის ცხოვ­რებაში იყო პოლიციის უფროსის თანამდებობაზე მუშაობა, ყაჩაღების სიმრავლით განთქმულ რეგიონში – ელისუ[14] (სამხრეთ დაღესტანი). მიუხედავად იმისა, რომ ერთ დროს რუსეთის მომხრე და მერე უკვე მოწინააღმდეგე სულთან დანიელ ბეკი[15] გააძევეს რეგიონიდან, მთიანი მხარე მაინც ინარჩუნებდა უკიდურესად მტრულ დამოკი­დებულებას რუ­სეთისადმი. ამ პერიოდში მუსულ­მანთა დაჯგუფებები მუდმივად თავს ესხმოდნენ რუსულ გარნი­ზონებს. მკაცრი კლიმატი და ხრიოკი ლანდ­შაფტი დიდ სირთულეებს უქმ­ნიდა რუსის ჯარს მაშინ, როდესაც მუსულმანები ყო­ველ­თვის ახერხებდნენ ყოფი­ლიყვნენ მოუხელთებელნი მათ­თვის კარგადნაცნობ ტერი­ტორიებზე. მიუხედავად იმი­სა, რომ ზისერმანს ოფი­ციალურად არ ჰქონდა ოფიცრის წო­დება, ადგილობ­რივ ქარ­თულ პოლიციას საველე ოპერა­ციე­ბის დროს ხში­რად ხელმძღვანელობდა.

იყო უამრავი შემთხვევა, როცა ის სარდლობდა რუ­სუ­­ლი ჯარების მიერ ჩატარებულ ოპერაციებს, რომლის შე­სა­ხებაც თავის მემუარებში წერს. ზისერმანი ჩივის ქაოტურ მმართველობაზე, გადაჭარბებულ უხეშობასა და მატერია­ლურ, სამედიცინო თუ საკვები მარაგის ნაკლებობაზე. გან­სა­კუთრებული სიმწვავით აღწერს რუსი ოფიცრების ქედ­მა­ღალ ხასიათსა და საქციელს.

არანაკლებ მნიშვნელოვანია მის მიერ რიგითი ჯა­რის­­კაცების ამტანიანობის, მხიარული ხასიათისა და შეუპოვ­­რობის, თვით ფატალიზმის აღწერაც კი, რომელსაც ისინი იჩენდნენ რთულ სიტუაციებში. ფაქტობრივად, ზი­სერ­მა­ნის მემუარები გვევლინება უმნიშვნელოვანეს წყა­როდ ენერ­­­გიული და მუდამ საფრთხისქვეშ მყოფი ჯარის­კა­ცების ცხოვრების შესახებ, განსაკუთრებით მათი გრძნო­ბების აღ­წე­რის მხრივ.

ელისუში ორწლიანი დაუღალავი მუშაობისა და უამ­რავი საფრთხის შემდეგ ზისერმანი საქართველოში დაბ­­რუნდა. ამჯერად გადაწყვიტა, რეგულარულ არმიაში ოფიც­­რად ემსახურა. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ხვდე­­ბოდა უფროს ოფიცრებს, მათ შორის – გენერალ ორბე­ლიანსა და არღუტინსკის[16], მეგობრობდა პოლონელ გადასა­ხ­ლებულ პოლკოვნიკ პოტოსკისთან[17] (მეფისნაცვალ ვორო­ნ­ცოვის წრის წევრი). დიდი ხნის ნანატრმა კარიე­რულმა წინსვლამ მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ იჩინა თავი, რაც განაპირობა მეფისნაცვლის თხოვნამ იმპერა­ტო­რთან.

ამ ხნის განმავლობაში ზისერმანი ქუთაისში, იმე­რე­თის გუბერნატორის პრინც ალექსანდრე გაგარინის დაქ­ვემ­დებარებაში მსახურობდა. 1951 წელს შეხვდა მის უდი­დე­ბულესობა ალექსანდრეს – საიმპერატორო ტახტის მემკ­ვიდრეს, რომელსაც თან ახლდა რეგიონის დათვალი­ერ­ებისას. საბოლოოდ, 1851 წლის შუა პერიოდში მიიღო ახა­ლი თანამდებობა და გაემგზავრა სამხედრო სამსახურის მო­სახდელად დაღესტანში. (დაღესტანში გატარებული წლები აღწერილია მისი მემუარების II ტომში, რომელიც გამოქვეყნდება გამომცემლობა „ნარიყალას“ მიერ მოგვი­ანებით).

კვალიფიციური, საქმოსანი და „ოფიციალური“ ზი­სერ­­მანის მიღმა, რომელიც საჯარო საქმეებშიც კი იყო ჩარ­თუ­ლი (უსაფრთხოების უზრუნველყოფა და თავდაცვა შა­მი­ლის მუსულმანი მეომრებისგან), არ უნდა დაგვავიწ­ყდეს, რომ არსებობდა საინტერესო და მოაზროვ­ნე, სო­ცია­ლური კომენტატორი, მოყვარული ეთნოგრაფი და მოგზა­ური პერსონა  ̶  ციმერმანი. თავდაპირველად ის გვევ­ლინე­ბა დამკვირვებლად, მოგვითხრობს მეფის ნაცვალზე, მის მეუღლესა და სამეფო კარზე. საუბრობს გე­ნერ­ლებსა და მათ დამხმარეებზე, საველე მეთაურების თავგასულობასა და სამხედრო პირების მლიქვნელურ ხასიათზე. ზისერმანი გვაწვდის მნიშვნელოვან ცნობებს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ხალხის წეს-ჩვეულე­ბებზე, მათ რწმენასა და ტრადიციებზე. მ. მაკა­ლა­თი­აც იმოწმებს ციმერმანს თავის ეთნოგრაფიულ ნამუშევარში თუშეთზე, ფშავსა და ხევ­სუ­რეთზე. ა. გრიგოლიას მოაქვს ციტატები ზისერმანის ჩანა­წერე­ბიდან თავის შრომაში „ზნე-ჩვეულებები და სა­მარ­­თა­ლი კავკასია­ში“[18]. ზისერმანის ინტერესის სფეროში შედის ასევე შამი­ლის მუსულმანი მიმდევრები და მათი ლიდე­რე­ბი, კერძოდ, სულთან დანიელ ბეკი და ჰაჯი მუ­რატი[19]. თავის რომანში „ჰაჯი მურატი“ ტოლსტოიმ გამოი­ყენა ზი­სერ­­მანის ჩანაწერები, სადაც აღწერილია ამ ტრაგი­კული ლი­­დე­რის სიკვდილი.

სწორედ მოგზაურობების წყალობით გახდა ზისერ­მანის ჩანაწერები კავკასიასთან დაკავშირებული ფასეული წყარო. კავკასიაში მსახურებისთვის უმეტესად რუსებს გა­ნამწესებდნენ ხოლმე. ეს კი ნაკლებად იძლეოდა იმის სა­შუა­ლებას, რომ ბოლომდე შეეცნოთ საქართველო და კავ­კა­სია. ქართველები უმეტესად საკუთარ მიწა-წყალზე იყვნენ ხოლმე განაწილებულნი. ამ სიტუაციისგან განსხ­ვავებით, ზისერმანს ხშირად უწევდა მოგზაურობა მთელს კავკა­სია­ში: შატილიდან შემახამდე, კახიდან ქუ­თაი­სამდე, აფხაზე­თიდან ახალციხემდე. ხშირად დიდი ხნით რჩე­ბოდა ამ რე­გიონების დიდ ქალაქებსა და ციხე-სიმაგრეებში.

დღემდე უცნობია ის ფაქტი, რომ 1879 წელს დაბეჭ­დილი ზისერმანის „ოცდახუთი წელი კავკასიაში – 1842-1867“ იყო არასისტემურად დანომრილი ქვეთა­ვებისაგან შემდ­გარი ერთი უწყვეტი ტექსტი, რომელსაც აკლდა შე­სა­ვალი, სარჩევი, საძიებლები და ქვეთავები. ამას გარდა, ამ გამოცემაში არ იყო შეტანილი რუკები, ილუსტრაციები, ჩა­ნა­წერები, დანართი. ყველა ეს ხარვეზი გასწორებულია მე­მუარების მიმდინარე ვარიანტში, რომელიც ახალი თაო­ბის მკითხველისათვის უკონკუ­რენტო და ფასდაუ­დე­ბე­ლია თა­­ვი­სი სიღმით, დეტალების სიუხვითა და ზოგადი ღი­რე­ბულებით.

აქ მოხსენებული წიგნები და ბიბლიოგრაფია შეტა­ნი­ლია „ოცდახუთ წელში“: Baddeley, J. The Russian Conquest of the Caucasus (London, 1908); Bestushev-Marlinsky, A. Ammalat-Bek (1832) and Mullah Nur (1836); Blanch, L. The Sabres of Paradise (London, 1960); Gammer, M., Muslim Resistance to the Tsar (London, 1994); Grigolia, A., Custom and Justice in the Caucasus (Philadelphia, 1939); Makalatia, M., Mesakʻonleoba aġmosavletʻ Sakʻartʻvelos mtʻianetʻši : Tʻuš-Pʻšav-Xevsuretʻi(Tbilisi, 1938); Sanders, T., Tucker, E. and Hamburg, G.,Russian-Muslim Confron­tation in the Caucasus, 1830-59 (London, 2004); Peter F. Skinner is the author of Georgia: The Land Below The Caucasus ̶ A Narrative History (Narikala, 2014) and editor of Excursions in the Caucasus, 1875-1881, by Madame Carla Serena, (translated from French; Narikala, 2015)

ზისერმანი გამუდმებით ცდილობდა, აქტიურად ყო­ფი­ლიყო ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში – ემოგ­ზაურა შორეულ მთიან სოფლებში, ისეთ საშიშ ტერი­ტო­რიებზე, როგორიცაა ლეკეთი, დასწრებოდა ადგი­ლო­ბრი­ვი პრინცების მიერ მეფისმოხელეების პომპე­ზურ სა­სახ­­ლეებში გამართულ წვეულებებს, მონა­წილეობა მიეღო მაღალმთიან რეგიონებში აჯან­ყებულთა წინააღ­მდეგ ჩატა­რებულ სასიკვდილო ოპე­რა­ციებში ან ენადირა ტყეებში. მან დიდი გამოცდილება მიიღო კავკასიაში ცხოვრებით. გარდა იმისა, რომ წერდა შთაბეჭდილებებს და ურთიერ­თობ­და პრინცებთან, გლე­ხებთან, ჯარისკაცებთან და ჩვეულებრივ მოქალა­ქეებთან, ჩანაწერებს აკეთებდა ადგი­ლობრივი მაცხო­ვრებლების უძველეს ტრადიციებზე, აქტი­ურად აკვირ­დებოდა და აღწერდა პოლიტიკურ და სამ­ხედრო ცხო­ვრებას, სტრატეგიებსა და ტაქტიკას. ლევ ტოლს­ტოისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იყო ზისერმანის მე­მუა­რები ­̶̶ ხშირად ციტირებდა თავის ნაწარ­მოებებში. აღსანიშნავია, რომ ქართველი მკვლევარებიც ხშირად იმოწ­­მებენ ხოლმე ზისერმანის მემუარებს პუბლიკაციებში.

არნოლდ ზისერმანმა თავის ნაწარმო­ებ­ში „ოცდახუ­თი წელი კავკასიაში 1842-1867“ დახატა საზოგადოების, ევ­­რო­­პისა და აზიის პრობლემურ რეგიონებში მოგ­ზაუ­რო­ბის ცოც­ხალი სურათები. მის კალამს ასევე ეკუთვნის „მე-80 პოლკის ისტორია“[20], „პრინც ბარიანსკ კაბარდანის ჩვი­ლო­ბა“ (1881)[21] და „საველე მარშალის, პრინც ა.ი ბარია­ტინს­კის ბიოგრაფია“ (1891)[22], ასევე უამრავი მიმოხილვა: Historical sources Baddeley and Gammer: only 2 major sources; Blanche; Biblio sources Gammer (600 2 in English); Literary sources Pushkin, B-M, Lermontov, Tolstoy, 1829-1859: 30-year duration; High, exotic drama: Scott, Byron; ცვლი­ლებები სამხედრო სტრა­ტეგიებში; უზარ­მაზარი ადა­მიანური და ეკოლოგიური ღირებულება;

იერმოლოვი, პასკევიჩი, ტორნაუ, ველიამოვი, პოტ­ტო – ეს არის იმ მწერლების ნუსხა, რომელთა ნაწარ­მოე­ბები ჯერ კიდევ არ არის ნათარგმნი ინგლისურად მაშინ, როცა ნაპოლეონის ბრძოლები ზედმიწევნითაა გადა­თარგმ­ნილი.

სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით ინგლისურად არ თარგ­მ­­ნილა რუსული არასრული ისტორიები კავკასიაში მიმ­­დინარე ბრძოლების შესახებ. თუმცაღა არსებობს 1820-1830-იან წლებში დაწერილი ღირებული შრომები, რომელ­თა ავტორებიც რუსეთიდან კავკასიაში გადაა­სახლეს. პუშ­კინმა (დროებით იყო გადასახლებაში) (1799–1837) მომა­ვალ თაობას დაუტოვა პოემები და მოგზაურის ჟურ­ნალი; ბესტუჟევ მარლინსკიმ (1797–1837) (გადაა­სახლეს სამუ­დამოდ) დაწერა პოპულარული და ეთ­ნო­გრაფიულად მნიშვ­­ნე­ლოვანი შრომები და ნოველები. უნდა აღინიშნოს ლერმონტოვის დამსახურებაც (1814–41), რომე­ლიც არა­ერთი გახმაურებული ნოველისა და ლექსის ავტორია. მოგვიანებით, 1850 წელს ლევ ტოლსტოი წააწყ­და სამი მოკლე მოთხრობის პუბლიკაციას, რომლებიც ეფუ­ძ­­ნებოდა ტოლსტოის გამოცდილებას კავკასიის ბრძო­ლებში, ამას მოჰყვა ნოველა ,,კაზაკები“ (1863), რომელიც მიუთითებს ალტერ ეგოს დროებით გაქცევაზე, რათა მეომარ რუსებთან, კაზაკებსა და ჩეჩნებთან იცხო­ვროს. ტოლსტოიმ თავისი ცხოვრების უკანასკნელ წლებში დაწერა ,,ჰაჯი მურატი“ (რომელიც გამოქვეყნდა მისი სიკვდილის შემდეგ, 1912 წელს). ნაწარმოები ძლიერი მორა­ლური იმპლიკაციებით მოგვითხრობს ტრაგიკულ, ომის­­დროინ­დელ შემთხვევაზე, რომელმაც თვით ნიკო­ლოზ I-იც კი შეძრა.  ნოველაში ტოლს­ტოის აქტიურად აქვს გამოყენებული ზისერმანის ჩა­ნა­წერები.

„ოცდახუთი წლის“ რუსულენოვანი გამოცემა შეტა­ნი­ლია რამდენიმე კავკასიისა და რუსეთ-კავკასიის კონფ­ლიქ­ტის თემაზე შექმნილ ინგლისურენოვანი ნაწარმო­ების ბიბლიოგ­რაფიაში, თუმცა მისი პირდაპირი ციტირება იშ­ვია­თად გვხვდება. მხოლოდ ერთმა ინგლი­სელმა ისტო­რი­კოსმა შეამჩნია, რომ მემუარების ბოლო ნაწილი საერ­თოდ არ იყო დაბეჭდილი.

პირველი ინგლისურენოვანი თარგმანი საკმაოდ მოძ­­ვე­ლებულია: ზისერმანი, რომელიც ბრწყინ­ვალედ საუბ­რობ­­და ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე და აქტიუ­რად მოგ­ზაურობდა მთელს კავკასიაში, იყო მრავალი წვეუ­ლების სტუმარი, მათ შორის კავკასიის მეფინაცვლის – პრინც ვო­რონ­ცოვის მიერ გამართული ნადიმისა, გვიყვება ქართ­ვე­ლებთან და კავკასიელებთან დაკავშირებულ უამრავ სა­კითხზე. ჩანაწერებში ზისერმანი საერთოდ არ ცდილობს, თავი წარმოაჩინოს რუსეთის გეოპოლიტიკური სტრატე­გიების სამხედრო მემატიანედ ან ანალიტიკოსად, მიუხე­დავად იმისა, რომ მონაწილეობდა ბევრ ადგილობრივ „ექსპედიციაში“ და კონტაქტობდა პოლიციელებთან, სამხე­დრო მეთაურებთან და სხვადასხვა ჩინის წარმო­მად­გენლებთან. პირადი გამოცდილებიდან გამომ­დინარე ხში­რად იძლეოდა რჩევებს, თუმც ამ რჩევებს მაინცდამაინც დი­დი სიხა­რუ­ლით არ იღებდნენ. ზისერმანი აქტიურად აკ­ვირ­­დებოდა იმ პერიოდის კავკასიაში მიმდი­ნარე მოვ­ლენებს და არაჩვეულებრივი სიცხადით გადა­ჰქონდა თა­ვისი დაკვირვებანი მემუარების ფურ­ცლებზე. ზოგჯერ მუ­შაობ­და ადმინისტრატორად, პოლი­ციის ოფიცრად და სამ­ხედრო ოფიცრადაც მოღვა­წეობდა ქართველ პრინცებთან და რუს გენერლებთან. ამას­თანავე მუსულმანი მეთაურების შეხვედრის დროს თარ­ჯიმნობდა რუსეთის მომავალ იმპე­რატორთან – ალექსანდრე მეორეს­თან (1850 წელი).  

პრინცი ვორონცოვი დიდად აფასებდა ზისერმანს თა­­ვისი კავკასიური ენების ფლობისა და სამხედრო და სა­მო­ქა­ლაქო წესების ცოდნის გამო.

ზისერმანმა მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა ქარ­თულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სამართლის სის­ტემაში, ბევრჯერ გადაურჩა სიცოცხლი­სათვის საშიშ ბრძო­ლებსა და სხვადასხვა სახიფათო თავგადასავლებს საქართ­ველოში, ჩეჩნეთსა თუ დაღესტანში. მეტად საინ­ტერესოა მისი კომენტარები სამხედრო ბანაკებთან, ექსპედიციებთან და ყოველდღიურ ცხოვრებასთან და­კავშირებით. მისმა ჩანაწერებმა შემოგვი­ნახა ინფორმაცია კავკასიაში მცხოვ­რე­ბი ადამიანების შესახებ მთის რეგიონის ხალხი­დან მოყო­ლებული მეფისნაცვლის სასახლის ჩა­თვლით. ასევე მეტად ფასეულია მის მიერ კავკასიაში მიმდინარე სოცია­ლური და სამოქალაქო ცვლილებების, მნიშვნელოვანი ფი­გურების ცხოვ­რების, სამხედრო მედიცი­ნის, სამხედრო ფოტოგრა­ფი­ის და მეფისნაცვლის კარზე მომხდარი სკან­დალების აღწე­რაც კი.

ზისერმანი ნამდვილად იმსახურებს, რომ მისი შრო­მები ითარგმნოს ინგლისურად გამომდინარე იქიდან, რომ ფასდაუდებელი წვლილი აქვს შეტანილი ისტორიული ფაქ­ტების განვითარებაში, რადგან მოვლენების აქტიურ მონა­წი­ლედ გვევლინება.

ვიმედოვნებ, რომ ზისერმანის მემუარების ეს პირვე­ლი წარდგინება/პრეზენტაცია სათავეს დაუდებს მისი მო­ღვა­­­წეობის, მისი ეპოქისა და ნამუშევრების შესწავლას



[1] John Baddeley

[2] Moshe Gammer

[3] Thomas Sanders

[4] Ernest Tucker

[5] Gary Hamburg

[6] Muhammad Tahir al-Qarakhi

[7] Tornau

[8] Lesley Blanch

[9] “The Sabres of Paradise”

[10] M. Gammer “Muslim Resistance to the Tsar”

[11] Marlinsky

[12] “Ammalet Bek”

[13] “Mullah Nur”

[14] Elisu

[15] Sultan Daniel Bek

[16] Argutinski

[17] Colonel Potocki

[18] “Custom and Justice in the Caucasus”

[19] Hadji Marad

[20] “The History of the 80th Regiment”

[21] “Prince Bariatinsky Kabardan Infantry (1881)”

[22] “The Biography of Field-Marshal Prince A.I. Bariatinsky (1891)”