ქართველოლოგი ”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში. ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით. |
ჰაინც ფენრიხი - „ტყის დედოფალი; მითები და თქმულებები საქართველოდან“
2012 წელს გამომცემლობა König-მა გამოსცა ცნობილი გერმანელი ქართველოლოგის, ჰაინც ფენრიხის წიგნი „Königindes Waldes; Sagenund Mythenaus Georigen“. წიგნში შესულია მასალები, რომლებიც ასახავს ქართულ რეალობას და სხვადასხვა სპექტრიდან აშუქებს მას. კერძოდ, საქმე ეხება ქართული მითო-პოეტური აზროვნების ხედვას არა მხოლოდ წმინდა ფოლკლორული რწმენა-წარმოდგენების მაგალითზე, არამედ ისტორიულ და რელიგიურ ამბავთა ხალხური ინტერპრეტაციის საშუალებით. უნდა აღინიშნოს, რომ ჰაინც ფენრიხს არაერთი შრომა გამოუცია ქართული ფოლკლორისტიკის დარგში. მათ უკვე ჰპოვეს გამოხმაურება ქართულ სამეცნიერო წრეებში. მას შემდეგ, რაც გასული საუკუნის მიწურულს გაიხსნა საზღვრები საბჭოთა კავშირის ქვეყნებსა და ცივილიზებულ დასავლეთს შორის, ევროპაში თანდათან გაიზარდა ინტერესი აღმოსავლური კულტურისადმი. ეს თეზა, იქნებ, ბევრს საკამათოდაც მოეჩვენოს, რადგან ეგზოტიკისადმი ლტოლვა და მისი კულტურის ნაყოფთა შესწავლა-ათვისება ევროპაში ჯერ კიდევ ჰუმანისტებმა დაიწყეს. რასაკვირველია, ჩვენი მიზანი არაა, ვედავოთ ამ ისედაც ცნობილ ფაქტს; მხოლოდ აქ მოტანილი აზრი უნდა გავითვალისწინოთ იმ, თითქმის, ნახევარსაუკუნოვან წყვეტასთან დაკავშირებით, რამაც არაერთი სახელმწიფო და, მათ შორის, საქართველო მოსწყვიტა დასავლურ კურსს და მისი განვითარების პერსპექტივებს. აღნიშნული მდგომარეობის უეცარმა ცვლილებამ კი კვლავაც გაუხსნა გზა ორმხრივ კულტურულ ურთიერთობებს. საკვანძო სიტყვები:ქართული ფოლკლორი, ჰაინც ფენრიხი. კატეგორია: ქართველოლოგიური ქრონიკა ავტორები: ნინო აფციაური ქართული ჰიმნოგრაფია
სტატია ქართული ჰიმნოგრაფიის განვითარების ეტაპებს, სკოლებს და მისი კვლევის ისტორიას წარმოაჩენს რამდენიმე მიმართულებით: ფორმის, მუსიკის, საღვთისმეტყველო, ლიტერატურულ-ისტორიული, სიმბოლურ-სახეობრივი და იდეოლოგიური თვალსაზრისით. გამოყოფილია პალესტინურ-სინური, ტაო-კლარჯეთის, ათონის, გელათის, შიომღვიმის, დავით გარეჯისა და მცხეთის საკათალიკოსოს, კერძოდ ანტონ კათოლიკოსის, საღვთისმეტყველო-ჰიმნოგრაფიული სკოლები, რომელთაც განსაზღვრეს ჰიმნოგრაფიის განვითარების ეტაპები, დონე და მიმართულებები საქართველოში. ქართული ჰიმნოგრაფია თავისი თემატიკით, მსოფლმხედველობით, სახისმეტყველებით ბიზანტიურთან მჭიდრო კავშირში იყო, რის გამოც იგი ბიზანტიური სამგალობლო კულტურის კონტექსტშია გააზრებული. წარმოდგენილია ქართული და ბიზანტიური საგალობლის მუსიკალურობისა და პოეტიკის განსხვავება, რაც ქართული გალობის მრავალხმიანობასა და საგალობლის ფორმის ორიგინალობაში გამოვლინდა. სტატია სახავს ქართული და ბიზანტიური ჰიმნოგრაფიის ისტორიისა და თეორიის საკითხების ახალი თვალთახედვით კვლევის პერსპექტივებსაც.
საკვანძო სიტყვები:ქართული ჰიმნოგრაფია, უძველესი იადგარი, ტაო-კლარჯეთის ჰიმნოგრაფიული სკოლა, ათონის ჰიმნოგრაფიული სკოლა კატეგორია: კვლევები ავტორები: ნესტან სულავა "ვეფხისტყაოსნის" სიყვარული - ახალი ფილოსოფიური კონცეფცია
ვეფხისტყაოსნის სიყვარულის კონცეფცია შეესაბამება ქრისტიანული ცივილიზაციის გვაინდელი შუასაუკუნეების ეტაპს. იგი თავისი არსით რენესანსულია; ეფუძნება ქრისტიანული მოყვასის სიყვარულის რუსთველისეული ინტერპრეტირების მოდელს და წარმოადგენს შუასაუკუნეებიდან რენესანსულ აზროვნებაზე გარდამავალი ეპოქის მსოფლშეგრძნების პრინციპული მსოფლმხედველობითი თეზის ორიგინალურ ფილოსოფიურ გააზრებას და მხატვრულ ასახვას. საკვანძო სიტყვები:ვეფხისტყაოსანი, მოყვასი, სიყვარული, შუასაუკუნეები, რენესანსი კატეგორია: კვლევები ავტორები: ელგუჯა ხინთიბიძე ოსკარ უაილდის ინტერტექსტი ნიკო ლორთქიფანიძის შემოქმედებაში
XX საუკუნის დასაწყისის ქართული ლიტერატურის განახლების პროცესს წინააღმდეგობრივი ხასიათი ჰქონდა და მოიცავდა როგორც ტრადიციის დაძლევას, ასევე, მის გაგრძელებასა და იმავდროულად ევროპული ლიტერატურული გამოცდილების გააზრებასაც. ამ პერიოდის ქართული კულტურის სახის განმსაზღვრელ ნაწილად იქცა მოდერნიზმის ესთეტიკა. კანონზომიერია, რომ საქართველოში საკმაოდ პოპულარობით სარგებლობდნენ ისეთი ცნობილი მწერლები, როგორებიც იყვნენ: უაილდი, მეტერლინკი, მალარმე, ვერლენი, ჰამსუნი და სხვები. ამასთან ერთად ქართველი ხელოვანები უცხოეთში იღებდნენ განათლებას და იქ ეცნობოდნენ არაერთ საყურადღებო ტენდენციას. ამ თვალსაზრისით, საყურადღებოა ცნობილი ქართველი პროზაიკოსის - ნიკო ლორთქიფანიძის შემოქმედება, რომლის ნაწარმოებების პრობლემატიკა და მხატვრული ინტერპრეტაციის თავისებურებანი განპირობებულია როგორც იმპრესიონისტული ხედვით, ასევე, ეპოქის საერთო განწყობილებით გამოწვეული მრავალი ფაქტორით, რისი ერთ-ერთი დადასტურებაცაა ოსკარ უაილდის ინტერტექსტის არსებობა მწერლის შემოქმედებაში (მომღერალი, პანაშვიდი, ვენერას პირველი ნაბიჯი, მოჰკლეს ღმერთი, შემოქმედი, გულთამხილავის მსჯავრი...). საკვანძო სიტყვები:მოდერნიზმი, დემიურგი, ინტერტექსტი, ოსკარ უაილდი, ნიკო ლორთქიფანიძე კატეგორია: კვლევები ავტორები: ნესტან კუტივაძე
საქართველოს ისტორია ამერიკელის თვალით პიტერ სკინერი, საქართველო: ქვეყანა კავკასიის მთების ქვეშ
Peter F Skinner “Georgia: The Land Below The Caucasus” ორიოდე თვის წინ ნიუ იორკში გამომცემლობამ “Narikala publications” დაბეჭდა პიტერ სკინერის სქელტანიანი მონოგრაფია საქართველოს ისტორიის შესახებ – საქართველო: ქვეყანა კავკასიის მთების ქვეშ. წინამდებარე სტატია ეძღვნება მონოგრაფიის წარდგენას ქართული საზოგადოების წინაშე. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, წიგნი მალე გამოჩნდება თბილისის წიგნის მაღაზიებში. იგი, ალბათ, მალე გახდება სერიოზული შესწავლის საგანი ქართველ სპეციალისტთა მიერ. საკვანძო სიტყვები:საქართველოს ისტორია, უცხოელი ქართველოლოგები კატეგორია: ქართველოლოგიური ქრონიკა ავტორები: თამარ მელიქიძე ახალი კრებული: კავკასია მონღოლთა პერიოდში (XIII-XIV სს)
კრებული „კავკასია მონღოლთა პერიოდში“ (გამოცემლები: იურგენ ტუბახი, სოფია ვაშალომიძე და მანფრედ ციმერი: 360 გვ.) დაიბეჭდა 2012 წელს „დრ. ლუდვიგ რაიხერტის“ (ვისბადენი) გამომცემლობაში. კრებულში განხილულია კავკასიის (უმთავრესად საქართველოსა და სომხეთის) ისტორიასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები მონღოლთა ხანაში, XIII-XIV საუკუნეებში. წიგნი შეიცავს ავტორების სტატიებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. შესავალში (გვ. 7-12) მოცემულია კრებულში დაბეჭდილი სტატიების ზოგადი მიმოხილვა. 1. ვილჰელმ ბაუმი (კლაგენფურტი) თავის სტატიაში „მონღოლები და ქრისტიანობა“ (გვ. 13-52) ეხება მონღოლთა ადრეული ისტორიის წყაროებს, განსაკუთრებით ე. წ. „მონღოლების საიდუმლო ისტორია“-ს. აღნიშნული ნაწარმოები შეიქმნა ჩინგიზ ყაენის ინიციატივით და ის ჩვენამდე მხოლოდ ჩინური თარგმანის სახითაა მოღწეული. როგორც თავად ავტორიც აღნიშნავს, თხზულებაში მცირე ინფორმაციას ვღებულობთ მონღოლების რელიგიაზე. საკვანძო სიტყვები:ახალი, კრებული,: კავკასია, მონღოლთა, პერიოდში, (XIII-XIV სს) კატეგორია: კვლევები ავტორები: სოფია ვაშალომიძე / ალექსანდრე თვარაძე |
კატეგორიები ჟურნალის არქივი
|