ქართველოლოგი ”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში. ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით. |
ანდრია კრიტელის დიდი კანონის ქართული თარგმანები და კანონის, როგორც ჟანრის ჩამოყალიბების რამდენიმე ასპექტი
ანდრია კრიტელის “დიდი კანონი’’ სულიერი კულტურის ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი ძეგლია. ინტერესს ამ საგალობლისადმი რამდენიმე მიზეზი განაპირობებს. ამ კანონითაა შთაგონებული დიდი ქართველი მეფის დავით აღმაშენებლის “გალობანი სინანულისანი’’, მასთანაა დაკავშირებული ჩვენი მწერლობის სამი უდიდესი წარმომადგენელი: ექვთიმე მთაწმიდელი, გიორგი მთაწმიდელი და არსენ იყალთოელი, რომელთაც ერთმანეთის მიყოლებით თარგმნეს და ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში დაამკვიდრეს იგი. და, რაც მთავარია, დღეს ხდება ერთგვარი გადაფასება რელიგიურ-მისტიკური გამოცდილებისა, თვით ასკეტიზმისა, როგორც განსაკუთრებული ფენომენისა. პოსტმოდერნიზმისა და პოსტსრუქტურალიზმის წარმომადგენლებიც კი ინტერესდებიან ასკეზის რაობით და აღიარებენ მას, როგორც პოზიტიურ მოვლენას. მეტიც: ასკეტიზმს მიიჩნევენ კულტურის, როგორც ასეთის, უნივერსალურ წინაპირობად, საფუძვლად, რომელიც განსაზღვრავს კულტურათა ნათესაობას და ქმნის შესაძლებლობას ამ კულტურათა შორის კომუნიკაციის დამყარებისა. აღიარებენ, რომ უნივერსალური ეთიკის საფუძვლები სწორედ ასკეტურ ლიტერატურაშია გამოკვეთილი და ამ პრინციპებს დღეს ინტელექტუალური ელიტა ახალს ვერაფერს ჰმატებს. ზოგი მეცნიერი იმასაც კი ფიქრობს, რომ ასკეზის ერთ-ერთ წამყვან, ძირითად მოტივთან სინანულთან დაკავშირებულ მძაფრ, რთულ, დრამატულ განცდათა მონაცვლეობას ტრაქტატებზე უკეთესად ლიტურგიული პოეზია გამოხატავს და დაბეჯითებით გვირჩევს, ჩავუღრმავდეთ ანდრია კრიტელის სინანულის საგალობელს, განთქმულ “დიდ კანონს’’ [16, გვ. 65]. საკვანძო სიტყვები:ანდრია, კრიტელის დიდი, კანონის, ქართული, თარგმანები, და კანონის, როგორც, ჟანრის, ჩამოყალიბების, რამდენიმე, ასპექტი კატეგორია: კვლევები ავტორები: ლაურა გრიგოლაშვილი |
კატეგორიები ჟურნალის არქივი
|