ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





რუსთველური მხატვრული სახე შექსპირის ციმბელინში

 

შექსპირის ციმბელინში, რომლის ერთი უმნიშ­ვნე­ლო­ვანესი სიუჟეტური წყარო ვეფხისტყაოს­ნისეული ნეს­ტანისა და ტარიელის რომანია, შეინიშნება რუსთვე­ლუ­რი მხატვრული სახეების ტრანსფორმირებაც. კერძოდ, ნეს­ტანის ცნობილი მეტაფორული სიტყვები: „ტანი კალმად მაქვს, კალამი ნაღველსა ამონაწები“ ასევე მხატვრულ სახე­დაა გადატანილი შექსპირის მიერ. უცხოეთში გაძევე­ბული შეყვარებული ვაჟი მეფის ერთადერთ მემკვიდრე ქალს ევედ­რება, მისწეროს წერილი „თუნდაც მელანი ნაღ­ველით ნაკეთები იყოს“.

 


საკვანძო სიტყვები:რუსთველი, შექსპირი, „ ვეფხისტყაოსანი“, „ციმბელინი“. კატეგორია: ქართული ლიტერატურა ინგლისურ თარგმანებში ავტორები: ელგუჯა ხინთიბიძე


რუსთველის უცნობი ლექსის საიდუმლო

 

tuseniჟურნალის წინამდებარე ნო­მერ­ში ვაქვეყნებთ რუსთვე­­ლი­­სე­ულად მიჩნეული ერთი უცნობი ლექსის ფრანგულ თარგმანს და ამ ფრან­გული დედნიდან შესრულე­ბულ ქართულ თარგმანებს. ფრან­გუ­ლი თარგ­მა­ნით გამო­ქვეყ­ნე­ბულმა ამ ლექსმა XX ს-ის ქართულ სამეცნი­ერო წრეებსა და პრესაში დიდი აზრთა სხვადა­სხვაობა გა­მოიწ­ვია.

1942 წელს მარსელში გამო­იცა არაბულიდან ფრანგუ­ლად თარგმნილი ლექსების კრებუ­ლი, სათაუ­რით – „სიყ­ვარულისა და ომის ისლამური სიმღერები“. მთარ­გმნელი და გამომცემელი – ფრანც ტუსენი. კრებულში შეტანილია პროზაულად თარგმნილი არაბული, სპარსული, ავღანური, ბელუჯის­ტანური, ალტაური, თურქული, ეგვიპ­ტური, მაროკოული, ჰოგარული, ჩერქე­ზული და მათ შორის ქართული ლექსები, ქვესათაურით – Géorgie. ქართული განყოფილება წარმოდგენილია ოთხი ლექსით: თავად ზუმელის ვარდი, შავთელის დაბრკოლება, რუსთველის ვეფხისტყავი და ანონიმის ღამე. ამ ლექსთაგან არც ერთი არაა ცნობილი ქართული წყაროებით, ავტორთაგან ცნობი­ლია რუსთველი და შავთელი, თუმცა მათი სახელები ფრან­გულ კრებულში თავისებური ტრანსკრიპციითაა – Chavtali, Roustoual. ცნობა ამ კრებულის შესახებ ქართულ პრესაში გასული საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს გამოქვეყნდა და აზრთა სხვადას­ხვაობა პუბლიკაციისეული ფაქტების ჭეშმარი­ტე­ბის თაობაზე დღემდე არსებობს. 

 


საკვანძო სიტყვები:რუსთაველი, ვეფხისტყაოსანი, ტუსენი, ვეფხის ტყავი კატეგორია: ქართული ლიტერატურა ინგლისურ თარგმანებში ავტორები: ელგუჯა ხინთიბიძე


ტომას ჰერბერტი, მოგზაურობანი სპარსეთში –1627-1629 (ამონარიდი)

 

THშაჰ აბასს სხვადასხვა ცოლისაგან ჰყავდა ბევრი შვილი, რომელ­­თა განათლებაზე არც ზრუნავასა და არც ფულს არ ზოგავდნენ. უფრო მეტად საიმედონი იყვნენ ისმაილი (Ismael), სოფი-მირზა (Soffy-Mirza), ყოდაბუნდა-სულთანი (Codabanda-Sultan) და ემანღოლი (Emangoly) – ოთხი ახალგაზრდა მამაცი პრინცი. პირველი ორი იყო გორდინას (Gordina) შვილი, სიმონ ხანის ქალიშვილის; მომდევნო ორი – მართას,  სკანდერ მირზას ქალიშვილის შვილები. ორივე იყო ქართველი, ორივე ქრისტიანი. პირველი ქალბატონი ჩამოიყვანა ქურჩიკი-ხანმა (Kurchiki-cawn), მეორე – შაჰ-თამაზ-ყულიბეგმა (Shaw-Tamas-Coolibeg), ორივენი იყო სპარსელი, ორივე ფავორიტი. ყველა მათგანი ისეთი ძვირფასი იყო აბასისთვის, ჩანდა, რომ მაშინ მას ჰქონდა ამქვეყნიური ბედნიერების ელექსირი. მისი ფავორიტი ცოლები შეუდა­რებელი სილამაზისა და ჭეშმარიტად ერთგუ­ლები იყვნენ; ხოლო ვაჟები მისი ხასიათის, პოლიტიკისა და სიმტკიცის მსგავსნი – რაც ერთდროულად სიამოვნებას ანიჭებდათ როგორც ხანში­შესულ მეფეს, ასევე ომისმოყვარულ სპარსელებს. მაგრამ როგორც ჩვეულებრივ ხდება, ყველაზე კარგი გარემოებანიც კი სწრაფად იცვლებიან და არ არის ისეთი მშვიდი დღეები, რომელთაც ღრუბლების ჩრდილი არ მიადგება. ამრიგად ახალ­გაზრდა პრინცების გულწრფელობა და სრულყო­­ფი­ლება სწრა­ფად გაქრა.

 


საკვანძო სიტყვები:ტომას ჰერბერტი, შაჰ აბასი კატეგორია: ქართული ლიტერატურა ინგლისურ თარგმანებში ავტორები: ტომას ჰერბერტი


და რა არის ასე სასაცილო? სიცილი შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანსა და კრეტიენ დე ტრუას რომანებში

 

საკონფერენციო მოხსენებაში, რომელიც ეხებოდა ამ პოემებში კარგ და ცუდ საუბარს, მსუბუქად გავაჟღერე მოსაზრება სიცილის შესახებ, ველოდებოდი რა შემდგომში დამსწრე საზოგადოებისაგან საინტერესო ვარაუდებს, რადგანაც ვიცოდი ლიტერატურაში სიცილის ფენომენის არსებობის შესახებ. ჩემს მოსაზრებასთან დაკავშირებით ვარაუდები არ გამოთქმულა, ამან გაუგებრობაშიც კი ჩამაგდო, სანამ არ მივაგენი წყაროებს, რომელიც საკითხის გაანალიზებამდე მიმიყვანდა. წინამდებარე ნაშრომის მიზანია სიცილის ეპიზო­დე­ბის გააზრება როგორც სიცილის ფსიქოლოგიის თანამედროვე კვლევების, ასევე პლატონისა და არისტოტელეს ეთიკური შეხედულებების პერსპექტივიდან.


საკვანძო სიტყვები:შოთა რუსთაველი, კრეტიენ დე ტრუა, სიცილი კატეგორია: ქართული ლიტერატურა ინგლისურ თარგმანებში ავტორები: სალი ნიუველი