ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





სალი ნიუველი

 

და რა არის ასე სასაცილო?

სიცილი შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანსა

და კრეტიენ დე ტრუას რომანებში

 

2013 წლიდან მაინტერესებს პარალელები შოთა რუსთა­ვე­ლისა და კრეტიენ დე ტრუას ნაწარმოებებს შორის. ეს ორი შემოქმედი, ერთმანეთს რომ ნახევარი კონტინენტი და რამდენიმე ათწლეული აშორებს, ყველაზე მეტად ერთმანეთს საკარო სიყვარულის ნიშნებითა და რაინდული ღირებულებებით ემსგავსება.

საკონფერენციო მოხსენებაში, რომელიც ეხებოდა ამ პოემებში კარგ და ცუდ საუბარს, მსუბუქად გავაჟღერე მოსაზრება სიცილის შესახებ, ველოდებოდი რა შემდგომში დამსწრე საზოგადოებისაგან საინტერესო ვარაუდებს, რადგანაც ვიცოდი ლიტერატურაში სიცილის ფენომენის არსებობის შესახებ. ჩემს მოსაზრებასთან დაკავშირებით ვარაუდები არ გამოთქმულა, ამან გაუგებრობაშიც კი ჩამაგდო, სანამ არ მივაგენი წყაროებს, რომელიც საკითხის გაანალიზებამდე მიმიყვანდა. წინამდებარე ნაშრომის მიზანია სიცილის ეპიზო­დე­ბის გააზრება როგორც სიცილის ფსიქოლოგიის თანამედროვე კვლევების, ასევე პლატონისა და არისტოტელეს ეთიკური შეხედულებების პერსპექტივიდან.

შუა საუკუნეების ლიტერატურის ხელმეორედ წაკითხ­ვისას დავძებნე ყველა ფორმა სიტყვისა სიცილი, მაგ. „ჰა-ჰა“ და შევადარე რამდენიმე თარგმანი, მახსოვდა რა, რომ ვერ დაამტკიცებ უარყოფას/უარყოფითს: მხიარულებისა და სალაღობო ეპიზოდებში სიცილის აღმნიშვნელი მინიშნებების არარსებობა არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი არ გვხვდება; ეს მხოლოდ იმას მიუთითებს, რომ მხიარულებისა და სიცილის ეპიზოდები, უბრალოდ, ხაზგასმული არ არის. მიზანმიმართული ძიებისას გამოვლინდა იმაზე მეტი სიცილის შემთხვევა, ვიდრე მახსოვდა. ეს მომენტები, უბრალოდ ხშირად არ იკვეთებოდა.

ყველაზე ცნობილი სიცილი, კრეტიენ დე ტრუასთან, გვხვდება პარციფალის დასაწყისში. როდესაც კომიკური მომავალი რაინდი მიაღწევს მეფე არტურის სასახლეს, ქალიშვილი იცინის, როდესაც ეს უკანასკნელი ესალმება მას. უხეში სერ კეი მას მიწაზე ანარცხებს და მასხარას ცეცხლში შეაგდებს, რადგანაც მასხარას ხშირად უთქვამს, რომ ქალიშვილი მანამდე არ გაიცინებს, სანამ „არ იხილავს ისეთ მამაკაცს, რომელიც ყველა რაინდზე აღმატებულია“ [2, გვ. 394]. ეს არის ერთადერთი სიცილი, მაგრამ ის გასდევს მთელ ისტორიას. პარციფალი ყველა რაინდს, რომელსაც როგორც ტყვეს, ამარცხებს, მეფე არტურის კარზე აგზავნის, რათა ახსნას, თუ რა მოხდა და ამავდროულად, საშუალება ჰქონდეს, გაესაუბროს იმ ქალიშვილს, რომელმაც გაიცინა.

შემდეგი მნიშვნელოვანი ეპიზოდი ჩანს კრეტიენ დე ტრუას ერეკი და ენიდაში, სამეფო კარზე გამართული ლხინის ბოლოს, როდესაც ქალიშვილი შეიტყობს ენიდას შესახებ: ქალწულს „არ შეეძლო სიცილი შეეკავებინა. ის ისე გამხიარულდა, რომ სრულიად დაავიწყდა თავისი მწუხარება“. [2, გვ. 113]. ახლა, როცა ერეკმა და ენიდამ აღადგინეს ჰარმონია/ბალანსი პირად და სოციალურ სივრცეში, მათ უკვე შეუძლიათ აღადგინონ იგივე ჰარმონია, რომლის ნაკლებობასაც განიცდიდა მაბოაგრაინის და მისი ცოლის ურთიერთობა.

კრეტიენთან ასევე ვხვდებით ღვარძლიან სიცილსაც. ივაინში, როდესაც არტურის სამეფო კარი მიდის ჯადოსნური წყაროს სანახავად, ივაინი, რომელიც უკვე წყაროს მცველია, აუცილებლად უნდა შეებრძოლოს ერთ-ერთ მათგანს. პატივის მაძებანი კეი, იმისდა მიუხედავად, რომ მაინცდამაინც დახელოვნებული არ არის, ამ გამოწვევას ღებულობს. ივაინი ჩამოაგდებს კეის ცხენიდან, სამეფო კარი კი დასცინებს უხეშ რაინდს: „ჰა! ჰა! ნახე, შენ, ადამიანი, რომელიც სხვებს დასცინოდა, ახლა მანდ აგდიხარ“. [2, გვ. 323].

როდესაც ლანსელოტი თავს დააღწევს მელიგანის ტყვეობას, რათა მონაწილეობა მიიღოს იმ შეჯიბრებაში, რომელიც ქალწულებმა მოაწყეს მეფე არტურის კარზე, მისი სურვილი – დაემორჩილოს გვინივერას, რომელიც უბრძანებს, „რაც შეიძლება ცუდად გააკეთე ყველაფერი“, მის მიმართ  ქედმაღლურ ღიმილს და გულგრილობას გამოიწვევს – „რაინდები, რომლებიც აქამდე ეთაყვანებოდნენ მას, ახლა დასცინოდნენ და ხუმრობდნენ მასზე“ [2, გვ. 276-7]. მთხრობელი აგრძელებს: „მალე ყველა შეცდომაში შევიდა, მომასხარავე კაცები, რომლებმაც წინა ღამისა და დღის უმეტესი ნაწილი სასაცილოდ იგდებდნენ მას, გაოცდებოდნენ: ისინი იცინებდნენ, გაერთობოდნენ და იხალისებდნენ დიდხანს!“ [2, გვ. 280].

ვეფხისტყაოსანში, ქართული ლიტერატურის ეროვნულ საგანძურში, რომელიც დაწერილია დაახლოებით 1200 წელს, მე შენიშნული მაქვს სიცილის ხუთი ეპიზოდი, აქედან, ერთი გარდა, ყველა პოემის ბოლოსკენ გვხვდება. სიცილის პირველი შემთხვევა პოემის დასაწყისშია, როდესაც ავთანდილი დასევდიანებული მეფე როსტევანის გამხიარულებას ცდილობს და შესთავაზებს მას, რომ ნადირობაში შეეჯიბრონ ერთურთს. აღტაცებული რაინდის გამოწვევით, მეფე და ავთანდილი “laughed, they sported like children, lovingly and becomingly they behaved” [7, v. 69]. ნადირობის დასრულების შემდეგ ისინი სიცილს აგრძელებენ: “Each said laughingly to the other, ‘Tis I that have won!’“ [7, v. 79].

            ლხენის დასრულების შემდგომ როსტევანი და ავთანდილი ნახავენ უცხო რაინდს, რომელიც მდინარესთან მოწყენილი ზის და მოთქვამს. ეს სცენა ძალიან წააგავს კრეტიენ დე ტრუასეულ სცენას – რაინდს არც კი ესმის იმ ადამიანებისა, რომელიც როსტევანმა მიუგზავნა ვინაობის გასაგებად, უცხო მოყმე ხოცავს ან ასახიჩრებს იმათ, ვინც მის შესაპყრობადაა გამოგზავნილი, შემდეგ კი ისე სწრაფად გაეცლება იქაურობას, რომ ავთანდილი და მეფე ჩათვლიან, რომ ჯადოსნურად გაუჩინარდა. როსტევანის მსახურების მიერ ერთწლიანი უნაყოფო ძიების შემდგომ, თინათინი, როსტევანის ქალიშვილი, უბრძანებს ავთანდილს, რომ მან თავად მოძებნოს უცხო მოყმე სამი წლის განმავლობაში. სანამ ავთანდილი საძებნელად წავა, ისინი სიყვარულს შეჰფიცავენ ერთმანეთს.

ძიების მესამე წლის მიწურულს ავთანდილი პოულობს რაინდს – ტარიელს და იგებს, რომ ეს იდუმალი მეომარი თავის სიყვარულს – ნესტანს დაეძებს. უცხო ქვეყნის მეფეზე დანიშვნის შემდეგ, ქალმა ტარიელს სთხოვა, მოეკლა სასიძო ყოველგვარი ხმაურისა და აურზაურის გარეშე. მან არ გაითვალისწინა გაფრთხილება აყალმაყალთან დაკავშირებით და შედეგად გაქცევა მოუწია. ნესტანის მსახური ქალი - ასმათი გაჰყვა მას, რადგანაც ნესტანის მამიდის მსახურებმა მოიტაცეს მეფის ასული და არავინ იცოდა მისი ადგილსამყოფელი.

ტარიელის სატრფოს, ნესტანის, ძიების პროცესში ავთანდილი გაიცნობს ფრიდონს – მულღაზანზარის მეფეს, ისინი დამეგობრდებიან. ავთანდილი და ტარიელი შეჰფიცებენ ერთმა­ნეთს ძმობას, რადგანაც ორივე შეყვარებულს მოშორებული მიჯნურია. ავთანდილი ბრუნდება თინათინთან, რომელიც აძლევს მას ნებართვას, რომ შეუდგეს ნესტანის ძიებას მისი და ტარიელის ძმადნაფიცობის გამო.

შემდეგი წლის განმავლობაში, ავთანდილი უკვე საკუთარი სურვილით ნახულობს და უმეგობრდება ფრიდონს და შემდგომ კვლავ აგრძელებს ქალის ძებნას. როდესაც შეიტყობს ქალის სამყოფელის შესახებ,იგი ბრუნდება დარდისგან სიკვდილისპირას მყოფ ტარიელთან:

„ტარიელ ტირს და ავთანდილ სიცილით ეუბნებოდა;

გაღიმდის, ძოწნი გააპნის, კბილთაგან ელვა ჰკრთებოდა;

ეტყოდა: „ვცანო ამბავი, შენ რომე გეამებოდა,

აწ გაახლდების ყვავილი, ვარდი აქამდის ჭნებოდა“ – 1337.

ტარიელი ისეთი აღტაცებულია, რომ ორი მეგობარი  ერთად იცინის, როდესაც ბრუნდებიან იმ გამოქვაბულში, სადაც ტარიელს დაუდევს ბინა. როდესაც ასმათი ხედავს მათ, ის აღტაცებულია მათი სიცილით.

„მათ რა ნახეს, შემოჰყივლეს სიცილით და კბილთა ჩენით“ – 1357

მიეშურებიან რა ნესტანის გადასარჩენად, ძმადნაფიცები გზად მულღაზანზარში გაჩერდებიან, რათა ფრიდონიც დაიხმა­რონ. ტარიელი გადაწყვეტს, ფრიდონს გაეხუმროს და მას ცხენებს მოპარავს. ფრიდონი და მისი მეომრები აედევნებიან ქურდებს და დაიჭერენ, ტარიელი მოიხსნის ჩაფხუტს და ფრიდონი იცნობს მას. ის იცინის და ახელებს ფრიდონს:

„რასა ჰლამი, ჩვენი მოსლვა რას გეწყინა?

პურად ავი მასპინძელი მოგვეგებვი ომად წინა!“ – 1379

ფრიდონიც ძლიერ ხალისობს მათი დანახვით და ამ ხუმრობით სულაც არ არის განაწყენებული.

ნესტანის გამოსახსნელი თათბირის დროს სამივე მეგო­ბარი შეიყრება. ავთანდილი და ფრიდონი ისეთ ვარიანტს მოიფიქრებენ, სადაც თავად იღებენ სრულ პასუხისმგებლობას. ტარიელი კი ისეთ გეგმას მოიფიქრებს, სადაც ძმადნაფიცებს თანაბარი საქმე ეკისრებათ. ამაზე სამივე გულიანად იცინებს, რად­გან ყველაზე სამართლიანი ტარიელის შეთავაზებული გეგმაა:

„ამას ზედა გაიცინნეს მათ წყლიანთა, სიტყვა-ბრძენთა,

ერთმანერთსა ელაღობნეს ლაღობათა მათთა მშვენთა“ –

 1406

სამივე მეგობარი გათავისუფლებულ ნესტანთან ერთად ტოვებს ფრიდონის სამეფოს და ერთად იცინიან:

„გამოვლნეს ზღვანი სამთავე, ერთგან ძმად შენაფიცართა,

კვლა ამტკიცებდეს სიტყვათა, მათ პირველ დანამტკიცართა;

ჰშვენის მღერა და სიცილი მათ, მისთა არ-უიცართა.“ – 1447

შეგნებულად ვიმეორებ ფრაზას: „ერთად იცინოდნენ“ ვეფხისტყაოსნის ყველა ზემოხსენებული ეპიზოდიდან, რადგანაც გაზიარებული სიცილი არის უმთავრესი განმასხვა­ვებელი ნიშანი ორი მწერლისა. როდესაც ეს გავიაზრე, მივხვდი, თუ რატომ ვერ შევნიშნე სიცილის სხვა შემთხვევები. პოზიტიური სიცილი კრეტიენთან მეგობრებს შორის გვხვდება, მსგავსად დამატებითი ეპიზოდებისა რუსთაველთან, მაგრამ ეს უკანას­კნელ­ნი, უფრო ხშირად, წარმოადგენს განცალკევებულ შემთხ­ვე­ვებს და არ მეორდება ერთსა და იმავე მეგობრებს შორის ამ ორი პოემის ტექსტში. თუკი დაძებნით სიტყვა „სიცილს“, აუცილებლად იპოვით მას. მაგრამ მხოლოდ რუსთაველი იმეორებს და ხაზს უსვამს ერთობლივ, გაზიარებულ სიცილს.

რობერტ რ. პროვინის წიგნი „სიცილი: სამეცნიერო გამოკვლევა“ (2000) / Laughter: A Scientific Investigation დამეხ­მარა, რომ გამეაზრებინა ის სიცილი, რომელიც ვიპოვე. მისი სიღრმისეული კვლევა ამ საკითხთან დაკავშირებით წარმო­აჩენს, რომ სიცილი არის სპონტანური, უნებური პასუხი და რეაქცია, რომლის გაყალბებაც რთულია [6, გვ. 49]. ის ასევე გადამდებია; თუკი ვინმე გაიცინებს, სხვები ამ სიცილს აუცი­ლებ­ლად აჰყვებიან [6, გვ. 129]. ნაკლებ აშკარაა ავტორის დასკვნა, რომ სიცილის შემთხვევების უმეტესობა არ არის რეაქცია რაიმე სიცილის მომგვრელ ფაქტზე – ეს პერსონალური ურთიერ­თობების გამოხატულება უფროა [6, გვ. 3].

ჩვენ ვიცით, რომ ადამიანმა შეიძლება იცინოს ვინმესთან ერთად, იცინოს ვინმეზე და ადამიანების ჯგუფზე. პოზიტიური კუთხიდან სიცილი ქმნის ჰარმონიას, გარკვეული ჯგუფის „წევრობის“ გრძნობას, ვინმეს დამცირების გარეშე. მაგრამ სიცილს შესაძლოა, ასევე, ჰქონდეს ნეგატიური ზეგავლენა, რომელიც გამოიხატება იმ ადამიანის გარიყვით, ვისზეც იცინიან. [6, გვ. 2]. ამ გაგებით, სიცილი წარმოშობს ერთგვარ განხეთ­ქი­ლებას საზოგადოებაში. პროვინი შენიშნავს, რომ ქედმაღ­ლური/დამცინავი შეძახილები, მაგ., „ჰა“ , არ არის უტყუარი, ჭეშმარიტი სიცილი, რადგანაც ეს არის განზრახული პასუხი, მეტყველებაში მკაცრად კონტროლირებადი და შემოზღუდული სიცილის ფორმა [6, გვ. 50]. ამ სიტუაციის უამრავი შემთხვევა შეიძლება ვიპოვოთ კრედიენ დე ტრუასთან, და ხანდახან არც არის მკაფიოდ გამოხატული, შეძახილია თუ ჭეშმარიტი სიცილი. მე, ჩვეულებრივ, არ გავითვალისწინებდი ამ შემთხვევებს, მათ რომ დაცინვის მნიშვნელობა ჰქონოდათ, რომ არ ყოფილიყო სიტყვიერი მითითებაც სიცილზე.

ვეფხისტყაოსანში სიცილი გამოხატავს წარმატებულ საქმე­­ებთან დაკავშირებულ სიხარულს, მაგრამ, უფრო მეტად, დაკავშირებულია სამი გმირის ძმობის შეფიცვის სცენასთან. მე ნეგატიური სიცილი რუსთაველის პოემაში ვერ ვიპოვე. ამას მივაწერ და ვუკავშირებ პოემის ამაღლებულ, საერო ენასა და ტონს, რამდენიმე შემთხვევა მოვიყვანე ასევე უკავშირდება მის ფოკუსს მთავარ გმირებზე, რომლებიც მეგობრები არიან.

ამისგან განსხვავებით, კეის უხეში დამოკიდებულება სხვების მიმართ, ივაინსა და პარციფალში გვიჩვენებს, რომ ის თავად იზოლირებულია რადგანაც ეს იმდენად ჩვეული რეაქციაა მისგან, რომ სხვები სჯიან და დასცინიან მას. ეს, ერთგვარ გაუგებრობას ქმნის სამეფო კარზე. მეორე მხრივ, ლანსელო­ტისადმი მიმართული დამცინავი სიცილი ასახავს მისი პოპულარობის სწრაფ დაცემას ტურნირში დამარცხების შემდეგ.

პროვინის წიგნმა უფრო მეტი დახმარება გამიწია, ვიდრე უბრალოდ სიცილის ბუნების შეცნობაა. ის ასევე შეიცავს სიცილის ფილოსოფიური კვლევის ისტორიას, რომელმაც მიმიყვანა მე პლატონთან და არისტოტელესთან.

რადგანაც პლატონისა და არისტოტელეს მხოლოდ მცირე რაოდენობის შრომებს, განსაკუთრებით მათი შეხედუ­ლებები სიცილზე, იცნობდნენ მეთორმეტე საუკუნის დასავლეთ ევროპაში, მე ვერ შევძელი მათი ფილოსოფიის დაკავშირება კრეტიენის რომანებთან. თუმცაღა, ელგუჯა ხინთიბიძე, დიანა ფარელი და სხვა ვეფხისტყაოსნის მკვლევარნი თანხმდებიან, რომ რუსთაველს კლასიკური განათლება უნდა ჰქონოდა მიღებული, კერძოდ, უნდა სცოდნოდა პლატონი, არისტოტელე და ნეოპლატონიზმი, რადგანაც ის იყო თამარ მეფის კარის წევრი, სავარაუდოდ მისი მეჭურჭლეთუხუცესი.

პლატონის ფილებუსში, სოკრატე პროტარქუსს შეახსე­ნებს ორ მნიშვნელოვან პრინციპს: „შეიცან თავი შენი“ და „დაიცავი ზომიერება“ „სასაცილოს“ გასაგებად ის აღწერს თვითშემეცნების სამ ასპექტს: სიმდიდრე, ფიზიკური აღმატებუ­ლობა (მაგალითად, კარგი გარეგნობა ან სიძლიერე); მორალური და ინტელექტუალური სრულყოფილება. იმ ინდივი­დებს რომლებსაც არ გააჩნიათ საკმარისი ძალაუფლება ან გავლენა, სიცილად იგდებენ, თუ ეს უკანასკნელნი, დაცინვის შემთხვევაში, თავს ვერ დაიცავენ. მეორე მხრივ, ისინი, ვისაც ძალაუფლება უჭირავს ხელში, შემაშინებლად წარმოსდგებიან, „რადგანაც ძალაუფლების მქონე ადამიანების მიერ გამოჩენილი უწიგნურობა ისეთივე საშიშია, როგორც სამარცხვინო – ის საფრთხეს წარმოადგენს ყველასთვის, როგორც რეალურ ცხოვრებაში, ისე ლიტერატურაში“ [5, 48c-49c, გვ. 47-49].

მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს იმის ფაქტი, რომ კრეტიენი შეიძლება ეთანხმებოდეს პლატონს ამაში, სერ კეი არის კარგი მაგალითი იმ ადამიანისა, რომელსაც საკუთარ შესაძლებლობების უფრო მეტად აფასებენ, ვიდრე რეალურად აქვთ. რუსთაველის სამივე გმირი ავლენს საკუთარი თავის შეცნობის შესაბამის ხარისხს განსაკუთრებით კი ავთანდილი. ტარიელი იმდენად გაღიზიანებულია ნესტანის დაკარგვით, რომ უუნაროა, მაგრამ მისი რაციონალური თვითშემეცნება/self-knowledge აღსდგება, როდესაც ავთანდილი ნესტანის ადგილ-სამყოფელს შეატყობინებს.

არისტოტელეც, მსგავსად, აფასებს ზომიერებას. ნიკომა­ქეს ეთიკაში იგი მიიჩნევს, რომ ის ადამიანები, რომლებიც ზედმეტად ხუმრობენ, მასხარებად და უხეშებად წარმოსგდებიან; ისინი ყველგან სასაცილოს ეძებენ, ცდილობენ, რომ სიცილი გამოიწვიონ ვიდრე თქვან რაიმე შესაფერისი და არ მიაყენონ ტანჯვა იმას, ვისაც დასცინიან; ადამიანები კი, რომლებიც გემოვნებიანად ხუმრობენ, მიიჩნევიან „მახვილგონიერად (ნიკომაქეს ეთიკა, გვ. 102. თავი 8. 1128A).

არისტოტელე ხუმრობის შესახებ დასძენს, რომ კაცი, რომელიც ზომას იცავს, იწოდება ტაქტიანად ან მახვილგონიერად. (ნიკომაქეს ეთიკა, გვ. 102. თავი 8. 1128A).

მე მგონია, რომ პლატონისა და არისტოტელეს მიერ ამგვარი ხაზგასმა ზომიერებაზე ნათლად არის მინიშნებული, სიტყვათა არჩევანით, ვეფხისტყაოსნის ყველაზე მნიშვნელოვან ეპიზოდებში, რომლებიც შეიცავენ სიცილს. ავთანდილისა და როსტევანის ნადირობის სცენაში :,“lovingly and becomingly they behaved”. როდესაც ტარიელი და ავთანდილი გაეხუმრებიან ფრიდონს, ტარიელი ამბობს:, “Pleasant is good joking”. როდესაც სამივე გმირი შეთანხმდება [ნესტანის] გამოხსნის გეგმაზე, მთხრობელი მათ აღწერს, როგორც “eloquent wise-worded ones” რომლებიც “joke one with another, with merriment beseeming them”. და ბოლოს, როდესაც სამი ძმათნაფიცი ნესტანთან ერთად ბრუნდებიან, “singing and laughter were beseeming to them” [ხაზგასმა ჩემია]. ზომიერი სიცილისა და ხუმრობის განმეორებითი აღწერები პლატონისა და არისტოტელეს ზომიერების შესახებ შეგონებების ძირითადი ნაწილია, როდესაც იგი ამბობს, რომ ზომიერებაა მთავარი და არა სიჭარბე ან ნაკლულობა. რუსთაველს უდავოდ სურს საკუთარი გმირები ზომიერად და ტაქტიანად წარმოგვიჩინოს. სარაინდო რომანის შეყვარებულების ტრადიციული, ჭარბი გლოვა და ტირილი ცდება პლატონისა და არისტოტელეს გაფრთხილებებს ზომიერების დაცვის შესახებ. ავთანდილი, ტარიელი და შეყვარებულები კრეტიენის ნაშრომებში ბედს წყევლიან, ტირიან განშორებისას, კამათობენ, ილაპარაკონ თუ არა სიყვარულის შესახებ, და სიყვარულის სიგიჟეებს განიცდიან. ტარიელი სამი დღით გონებასაც კი კარგავს, ნესტანის პირველად დანახვისას. მეორე მხრივ, რუსთაველის მთხრო­ბელის ხმა მთელი ნაწარმოებში თავშეკავებულია ტექსტისა და ტონის თვალსაზრისით, რაც არ ჰგავს კრეტიენის სასაუბრო და იუმორით გაჯერებულ ნარატივს.

შეჯამების სახით, ორივე პოეტის ნაწარმოებში ჩნდება სიცილი, თუმცა მისი მხოლოდ მცირე ნაწილი გვევლინება რაიმე სასაცილო ფაქტზე რეაქციად. კრეტიენის სიცილი პოზიტიურია, მაგრამ გვხვდება ბოღმიანი სიცილიც. არ არსებობს რაიმე დასაბუთება, რომ სიცილი ეხმაურება პლატონისა და არისტო­ტელეს მიერ ჩამოყალიბებული სიცილის ეთიკას, თუმცა ეთანხმება ფსიქოლოგების მონაცემებს სიცილით გამოწ­ვეული ეფექტების შესახებ. რუსთაველის სიცილი ასევე უახლოვდება ფსიქოლოგების გამოკვლევებს, მაგრამ იგი საჭიროდ თვლის, რომ ტექსტში ჩართოს სიტყვები, რომლებიც გმირების კეთილ­შობილ აღზრდაზე მიუთითებენ და ინარჩუნებს მსგავს ტონს თხრობაში. მოკლედ რომ ვთქვათ, ვეფხისტყაოსანი ასახავს პოემის ნამდვილ/ჭეშმარიტ თემას, ძმათნაფიცობას, რომელიც მიჰყვება პლატონისა და არისტოტელეს მოძღვრებებს.

 

 

ბიბლიოგრაფია

1. Aristotle. Nicomachean Ethics.Trans. W. D. Ross. Inter­net Classics Archive, Daniel C. Stevenson, Web Atomics. 1994-2000. Accessed 9.23.2019.

2. Chrétien de Troyes. Arthuriuan Romances. Trans. Wil­liam W. Kibler. Erec and Enide Trans. Carleton W. Carroll. London: Penguin, 1991.

3. Farrell, Dianne Ecklund. “Courtly Love in the Caucasus: Rustaveli’s Georgian Epic, The Knight in the Panther Skin.” The Carl Beck Papers in Russian and East European Studies. No. 2205. Accessed August 2, 2014.

4. Khintibidze, Elguja. Medieval and Renaissance Trends in Rustaveli’s “VEPHKISTKAOSANI” (The Man in the Pan­ther’s Skin). Tbilisi, 1993. English extended summary pp. 262-95.

5. Plato. Philebus. Trans. with notes and commentary J. C. B. Gosling. Oxford: Clarendon Press, 1975.

6. Provine, Robert R. Laughter: A Scientific Investigation. New York: Viking, 2000.

7. Rustaveli, Shota. The Man in the Panther’s Skin. Trans. Marjory Scott Wardrop. London: Royal Asiatic Society, 1912, rpt. Nekeri: 2005.

 

Additional Translations:

Chrétien de Troyes. Arthurian Romances. Trans. W. W. Comfort. London: J. M. Dent & Sons Ltd., 1970.

Chrétien de Troyes. Lancelot, or The Knight of the Cart. Ed and trans. William W. Kibler.

Chrétien de Troyes. Perceval or The Story of the Grail. Trans. Ruth Harwood Cline. Athens, Georgia: University of Georgia, 1983.

Chrétien de Troyes. Yvain or The Knight with the Lion. Trans. Ruth Harwood Cline. Athens, Georgia: University of Georgia, 1975.

Chrétien de Troyes. Arthurian Romances. Trans. D. D. R. Owen. London: J. M. Dent & Sons, 1993.

Rustaveli, Shota. The Knight of the Panther-Skin.  Trans. Lyn Coffin. Tbilisi: Poezia Press, 2015.

Rustaveli, Shota. The Knight in Panther Skin. Trans. Katharine Vivian. London: The Folio Society, 1977.

Rustaveli, Shota. The Lord of the Panther-Skin. Trans. R. H. Stevenson. Albany, NY: SUNY, 1977.

Rustaveli, Shota. The Knight in the Panther’s Skin. Trans. Venera Urushadze. Tbilisi: Private Edition, 2006. Tbilisi: Sabchota Sakartvelo, 2005.