ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





 

რუსთველის უცნობი ლექსის საიდუმლო

 

tuseni

1942 წელს მარსელში გამო­იცა არაბულიდან ფრანგუ­ლად თარგმნილი ლექსების კრებუ­ლი, სათაუ­რით – „სიყ­ვარულისა და ომის ისლამური სიმღერები“. მთარ­გმნელი და გამომცემელი – ფრანც ტუსენი [Franz Toussaint, Chants d’Amour et de Guerre de l’Islam, Marseille, 1942]. კრებულში შეტანილია პროზაულად თარგმნილი არაბული, სპარსული, ავღანური, ბელუჯის­ტანური, ალტაური, თურქული, ეგვიპ­ტური, მაროკოული, ჰოგარული, ჩერქე­ზული და მათ შორის ქართული ლექსები, ქვესათაურით – Géorgie. ქართული განყოფილება წარმოდგენილია ოთხი ლექსით: თავად ზუმელის ვარდი, შავთელის დაბრკოლება, რუსთველის ვეფხისტყავი და ანონიმის ღამე. ამ ლექსთაგან არც ერთი არაა ცნობილი ქართული წყაროებით, ავტორთაგან ცნობი­ლია რუსთველი და შავთელი, თუმცა მათი სახელები ფრან­გულ კრებულში თავისებური ტრანსკრიპციითაა – Chavtali, Roustoual. ცნობა ამ კრებულის შესახებ ქართულ პრესაში გასული საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს გამოქვეყნდა და აზრთა სხვადას­ხვაობა პუბლიკაციისეული ფაქტების ჭეშმარი­ტე­ბის თაობაზე დღემდე არსებობს. უმთავრესი სა­კა­მათო საკითხი რუსთველისეულად მიჩნეული ლექსის ჭეშ­მა­რიტებაა.

კომენტატორთა ერთი ნაწილი კატეგორიულად უარ­ყოფს ტუსენისეული ფაქტების ნამდვილობას. ამისთვის კი საკმარისად მიიჩნევენ იმას, რომ ეს ლექსები ქართული წყა­როებით უცნობია და ამ ცნობებში ზოგი რამ გაუგებარია: რუსთველის ლექსის სახელწოდებაა ვეფხისტყავი, მაგრამ ვეფხისტყაოსან­თანკავშირი არა აქვს; რუსთველისა და შავთელის სახელები გაუგებარი სახითაა მოხსენიებული; საქართველო მოქცეულია მაჰმადიანურ ქვეყანათა შორის... და, რაც მთავარია, რუსთველის სახელით ყალბისმქმნე­ლობის ფაქტები XIX და XX საუკუნის ევროპულ ჟურნალ-გაზეთებში დასტურდება (ა. თალა­სოს ანთოლოგია; ტრიკო­გლი­დისის თარგმანები).

საწინააღმდეგო პოზიციაზე დგას და ტუსენის პუბ­ლი­­კა­ციას მნიშვნელოვან სიახლედ მიიჩნევს ამ ფაქტის კო­მენტატორთა მეორე ჯგუფი. ეს პოზიტიური თვალსაზ­რისი შემდეგ ფაქტებს ემყარება: ფრანც ტუსენი არ არის სენსა­ციებს თუ გასამ­რჯელოს გამოდევ­ნებული ახალბედა მწერა­ლი თუ ჟურნალისტი. იგი ცნობილი აღმოსავლეთ­მცოდნე და არაბული, სპარსული და სანსკრიტული პოე­ზიის მთარგმ­ნელია. მისი პუბლიკაცია არაა მხოლოდ ქარ­თული, ან ორიოდე სხვა ნაკლებად ცნობილი ქვეყნის მკითხ­ველისადმი მიმართული, მკითხველი რომ შეცდო­მაში შეიყვანოს. მის კრებულში შეტანი­ლია აღმოსავ­ლური ლი­ტე­რატურის კლასი­კური ნიმუშებიც: ჯალალ ედ დინ რუმის და ჰაფიზის ლექსები, ომარ ხაიამის რუბაიები, ნაწყ­ვეტები ათასერთიღამიდანდა სხვა. ასევე, რაც მთავა­რია, აღ­მო­სავ­ლური რელიგიური ლიტერატურის ნიმუშები - სურები ყუ­რა­ნი­დან.

ფ. ტუსენის ზეპირი გადმოცემით, რომელიც მან ამ საკითხით დაინტერესებულ ქართველ მკვლევარებს მიაწო­და, მას რუსთველის ლექსი ამოუღია ქაიროს უნივერ­სიტე­ტის წიგნთსაცავში დაცული აბუ ლ-ფარა­ჯის არაბული ლექსების კრებულიდან. ფიქრობენ, რომ ეს ავტორი უნდა იყოს წარმოშობით სირიელი ქრისტიანი არაბულენოვანი მწერალი, დაბადებული 1225 წლის ახლოს (ზოგი მკვლე­ვა­რის დაზუს­ტე­ბით, აბუ ლ-ფარაჯ იბნ ალ-იბრი) – ცნობილი სირიელი მწერალი, მთარგმნელი და კომპი­ლა­ტორი – ეპისკო­პოსად მსახურობდა სომხეთში, ცხოვრობდა აზერბა­იჯანშიც. მის ნაწერებში არის ცნობები იბერი­ელებზე, ქართ­ველთა ქრისტიანობაზე მოქცევის თაობაზე, მონღო­ლებისა და ქართველების ურთიერ­თო­ბაზე.

ყველა ეჭვი ფ. ტუსენის პუბლიკაციის ნამდვი­ლობის წინააღმდეგ არის სავარაუდო; ყველა მათგანი ფაქტების ჭეშმარიტებაზე მიმათითებლადაც შეიძლება იქნას ინტერ­პრე­ტირებული: სპეციფიკური დაწერი­ლობა რუსთვე­ლისა და შავთელის სახელებისა (რუსთვალ/ რუსთუალ- ; შავ­თალ- )­ შეიძლება ჩაითვა­ლოს არაბული ანბანის სპეცი­ფი­კით განპირო­ბე­ბულ არასწორ წაკით­ხვებად, ან ფრანგულ ენ­ციკ­ლოპე­დიებ­ში მოხსენიებულ რუსთველის მცდა­რი სა­ხელ­წოდების განმეორებად. რუსთველის ლექსი ისეთი ხელ­ნა­წერიდან ამოღებულად შეიძლება იქნეს მიჩნეული, რომელიც პოემა ვეფხის­ტყაოსნითიწყებოდა და ლექსის სათაურიც შესაძლოა ხელნაწერის (თუ კრებულის) სახელ­წოდე­ბიდან მომდინარეობს, ხოლო სათაური ვეფხისტყავიცქართული ვეფხისტყაოსნისთარგმანად შეიძლება იქნას მიჩნეული, - თავდაპირ­ველად ამგვარად თარგმნიდ­ნენ რუსთ­ველის პოემის სათაურს მკვლევარებიც და მთარგმნე­ლე­ბიც.

ასე რომ, საფუძვლიანი ეჭვის შეტანა ფ. ტუსენის პუბლი­კაციის ჭეშმარიტებაში, ნაადრევია. მეორე მხრივ, არც ისაა სასურველი, რომ ფრანგული თარგმა­ნით გამოქვეყ­ნებული რუსთველისეულად მიჩ­ნე­ული ლექსი ამთავითვე ჩავთვალოთ ჩვენი პოეტის შემოქმედების ჭეშმარიტ კუთვ­ნი­ლებად. საკითხი საკვლევია. ამ ფაქტის მიჩქმალვა ან გა­უბ­რალოება არ შეიძლება.

წინამდებარე პუბლიკაციის მიზანია ამ საკითხი­სადმი ინტერესი გავააქტიუროთ. კვლევა-ძიება უნდა გა­ნახლ­დეს როგორც არაბულ და სირიულ წიგნთსაცავებში, ასე­ვე საზღ­ვარგარეთის დიდ ბიბლი­ოთეკებში; როგორც მკვლე­­ვარ­თა საგანგებო ჯგუფების მიერ, ასევე პრობლემით დაინ­ტე­რესებულ მოგზაურთა თუ მოყვარულთა მიერ. რუსთ­ვე­ლი არა მხოლოდ ქართული მწერლობის, არამედ მსოფლიო ცივილი­ზაციის დიდი მოვლენაა. მისი შემოქ­მე­ბისადმი ინტერესი თანამედროვე ეპოქის ვალია.

რუსთველისეულად მიჩნეული ლექსის ფრანგუ­ლი ტექს­ტი ქვეყნდება კრებულიდან: “Franz Toussaint, Chants d’Amour et de Guerre de l’Islam”, მარსელი, 1942. პირველი ქართული თარგმანი ამოღებულია მიმოხილვიდან, რომე­ლიც გამოქვეყნებული იყო ჟურ­ნალ­ „საქართველოში“, №1, იანვარი, 1944, ბერლინი, გვ. 53. მიმოხილვის ავტორია ვინმე ბ. ვარდანი. მეორე ქართული თარგმანი შესრუ­ლე­ბულია მ. მამუ­ლაშ­ვილის მიერ; ამოღებულია ჟურნალ „დროშიდან“, №11, ნოემბერი 1959, თბილისი, გვ. 10 (სტატია: მიხეილ მამულაშვილი, „რუსთაველის უცნობი ლექსი“)

რედაქტორი  

rus

Roustoual

La Peau de Léopard (extrait)

Je suis faible comme le brin d’herbe qui vient d’être foulé par le pied d’un montagnard. Aie pitié de moi! Je le jure, j’irai, chaque soir te retrouver près de la fontaine! Les guerriers de monpére ne pourront reconnaître mon visage. Regarde! Je suis à genoux. Ma chevelure traîne dans la poussière. Pourquoi n’as-tu pas pitié de ma douleur? Tu ne veux pas m’écouter. Tu contemples la route. Te suivre, là-bas? Non! Nous regretterions cette folie. Je t’appartiens, mais, de grâce, n’exige pas que je dise adieu à ma petite maison, à tout ce que je laisserais de moi, ici!

Amour, cruel amour, il faut donc que je lutte encore? Souviens-toi de tes promesses! Souviens-toi du jour où tu m’as juré que tu m’obéirais aveuglément et que tuserais mon esclave! Maintenant, tuparlesen maître, tuveuxm’obliger à te suivre… Montagnes bleues, forétsnoires, sources mélodieuses, prairies tapissées de fleurs, fraut-il que j’obéisse à mon farouche bien-aimé, faut-il que je m’éloigne à jamais de vous?

Pourquoi demeures-tu silencieux, pourquoi serres-tu la poignée de ton sabre? Songerais-tu à verser le sang de mes frères? Malheureuse que jesuis! Cependant, je bénis le jour où je t’aiconnu. Il ne fallait pas, vois-tu, me dire les mots ensorceleurs qui m’ont fait oublier que j’aurais à souffrir!

Te rappelles-tu cette matinée de printemps? L’air était sonore d’abeilles. Des jeunes filles chantaient en cueillant des moussarh. Tuavaisgardé ma main dans la tienne. Tu regardais une hirondelle dont le vol traçait dans le ciel les mots d’un hymne à la lumière et à la joie.

Il est loin, ce jour! Que de larmes j’ai versées, depuis! Mais, tu pleures, tu pleures… Pose ton front sur mon épaule et laisse couler tes larmes. Ecoute le murmure du ruisseau. Il te remercie d’avoir renoncé à ton project terrible. Ecoute le murmure de la forêt. Elle te dit qu’elle nous offrira toujours ses mousses.

CHANTS D’AMOUR ET DE GUERRE DE L’ISLAM

FRANZ TOUSSAINT

19A, RUE VENTURE, MARSEILLE – 1942

 

რუსთუალ

ტყავი ვეფხისა (ნაწყვეტები)

ვარ სუსტი, ვით ყლორტი ბალახისა, რომელიც ეხ­ლა­ხან გასთელა მთიულის ფეხმა. შემიბრალე მე! გფიცავ, ყოველ საღამოს მოვალ, გიხილო შადრევანთან! მამაჩემის მხედრები ვეღარ სცნობენ ჩემს სახეს. შემომხედე! დაჩო­ქილი ვარ. ჩემი კულულები ჩაცვენი­ლია მტვერში. რატომ არ შეიწყალებ ჩემს მწუხარებას! შენ არა გსურს მომისმინო. შენ დასჩერებიხარ გზას. გამოგყვე შენ, იქით? არა! ჩვენ ვინა­ნებთ ამ სიგიჟეს. მე გეკუთვნი შენ, მაგრამ ჰყავ წყალობა, ნუ მომთხოვ, ვუთხრა „მშვიდობით“ ჩემს პაწია სახლს, ყველა­ფერს მას, რასაც ჩემგან მე აქ დავტოვებდი! სიყვარულო, სასტიკო სიყვარულო, განა მე კვლავ უნდა ვიბრძოლო? გახსოვს შენ დაპირებანი შენნი! გახსოვს ის დღე, ოდეს შემომფიცე, რომ ბრმად დამემორჩილებოდი და იქნებოდი მო­ნა ჩემი! ეხლა, შენ ბრძანებ უფალივით, შენ გსურს, მაიძულო გამოგყვე შენ... მთანო ლურჯნო. ტყენო შავნო, წყარონო ხმატკბილნო, ველნო ყვავილებით მოფარ­და­გე­ბულ­ნო, განა უნდა დავემორ­ჩილო ჩემს მრისხანე სატრფოს, განა უნდა სამუდამოდ მოგცილდეთ თქვენ?

რატომ ბრძანდები ჩუმად? რატომ უჭერ ხელს შენი ხრმლის ხეტარს? ჰფიქრობ დაანთხიო სისხლი ძმათა ჩემთა? ვაი მე ბედშავს! მაინც ვლოცავ იმ დღეს, როცა მე შენ გაგე­ცან. ხედავ, არ უნდა გეთქვა ჩემთვის სიტყვანი მომჯა­დოებელნი, რომელთაც დამავიწყე­ბინეს, რომ მე სატან­ჯველს მივეცემოდი.

გახსოვს, შენ ეს დილა გაზაფხულისა? ჰაერში იყო ხმოა­ნება ფუტკართა. ასულნი გალობდნენ მუსარის კრეფის დროს, ჩემი ხელი ხელთ გეჭირა. შენ უცქეროდი მერცხალს, რომლის კამარამ გამოჰკვეთა ჰაერში სიტყვები დიდებისა, სინათ­ლისა და სიხარუ­ლისადმი.

შორსაა ეს დღე! რაოდენ დავღვარე მე ცრემლნი მას შემდეგ! მაგრამ შენ სტირი, სტირი.... დაასვენე შუბლი შენი ჩემს მკერდს და დეე იდინოს შენმა ცრემლებმა. ყური დაუგდე წყაროს ჩურჩულს. იგი შენ გითვლის მადლობას, ვინაიდან შენ უარჰყავ სასტიკი გეგმა შენი. მოისმინე ჩურჩული ტყისა. იგი გეუბნება შენ, რომ შემოგვთავაზებს მუდამ თავის ლბილ ხავსს.

 

რუსთაველის უცნობი ლექსი

სუსტი ვარ, ვითარცა ყლორტი ბალახისა, რომე­ლიც ეს-ეს არის გათელა მთიელის ფეხმა: შემიბრალე მე! გფიცავ, ყოველ საღამოს მოვალ, გიხილო შადრევანთან. მამაჩემის მხედ­რები ვეღარ ცნობენ ჩემს სახეს. შემომხედე! დაჩოქილი ვარ. ჩემი კულულები მტვერშია ჩაცვენილი. რატომ არ თა­ნა­უგრძნობ ჩემს მწუხარებას? შენ არა გსურს მომისმინო. შენ დასჩერებიხარ გზას. გამოგყვე იქით? არა!

ჩვენ ვინანებთ ამ სიგიჟეს. მე გეკუთვნი შენ, მაგრამ მოიღე მოწყალება: ნუ მომთხოვ, ვუთხრა მშვიდობით ჩემს პაწია სახლს, ყველაფერს, რასაც ჩემგან აქ დავტოვებდი! მიჯნურობავ! განა მე კვლავ უნდა ვიბრძოლო? გახსოვს დაპირებანი შენნი? გახსოვს ის დღე, ოდეს შემომფიცე, რომ ბრმად დამემორ­ჩილებოდი და იქნებოდი მონა ჩემი! ახლა შენ ბრძანებ უფალივით, გსურს მაიძულო გამოგყვე შენ... მთა­ნო ლილისფერნო, უღრანო ტევრნო, წყარონო ხმატ­კბილ­­­­ნო, მინდორნო ყვავილებით მოფარდაგულ­ნო! განა უნდა დავემორჩილო ჩემს მრისხანე მიჯნურს, განა უნდა სამუდამოდ მოგძულდეთ თქვენ?

რატომ ხარ ჩუმად? რატომ უჭერ ხელს შენი ხმლის ვადას? იქნებ ფიქრობ, დაანთხიო სისხლი ძმათა ჩემთა? ვაიმე ბედშავს! მაინც ვლოცავ იმ დღეს, როცა შენ გაგიცან. ხედავ, არ უნდა გეთქვა ჩემთვის სიტყვანი მომჯა­დო­ებელნი, რომელთაც დამავიწყებინეს, რომ მე სატანჯველს მივეცემოდი.

გახსოვს ის დილა გაზაფხულისა? ჰაერში იდგა ხმო­ვა­ნება ფუტკართა, ასულნი გალობდნენ მუსარის კრეფის დროს. ჩემი ხელი ხელში გეჭირა. შენ უცქეროდი მერცხალს, რომლის კამარამ აწერა ჰაერში სიტყვები დიდებისა, სი­ნათლისა და სიხარულისა.

შორს არის ის დღე! რაოდენი ცრემლი დავღვარე მას შემდეგ, მაგრამ შენ სტირი, სტირი... დაასვენე შუბლი შენი ჩემს მკერდს, დაე, იდინოს ცრემლებმა შენმა. ყური მიუგდე წყა­როს ჩურჩულს. იგი შენ გითვლის მადლობას, რამეთუ შენ უარყავ სასტიკი ზრახვანი შენნი. ისმინე ჩურჩული ტყი­სა, იგი გეუბნება, რომ ნიადაგ შემოგთავაზებს თავის ლბილ ხავსს.“

   *Illustrations from the book “Chants d’Amour et de Guerre de I’Islam”, Franz Toussant, 1942 ©Robert Laffont