ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





 ელგუჯა ხინთიბიძე

რუსთველური მხატვრული სახე  შექსპირის ციმბელინში

 

ვეფხისტყაოსნისეული ნესტანისა და ტარიელის ამ­ბა­­­ვი სიუჟეტური წყარო გახდა ინგლისის სამეფო თეატ­რა­ლური დასის დრამატურგებისა XVII ს-ის პირველ ათე­ულ­ში, რასაც ადასტურებს არა მხოლოდ ინგლისური პიესების მინიშნებები საქართველოსა და ვეფხისტყაოსანზე, არამედ უხვი და ზუსტი სიუჟეტური პარალელები. კერძოდ, ფრან­სის ბომონტისა და ჯონ ფლეტჩერის პიესები ფილას­ტერი და­ მეფე და არა მეფე აგებულია ნესტანისა და ტარიელის თავ­გადასავლის სხვა გარემოში და სხვა პერსო­ნაჟებზე გა­დააზრებულ სიუჟეტზე; შექსპირის ციმბე­ლინის თემა, იდეა და კომპოზიცია წარმოაჩენს ზუსტ მიმართებას იმავე სიუჟე­ტურ წყაროსთან; ხოლო დიდი დრამატურგის შემოქ­მე­დე­ბის ბოლო პერიოდის სხვა პიესებშიც (პერიკლე, ზამთრის ზღა­პარი, ქარიშხალი) უხვად ჩანს რემინის­ცენციები ვეფ­ხის­ტყაოსნის სიუჟეტური დეტალებისა.

შექსპირის ციმბელინში პარალელები შეინიშნება ვე­ფ­ხის­­ტყა­ოს­ნისეულ იურისპრუდენციული ტერმინო­ლო­გი­ის და სასწაულების იშვიათ სახეობებთან და, რაც ძალზე მნიშვ­­ნე­ლოვანია, ვეფხისტყაოსნის სპეციფიკურ მხატვრულ სა­­ხეებთანაც.

ვეფხისტყაოსნის ერთი საუკეთესო ქვეთავია ნესტა­ნის წერილი საყვარლისადმი ქაჯეთის ციხიდან მოწერილი. სა­სოწარკვეთილი ქალი ამგვარად იწყებს წერილს:

„ჰე ჩემო, ესე უსტარი არს ჩემგან მონაღვაწები,

ტანი კალმად მაქვს, კალამი - ნავღელსა ამონაწები“ (1292)[1].

ნაღველში ჩანაწები კალმით სატრფოსადმი მიწერი­ლი წერილი იშვიათი მხატვრული სახეა, როგორც ვეფხის­ტყა­ო­სანში, ასევე საზოგადოდ ძველ ქართულ ლიტერატუ­რა­ში.

ეს მხატვრული სახე ვეფხისტყაოსნისეული სპეცი­ფიკით გვხვდება შექსპირის ციმბელინში. (მიჩნეულია, რომ პიე­სა დაწერილი უნდა იყოს არა უგვიანეს 1610 წლისა). პიე­სის პროტაგონისტი ვაჟი თავის სატრფოს - მეფის ერ­თა­დერთ მემკვიდრე ქალს განშორებისას სთხოვს, წერი­ლე­ბი მოსწეროს და თუნდაც ნაღველის მელნით იყოს ნაწერი, იგი მას თვალებით შესვამს. სიტყვა-სიტყვით: „ჩემი თვა­ლე­ბით შევსვამ სიტყვებს, რომლებსაც შენ გამომიგ­ზავნი, თუნ­დაც მელანი ნაღველით ნაკეთები იყოს“[2] („And with mine eyes I’ll drink the words you send, though ink be made of gall” – Cymbeline, I.1. 100-1) [4, გვ. 8-9].

ინგლისური სიტყვის ̶ gall (ნაღველი) უმთავრესი მნიშვ­ნე­ლობაა როგორც ნაღველი (სითხე ან ნაღვლის ბუშ­ტი), ასევე მისი დამახასიათებელი ნიშანი ̶ სიმწარე. განა­სხვავებენ ცხოველურ ნაღველს და მცენარეულ ნაღველს (ხის ქერქის გადაგვარებულ წამონაზარდში ჩამდგარ სით­ხეს). ზოგჯერ gall-ს უწოდებდნენ მუხის ქერქისგან დამზა­დე­ბულ სითხეს, რომელსაც ტიპოგრაფიაში მელნად იყე­ნებდნენ.

მხატვრული სახე ̶ „ნაღვლის მელანი“ შექსპირის შე­მო­ქმედების ადრინდელი პერიოდების პიესებსა და სონე­ტებ­ში არ დასტურდება. ამგვარი დასკვნა ემყარება არა მხო­ლოდ ჩვენს (ჩემი და ჩემი კოლეგების) დაკვირვებას, არამედ იმას, რომ ციმბელინის კომენტატორები შექსპირის მემკ­ვიდ­­რეობაში ამ პასაჟის პარალელზე არ მიუთითებენ. ეს გა­რემოება განსაკუთრებით კატეგორიული იმიტომაა, რომ პიე­სის გამომცემლები ამ პასაჟის „ნაღველს“ (gall) განმარ­ტა­ვენ, უკვირდებიან სხვადასხვა თვალსაზრისით. ჰოვარდ ფურ­­ნესის ცნობილ გამოცემაში (1913), ძველ კომენტა­ტო­რებზე დაყრდნობით განმარტებულია, რომ შექსპირი ამ შემთხ­ვევაში არ განასხვავებს (ანუ ათანაბრებს) ცხოველურ და მცენარეულ ნაღველს (ეს უკანსაკნელი უფრო მეტი სიმ­წარით გამოირჩევა) [3, გვ. 21]. ჯონ პიჩერის 2005 წლის პუბლიკაციაში შექსპირისეული ნაღველისმელანი განმარ­ტე­ბულია მწარემელნად[4, გვ. 167]. როჯერ ვარენის გამო­ცე­მა (1998) მუხის მწარე სითხეზე (gall) მიუთითებს და შენიშნავს, რომ გავრცელებული ფრაზაა და იმოწმებს 1611 წლის ტექსტიდან ფრაზას ნაღველითთრობაზე მითითებით [1, გვ. 92]. ეს თარიღი კი შექსპირის მიერ ამ მხატვრული სა­ხის გააქტიურების შემდგომ პერიოდზე მიანიშნებს.

შექსპირიც ხშირად ახსენებს ნაღველს(gall) უპირა­ტე­სად სიმწარის მნიშვნელობით. მაგრამ ნაღველიმელან­თან კავშირში შექსპირის პიესებში ქრონოლოგიურად პირ­ვე­­ლად გვხვდება მეთორმეტეღამეში (3.2): “Let there be gall enough in the ink” („დაე, იყოს საკმარისი ნაღველი მელან­ში”).

მიჩნეულია, რომ მეთორმეტეღამედაწერილია არა უად­რეს 1600-1601 წლებისა. ეს კი სწორედ ის დროა, როცა, ჩემი ვარაუდით, ვეფხისტყაოსნისეულინესტანისა და ტა­რიე­ლის სიყვარულის ამბავი ინგლისის ინტელექ­ტუალურ წრეებში უნდა შესულიყო (XVI ს-ის დასასრულს ინგლისელ მოგზაურთა დიდი დელეგაცია ცნობილი დიპლომატის ანტონი შერლის მეთაურობით სპარსეთის შაჰის კარზე დიდ­ხანს ჩერდება. ანტონი შერლის, რომელსაც მჭიდრო ნა­თესაური და საქმიანი ურთიერთობა აქვს სამეფო კარის თეა­ტ­რალურ დასთან დაახლოვებულ ინგლისელ გრაფებ­თან, შაჰის კარზე მასპინძლობას და დახმარებას უწევს შაჰის მთავარი მრჩეველი და დიდი ბეგლარბეგი, ეროვნებით ქარ­თ­­ველი და ქართულ სამყაროსთან მჭიდროდ დაკავ­ში­რე­ბული, მწიგნობრობის მფარველი და თავად მწიგნო­ბარი, ალა­­ვერდი ხანი უნდილაძე. ჩემი აზრით, ამ ურ­თი­ე­რ­თო­ბით ხდება ვეფხისტყაოსნის სიუჟეტის გადა­ტანა ინგლის­ში).

დადასტურებულია, რომ შერლის ექსპედიციის ამ­ბებს შექსპირი იცნობს და იმოწმებს XVII ს-ის დასაწყისში, ამ ექს­პედიციის მონაწილეთა ინგლისში გაგზავნილი ინ­ფორ­­­მაციიდან. ოტელოს ფინალურ სცენაში თვითმკვლე­ლო­­ბის წინ ვენეციელი მავრი იხსენებს ალეპოში ვინმე ოსმა­ლოს მიერ ვენეციელის ცემისა და მისი ქვეყნის (ვენეციის) ლან­ძღვის შემთხვევას. გამოვლენილია, რომ ცნობა ამ ფაქტ­ზე იკითხება ანტონი შერლის ერთი თანმხლების ჯორჯ მან­ვა­­რინგის ანგარიშში, რომელიც ლონდონის საზოგა­დოე­ბი­სათ­ვის XVII ს-ის დასაწყის­ში იყო ცნობილი [2]. უფრო მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სწორედ შექსპირის მე­თორ­მეტეღამეშია ნახსენები შაჰის მიერ დანიშნული პენ­სია (II, 5), რომელიც უშუალოდ იმ გასამრჯელოზე მიგვა­ნიშნებს, შაჰ აბასმა თავის ელჩად ევროპაში განწესებულ ანტონი შერ­ლის რომ დაუნიშნა.

ამგვარად, სავარაუდოა, რომ ვეფხისტყაოსნისეული ნეს­­ტა­ნისა და ტარიელის თავგადასავალი, რომლის მიხედ­ვითაცაა შექმნილი ბომონტისა და ფლეტჩერის მეფედაარამე­ფე და ფილასტერი XVII ს-ის პირველი ათეულის ბოლოს და რომელიც უმთავრესი სიუჟეტური წყაროა შექსპირის ციმ­­ბელინის, ინგლისურ დრამატურგთა წრისათ­ვის, კერ­ძოდ შექსპირისათვის ამ საუკუნის დასაწყისიდანვე უნდა იყოს ცნობილი.

ამჯერად იმაზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ ეს მხატვრული სახე ̶ უცხოეთში გადახვეწილი სატრ­ფო­­­სად­მი შეყვარებული ქალის მწუხარების და სევდის გა­მო­ხატვა წერილით, რომელიც მეტაფორულად ნაღველის მელ­ნით და­წე­რილადაა სახელდებული, ზუსტი აზრობრივი ნიუან­სებითაა გადატანილი შექსპირის ციმბელინში: შეყვა­რე­­­ბუ­ლი ქალის წერილი, უცხოეთში გადახვეწილი სატრ­ფო­­სად­მი მიწერილი, ნაღველში ამოწებული კალ­მით­//­ნაღველის მელნით.

როგორც ჩანს, შექსპირი ნესტანისა და ტარიელის სიყ­ვა­რულის ამბავს მხოლოდ სიუჟეტური მონახაზით არ იც­ნობს. ციმბელინში ჩანს ვეფხისტყაოსნის ამ ძირითადი ამბის მხატვრული არსისა და სახეობრივი სისტემის შემოქ­მე­დებითი აღქმა, რაც დასტურდება არა მხოლოდ სპეცი­ფი­კური იურისპრუდენციული ცნებების და სასწაუ­ლე­ბის სა­ხეობების დამოწმებით, არამედ ვეფხისტყაოს­ნიდან ციმ­ბე­ლინ­ში სპეციფიკური მხატვრული სახეების ტრანს­ფორ­მი­რე­ბით.

 



[1] იხ. ვეფხისტყაოსნის 1966 წლის ხელნაწერთა ვარიანტებიანი გამოცემა [6].

[2] „და მე თვალებით შევსვამ შენი სიტყვების სიტკბოს თუნდაც მელანი მწარე ნაღველით იყოს ნალესი [5, გვ. 140].