ქართველოლოგი ”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში. ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით. |
რუსთველური მხატვრული სახე შექსპირის ციმბელინში
შექსპირის ციმბელინში, რომლის ერთი უმნიშვნელოვანესი სიუჟეტური წყარო ვეფხისტყაოსნისეული ნესტანისა და ტარიელის რომანია, შეინიშნება რუსთველური მხატვრული სახეების ტრანსფორმირებაც. კერძოდ, ნესტანის ცნობილი მეტაფორული სიტყვები: „ტანი კალმად მაქვს, კალამი ნაღველსა ამონაწები“ ასევე მხატვრულ სახედაა გადატანილი შექსპირის მიერ. უცხოეთში გაძევებული შეყვარებული ვაჟი მეფის ერთადერთ მემკვიდრე ქალს ევედრება, მისწეროს წერილი „თუნდაც მელანი ნაღველით ნაკეთები იყოს“.
საკვანძო სიტყვები:რუსთველი, შექსპირი, „ ვეფხისტყაოსანი“, „ციმბელინი“. კატეგორია: ქართული ლიტერატურა ინგლისურ თარგმანებში ავტორები: ელგუჯა ხინთიბიძე მარჯორი უორდროპი და გურია
მარჯორი უორდროპი თავისი სიცოცხლის განმავლობაში ორჯერ ეწვია საქართველოს. მისი პირველი ვიზიტი იყო 1894-95 წლებში. მოგზაურობა ინგლისიდან დედასთან ერთად დაიწყო ჯერ მატარებლით, მერე გემით და 1894 წლის დეკემბერში ბათუმში ჩამოვიდა. მისი ძმა ოლივერი ამ დროისათვის უკვე საქართველოში იყო.
საკვანძო სიტყვები:მარჯორი უორდროპი, გურია, ოზურგეთი კატეგორია: ქართველოლოგიური ქრონიკა ავტორები: ანტონი სტობარტი არნოლდ ლ. ზისერმანის წიგნი „ოცდახუთი წელი კავკასიაში - 1842-1867“
საბოლოოდ ლესლი ბლანჩმა შამილისა და ამ ომის მნიშვნელოვანი მიმოხილვა გააკეთა თავის წიგნში „სამოთხის ხმალი“. თუმცა ის, რაც ამ ნაშრომს აშკარად აკლია, არის ომის დროს მცხოვრებ მოქალაქეთა და სამხედრო პირთა ინგლისურად თარგმნილი ხანგრძლივი პერიოდის მომცველი მემუარები. ამგვარად, არსებობს დიდი იმედი იმისა, რომ არნოლდ ლ. ზისერმანის ინგლისური თარგმანები რუსულენოვანი წიგნისა „ოცდახუთი წელი კავკასიაში – 1842-1867“ უთუოდ წინგადადგმული ნაბიჯია.
საკვანძო სიტყვები:ზისერმანი, კავკასიის ისტორია, კატეგორია: ქართველოლოგიური ქრონიკა ავტორები: პიტერ სკინერი ელგუჯა ხინთიბიძის მონოგრაფიის შესახებ (“Medieval Georgian Romance The Man in a Panther-Skin and Shakespeare’s Late Plays”, ამსტერდამი, 2018)
საკვანძო სიტყვები:ვეფხისტყაოსანი, ინოვაცია, რუსთაველი კატეგორია: ქართველოლოგიური ქრონიკა ავტორები: ანტონი ანდერსონი
რუსთველის უცნობი ლექსის საიდუმლო
1942 წელს მარსელში გამოიცა არაბულიდან ფრანგულად თარგმნილი ლექსების კრებული, სათაურით – „სიყვარულისა და ომის ისლამური სიმღერები“. მთარგმნელი და გამომცემელი – ფრანც ტუსენი. კრებულში შეტანილია პროზაულად თარგმნილი არაბული, სპარსული, ავღანური, ბელუჯისტანური, ალტაური, თურქული, ეგვიპტური, მაროკოული, ჰოგარული, ჩერქეზული და მათ შორის ქართული ლექსები, ქვესათაურით – Géorgie. ქართული განყოფილება წარმოდგენილია ოთხი ლექსით: თავად ზუმელის ვარდი, შავთელის დაბრკოლება, რუსთველის ვეფხისტყავი და ანონიმის ღამე. ამ ლექსთაგან არც ერთი არაა ცნობილი ქართული წყაროებით, ავტორთაგან ცნობილია რუსთველი და შავთელი, თუმცა მათი სახელები ფრანგულ კრებულში თავისებური ტრანსკრიპციითაა – Chavtali, Roustoual. ცნობა ამ კრებულის შესახებ ქართულ პრესაში გასული საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს გამოქვეყნდა და აზრთა სხვადასხვაობა პუბლიკაციისეული ფაქტების ჭეშმარიტების თაობაზე დღემდე არსებობს.
საკვანძო სიტყვები:რუსთაველი, ვეფხისტყაოსანი, ტუსენი, ვეფხის ტყავი კატეგორია: ქართული ლიტერატურა ინგლისურ თარგმანებში ავტორები: ელგუჯა ხინთიბიძე |
კატეგორიები ჟურნალის არქივი
|