ქართველოლოგი ”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში. ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით. |
სტეფანე პირველმოწამე და ქართული ქრისტიანული კულტურა
წმ. სტეფანეს ფრესკული გამოსახულებები გვხვდება ატენის სიონში, წრომში, ვარძიაში, ნაკიფარში…სწორედ სტეფანე პირველმოწამეს უკავშირდება ცნობილი ტოპონიმი – „სტეფანწმინდა“. სტეფანე პირველმოწამე საქართველოს ეკლესიასა და ძველ ქართულ მწერლობაში უძველესი დროიდან მოიხსენიება. წმ. სტეფანეს ხსენება და მისდამი მიძღვნილი საგალობლები შესულია ქართულ ენაზე შემონახულ უძველეს ლიტურგიკულ წიგნებში – იერუსალიმის ლექციონარსა და უძველეს იადგარში. წმ. სტეფანესადმი განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს X ს-ის ქართველი მწერალი – სტეფანე სანანოისძე – ჭყონდიდელი. მას ეკუთვნის წმ. სტეფანე პირველმოწამისადმი მიძღვნილი საგალობელი. მასვე უთარგმნია ბერძნულიდან გრიგოლ ნოსელის წმ. სტეფანესადმი მიძღვნილი ჰომილია. საკვანძო სიტყვები:სტეფანე პირველმოწამე, სტეფანე სანანოისძე – ჭყონდიდელი, ქართული აგიოგრაფია კატეგორია: კვლევები ავტორები: ლელა ხაჩიძე იოანე სინელის სათნოებათა კიბის ქართული თარგმანების მნიშვნელობა ბიზანტიური და ქართული ფილოლოგიისთვის
საკვანძო სიტყვები:სათნოებათა კიბე, იოანე სინელი კატეგორია: კვლევები ავტორები: ირმა მაკარაძე "ვეფხისტყაოსნის" სტროფული კომენტარები: ვის იმოწმებს და რატომ იმოწმებს რუსთველი?
ნაშრომში კომენტირებულია ვეფხისტყაოსნის ერთი ტაეპი, რომელიც რუსთველოლოგიურ ლიტერატურაში მრავალგზისი განხილვის საგანია: „ამ საქმესა მემოწმების დიონოსი, ბრძენი ეზროს“. გამოთქმულია თვალსაზრისი, რომ რუსთველი იმოწმებს ბერძნული მითოლოგიის სიყვარულის ღმერთს ეროსს. ხელნაწერთა ვარიანტების საფუძველზე მიჩნეულია, რომ ამ სტროფის გამოქვეყნებული ვარიანტი არაა რუსთველისეული. საკვანძო სიტყვები:რუსთველი, პლატონი, დიონოსი, დევანოსი ეროსი, „ნადიმი“. კატეგორია: კვლევები ავტორები: ელგუჯა ხინთიბიძე "ვეფხისტყაოსნის" სტროფული კომენტარები: შაირობის რუსთველური თეორიის შეჯამება
ვეფხისტყაოსნის პროლოგის მე-17 სტროფის ახლებურად განმარტების საჭიროება ორი გარემოებითაა განპირობებული: 1) დაზუსტებას, ფაქტობრივად კი, გადახედვას საჭიროებს განსახილველი სტროფის ნ. მარისეული ინტერპრეტაცია, რომელიც მომდევნო ხანების რუსთველოლოგიამ გაიზიარა, რათა როგორმე აეხსნა ის მოჩვენებითი აზრობრივი წინააღმდეგობა, რომელიც, თითქოს, არსებობს მეჩვიდმეტე და მეთორმეტე სტროფების მეოთხე ტაეპთა მეორე და პირველ ნახევარკარედებს (17.4ბ-სა და 12.4ა-ს) შორის; 2) მე-17 სტროფის ფარგლებში შეინიშნება სხვადასხვა სახის რამდენიმე საკმაოდ რთულად ასახსნელი თავისებურება, რომლებიც, ამდენად, განმარტებას საჭიროებენ. აღნიშნული მიმართულებით კვლევამ გამოავლინა, რომ მე-17 სტროფი, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, არამც თუ ვერ ჩაითვლება გვიანდელ ინტერპოლაციად, რის შესახებ მოსაზრებაც ერთ-ერთ ბოლოდროინდელ რუსთველოლოგიურ ნაშრომშია გამოთქმული, არამედ ის ამთლიანებს და აჯამებს რუსთველის მთელ ესთეტიკურ ნააზრევს, რომელიც შაირობის თეორიის ამსახველ ექვსივე სტროფში (12-17) ვეფხისტყაოსნის ავტორის მიერ ერთიანი დისკურსის სახითაა გაცხადებული. საკვანძო სიტყვები:რუსთველი, „ვეფხისტყაოსანი“, პროლოგი, შაირობა, არისტოტელე, პოეტიკის თეორია. კატეგორია: კვლევები ავტორები: ზაზა ხინთიბიძე |
კატეგორიები ჟურნალის არქივი
|