ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





 

უარყოფის გამოხატვის ენობრივი საშუალებები ქართველურ ენებში

 

2015 წლის თსუ შიდასაუნივერსიტეტო მიზნობრივი გრანტით დამუშავდა უარყოფის გამოხატვის ენობრივი საშუალებები ქართველურ ენებში. წინამდებარე სტატია ზემოხსენებული სამეცნიერო პროექტით შესრულებული სამუშაოს ნაწილია და მასში წარმოდგენილია უარყოფის გამოხატვის გრამატიკული მოდელები ძველი და ახალი ქართულისა და სხვა უმწერლობო ქართველური ენების მონაცემების მიხედვით; ასევე, სინქრონიულ დონეზე განხილულია ორმაგ უარყოფასთან დაკავშირებული საკითხები. ემპირიული მასალა დაემყარა კორპუსულ კვლევას; გამოყენებულ იქნა TITUS-ის, ARMAZI-სა და GEKKO-ს მონაცემთა ბაზები[2], ბეჭდურად გამოცემული ლაზური და სვანური ტექსტები. ძველი ქართული ენის მონაცემები დამუშავდა სინური მრავალთავის, სახარების პრეათონური და ათონური რედაქციებისა და გელათის ბიბლიის მიხედვით. კვლევის შედეგების შეჯერებით გამოვლინდა საერთო ქართველური კანონზომიერებანი და თითოეული ქართველური ენის სპეციფიკა საანალიზო საკითხთან დაკავშირებით.

უარყოფა უნივერსალური კატეგორიაა, თუმცა მისი გამოხატვის ფორმები განსხვავებულია არა მარტო არამონათესავე, არამედ მონათესავე ენებშიც. ამ საკითხის  კვლევა აქტუალურია ქართველური ენების დიაქრონიული და სინქრონიული მასალების მიხედვით. ამგვარ კვლევათა შედეგი მნიშვნელოვანია როგორც საკუთრივ ქართველურ ენათა ისტორიისა და ტიპოლოგიის განსაზღვრისას, ისე ზოგადენათმეცნიერული, კულტუროლოგიური და პრაქტიკული თვალსაზრისით. ემპირიული მასალა დამუშავდა დიაქრონიულ და სინქრონიულ ჭრილში კვლევის აღწერით-სტატისტიკური, ისტორიულ-შედარებითი და დისტრიბუციული  (სინტაგმატური)  მეთოდების გამოყენე­ბით. მიღებული შედეგებისაინტერესო და საჭიროა ლინ­გვისტებისთვის, ფსიქოლოგებისა და ფსიქოლინგვის­ტებისთვის, ასევე, ენის ის­ტორიისა და ნორმალიზაციის საკითხებით დაინტერესებულთათვის. კვლევა წარიმართა კომპლექსურად კონკრეტული საკითხების გათვალისწინებით.

სტატია შედგება ორი ნაწილისაგან: I. უარყოფის გამომხატველი გრამატიკული მოდელები, II. ორმაგ უარყოფასთან დაკავშირებული საკითხები:

I. გრამატიკული მოდელები

  • უარყოფითი ნაცვალსახელების სტრუქტურა
  • უარყოფითი ზმნიზედების სტრუქტურა

ძველ ქართულში უარყოფით ნაცვალსახელთა გრამატიკული მოდელია: უარყოფითი ნაწილაკი+კითხვითი ნაცვალსახელი: (ვინ/რა(ჲ)უარყოფითი ნაწილაკები შეიძლება წარმოდგენილი იყოს შემდეგი ვარიანტებით: არ||არა||არღა(რა)||არც(ა)||არცაღა, ვერ||ვერა­||ვერღა(რა)||ვერც(ა),ნუ||ნურა||ნუღა(რა)||ნურც(ა)||ნურცაღა. დასტურდება შემდეგი უარყოფითი ნაცვალსახელები: არავინ, ვერვინ, ნუვინ, არღარავინ, ვერღარავინ, არარაჲ, ვე­რარაჲ, ნურაჲ, არღარაჲ, ნურარაჲ[13, გვ. 73], თუმცა ჩვენ მიერ შესწავლილ ოთხ ტექსტში არ დადასტურდა ვერ­ღარავინ.  მეორე მხრივ, აღსანიშნავია, რომ ზემოთ მოყვანილ ნაცვალსახელთა ნუსხას დაემატა ორი ფორმა: არღავინდა ვერღავინ:

არა + ვინ > არავინ:...სიხარული თქუენი არავინ მიგიღოს თქუენგან.  Sinai Polycephalion:­Sin.Mr., 1, 3, 29 (1v)არღა + ვინ > არღავინ: დაჰრქუამათ: ...ჰპოვოთ კიცჳ დაბმული, რო­მელ­­სა კაცი არღავინ დაჯდომილ არს. Tetraevangelium (redactio athonensis): NT, Lk., 19, 30; არ­ღარა+ვინ>არღარავინ: ამიერითგან არღარავინ აყუედროს გარდასლვაჲ იგი მცნე­ბა­თაჲ... Sinai Polycephalion: Sin.Mr., 17, 91, 13 (85v); ვერ+ვინ > ვერვინ:ვერვინ შემძლებელ არს ღირსად პატივის-ცემად მისა.Sinai Polycephalion: Sin.Mr., 23, 139, 36 (135r); ვერღა+ვინ>ვერღავინ: ვერღავინ იკადრა სიტყჳს-გებად წმიდისა ბასილისა მაცილობელთაგანმანSinai Polycephalion: Sin.Mr., 11, 71, 28 (68v); ნუ+ვინ>ნუვინ: და ნუვინ დააკლდებინ წოდებასა ამას სიხარულისასა.Sinai Poly­cephalion: Sin.Mr., 24, 141, 24 (136v);

არა+რა(ჲ) > არარაჲ:და რარაჲ მიუგო მას არცა ერთისა სიტყჳსათჳს... Tetraevangelium (re­­dactio praeathonensis): NT, Mt., 27, 14; ... და არარა იყო ჴელთაშინა მისთა. Vetus testa­men­tum iberice, redactio Gelatica: VT, Ju., 14, 6 (376v, 192r); არღა + რაჲ> არღარაჲ: არცაღა ვინ იკადრა მიერ დღითგან კითხვად მისა არღარაჲ.Tetraevangelium (redactio athonensis): NT, Mt., 22, 46; ვერა + რაჲ>ვერარაჲ:და ვითარ ვერარაჲ სარგებელ ექმნებოდა, მაშინღა წილ­-იგდეს. Sinai Polycephalion: Sin.Mr., 19, 106, 7 (100r); ნუ + რაჲ > ნურაჲ: თქუ ნურაჲ გმობაჲ ღმრთისა მიმართ და მოჰკუდე.Sinai Polycephalion: Sin.Mr., 38, 214, 36 (204v); ნურა + რაჲ > ნურარაჲ: და  ჰრქუა მათ: ნურარაჲგაქუნ გზასა ზედა... Tetraevangelium (re­da­ctio athonensis): NT, Lk., 9, 3.

ძველ ქართულში უარყოფითი ზმნიზედების სტრუქტურაც უარყოფით ნაცვალსახელთა აგებულების მსგავსია: უარყოფითი ნაწილაკი + კითხვითი ზმნიზედა/არს.სახელი.ზმნიზედების რაოდენობასა და კვალიფიკაციასთან დაკავშირებით მეცნიერთა შორის აზრთა სხვადასხვაობაა [19, გვ. 141; 13, გვ. 159; 6, გვ. 64]. ყველა თვალსაზრისის გათვალისწინებით უარყოფითი ზმნიზედების საბოლოო ჩამონათვალი ასეთია: არასადა, ვერასადა, ნუსადა,არაოდეს, ვერაოდეს, ნუოდეს, არასადაჲთ,არაჟამსა,თუმცა საანალიზოდ შერჩეულ ტექსტებში დასტურდება  ორი  მათგანი: არა + სადა > არასადა: ...არასადა მცნებასა შენსა გარდავჰჴედ, და მე არა­სადა მომეც თიკანი ერთი, რაჲთამცა  მეგობართა ჩემთა თანა ვიხარე.Tetraevangelium (redactio praeathonensis): NT, Lk., 15, 29 ; ნუ+სადა> ნუსადა:... ნუსადა  წარსცე ქვასა ფერჴი შენი. Tetraevangelium (redactio atho­nensis): NT, Lk., 4, 11. 

არასადა  ზმნიზედა ყველაზე ხშირად გვხვდება სინურ მრავალთავში; შემდეგ შეიძლება დასახელდეს სახარების პრეათონური და ათონური რედაქციები. ნუსადაყველაზე პროდუქტიულია გელათის ბიბლიაში. სახარების ათონურ რედაქციაში გვხვდება მისი გამოყენების ორი, ხოლო სინურ მრავალთავში - ერთი შემთხვევა, მას ხშირად აქვს ნუუკუე/ნუნაწილაკის გაგებაც.

ახალ ქართულ ენაში უარყოფას გამოხატავს უარყოფითი ნაცვალსახელები და ზმნიზედები,რომელთა საწარმოებლად გამოყენებულია ნაწილაკები: არ(ა), ვერ(ა)დანუ(რა).მათგან ერთ-ერთი ყოველთვის შედის უარყოფითი ნაცვალსახელის ან ზმნიზედის შემადგენლობაში, კერძოდ, უარყოფით ნაწილაკს ემატება კითხვითი ნაც­ვალსახელები (ვინ/რა): არავინ, ვერავინ, ნურავინ; არარა, ვერარა, ნურარაან დაერთვის სიტყვები: ფერი/ნაირი­/ვითარი: არაფერი, ვერაფერი, ნურაფერი; არანაირი, ვერანაირი, ნურანაირი; არავითარი, ვერავითარი, ნურავითარი [ამის შესახებ იხ.18, გვ. 44].

მაგალითები ქართული ენის ეროვნული კორპუსიდან:

პირადად ჩემთან არავინ არ მოსულა (id=240075157464347&cpos=28744449&corpus=grc);

ნურცნურავინ  შეეცდება (id=240075206005831&cpos=84723278&corpus=grc);

გულმა ვერარა ვერ შეიყვარა (id=240075206005831&cpos=17564283&corpus=grc);

ერთმანეთს ვერაფერი გავაგებინეთ (id=24­0075206005831&cpos=28532808&corpus=grc);

ნურაფერი შეგვაშფოთებს (id=240075206005831&cpos=19252237& corpus=grc);

ვერანაირი ექსპერტიზა ვერ ჩატარდება (id=24­0075206005831&cpos=53608005&corpus=grc);

მათ არც არავითარი რწმენა არ გააჩნიათ... (id=240075206005831&cpos=­82455112&corpus=grc);

ვერავითარი პოლიტიკური რეჟიმი ვეღარ დაგიცავს (id=240075206005831&cpos­=141352685&corpus=grc).

უარყოფითი ზმნიზედების საწარმოებლადაც გამოყენებულია იგივე ნაწილაკები არ(ა), ვერ(ა), ნუ(რა), რომლებსაც დაერთვის ადგილის, დროისა და ვითარების გამომხატველი ზმნიზედები: -სად, -დროს, -ნაირად, -გზით: არსად, ვერსად, ნურსად; არას­დროს, ვერასდროს, ნუ­რასდროს; არანაირად, ვერანაირად, ნურანაირად; არასგზით, ვერასგზით, ნურასგზით:

არსად ვმუშაობ (id=240075206005831&cpos=28636125&corpus=grc);

ვერსადვეღარ ვიპოვე (id=240075206005831&cpos=10773036&corpus=grc); თუ ვინმეს სიტყვა ლობირება ეხამუშება, ნურსად იტყვის (id=240075206005831&cpos=55302476&corpus=grc).

ზმნიზედა დროს, თავის მხრივ, სახელის მიცემითი ბრუნვის უცვლელი ფორმაა, ბრუნვის ნიშანი -სემატება მასთან გამოყენებულ ნაწილაკსაც: არა-ს+დრო-ს, ვერა-ს+­დრო-ს, ნურა-ს+დრო-ს. მაგ.: არასდროს არც მომსალმებია (id=240075157464347&cpos=140328098&corpus=grc); ბურდული კი ვერასდროს იქნებოდა ინტრიგების ეპიცენტრში (id=240075206005831&cpos=45943848&corpus=grc); ბესიკის ტომს ნურასდროს გადაშლის (id=240075157464347&cpos=107601068&corpus=grc).

ვითარების ზმნიზედის გადმოსაცემად გამოყენებულია სახელი ვითარებითი ბრუნვის ფორმით -ნაირად: არანაირადარც ფალსიფიკაციასთან და არც ხარისხთან არ გვაქვს საქმე (id=240075206005­831&cpos=2062884&corpus=grc); წუთისოფლის დაშიფრულ წერას ვერანაირად ვეღარ უგებდა (id=240075206005831&cpos=140371533&corpus=grc).

უარყოფით ზმნიზედაში შემავალი ერთ-ერთი ლექსიკური ერთეული მოქმედებითი ბრუნვის ფორმაა -გზით: არასგზითარ უნდა ვაწყენინოთ მოსეს და დავითის ხალხს (id=240075206005831&cpos=31613055&corpus=grc); ბულბულის გალობის მოსმენის მსურველი ყვავის ყრანტალით ვერასგზის დაკმაყოფილდება (id=2400752060­05831&cpos=52764652&corpus=grc).

ამრიგად, ქართულ ენაში, ჯერ კიდევ ძველი ქართულიდან მომდინარე, უარყოფით ნაცვალსახელთა და ზმნიზედათა ჩამოყალიბებული გრამატიკული მოდელი არსებობს უარყოფითი ნაწილაკისა და კითხვითი სიტყვების/სახელების მონაწილეობით. კვლევისას დადასტურებული უარყოფითი ნაცვალსახელები მეტ-ნაკლები პროდუქტიულობით ხასიათდება. ძველი ქართულის წერილობით ძეგლებში ყველაზე ხშირად გვხვდება: არავინ, ვერვინ, ნუვინ, არარაჲ, ვერარაჲ ნაცვალსახელები. აღსანიშნავია, რომ ძველ ქართულში გამოყენებული ყველა უარყოფითი ნაცვალსახელი ახალ ქართულ ენაში არ გად­მოსულა; მაგ.:არარაჲ, ვერარაჲ, ვერვინ, ნუვინ, არღარაჲ. ზოგიერთი ფორმის არსებობა მოდელის მიხედვით მოსალოდნელი იყო ძველ ქართულშივე, მაგრამ  ჩვენ მი­ერ შესწავლილ ტექ­­სტებ­­ში  არ დადასტურდა: არცრაჲ, არცრა, ვერცრა, ნურცრა, ნურცრაჲ, ნურცარაჲ, ნურცვინ, ვერცაღავინ, ნურცაღავინ.

მეგრულში საკუთრივ უარყოფით ნაცვალსახელებად დასახელებულია მითა „არავინ“ და მუთა „არაფერი“ ლექსიკური ერთეულები, რომლებიც რთული შედგენილობის არიან და ზმნას ყოველთვის დადებითი ფორმით შეიწყობენ (მითა მურს „არავინ მოდის//მოვა“, მუთა უჭირს „არა//არაფერი უშავს“). ამ ეტიმოლოგიის მიხედვით, „მითა“, შემადგენელ ნაწილთა გათვალისწინებით, შემდეგნაირად დაიშლება: მი = „ვინ“ (კითხვითი ნაცვალსახელი), + თი = „ც(ა)“ (მიმართებითი ნაწილაკი) + ა < ვა(რ) (უარყოფითი ნაწილაკი). ე.ი. მითა < მი-თი-ვა(რ)(სიტყვასიტყვით: „ვინ-ც არ“=„არავინ“).ასევეა მუთა ნა­ცვალსახელიც: მუ =„რა“ + თუ ( < თი) + ა < ვა(რ) - ე.ი. მუთა < მუ-თუ (<თი) ვა(რ)(სიტყვასიტყვითრა-ც არ =„არაფერი“[10, გვ. 256]. რაკი ამ ნაცვალსახელთა შემადგენლობაში, თუნ­დაც ნაშთის სახით, უარყოფითი ნაწილაკის არსებობა ივარაუდება, ვფიქრობთ, ეს განაპირობებს მათთან ზმნის შეხამებას დადებითი ფორმით: სქანი მეტი მითა პუნანია ...„შენს მეტი არავინ გვყავსო...“ Megrelian Texts ed. Qipshidze: IQ, ZS, XIII, 5 (31, 20). 

უარყოფის სემანტიკა მეგრულში გადმოიცემა არა მარტო უარყოფითი ნაცვალსახელებით, არამედ განუსაზღვრელობითი ნაცვალსახელების მონაწილეობითაც. კერძოდ, საუბარია მითინი „ვინმე“, მუთუნი „რამე“, ნამუთინი „რომელიმე“ განუსაზღვრელობით ნაცვალსახელებზე, რომელთა შემდეგ, როგორც წესი,  კონსტრუქციაში დგას ზმნა ვა(რ) „არა“/„ვერა“ უარყოფით ნაწილაკთან ერთად. თავად განუსაზღვრელობითი ნაცვალსახელები მეგრულში რთული აგებულებისაა და საყრდენად კითხვით ნაცვალსახელებს იყენებს [16, გვ. 049; 12, გვ. 224-225]:...მუთუნი ვადვარკათ შხვასიე! „...არაფერი არ დავაკლოთ სხვასო!“  Megrelian Texts ed. Xubua: MX, 21, 86, 6.

ამრიგად, უარყოფითი ნაცვალსახელის სემანტიკა მეგრულში გადმოიცემა შემდეგი გრამატიკული მოდელით: განუსაზღვრელობითი ნაცვალსახელი + უარყოფითი ნაწილაკი, თანაც დასტურდება როგორც პირდაპირი, ისე შებრუნებული წყობა, თუმცა საკუთრივ უარყოფითი ნაცვალსახელი გადმოცემულია მხოლოდ პირდაპირი წყობით, ე. ი. განუსაზღვრელობითი ნაცვალსახელი + უარყოფითი ნაწილაკი: მითინი ვარ, რაც ნიშნავს „არავინ“. შეიძლება ითქვას, რომ ორივე წყობის დროს უარყოფითნაწილაკიანი ზმნა ცდილობს არ დაშორდეს განუსაზღვრელობით ნაცვალსახელს, რადგან მათ ინტონაციურ ერთიანობას შემოაქვს უარყოფის სემანტიკა.

განუსაზღვრელობითი ნაცვალსახელები მეგრულში უარყოფითი ნაცვალსახელების ფუნქციითაც გამოიყენება, მაგრამ ეს არ ეხება ყველა ჯგუფის განუსაზღვრელობით ნაცვალსახელს; კერძოდ, მიგიდარენიდამიგიდა „ვიღაც (რომ არის)“ ტიპისა არასოდეს არ დასტურდება აღნიშნული ფუნქციით, განსხვავებით მითინი, მუთუნი, ნამუთინი გა­ნუსაზღვრელობითი ნაცვალსახელებისაგან. ამ ნაცვალსახელთა სამი ჯგუფის შესახებ მსჯელობს ი. ყიფშიძე [16, გვ. 049].

მეგრულში უარყოფითი ზმნიზედაა სოთა„არსად­//ვერსად“ (სიტყვასიტყვით „სადა-ც არ//სადაც იქნება არ“), რომელიც აგებულების მხრივ მითადა მუთაფორმების მსგავსია, შეიცავს კითხვით სიტყვასა და უარყოფითი ნაწილაკის ნაშთს. ზმნა მასთანაც დადებითი ფორმით დგას: სოთა ვორექ მანტებელი „არსადა ვარ გამქცევი” Megrelian-Georgian Dictionary Kajaia: Megr.Dict., m, mant'ebel-i, 11579 .  უარყოფის სემანტიკის გადმოსაცემად გამოიყენება აგრეთვე სოთინი განუსაზღვრელობითი ზმნიზედა, რომელსაც ემატება უარყოფითი ნაწილაკი ვარ(შდრ. I ჯგუფის განუსაზღვრელობითი ნაცვალსახელების მიერ უარყოფითობის წარმოება): სერიში გიოთანაფალქ სო­თინი ვამაშიის „ღამის გასათევი ვერსად ვიშოვეთ“ Megrelian Texts (from Sbornik Materialov): SM, 10/2, 4, 331, 67. როგორც განუსაზღვრელობითი ნაცვალსახელების შემთხვევაში გვქონდა, აქაც შეიძლება დადასტურდეს შებრუნებული წყობა, თუმცა სიხშირით პირდაპირი ჭარბობს და უარყოფითი ზმნიზედის გადმოსაცემადაც გამოიყენება, შდრ: სოთინი ვარ =არსად.

უარყოფის სემანტიკის შემცველია ასევე დროის აღმნიშვნელი ზმნიზედა დღას „დღეს“ ვა(რ) „არა“ უარყოფით ნაწილაკთან ერთად (დღას ვარ- ეტიმ. „არადღეს”, სადაც „დღე“ აღნიშნავს ზოგადად დროს, ე.ი. „არასდროს“), რომელიც შეიძლება როგორც პრეპოზიციური, ისე პოსტპოზიციური წყობით დადასტურდეს, თუმცა უფ­რო პროდუქტიულია პირდაპირი წყობა: ეჯგურა დღას ვააფუ ე ბოშის ნაძირეფი „ასეთი არასოდეს არ აქვს ამ ბიჭს ნანახი“ http://gnc.gov.ge/gnc/document-element?session-id=239320844747656&cpos=6766[3].

მაშასადამე, მეგრულში საკუთრივ უარყოფითი ნაცვალსახელები და ზმნიზედები რთული აგებულებისაა: შეიცავენ კითხვით სიტყვებსა და ნაწილაკებს, მათ შორის უარყოფითი ნაწილაკის ნაშთსაც. უარყოფის სემანტიკის გადმოსაცემად გამოიყენება კითხვითი სიტყვის შემცველი განუსაზღვრელობითი ნაცვალსახელებისა და ზმნიზედების განსაზღვრული ჯგუფი უარ­ყოფით ნაწილაკთან კომბინაციით.

ლაზურში საკუთრივ უარყოფითი ნაცვალსახელები არ დასტურდება. ამ ფუნქციით გამოიყენება განუსაზღვრელობითი ნაცვალსახელების გამარტივებული ფორმები: მითი„არავინ“ და მუთუ„არაფერი“, რომლებიც კითხვით ნაცვალსახელებს შეიცავენ. უარყოფითობის გადმოსაცემად ემატებათ ვარ „არა“ ნაწილაკი. გრამატიკული მოდელი შემდეგნაირად გადმოიცემა: განუსაზღვრელობითი ნაცვალსახელი + ვა(რ)(უარყოფითი ნაწილაკი), რომელსაც უშუალოდ მოსდევს ზმნა კონსტრუქციაში: მით ვარ დოსქიდუ-დორენ „არავინ არ დარჩე­ნილიყო“ [3, გვ. 72]; მა სქან საღლუღიშენ ბაშქა მუთვარ მინონ „მე შენი ჯანმრთელობის გარდა არაფერი არ მინდა“ [3, გვ. 72].

ლაზურშიუარყოფის სემანტიკის გადმოსაცემად გამოიყენებასოთინიგანუსაზღვრელობითი ზმნიზედის გამარტივებული სოთი ვარიანტი, რომელიც კითხვით ზმნიზედას შეიცავს; ემატება ვარუარყოფითი ნაწილაკი: ლაზუტი სოთი ვარორტუ „სიმინდი არსად არ იყო“ [7, გვ. 219]. ასევე გამოიყენება ლაზურში თურქული უარყოფითი ნაწილაკი „ჰიჩ”, უარყოფითი ზმნიზედის მნიშვნელობით: დაჰაჰიჩჰამდორაშქულე ვა ბიდი ჰიმ ჩიოიშა „ამის შემდეგ აღარ წავსულვარ (არასოდეს წავსულვარ) იმ სოფელში [7. გვ. 220].

ამრიგად, ლაზურში უარყოფის სემანტიკის შემცველი გრამატიკული მოდელი შემდეგ­ნაირია: განუსაზღვრელობითი ნაცვალსახელი/ზმნიზედა + უარყოფითი ნაწილაკი.

სვანური ენა, ქართულთან შედარებით, მდიდარია უარყოფითი ნაცვალსახელებით, რომელთა გამოყენების როგორც არეალი, ასევე მნიშვნელობა განსხვავებულია არა მარტო დიალექტთა, არამედ კილოკავების მიხედვითაც. ქართულ „არ“, „ვერ“ და „ნუ“ უარყოფით ნაწილაკებს სვანურში სემანტიკურად შეესაბამება უარყოფით ნაწილაკთა ბევრი ვარიანტი:

...

აღნიშნულ ნაწილაკთა უმრავლესობა მცირე ნიუანსობრივ სხვაობას ავლენს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, კონტექსტში ურთიერთჩანაცვლება ხშირად უმართებულოა; შესაბამისად, მათი შემცველი ნაცვალსახელებიც სემანტიკურად მსგავს ვითარებას აჩვენებენ. მაგალითად, მამ(ა) ნაწილაკის შემცველი უარყოფითი ნაცვალსახელები, მად­მა’ ნაწილაკიანებთან შედარებით, ნაკლებკატეგორიულია და უფრო ნეიტრალური ნეგაციის დროს გამოიყენება, ხოლო მადმა‘-ს შემცველი ნაცვალსახელები უფრო კატეგორიულ (კონკრეტული ფაქტის საწინააღმდეგო) უარყოფას გამოხატავენ. ამ სემანტიკური განსხვავების საფუძველი თავად ნაწილაკების სტრუქტურაშია: კატეგორიულობას სწორედ ის ერთეულები გახაზავენ, რომელთა შემადგენლობაში უარყოფითობის ორი სხვადასხვა ელემენტი (მ, დ) ერთდროულად მონაწილეობს (მამაგუ̂ეშ „არ“ ან „არაფერი“, მადმაგუ̂ეშ  „საერთოდ არაფერი“). მა̄მ მაკუ „არ მინდა“, მა̄მაკუ „არაფრით არ მინდა (კონკრეტული ფაქტი ან საგანი)“ [9, გვ. 27]. ხშირად მსგავს ფორმათა ზედმიწევნით გადმოცემა ქართულად თითქმის შეუძლებელია.

სვანური ენა უარყოფით ნაცვალსახელთა  გადმოსაცემად იყენებს შემდეგ გრამატიკულ მოდელებს:

(1) უარყოფითი ნაწილაკი + კითხვითი ნაცვალსახელი: დð(„არავინ“) = დე(,,არ’’) + ð(„ვინ“); დეშჲð(„ვერავინ“) = დეშ(„ვერ“)+ ð(„ვინ“);ნო̄(„ნურავინ“) = ნომა („ნუ“) + ð(„ვინ“); ë/ესამა(„არაფერი, არარა. არა+რამე)“ = დესა („არა’’) + (ჰ)ესა+მð{}(„რა/რამე“); დეშმა(„ვერაფერი“) = დეშ („ვერ“) + ð{} („რა“); í/ოსამა(„ნურაფერი“) = í/ოსა („ნუ“) + ð{} („რა“), დეხედა(„არცერთი“) = დე(„არა“) + ხედა(„რომელი“), დეშმა(„ვერაფერი“) = დეშ, დოშ... („ვერ“) + მð („რა“), ხედა („რომელი“) და ა. შ.; ათხე̄დროჲჟი ó იგემ ამჟი კოტო̄ლ ქორო̄ლარს,,ამ დროში არავინ იშენებს(იდგამს)ასეთ პატარა სახლებს’’ SPT, IV, 49, 64, 5; ჟი დეხედა ჭიქს ლéმა̈გოშილლი „თურმე არცერთ ჭიქას (არ) ავსებდა“ SPT, III, 126, 116, 13; მიჩა ჲეხვს დეშმა ახმეჴრა̄ლვნე, დე იშგენს ე̄„მის („თავის“) ცოლს ვერაფერი გააგებინა,ვერც სხვებს“ SPT, IV,84, 123, 20;

(2) უარყოფითი ნაწილაკი + არსებითი სახელი გæეშ („საქმე“):  მა̄მგუ̂ეშ/მა̄მაგუ̂ეშ/მა̄დმაგუ̂ეშ = მა̄მ/მადმა („არა“) + გუ̂ეშ(„საქმე“; შდრ, ქართ. „არა+ფერი“): მადმაგუ̂ეშ ხოშკენა„არაფერი უჭამია“ Sv-dict., A’, s’shgni, 1955. ðიდ ჩუ ნომოღæ ადგðრ ი ლერშæნიდ ესერ დემ ხორშæნი დემგæაშæ  „მთლად ნუ მომკლავო და ხსენებითაც არ გიხსენებო არაფერს“[15, 316];

(3) უარყოფითი ნაცვალსახელი + შესაძლებლობის ნაწილაკი მოშ: დðრმოშ („ვერა­ვინ“) (შდრ. მოდელი (1): დეშÎðრ);

სვანურში უარყოფითი ზმნიზედების  სტრუქტურული მოდელიც უარყოფითი ნაცვალსახელების მსგავსია:

(4) უარყოფითი ნაწილაკი + კითხვითი ზმნიზედა: დëმ(ე) („არსად“) -დე-მ („არ“) + იმე („სად“):მაჰæëნე მუხæëმი ცხæიდëëმე ხეგæბენიხ„უმცროსი ძმის ისარს ვერსად პოულობენ  (სიტყვასიტყვით: „არსად ეპოვებათ“ )[14, გვ. 158]; დემეგ-იმეგ(„არსად“), დემეგ („არა“) + იმეგ („სად“): აშხვ სოფელს ნენჩა ღალ ისგðხი დემეგიმეგ ხარ „ერთ სოფელს ტყე ახ­ლოს არსად აქვს’’  Svan Prose Texts II (Lower Bal): SPT, II, 125, 250, 3. დეშომა („არასოდეს“), დე(მე) („არა“) + შომა („როდის“): და̈ვ დეშომა ღéრდა ეჩხენჩუ, დემეგ ხოშიდდა „დევი არასოდეს მიდოდა იქით („იქით მხარეს“), არ ჰქონდა ნებადართული“ Svan Chrestomathy: SC, 245, 225, 4.

(5)  უარყოფითი ნაწილაკი + „წინდებულ-თანდებული“: დëმთე („არსაით“) - დემ („არ“) + თე („კენ“): ღვაშðრს ქალ̄ზ დëმთე ხარახ „ჯიხვებს წასასვლელი არსაით ჰქონიათ“[14, გვ. 84];

(6) უარყოფითი ნაწილაკი + არსებითი სახელი ჩიქ („დრო, ჟამი“): დემჩიქს/დე̄მჩიქქა[4](„არასდროს“) = დემე „არა“ + ჩიქ-ს „დრო-ს“/ჩიქ-ქა „დროზე“: æინალდ მეთხæÎðრ ჰð­რიდ დე̄მჩიქქა ტეხენდა „ძველად მონადირე ცარიელი („ცარიელად“) არასდროს ბრუნდებოდა“[14, გვ. 83];

(7) უარყოფითი ზმნიზედა + შესაძლებლობის ნაწილაკი მოშ: ëმთე-მოშ(„ვერსაით“): ჯგéÒðÂÓ ÄÓÍðÒ ÛÖÊæ æðთქარæóნ ი ქა დëმთემოშ ხეხíლი  „წმინდა გიორგის თურმე გზა აებნა („დაეკარგა“) და ვერსაით აგნებს“[14, გვ. 132];

ამრიგად, უარყოფის გადმოცემის გრამატიკული მოდელები ქართულ ენასა და სხვა უმწერლობო ქართველურ ენებში ერთმანეთის მსგავსია შედგენილობის მიხედვით; კერძოდ, მასში მონაწილეობენ კითხვითი სიტყვები და ნაწილაკები. „არა“-ს მნიშვნელობის უარყოფით ნაწილაკთა პოზიცია განსაზღვრულია: ქართულსა და სვანურში ნაწილაკი უსწრებს კითხვით სიტყვას, ხოლო მეგრულსა და ლაზურში - მოსდევს. უარყოფით ნაწილაკთა სიუხვითა და სემანტიკის მრავალფეროვნებით ქართველურ ენებს შორის სვანური გამოირჩევა. ამასთან, როგორც ნაცვალსახელებში, ასევე ზმნიზედებში დამატებით დასტურდება განსხვავებული მოდელი: უარყოფითი ნაცვალსახელი/ზმნიზედა  + შესაძლებლობის ნაწილაკი მოშ.

II.  ორმაგ უარყოფასთან დაკავშირებული საკითხები

ქართულ ენაში გვხვდება როგორც ერთმაგი, ისე ორმაგი უარყოფის შემთხვევები. ერთმაგია უარყოფა, როცა გამოყენებულია მხოლოდ ერთი უარყოფითი სიტყვა: ნაც­ვალსახელი, ზმნიზედა ან ნაწილაკი. უარყოფა ორმაგია,თუკი უარყოფითი ნაცვალსახელის ან ზმნიზედის გარდა, წინადადებაში გვხვდება უარყოფითი ნაწილაკიც. მაგ., არ  მოვიდა; არავინ მოვიდა; შდრ. არავინ არ მოვიდა; ვერსად ვერვიპოვე.

ამ საკითხის თეორიული მხარე ქართულ ენაში საკმაოდ კარგადაა შესწავლილი როგორც დიაქრონიულ, ისე სინქრონიულ ჭრილში. გარდა ამისა, ყურადღება მიქცეულია ორმაგი უარყოფის გამოყენების გრამატიკულ-სტილისტურ ასპექტებზეც [5; 21; 17; 11; 2; 1;4].  ვ. თოფურიას გამოკვლევის თანახმად, ორმაგი უარყოფა X-XI საუკუნეებამდე ძველი ქართული ენის ორიგინალურ თუ ბერძნულიდან ნათარგმნ ტექსტებში არ გამოიყენებოდა. მეცნიერი ასახელებს ადიშის ოთხთავს, რომელშიც ორმაგი უარყოფის ერთადერთი მაგალითია, თუმცა ამასაც შემთხვევითობას მიაწერს.

ვ. თოფურიას შეხედულების თანახმად, ორმაგი უარყოფა ქართული ენისთვის მეორეული მოვლენაა და საშუალი ქართულიდან იკიდებს ფეხს. ვეფხისტყაოსანში  უკვე თანაარსებობს ორივე სახის უარყოფა. მეცნიერის ვარაუდით, ამგვარი ფორმები ქართულ კილოებში უცხო ენათა გავლენის გარეშე ჩამოყალიბდა და „ორმაგი უარყოფა ქართული ბუნებისაა“[5, გვ. 322].

რაც შეეხება ცალმაგი და ორმაგი უარყოფის გამოყენებას, მათი „ურთიერთმონაცვლეობა თავისუფალია და სტილისტიკის სფეროს განეკუთვნება“[1, გვ. 178], მაგრამ რამდენიმე შემთხვევაში არჩევანი აღარაა დამოკიდებული ავტორის სურვილზე, არამედ ორმაგი უარყოფა აუცილებელია: 1. როცა უარყოფითი ნაცვალსახელი ან ზმნიზედა გათიშულია ზმნისაგან; 2. როცა ნაცვალსახელი პრეპოზიციული მსაზღვრელია; 3. როცა უარყოფითი სიტყვები - ნაცვალსახელი ან ნაწილაკი -ცა  ნაწილაკიანია [11; 1, გვ. 178; 4, გვ. 124-125]. ამ ტიპის შეცდომები  მასმედიის ენაში შეისწავლა ლ. გეგუჩაძემ და ხაზი გაუსვა, რომ ჟურნალისტები რატომღაც ხშირად ანიჭებენ უპირატესობას ერთმაგ უარყოფას მაშინაც კი, როცა ორმაგია აუცილებელი [2, გვ. 32-40].

ქართული ენის ეროვნული კორპუსის მონაცემები საშუალებას გვაძლევს გავარკვიოთ ერთმაგი და ორმაგი უარყოფის გამოყენების სიხშირე და თავისებურებები თანამედროვე ქართულში. კორპუსული მეთოდოლოგიის მოშველიება სანდო სტატისტიკურ სურათს გვიჩვენებს.

ეროვნულ კორპუსში დადასტურდა ყველა უარყოფითი ნაცვალსახელიცალკეც და ნაწილაკთან ერთადაც: არაფერი, ვერაფერი, ნურაფერი; არავინ, ვერავინ, ნურავინ; არანაირი, ვერანაირი, ნურანაირი; არავითარი, ვერავითარი; არარა, ვერარა.შედარებით იშვიათად გამოიყენება ნაცვალსახელები ნურავითარი და ნურარა (ნურარა ზოგჯერ გაყოფილია ორ ნაწილად:ნურა... რა). ორმაგი უარყოფის გამოსახატავად ამ ნაცვალსახელებთან გვხვდება უარყოფითი ნაწილაკები ც-ს დამატებით ან მის გარეშე: არ(ც), აღარ(ც); ნაწილაკი ზმნასთან ერთად იშვიათად შეიძლება უსწრებდეს კიდეც ნაცვალსახელს.

ქვემოთ წარმოვადგენთ უარყოფით ნაცვალსახელთა გამოყენების სტატისტიკურ მონაცემებს (ცალკე და ნაწილაკებთან ერთად):

ნაცვალსახელები

სულ

აქედან ორმაგი

ნაცვალსახელთან გამოყენებული ნაწილაკები

ჯერ ნაწილაკი, შემდეგ ნაცვალსახელი

არაფერი

36 495

3 840

არ

არც

აღარ

აღარც

არც+

ნაცვ.

აღარც+ნაცვ.

ვერაფერი

4621

261

ვერ

ვერც

ვეღარ

ვეღარც

ვერც+

ნაცვ.

ვეღარც+ნაცვ.

ნურაფერი

27

5

ნუ

ნურც

ნუღარ

ნუღარც

ნურც+ნაცვ.

ნუღარც+ნაცვ.

არავინ

21 248

2 177

არ

არც

აღარ

აღარც

არც+ნაცვ.

აღარც+ნაცვ.

ვერავინ

6 301

611

ვერ

ვერც

ვეღარ

ვეღარც

ვერც+ნაცვ

ვეღარც+ნაცვ.

ნურავინ

383

46

ნუ

ნურც

ნუღარ

ნუღარც

ნურც+ნაცვ.

ნუღარც+ნაცვ.

არანაირი

9 661

87

არ

არც

აღარ

აღარც

არც+ნაცვ.

აღარც+ნაცვ.

ვერანაირი

655

4

ვერ

ვერც

ვეღარ

ვეღარც

ვერც+ნაცვ

ვეღარც+ნაცვ.

ნურანაირ(ი)

8

7

ნუ

0

0

0

ნუ+ნაცვ.

0

არავითარი

7 489

52

არ

არც

აღარ

აღარც

არც+ნაცვ.

აღარც+ნაცვ.

ვერავითარი

402

3

ვერ

ვერც

ვეღარ

ვეღარც

ვერც+ნაცვ.

ვეღარც+ნაცვ.

ნურავითარი

7

6

ნუ

0

0

0

ნუ+ნაცვ.

0

არარა

125

2

არ

არც

აღარ

აღარც

არც+ნაცვ.

აღარც+ნაცვ.

ვერარა

35

12

ვერ

ვერც

ვეღარ

ვეღარც

ვერც+ნაცვ

ვეღარც+ნაცვ.

ნურა... რა

3

0

0

0

0

0

0

0

მაგალითები: ჯერ არაფერი არ არის დაკარგული (id=240075781283829&cpos=28666052& corpus=grc);

ამ პროცესს ვერაფერი ვეღარ შეაჩერებს (id=240075781283829&­cpos=68224037&corpus=grc);

პირადად ჩემთან არავინ არ მოსულა (id=240075781283829&cpos=28744443&corpus=grc);

ახლა კი მათ ხელს ვერავინვეღარშეუშლის (id=240075781283829&cpos=54866641&corpus=grc);

ნურავინ ნუ იმუქრება და ნუ გვაშინებს წასვლით (id=2400757812838­29&cpos=46169246&corpus=grc);

ჭირი არანაირი არვარგა (id=240075781283829&cpos=51154703&corpus=grc);

მასზე ვერც ვერანაირი ექსპერტიზა ვერ ჩატარდება (id=­240075781283829&cpos=53608005&corpus=grc);

მათ არც არავითარი რწმენა არ გააჩნიათ (id=240075781283­829&cpos=82455112& corpus=grc);

ვერავითარი პოლიტიკური რეჟიმი ვეღარ დაგიცავს (id=240075781283829&cpos­=141352680&corpus=grc);

გულმა არარა არ გაიკარა (id=240075781283829&cpos=17564207&corpus=grc);

მაგის ნურა გეფიქრებათ-რა  (id=240080269683483&cpos=143562809­&corpus=grc).

კორპუსში გვხვდება ყველაუარყოფითი ზმნიზედაროგორც ცალკე, ისე უარყოფით ნაწილაკთან ერთად, გარდა ორისა: ნურანაირად და არაგზით: არსად, ვერსად,ნურსად, არასდროს//არასოდეს, ვერასდროს//ვერასოდეს, ნურასდროს//ნურასოდეს, არანაირად, ვერანაირად, არასგზით, ვერა(ს)გზით.ორმაგი უარყოფის გამოსახატავად ამ ზმნიზედებთან გამოყენებულია უარყოფითი ნაწილაკები ც-ს დამატებით ან მის გარეშე: არ(ც), აღარ(ც).

უარყოფით ზმნიზედათა გამოყენების სტატისტიკური მონაცემები მოცემულია სქემაში:

ზმნიზედები

სულ

აქედან ორმაგი

ზმნიზედებთან გამოყენებული ნაწილაკები

ჯერ ნაწილაკი, შემდეგ ზმნიზედა

არსად

 5095

981

არ

არც

აღარ

აღარც

არც+ზმნიზ.

აღარც+ზმნიზ.

ვერსად

1507

181

ვერ

ვერც

ვეღარ

ვეღარც

ვერც+ზმნიზ.

ვეღარც+ზმნიზ.

ნურსად

27

7

ნუ

 

ნუღა

0

ნუ+ზმნიზ.

0

არასდროს

 8718

962

არ

არც

აღარ

აღარც

არც+ზმნიზ.

აღარც+ზმნიზ.

არასოდეს

13219

1504

არ

არც

აღარ

აღარც

არც+ზმნიზ.

აღარც+ზმნიზ.

ვერასდროს

1230

173

ვერ

ვერც

ვეღარ

ვეღარც

ვერც+ზმნიზ.

ვეღარც+ზმნიზ.

ვერასოდეს

2 077

302

ვერ

ვერც

ვეღარ

ვეღარც

ვერც+ზმნიზ.

ვეღარც+ზმნიზ.

ნურასდროს

32

 8

ნუ

ნურც

ნუღარ

ნუღარც

ნურც+ზმნიზ.

ნუღარც+ზმნიზ.

ნურასოდეს

87

 19

ნუ

ნურც

ნუღარ

ნუღარც

ნურც+ზმნიზ.

ნუღარც+ზმნიზ.

არანაირად

1461

1228

არ

არც

აღარ

აღარც

არც+ზმნიზ.

აღარც+ზმნიზ.

ვერანაირად

703

567

ვერ

ვერც

ვეღარ

ვეღარც

ვერც+ზმნიზ.

ვეღარც+ზმნიზ.

ნურანაირად

 0

0

0

0

0

0

0

0

არასგზით

117

91

არ

არც

აღარ

აღარც

არც+ზმნიზ.

აღარც+ზმნიზ.

არაგზით

0

0

0

0

0

0

0

0

ვერასგზით

153

99

ვერ

ვერც

ვეღარ

ვეღარც

ვერც+ზმნიზ.

ვეღარც+ზმნიზ.

ვერაგზით

 7

3

ვერ

0

0

0

0

0

მაგალითები: არსად არ არის ნათქვამი... (id=240075781283829&cpos=49986401&corpus=grc); შენ ნურ­სად ნუ  წახვალ ხვალ (id=240075781283829&cpos=141951921&corpus=grc); იგინი არასდროს აღარშეიყრებიან ერთად (id=240075781283829&cpos=8386282&corpus=grc); ღმერთო, ნურასდროს ნუ აგვაცილებ!  (id=240075781283829&cpos=82886349&corpus=grc); ასეთი პრობლემა არანაირად არაწუხებთ (id=240075781283829&cpos=45196232&corpus=grc); რუსეთის რევოლუციის ისტორია საქართველოს გამორიცხვით არასგზით არ დაიწერება (id=240075781283829­&cpos=75971720&corpus=grc).

ქართული ენის ეროვნულ კორპუსში (GEKKO) სულ მოძიებულია უარყოფის გამომხატველი 121 859 კონტექსტი, მათგან ორმაგ უარყოფას შეიცავს 11 233 (დაახლ. 9,21%). ეს მონაცემები ადასტურებს მეცნიერთა დაკვირვებას, რომ ერთმაგი და ორმაგი უარყოფა თანამედროვე ქართულში თანაარსებობს, თუმცა ერთმაგი მაინც სჭარბობს ორმაგს. GEKKO-ს მასალის მიხედვით მხატვრულ ლიტერატურაში თითქმის არ გვხვდება ერთმაგი უარყოფა იქ, სადაც ორმაგი უარყოფაა აუცილებელი. მასმედიის ენაში ასეთი შემთხვევები აღმოჩნდა, როცა უარყოფითი ნაცვალსახელი (არანაირი, ვერანაირი, ნურანაირი, არავითარი, ვერავითარი, ნურავითარი) მსაზღვრელია. მაგ.: დეკანოსიძეს თითქმისარანაირი პრობლემა შექმნია (id=240075206005831&cpos=28557759&corpus=grc).

კორპუსის მონაცემებით დასტურდება ისიც, რომელ ნაცვალსახელთან ან ზმნიზედასთან გვხვდება უფრო ხშირად ერთმაგი უარყოფა (მაგ., „არაფერი“: 36 495 კონტექ­სტიდან მხოლოდ 3 840-ია ორმაგი) და რომელთან ენიჭება უპირატესობა ორმაგ უარყოფას  (მაგ., „არანაირად“: 1 461 მაგალითიდან ორმაგია 1 228).

სვანურისათვის ორმაგი უარყოფა სრულიად უცხოა. არ ითქმის არა მხოლოდ ისეთი ფორმები, როგორიცაა „არავინ არ მოვიდა“ (სწორია ó ანâð „არავინ მოვიდა“), არამედ ერთ კონტექსტში უარყოფითი ნაცვალსახელისა და ზმნიზედის გამოყენებაც უჩვეულოა; ასე მაგალითად, „არავინ არსად მიდის“ სვანურად იქნება óიმთ’ëსხრი(< óიმთე ესხრი), სიტყვასიტყვით: „არავინ სად  მიდის“; „არასდროს არავინ მოდიოდა“ _ დეშომა  Îó ანღéრდა, სიტყვასიტყვით: არასდროს ვინ  მოდიოდა“.

ორმაგი უარყოფა არ გამოიყენება მეგრულ-ლაზურშიც. ზმნის თავკიდურა პოზიციაში მყოფი უარყოფის ვა(რ) „არა“/„ვერ“ ნაწილაკი თავად მოიაზრება როგორც უარყოფის გამომხატველი გრამატიკული მოდელის ნაწილი, ასევე უარყოფის სემანტიკის განმსაზღვრელი. მაგალითად, მითინი ვამურსსიტყვასიტყვით გადმოიცემა როგორც ვინც იქნება რომ, არ მოდის.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

არაბული, ა., ქართული მეტყველების კულტურა.„უნივერსალი“, თბ., 2004.
გეგუჩაძე, ლ., „ერთმაგი უარყოფის მცდარ ფორმათა შესახებ თანამედროვე ქართულში“: ქართული სალიტერატურო ენის საკითხები: ისტორია და თანამედროვე მდგომარეობა. კრებული I, თბ., 2007, გვ. 32-40.
დიუმეზილი, ჟ., ლაზურიზღაპრებიდაგადმოცემები (ლაზური ტექსტის ქართული ვერსია და ლექსიკონი შეადგინა მანანა ბუკიამ). „მერიდიანი“, თბ., 2009.
ზექალაშვილი, რ., ქართული ენის მართლწერის საკითხები. „უნივერსალი“, თბ., 2004
თოფურია, ვ., შრომები, ტ. II. „ქართული ენა“, თბ., 2002.
იმნაიშვილი, დ., „უარყოფითი ნაცვალსახელები და უარყოფითი ზმნიზედები იბერიულ-კავკასიურ ენებში“: იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება, ტ. IV (რედ. ი. გიგინეიშვილი), „საქ. სსრ მეცნ. აკად. გამომცემლობა”, თბ., 1953, გვ. 53-73.
კარტოზია, გ., ლაზური ტექსტები: საქ. სსრ მეცნ.აკად. „მაცნე“ ენისა და ლიტერატურის სერია, # 4 (რედ. ალ. ბარამიძე). „მეცნიერება“, თბ., 1970, გვ. 219-232.
ლომია, მ., „უარყოფითი და დადასტურებითი ნაწილაკების ფუნქციური განაწილების პრინციპები მეგრულში“: ენათმეცნიერების საკითხები. „თსუ გამომცემლობა”, თბ., 2013, გვ. 221-231.
მარგიანი-სუბარი, ქ., უარყოფითი ფორმების წარმოება სვანურსა და აფხაზურ-ადიღეურ ენებში (სადიპლომო ნაშრომი, ხელნაწერი). თბ., 1978.
მარტიროსოვი, ა., ნაცვალსახელი ქართველურ ენებში, „საქ. სსრ მეცნ. აკად. გამომცემლობა”. თბ., 1964.
ჟურნალისტის სტილისტიკური ცნობარი. ჟურ­ნალისტთა საერთაშორისო ცენტრი. თბ., 2002.
როგავა, გ., „ზანური -ნი კავშირ-ნაწილაკის კვალი ჭანურ დიალექტში“: იბერიულკავკასიური ენათმეცნიერება“, ტ. XXVII (რედ. ქ. ლომთათიძე). „მეცნიერება“, თბ., 1988, გვ. 221-226.
სარჯველაძე, ზ., ძველი ქართული ენა, „თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის გამომცემლობა”. თბ. 1997.
სვანური ენის ქრესტომათია (ტექსტები შეკრიბეს ა. შანიძემ, მ. ქალდანმა და ზ. ჭუმბურიძემ). „თსუ გამომცემლობა”, თბ., 1978.
სვანური პროზაული ტექსტები, ტ. II, ბალსქვემოური კილო (ტექსტები შეკრიბეს ა. და­ვითიანმა, ვ. თოფურიამ და მ. ქალდანმა). „საქ. სსრ მეცნ. აკად. გამომცემლობა”, თბ. 1957.
ყიფშიძე, ი., Грамматика мингрельского (иверского) языка с хрестоматией и словарем, ТИПОГРАФIЯ ИМПЕРАТОРСКОЙ АКАДЕМIИ НАУКЪ, СПБ, 1914.
შალამბერიძე, ქართული სწორმეტყველების ზოგი­ ერთი საკითხი.„თსუ გამომცემლობა”, თბ. 1980.
შანიძე, ა., ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები, ტ. III, თხზულებანი თორმეტ ტომად. „თსუ გამომცემლობა”, თბ. 1980.
შანიძე, ა., ძველი ქართული ენის გრამატიკა. „თსუ გამომცემლობა”, თბ. 1976.
შარაძენიძე, თ., „უარყოფითი ნაწილაკები სვანურში“: იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება, ტ. I (რედ. ვ. თოფურია), „საქ. მეცნ. აკად. გამომცემლობა”, თბ. 1946, გვ. 289-328.
ჭუმბურიძე, ზ., „უარყოფითი ნაწილაკები ქართულში და მათი ხმარების სტილური თავისებურებანი“: ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში, N2, თბ. 1970, გვ. 41- 46



[1]ქართული ენის ინს­ტი­ტუტის თანამშრომელთა ხელმძღვანელობით პროექტში მო­ნა­წილეობდნენ  „ქართველური ენათმეცნიერე­ბის“ პროგრამის სხვადასხვა საფეხურის სტუდენტები: მაია მადუაშვილი, ნინო ქებურია, მაგული ღამბაშიძე, ელენე ქადაგიშვილი, თამარ ჩანქსელიანი, გიორგი ჯღარკავა.

[2]http://titus.Uni-frankfurt.de; http://www.Uni-frankfurt.de./armazi/; http://clarino.uib.no/gnc/document-ele­ment?­session კორპუსის მონაცემების წვდომის ბოლო თარიღია 20.01.2016.

[3]შდრ.: „დღას“ არსებითი სახელის მნიშვნელობით: დღას ვასერუანს ტყურაე „დღეს არ აღამებს ტყუილუბრალოდ“[8, 221-231].

[4]მეორე კომპონენტი (ჩიქ) მხოლოდ ზმნიზედების შემადენლობაში გვხვდება: ამჩიქქა ,,ამდროს“, ამჩიქდ,„ამ დრომდე“ ეჯჩიქქა„იმდროს“, ამჩიქდ „ამ დრომდეა“...