ქართველოლოგი ”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში. ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით. |
ბერტ ბეინენი
გამოხმაურება ელგუჯა ხინთიბიძის მონოგრაფიის შესახებ (“Medieval Georgian Romance The Man in a Panther-Skin and Shakespeare’s Late Plays”, ამსტერდამი, 2018)
შოთა რუსთაველი ქართველთათვის იყო ის, რაც ბიბლია და შექსპირი – ინგლისურენოვანი ერებისთვის: წყარო აფორიზმების, ანდაზების და სამაგალითო ქცევისა. ამასთან ერთად ელგუჯა ხინთიბიძე აჩვენებს რუსთველის გავლენას ინგლისურ ლიტერატურაზე. მონოგრაფიაში მკითხველი იპოვის ლიტერატურული შეხვედრების ცალკეულ შემთხვევათა გასაოცარ ანალიზს: სპარსეთის მეფის აბას პირველის სამეფო კარზე და სამშობლოს მონატრებულ ქართველ პატრიოტებსა და ბრიტანელ დიპლომატებს შორის შემთხვევითი შეხვედრის დროს ქართველთა მიერ მათთვის რუსთაველის პოემის წარდგენისა. ე. ხინთიბიძე გვთავაზობს შექსპირის, ბომონტისა და ფლეტჩერის პიესების ანალიზს, რითაც ახლებურად აშუქებს ელისაბედის ეპოქის ტრაგიკომედიებს. ძნელია, გააზვიადო პროფესორ ელგუჯა ხინთიბიძის ნაშრომის მნიშვნელობა. იგი არამხოლოდ შექსპირის პიესების სრულიად ახალ და უცნობ წყაროს გამოავლენს, არამედ მან დედოფალ ელისაბედ პირველის დროინდელი ახალი ლიტერატურული მოძრაობის – ტრაგიკომედიის საწყისებიც გამოავლინა. ფრიად რეკომენდებულია ინგლისური კულტურისა და შუასაუკუნეების მკვლევართათვის.
|
კატეგორიები ჟურნალის არქივი
|