ქართველოლოგი ”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში. ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით. |
ქართველი მეცნიერი გრიგოლ ფერაძე - ბერლინის უნივერსიტეტის სტუდენტი
გრიგოლ ფერაძე 1922 წლის 4 იანვარს ჩამოვიდა ბერლინში, თეოლოგიის შესასწავლად. გერმანიაში, ლეპსიუსის საზოგადოებაში. იგი საქართველოს ეკლესიამ გამოგზავნა თეოლოგიის სპეციალისტად მოსამზადებლად. მაშინ, ისე, როგორც ამჟამად, უნივერსიტეტში ჩარიცხვა საკმაოდ რთული იყო, მაგრამ ბოლოს, 1922 წლის 12 მაისს, ქართველი ყმაწვილი უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. ბერლინში შემორჩენილია ფერაძის ჩარიცხვის ამსახველი დოკუმენტი ლათინურ ენაზე. ბერლინის უნივერსიტეტის არქივში, სტუდენტთა ჩამონათვალში აღნიშნულ პირად ხელმოწერებს შორის, ფერაძის ხელმოწერაც არსებობს. მისი მატრიკულის ნომერია 5886/112. ფერაძე საკუთარ თავის ვინაობას აღნიშნავს, როგორც „მღვდელი ტიფლისიდან-საქართველოდან”. ფერაძე არ ყოფილა პირველი ქართველი სტუდენტი ბერლინის უნივერსიტეტში. პირველმა ქართველმა აქ სწავლა 1874 წელს დაიწყო და სასწავლებლად ქიმიის დარგი აირჩია. 1918 წლამდე კიდევ 14 სხვა სტუდენტი ჩამოვიდა და ისინი უპირატესად სწავლობდნენ მედიცინას, ფილოსოფიას, ქიმიას და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მეცნიერებებს. ამ სტუდენტებს შორის იყვნენ აგრეთვე კონსტანტინე გამსახურდია და ივანე ჯავახიშვილი. საკვანძო სიტყვები:გრიგოლ ფერაძე კატეგორია: ქართველოლოგიური ქრონიკა ავტორები: ჰენრიკ პაპროცკი ქართველოლოგია პოლონეთში (1920-2011)
წინამდებარე სტატია წარმოადგენს პოლონეთში ქართველოლოგიის განვითარების ზოგად მიმოხილვას. თუმცა, რასაკვირველია, ხსენებული საკითხის მცირეტანიან სტატიაში ამოწურვა შეუძლებელი იქნება. გამომდინარე იქიდან, რომ პოლონეთში საქართველოსთან დაკავშირებული ნაშრომების ბიბლიოგრაფიის შედგენა ჯერაც არაა დასრულებული, აქ ქართველოლოგიური მუშაობის უკეთ შესასწავლად ხანგრძლივი კლვევაა საჭირო. მიუხედავად ამისა, შევეცდები წინამდებარე სტატიაში ყურადღება უმთავრეს საკითხებზე გავამახვილო და ამგვარად აღვწერო პოლონეთში ქართველოლოგიური მუშაობის განვითარების ძირითადი ეტაპები. საკვანძო სიტყვები:ქართულ-პოლონური ურთიერთობები კატეგორია: ქართველოლოგიური ქრონიკა ავტორები: ჰენრიკ პაპროცკი ალავერდი ხანი უნდილაძის სიტყვა შაჰ–აბას პირველის სამეფო კარზე
ჟურნალი ”ქართველოლოგის” წინამდებარე ნომერში ქვეყნდება ალავერდი ხანი უნდილაძის სიტყვა სპარსეთ–ოსმალეთის ომის განახლების თაობაზე წარმოთქმული შაჰ-აბას პირველის სამეფო კარზე XVI საუკუნის დასასრულს. ეს მნიშვნელოვანი საისტორიო წყარო ქართველ აღმოსავლეთმცოდნეთა კვლევის არეალში პირველად შემოდის. იგი შემონახულია ინგლისელი დიპლომატის ანტონი შერლის სპარსეთში მისი მოგზაურობის წიგნში (Sir Antony Sherly, His Relation of His Travels into Persia, London 1613). ტექსტი ქვეყნდება ქართული თარგმანით ორიგინალთან ერთად. უკანასკნელი ათწლეულების ქართველოლოგიურ სამეცნიერო ლიტერატურაში ინტერესი ალავერდი ხანის პიროვნებისადმი თანდათან გაიზარდა. წინა საუკუნის მეორე ნახევრიდან დაწყებული ეს ინტერესი ძირითადად მისი ეროვნული კუთვნილების პრობლემისადმი იყო მიმართული, რაც საქართელოში მამა–პაპეული ოჯახის გვარის – უნდილაძის – გამოვლენით წარიმართა და თვით ყველა დაეჭვებულ წრეში მისი წარმომავლობითაც და ეროვნებითაც ქართველობის უყოყმანო აღიარებით დასრულდა. საკვანძო სიტყვები:ალავერდი ხანი, შაჰ-აბას I, ანტონი შერლი კატეგორია: ქართველოლოგიური ქრონიკა ავტორები: Unknown Author კითხვები ქართული ბიბლიის თარგმანის მომდინარეობის შესახებ
ქართული ქრისტიანული კულტურა - სამწერლობო კულტურა, სამწერლობო ენა, ცნებითი სისტემა, ლიტერატურული ფორმა და ა.შ. ბიბლიის თარგმანიდან იღებს სათავეს. ამდენად, იმის ცოდნა, თუ რა ენიდან, სად, რა წრეში და როდის ითარგმნა ბიბლია ქართულად, თავისთავად ბევრი სხვა ზოგადი და კონკრეტული საკითხის გარკვევის საშუალებას მოგვცემს რელიგიის, კულტურის, ისტორიის, ენის ისტორიისა და ფილოლოგიის სფეროში. ქართულ ბიბლიის ფილოლოგიური თვალსაზრისით კვლევაც, ცხადია, თარგმანის მომდინარეობის გარკვევით იწყება. უამისოდ აბსოლუტურად შეუძლებელია ბიბლიის ტექსტის დადგენა, ტექსტის ისტორიის კვლევა, მისი თარგმანის (//ების) ხასიათზე ლაპარაკი და ეგზეგეტიკური თუ ნებისმიერი სხვა ტიპის კომენტარი. ბიბლიის ქართული თარგმანის დედნის იდენტიფიცირება თავად ამ დედანთან დაკავშირებული პრობლემების შესასწავლადაც არის საინტერესო: საინტერესოა იმის გასარკვევად, თუ რამდენად განაპირობებდა წმინდა წერილის თარგმანის ლეგიტიმაციას მისი დედანი, რომელი ტექსტუალური ფორმა იყო დომინანტური ეკლესიაში მაშინ, როცა წმიდა წერილის ქართულად თარგმნა ხორციელდებოდა, როგორი იყო მისი ტექსტუალური თავისებურება, რა სემანტიკური ნიუანსების მატარებელი იყო იგი - მისი ლექსიკა და ფრაზეოლოგია, რამდენად გასაგები იყო მისი ახალი და უცხო ელემენტები სხვა რელიგიური შეხედულებებისა და სხვა სტრუქტურის ენის მქონე ერისთვის. კონკრეტული დედნის გარკვევის გარეშე შეუძლებელი იქნება ასევე ქართული თარგმანის გამოყენება შუა საუკუნეების თარგმანის ფენომენის, ანდა ენის ემანსიპაციასთან დაკავშირებული კვლევებისათვის.
საკვანძო სიტყვები:ბიბლია, ბიბლიის თარგმანები კატეგორია: კვლევები ავტორები: Unknown Author
სერ ანტონი შერლი - სპარსეთში მოგზაურობის აღწერა
ჟურნალ ქართველოლოგის წინამდებარე ნომერში ქვეყნდება ალავერდი ხანი უნდილაძის სიტყვა სპარსეთ–ოსმალეთის ომის განახლების თაობაზე წარმოთქმული შაჰ-აბას პირველის სამეფო კარზე XVI საუკუნის დასასრულს. ეს მნიშვნელოვანი საისტორიო წყარო ქართველ აღმოსავლეთმცოდნეთა კვლევის არეალში პირველად შემოდის. იგი შემონახულია ინგლისელი დიპლომატის ანტონი შერლის სპარსეთში მისი მოგზაურობის წიგნში (Sir Antony Sherly, His Relation of His Travels into Persia, London 1613). ტექსტი ქვეყნდება ქართული თარგმანით ორიგინალთან ერთად.
საკვანძო სიტყვები:ანტონი შერლი კატეგორია: ქართული ლიტერატურა ინგლისურ თარგმანებში ავტორები: Unknown Author |
კატეგორიები ჟურნალის არქივი
|