ქართველოლოგი ”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში. ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით. |
სერ ანტონი შერლი, სპარსეთში მოგზაურობის აღწერა, ლონდონი 1613, გვ. 86-93 მთარგმნელისაგან: ორიგინალის ტექსტი ძველი ინგლისურითაა დაწერილი, ქვემოთ წარმოდგენილ ინგლისურენოვან ვარიანტში კი სიტყვათა მართლწერა თანამედროვე ინგლისური ნორმების შესაბამისადაა შეცვლილი, თუმცა პუნქტუაცია და წინადადების წყობა უცვლელადაა გადმოტანილი. მიუხედავად იმისა, რომ თარგმანი თავისუფალია და, შესაბამისად, წინადადებათა თანმიმდევრობა ზოგან არ მიჰყვება ორიგინალისას, შევეცადეთ, რომ დედნის ტექსტში წარმოდგენილი შინაარსობრივი ინფორმაცია დედანთან ზედმიწევნით ახლოს გადმოგვეცა.
რაც შეეხება [შერლის] წინადადებას: მიუხედავად იმისა, რომ ვეზირებს გონიერ და ბრძენ პირებად მივიჩნევ, მაკვირვებს ამ საკითხისადმი მათი უარყოფითი დამოკიდებულება. როგორც წესი, ხალხის გარკვეულ წრეს ძალუძს ინდივიდის შეცდომაში შეყვანა და მისთვის განზრახულსა თუ ნაფიქრალზე ხელის აღებინება. როგორც ჩანს, ამჟამადაც სწორედ ასე მოხდა: მისმა უდიდებულესობამ დიდებულთა აზრი გაითვალისწინა და სწორედ ამიტომ გაიგო არასწორად [შერლის მიერ] წამოყენებული წინადადების უმთავრესი მიზანი. კაცს იმის გაკეთება არ უნდა მოსთხოვო, რაც მის ძალ-ღონეს აღემატება. [სერ შერლის აზრით], ჩვენს ქვეყანას ესოდენ საპატიო მისიის შესრულება დიდძალ სიმდიდრეს მოუხვეჭს და სახელსაც გაუთქვამს. ამასთან, იგი დარწმუნებულია, რომ ისეთ ბრძენსა და გონიერ შაჰს, როგორიც ჩვენ გვყავს, ამ რთულ საქმესთან შეჭიდება არ გაუჭირდება. ამისთვის მას დიდძალი განძი, იარაღი და ჯარი დასჭირდება, მაგრამ მათ მოძიებას იოლად შეძლებს. დრო გადაწყვეტილების მიღებაზე კი არ უნდა დავხარჯოთ, არამედ დასახული ამოცანის სისრულეში მოყვანას უნდა მოვახმაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში საჭირო ზომების დროულად მიღებას ვერ შევძლებთ. მთავარი ახლა ფული კი არაა, არამედ ის, რომ შაჰმა თურქების ამჟამინდელი დაბნეულობითა და დაქსაქსვით ისარგებლოს, მის ხელთ არსებული ძალები გააერთიანოს: მოუხმოს როგორც თავის თიმარებში*, ასევე მის მიერ დაქირავებულ საზღვრებთან განლაგებულ ჯარებს და თურქთა დასალაშქრად მოემზადოს (თუნდაც ამისთვის რაიმე კონკრეტული საბაბი არ ჰქონდეს). მართალია, ამის ალბათობა მცირეა, მაგრამ დავუშვათ, რომ შაჰი უნგრების არახელსაყრელ პირობებს დასთანხმდეს და მათთან მშვიდობის დამყარება გადაწყვიტოს. აღნიშნული საკითხის განხილვას, ზავის დადებას, ჯარების გაწვევასა და ა. შ. ძალზედ დიდი დრო დასჭირდება. სავარაუდოდ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კიდევ რაიმე ახალი დაბრკოლება იჩენს თავს და დაზავებას ხელს შეუშლის. მაგრამ, ასეც რომ არ იყოს, მაინც აჯობებს, შაჰი დროებით ზავს დასთანხმდეს, ვიდრე მომავალში იძულებული გახდეს, უარეს დათმობებზე წავიდეს: არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენი უმთავრესი მოკავშირენი უნგრელებს ემხრობიან. გარდა ამისა, არც ისაა გამორიცხული, რომ უნგრეთმა თავისი საზღვრები კონსტანტინოპოლამდე განავრცოს. თურქებთან ბევრი რამ გვაქვს საერთო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი რელიგიები მცირედ განსხვავდება ერთმანეთისაგან. შესაბამისად, შეუძლებელია, ომმა სამუდამო მტრებად გადაგვკიდოს და ერთურთის მიწისაგან აღგვა გვასურვებინოს. არაერთი გარემოება შეგვიწყობს ხელს მომავალში მათთან ურთიერთობის აღდგენაში. კარგად ვიცი, რომ თავრიზი, და ვანი ძლიერი ქალაქებია. მაგრამ ძალისა და ნებისყოფის მობილიზების საშუალებით ნებისმიერი ადგილის აღებაა შესაძლებელი. თანაც, არა მგონია, გაჭირვების ჟამს ჩვენს მოწინააღმდეგეს ვინმე ამოუდგეს მხარში. თათრები, როგორც მოგეხსენებათ, დიდი ხანი არაა, რაც დამარცხდნენ და პირველივე შესაძლებლობისთანავე აჯანყდებიან. ჩვენც შემთხვევით უნდა ვისარგებლოთ და დაუყოვნებლივ ვიმოქმედოთ. უკმაყოფილება მხოლოდ მაშინ შეიძლება გადაიზარდოს სერიოზულ საფრთხეში, როდესაც მას წინ უძღვის ამაო და ხანგრძლივი ბრძოლა გათავისუფლებისათვის. მის უდიდებულესობას შეუძლია ოცდაათიათასი ჯან-ღონით აღსავსე თათარი გაიწვიოს ომში, შედეგად კი არა მარტო პროვინციაში დაისადგურებს სიმშვიდე, არამედ ჩვენი ჯარიც განახლდება და შეივსება. თათრები, რომელთაც ეცოდინებათ, რომ მათი ცოლ-შვილისა თუ მშობლების ბედი შაჰის ხელთაა, იძულებულნი გახდებიან, რომ ერთგულად ემსახურონ მას. არაა გასაკვირი, რომ ჩვენს ხელმწიფეს აქამდე არ უფიქრია თურქებთან ომის დაწყება და საკუთარი სამეფოსა და ხალხის საფრთხეში ჩაგდება. თუმცა, ცხადია, რომ იგი ამ სარისკო წამოწყებით არა მარტო ამჟამად არსებული უსამართლობისა და ბოროტების აღმოფხვრას შეუწყობს ხელს, არამედ მომავალში მოსალოდნელ სირთულეთაც აიცილებს თავიდან. როგორც წესი, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი წინასწარ განჭვრეტს ხვალინდელ დღეს და საჭირო ზომებს დროულად მიიღებს, მისი ქმედება სასიკეთო ნაყოფს გამოიღებს. ხოლო თუ იგი მანამ არ გაანძრევს ხელს, სანამ სავალალო შედეგების წინაშე არ აღმოჩნდება, ვეღარაფერი უშველის. ექიმების თქმისა არ იყოს: საწყის ეტაპზე ციებ-ცხელების განკურნება ადვილია, შემჩნევა კი - რთული. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ავადმყოფმა დროულად არ მიაკითხა მკურნალს, მდგომარეობა რადიკალურად იცვლება: ავადმყოფობა სულ უფრო და უფრო აშკარა ხდება, მისი განკურნება კი - შეუძლებელი. სახელმწიფოს შემთხვევაშიც ხშირად სწორედ ასეა საქმე: თუ კაცი წინასწარ განჭვრეტს მოსალოდნელ პრობლემებს, მათი თავიდან აცილება არ გაუჭირდება; ხოლო სირთულეთა უგულებელყოფის შემთხვევაში კი მათ აღმოფხვრას ვერასდროს შეძლებს. ყოველივე ზემოთქმულს შემდეგ დასკვნამდე მივყავართ: მიუხედავად იმისა, რომ თურქებთან შეტაკება მის უდიდებულესობას არაერთ უსიამოვნებას მიაყენებს, მან უკან არ უნდა დაიხიოს და ბრძოლაზე უარი არამც და არამც არ უნდა თქვას. წინააღმდეგ შემთხვევაში იმის ნაცვლად, რომ მოწინააღმდეგე ჩამოიშოროს, მას წინსვლის საშუალებას მისცემს. მოგეხსენებათ, ომის თავიდან აცილება შეუძლებელია - ოდენ მისი გადადებაა შესაძლებელი. ეს კი ისევ და ისევ ჩვენი მტრის წისქვილზე დაასხამს წყალს. არ დავეთანხმები იმ ბრძენთ, რომლებიც მუდამ იმას გვირჩევენ, რომ არ ავჩქარდეთ. პირიქით, გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ ნებისმიერმა დიდებულმა თუ უბრალო მოკვდავმა თავისი გონებისა და ღირსებების სრული რეალიზება დროულად უნდა მოახდინოს, ვინაიდან დრო სწრაფად გარბის და ხშირად სიკეთეს ბოროტებით ცვლის და ბოროტებას - სიკეთით. როგორც წესი, ხელმწიფეთა რეპუტაციას მათი სამართლიანი ქმედება განსაზღვრავს. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შაჰის სახელს ამ ქრისტიანის თავის სამსახურში ჩაყენება ოდნავადაც კი არ მიაყენებს ჩრდილს. პირიქით, ამ ეტაპზე უგნრეთთან და ესპანეთთან კავშირი მას სასიკეთოდ წაადგება. მიუხედავად იმისა, რომ თურქებთან მრავალი საერთო გვაქვს, ამჟამად ის უფრო მართებული და იოლი იქნება, რომ შაჰმა ესპანეთი და უნგრეთი მასთან კავშირის აუცილებლობაში დაარწმუნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მაშინ, როდესაც თავად აღმოვჩნდებით სირთულეთა წინაშე და დახმარება დაგვჭირდება, შესაძლოა ამ ქვეყნების მმართველებმა ჩვენი საუბარი ყურად აღარც კი იღონ. მიუხედავად თქვენ მიერ გამოტანილი დასკვნისა, გთხოვთ, კიდევ ერთხელ აწონ-დაწონოთ ყოველივე. ხელმწიფე თურქებთან ომის დაწყების შემთხვევაში დიდძალ იარაღსა და ხაზინას კი არ დაკარგავს, არამედ, პირიქით, სიმდიდრეს მოიხვეჭს და ჯარის შენახვა აღარ გაუჭირდება. ხოლო მაშინ, თუ ომზე უარს იტყვის, თავისი მეომრების განლაგება ისეთ შორეულსა და უნაყოფო მიწებზე მოუწევს, როგორებიც ლორე და ორმუზია. იქ კი ჯარისკაცთა გამოკვება ბევრად უფრო ძვირი დაჯდება, ვიდრე იარაღის შესყიდვა და ბრძოლასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა ხარჯი. გარდა ამისა, საფრთხეს არც ესპანეთის მეფე შეგვიქმნის, რომელიც პრიორიტეტს თავისი ტერიტორიების განვრცობას კი არ ანიჭებს, არამედ მათ დაცვას. როგორც წესი, იგი ცდილობს შექმნას იმის ილუზია, რომ ქვეყნის საზღვრების გაფართოებას აპირებს. სინამდვილეში კი ამისათვის არც საკმარისი რაოდენობის მეომრები ჰყავს და არც – ცხენები. ერთადერთი, რისი იმედიც აქვს, თავისი კარაპებია, რომლებითაც ფორტებს ამაგრებს. ესპანეთის მეფესთან ბრძოლა ჩვენს ხელმწიფეს დიდძალი სიმდიდრისა და ჯარისკაცების დაკარგვის ფასად დაუჯდება, რაც, რასაკვირველია, თურქებს მეტად აამებს და მათ კიდევ უფრო გააძლიერებს. საქმე ისაა, რომ ჩვენი მოწინააღმდეგენი ზღვასთან არიან გამაგრებულები, სადაც ჩვენ საფორტო ნაგებობანი არ გაგვაჩნია. აქედან გამომდინარე, შაჰს დიდი სიფრთხილე მართებს გადაწყვეტილებების მიღებისას. მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანას მეტად არახელსაყრელი გეოგრაფიული მდგომარეობა უკავია: თურქების იმპერიასა და ესპანეთის სამეფოს შორის მდებარეობს. როგორც წესი, თურქები მუდამ სარგებლობდნენ ჩვენსა და ესპანელებს შორის არსებული უთანხმოებით და ჩვენ მიერ დაკარგულ ტერიტორიებს თავად იერთებდნენ. წინაპრების მაგალითმა არაერთხელ დაგვარწმუნა, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საფუძველს ესპანეთთან კავშირი და საერთო მტრის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა წარმოადგენს. უფლისა და დიდი შაჰის წყალობით არ უნდა გაგვიჭირდეს ჩვენი ქვეყნის საზღვრების განვრცობა. ამისათვის აუცილებელია, მისმა უდიდებულესობამ თურქების მიერ მიტაცებული პროვინციები დაიბრუნოს (რაშიც მას ვერაფერი დაეხმარება ისე, როგორც ქრისტიან მეფეებთან, განსაკუთრებით კი ესპანეთის ხელმწიფესთან კავშირი და მისი საზღვაო ფლოტით სარგებლობა). სწორედ ამიტომ ვერ გამიგია, რატომ ცდილობთ შაჰის დარწმუნებას იმაში, რომ მას ებრძოლოს, ვისთან თანამშრომლობაც სიკეთის მეტს არაფერს მოუტანს. გარდა ამისა, ესპანეთის მტრად მოკიდებით დანარჩენ ქრისტიან მონარქებსაც განვარისხებთ. შედეგად თურქებს თავადვე შევუწყობთ ხელს გაძლიერებაში. ისინი კი, რასაკვირველია, პირველივე ხელსაყრელი შემთხვევით ისარგებლებენ და ჩვენ წინააღმდეგ იმოქმედებენ. თურქნი სწორედ იმიტომ ცდილობენ ჩვენთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას, რომ დრო მოიგონ, ძალების მობილიზება მოახდინონ, საჭირო აღჭურვილობა მოიმარაგონ და ჩვეულებისამებრ აგვიჯანყდნენ (ისე, როგორც, მაგალითად, მისი უდიდებულესობის მოხარკე არმესელი დიდებული მუმბარაგი და არაერთი მისთანანი, რომლებიც არც თავიანთი მდგომარეობით გამოირჩევიან და არც - ქმედებით). მართალია, ვეზირები თურქებთან ომის წინააღმდეგნი არიან, მაგრამ, აშკარაა, რომ შეტაკების შემთხვევაში გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება. ამაში კი, უპირველეს ყოვლისა, თურქთა სულთანის ამჟამინდელი არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობა დაგვეხმარება. სრული ჭეშმარიტებაა, რომ ნებისმიერი მეფეთა მრჩეველნი ხშირად თავიანთი ხელმწიფის დადებით თუ უარყოფით მხარეებთან ასოცირდებიან. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ სხვა პიროვნებას, თუნდაც იგი განსაკუთრებული ღირსებით გამოირჩეოდეს, ისინი ეჭვის თვალით უყურებენ და მოქმედების დროსა და საშუალებას უზღუდავენ. ასე ისინი იმიტომ იქცევიან, რომ თავიანთზე ნიჭიერ და ღირსეულ პირთა კონკურენცია აშინებთ. ჩემს ნათქვამში დასარწმუნებლად აღარ მოვიყვან იმ უამრავ მაგალითს, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანდა და არც მათი სახელების ჩამოთვლას მოვყვები, ვინც, ზემოხსენებული მიზეზის გამო, საწყალობლად დაასრულა საკუთარი სიცოცხლე. ერთადერთი სურვილი მაქვს: მის უდიდებულესობას ვთხოვო, მკაცრად ნუ განსჯის ამ ქრისტიანს, რომელმაც ესოდენი გაბედულება მხოლოდ იმისთვის გამოიჩინა, რომ შაჰისათვის თავისი ერთგულება დაემტკიცებინა. შირლიმ ოდენ თავისი მოსაზრებანი გაგვიზიარა, ვინაიდან ფიქრობდა, რომ მისი გეგმის სისრულეში მოყვანა კიდევ უფრო გაუთქვამდა სახელს შაჰს, მის სამეფოსა და ქვეშევრდომებს; და მათთვის უსაფრთხო და უზრუნველყოფილი მომავლის გარანტი გახდებოდა. შერლის არ უსაუბრია თურქთაგან მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, რომელზედაც ზემოთ მოგახსენებდით, ვინაიდან ეს ისედაც აშკარაა. შაჰმა მადლობა გადაუხადა ალავერდი ხანს და უბრძანა ბოსტან აღას თავისი აზრი გამოთქვა. მან ჯერ ყველას მადლობა მოახსენა გულახდილობისათვის, შეაქო ისინი (ვინაიდან მას საჯარო კრიტიკა არ სჩვევია: ოდენ თავად უწყის, რას ფიქრობს სინამდვილეში), შემდეგ კი ისაუბრა როგორც თურქებთან ომის, ასევე ჩემ [სერ ანტონი შერლის] შესახებ... Anthony Shirley. His Relation of His Travels into Persia, London 1613, pp. 86-93 From the translator: The text of the original is written in Early Modern English. The spelling in the given extract is rendered according to modern English usage; the punctuation and sentence order are left unaltered. Although the translation is free and the sequence of sentences occasionally fails to follow that of the original, I have tried to keep as close to the content of the original as possible. Oliver di-Can answered, that there was difference between a proposition which was only moved to be counselled off, and a persuasion. That he thought I counselled nothing, (much less persuaded) but only propounded that to the king, which if it were not then fit to be executed, for reasons that I knew not in the present condition of the kings affairs; yet I deserved not so bitter a censure: Since Princes ought to hear all, and elect the best; and for that elections sake to animate all to speak freely. And because it has pleased his majesty to give you, and me, and all of us, leave to speak, as it is all our duties to say what we think. So our places are of such a condition, that our powers are nothing in resolving: but only in discoursing before his Majesty, those things which in the truth of our consciences, we think meets for his service. And if convenient and necessary things be propounded, by a Christian, by a Jew, or by the worst man living: not only in religion, but the very disposition of his life, I see no cause why you, nor I, nor any should reject that which is good for the ill’s sake; since Princes must, and ought, make their benefit of al men: not regarding what they are, but how they may serve them. This Christian has come from far, and through great dangers (he says) through his affection, growing from the excelling fame of his Majesty; and should not I think, that his glory is worthy to be carried as far as tongues of men go? And shall not I think, also, that a Merchant speaking of his virtues, is not enabled beyond his spirit, raised by such a subject, to show it like itself, not like his own Merchandize? And why should I judge him sent by any, when he has not assumed to himself the honour, dignity, nor privileges of an Ambassador in a strange country, where no men would neglect anything which might advance his to misconceive of the main purpose generally of the proposition. For no mans intention is to be judged to stretch beyond possibility: So that whatsoever was propounded to his Majesty as necessary, honourable, and profitable for him, and his state, included withal that well-understanding intention, that it would please his Majesty to provide, in the firmness of himself to the king, to serve him without limitation of time, but as long as it shall please his Majesty to serve himself of him, he shows plainly, that he has included his hope of fortune, and benefit by this, or any other action, within the compass only of his Majesty’s gracious benignity. And serving his Majesty in this, or any other employment, which his Majesty will vouchsafe to make use of him, If he do it as a stranger, he has no hope, but in the merit of his own virtue, which must be discerned and rewarded by his Majesty; if he serve as a Prince of his Majesty (as now by his great magnificence he bears the title and place; the same virtue must ever confirm and advance his favour, and the same king must judge and reward it. And this I have said in a double duty; first, to maintain the act of his Majesty’s great judgment, which cannot mistake itself in the distribution worthily of his favours; then in that of hospitality, to answer justly for a Gentlemen, come to our home, where we are all bound to defend him from wrong: especially bearing about him so great a privilege as a true affection to our king). But now to speak of the proposition, the Viziers objections against it: as I do think them worthy of so wise a man; yet because particular factions do sometimes blind men, both in counselling, and deliberating: So questionless his great judgment has been much clouded with some of those; which have made him err directly in the judgement of some things; and to misconceive of the main purpose generally of the proposition. For no mans intention is to be judged to stretch beyond possibility: So that whatsoever was propounded to his Majesty as necessary, honourable, and profitable for him, and his state, included withal that well-understanding intention, that it would please his Majesty to provide, in the firmness of his wisdom and counsel, condignly for it: if he want treasure, to gather it; if he want munitions and Artillery, to make quantity of both: which must indeed require a time for the act; not to resolution upon the act. Without which his Majesty (as he shall have no great cause himself) and his ministers will be less diligent in the expedition of all such provisions; of which (to say the truth) that huge masse of money is of the least importance; his Majesty being able to make in the time of this Turks distraction (and if his whole power were also united) a sufficient Army of his Timarri, and such as he already pays, upon the Frontier, to proceed with any great design against him. For admit he should (upon the moving of the Kings Armies) come to any foul conditions of peace in Hungary, as it is unlike that he will; yet there must be so much time between the proposition and concluding of the peace, and removing of his Army thence, and transporting it hither, that any great thing will be first effected, before any obstacle will appear against it. But in reason, he should rather endure any unreasonable loss this way, then the least there: For (besides that his principal parts are altogether disposed on that side; in so much that the danger of Hungary does extend itself to Constantinople). We are even of the self same, or little different religion, so that the wars cannot proceed with a mortal hatred and desire of extirpation, which bears with it so much the less danger: and as it is the more facile to be satisfied, so easier and less perilous conditions will ever end it. That Tavris, Tiflis, Vannes, are strong places, I do not deny it, but to misconceive of the main purpose generally of the proposition. For no mans intention is to be judged to stretch beyond possibility: So that whatsoever was propounded to his Majesty as necessary, honourable, and profitable for him, and his state, included withal that well-understanding intention, that it would please his Majesty to provide, in the firmness of himself to the king, to serve him without limitation of time, but as long as it shall please his Majesty to serve himself of him, he shows plainly, that he has included his hope of fortune, and benefit by this, or any other action, within the compass only of his Majesty’s gracious benignity. And serving his Majesty in this, or any other employment, which his Majesty will vouchsafe to make use of him, If he do it as a stranger, he has no hope, but in the merit of his own virtue, which must be discerned and rewarded by his Majesty; if he serve as a Prince of his Majesty (as now by his great magnificence he bears the title and place; the same virtue must ever confirm and advance his favour, and the same king must judge and reward it. And this I have said in a double duty; first, to maintain the act of his Majesty’s great judgment, which cannot mistake itself in the distribution worthily of his favours; then in that of hospitality, to answer justly for a Gentlemen, come to our home, where we are all bound to defend him from wrong: especially bearing about him so great a privilege as a true affection to our king). But now to speak of the proposition, the Viziers objections against it: as I do think them worthy of so wise a man; yet because particular factions do sometimes blind men, both in counselling, and deliberating: So questionless his great judgment has been much clouded with some of those; which have made him err directly in the judgement of some things; and to misconceive of the main purpose generally of the proposition. For no mans intention is to be judged to stretch beyond possibility: So that whatsoever waspropounded to his with all I know that the strength of no place can maintain itself against the power and fury, and the ordinary miseries brought by the wars, without a certain succour; which I cannot see how they can be confident of. The Tartars you say are newly conquered, and will rebel with such a great opportunity; Surely I take that opportunity the only direct means to answer them, nothing breeding discontentment to a dangerous breaking forth, so much is idleness, and the continual sight of that which they take to their oppression. Therefore his Majesty having an Army of thirty thousand men there, and from thence drawing forth thirty thousand Tartars of the best able for the wars, the Province must be most assured; the means and chief actors of innovation being in his Majesty’s Army; and their wives, children, and parents, in pawn with their country for their true serving his Majesty in his wars; which he did think so necessary for the King to undertake, that he made no difference between putting his state in extreme peril, and the not undertaking of them; counselling his Majesty to do in that point, as all wise Princes use to do not only to have regard to the present evils but to the future, and to repair them with all industrious providence: because that by seeing them, and preventing them as far off, the remedy might be applied with great facility and good effect; But by expecting them until they bear down all by their great weight with them, their cure will be taken and used out of time, the sickness being grown to incurable terms:as the Physicians say of the Hectic fever, which in his first entrance into the body is easy to be cured and hard to be known, but through the continuance of time with the rancour of the disease by not having known it, and applied remedy in the beginning, it changes the first order, and grows itself facile to be known and impossible to be remedied: so does it occur in matters of state; forseeing with wise providence, the evils which rise toward it, there is no difficulty in avoiding them; but when from either neglect or ignorance of preventing them, they palisade themselves to every man’s understanding, there is no more remedy familiar with our reason securely available against them. Which makes me be bold to say, that since the inconveniences which his Majesty must suffer by the Turk are so apparent, he must resolve and strengthen his mind and means to remove them, and not to give them greater power to follow him by avoiding a war. Since you may know that the war cannot be absolutely taken away, but deferred only with the enemies’ advantage. Neither will I ever be advised by that which is always in the mouth of the wise men of these days, which is to enjoy the benefit of time: but will say and ever think, that Every Prince, and every man should make use of his own virtue and wisdom, seeing time driving every thing before it does ordinarily produce as often good as ill, and ill as good. And why it should at any time diminish, the reputation of his Majesties greatness to invite the Princes Christian to so honourable and great an action, I cannot discern, when it is one of the greatest foundations of a Princes reputation to raise himself to the greatest enterprises, in which his judgement may not be mistaken in the possibility of effecting them. And since it is necessary for his Majesty to combine himself with them for his own strength and reputation, if either he attempt the Turk, or be attempted by him, why should it not be more honourable and more facile for him, for the accomplishment of his ends, to speak unto them in their necessity (if there be any of either part) and so to link himself the stronger with them by such a bond; then in his own necessity, in which condition there is a great question whether he shall be heard. Lastly, how strange a conclusion you have made, I will desire you to behold with better consideration. You will not have the King to make war with the Turk, to avoid expense of money and munition, where the best parts and most plentiful of both countries are confining, which would give abundance, and cheaper living to an Army, but you will have him go to Larre, to Ormus, sterile countries far removed, where the charges only of supplying victuals to an Army, would be of more cost than all other munition and expense of the Army besides. And besides; there is no danger of the King of Spain, who has ever, held a fashion of maintaining himself rather than increasing. Besides, the nature of his force is of a contrary quality to give us fear of his too great enlargement, having neither abundance of horse nor men, but only gallies, which assure his forts, with which also he is sufficiently contented. And how wearying out a war to his Majesty’s treasure, and men, that must be where he must fight but at the enemy’s pleasure and advantage, the strength of his enemy standing upon the Sea, in which the King has no fort of show of power, he submitted to his Majesty’s wisest consideration: besides the infinite danger by the nature of lying of the state of the Turks and the King of Spains, and the essential of their potencies were of such a condition, that whatsoever was diminished from his Majesty, or the King of Spains, was an absolute addition to the Turk; who by that advantage of the weakening each others forces, should have a more facile entry upon any one or both of them. And that it was well proved by his Majesty’s predecessors, that there was not a more main upholder of the beginning, and foundation of their state nor manner of preserving it (which was all they could do) than that league which united both their forces ever against the common enemy. And now that God and the great virtue of his Majesty had so augmented the limits of his dominion, that he had power joined with true justice and necessity, to recover those usurped Provinces which the Turk held from him (in which action nothing could more secure him, than first, and assured relative friendship between the Princes Christian and him generally, and particularly the forces of the King of Spain by Sea in those parts) it should be a strange Counsel to persuade his Majesty to make war with him whom he had ever profited by, and to offend all in offending him and voluntarily to enable the Turk in whatsoever he would undertake against him:which must needs be by all reason and judgement his enemy. Which made him beseech his Majesty to continue that so commodious friendship unto him, and to strengthen himself with new, to fomentate those rebellions, which were no rumours, (one of those that were in Armes, being Moombarague a Prince tributary to his Majesty; the others; though no men of great quality, yet of great happiness in their proceedings) and to provide for all things necessary for so great an enterprise: for which, though the Vizier were otherwise persuaded, nothing did more facilitate the judgement of his good success, than the Prince of the Turks own incapacity; Nothing having ever been proved more certain, than that the Ministers of any Prince do ever symbolize with their Masters virtues or vices, and that men of extraordinary virtue with them, have ever little power, or little time, suspicion being the best preserver of their defects, which ever aims at those who have more virtue than themselves, as fearing them most. A discourse proved true by the miserable end of all those named, and by many examples which he would leave unrehearsed, as things that never bear more credit than the faith of the hearer gave them. And so left off, humbly beseeching his Majesty to pardon his boldness and freeness which were ever the birth of true zealous devotion: he had only expressed what he thought, his Majesty might please to resolve of that he though honourable, secure, and profitable for his state and person. The causes of his danger from the Turk he spoke not of, first touched by me, and apparent to all. Thanking then commanded Bastan-Aga to speak freely also what he though, who after a reverence unto him, having repeated the arguments past, commended them all (as it is his fashion apparently to offend nobody: but what he does in that qualities is secretly (and then as though he meant no such matter, dividing what he would speak into two points, the war, and my person, he proceeded thus.
|
კატეგორიები ჟურნალის არქივი
|