ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





მოთხრობა თფილისის შესახებ, სხვა კვლავ მისთაგანი

კატაკლიზმებით აღსავსე წელს, სამი გრძელი წელიწადის დასასრულს,
როდესაც იმატა ყოველგვარმა უკანონობამ; 
კალიები, კუტკალიები, შიმშილი და სიკვდილიანობა,
მოოხრება, ჯანყი და ამბოხი გაბატონდა მთელს ტერიტორიაზე,
ავისმომასწავებელი ხმა გავარდა და გავრცელდა თფილის-ქალაქზე.
ქრისტიანობის ჩასახვიდან არ ერი და ხალხი,
მათზე რომ ასე გაემარჯვა ბოროტებას.

...


საკვანძო სიტყვები:სიურიული ჰიმნი თბილისზე კატეგორია: ქართული ლიტერატურა ინგლისურ თარგმანებში ავტორები: Unknown Author