ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





მოდერნიზმი საქართველოში - სისტემური გააზრებისათვის

 

მოდერნისტული მოდელით სამყაროს აღქმისა და მისი მეთოდოლოგიის ქართულ შემოქმედებით სივრცესთან ინტერგრირების საკითხი პერიოდულად დგებოდა ჩვენი ლიტერატურათმცოდნეობითი ცხოვრების დღის წესრიგში, ოღონდ სხვადასხვა ეტაპზე გარკვეული გაშუალებული დამოკიდებულება იკვეთებოდა, რაც ორპოზიციურობით (ორმაგი სტანდარტით): პრობლემის პოზიტიურ-ნეგატიური აღქმით ხასიათდებოდა. პოზიტიურ ტენდენციაში მოვიაზრებთ თავად ფაქტს, აღიარებდნენ, რომ XX ს-ის ქართულ კულტურაში ავანგარდიზმი იყო სახეზე და განიხილავდნენ მას, როგორც მზა მოდელს, „ჩადგმულს“ ქართულ სიტყვაკაზმულ სივრცეში. ნეგატიური რაკურსი საკითხის ხედვისა იყო უფრო მჭახე და რადიკალური, რომლის მიხედვითაც, ავანგარდიზმი საქართველოში მოიაზრებოდა, როგორც ხელოვნური მოტრიალება მანერულობის და ორიგინალურობის სადემონსტრაციოდ.

ამგვარ დამოკიდებულებებთან, ასევე კულტუროლოგიურ თუ მეთოდოლოგიურ გაურკვევლობასთან არის დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი, რომელიც ქართული მოდერნისტული სკოლების კლასიფიკაციის და სისტემურობის საკითხს უკავშირდება.

სხვადასხვა ქვეყანაში მოდერნიზმს განსხვავებული შემოქმედებითი იმიჯი გააჩნდა, თუმცა ავანგარდისტული მიმართულებების რიგითობის მეთოდოლოგიური სქემა ყველა კულტუროლოგიურ ქრესტომათიაში ასეთი თანამიმდევრობით არის მიღებული: იმპრესიონიზმი, ექსპრესიონიზმი, ფუტურიზმი, დადაიზმი, კუბიზმი, სიურეალიზმი (წარმოდგენილია ძირითადი მიმართულებები).

ეს ისტორია განსხვავებული აღმოჩნდა საქართველოსთვის, აღნიშნული მეთოდოლოგიური სქემა ქართულ შემოქმედებით რეალობაში მოშლილია და ის დაახლოებით ასე გამოიყურება:
1. სიმბოლიზმი; 1913-1928 წლები.
2. დადაისტური ტენდენციები XX ს-ის 20-იანი წლები.
3. ფუტურიზმი, XX ს-ის 20-იანი წლები.
4. იმპრესიონიზმი და ექსპრესიონიზმი, XX ს-ის 20-იანი წლები.

საქართველოში მოდერნიზმის თეორიულმა ანალიტიკამ ცალსახად წარმოაჩინა, რომ ის შეიძლება აღვიქვათ, როგორც მხატვრულ - შემოქმედებითი მეთოდი, ანუ მეთოდის ლიტერატურა, რომელსაც ევროპული ანალოგებისაგან, განსხვავებით პოლიტიზირებული ხასიათი არასოდეს მიუღია, არც საზოგადოებრივ-ყოფითი ფასეულობების შეცვლის პრეტენზია ჰქონია.


საკვანძო სიტყვები:მოდერნიზმი, მეთოდი, ავანგარდიზმი, ისტორია, ევროპა, ქართული ლიტერატურა. კატეგორია: კვლევები ავტორები: ხატია მიქაბერიძე
ქიოსური ამფორები კოლხეთში

 

სტატიაში მოცემულია კოლხეთში მდებარე ძეგლებზე ძვ.წ. VII-II სს-ში დაფიქსირებული ქიოსური იმპორტული ამფორების სტატისტიკური ანალიზი. აღნიშნულ პერიოდში კოლხეთის ტერიტორიაზე ქიოსური ამფორებით შემოჰქონდათ უპირატესად მაღალი ხარისხის ღვინო; გარდა ქიოსურისა აქვეა სხვა ბერძნული სავაჭრო ცენტრების ამფორებიც (ლესბოსური, სამოსური, თასოსური, როდოსული და სხვ.), რომელთა ფონზე უფრო აშკარაა ქიოსის როლი აღმოსავლეთ შავიზღვისპირა ცენტრებთან ვაჭრობაში. წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ არქაულ ხანაში (ძვ.წ. VII ს-ის დასასრული - ძვ.წ. VI ს.) ქიოსური იმპორტი რაოდენობით პირველ ადგილზე დგას და მეტ-ნაკლები ინტენსივობით მთელი ანტიკური ხანის მანძილზე გვხვდება, რაც ანტიკური ხანის სავაჭრო ურთიერთობებში მის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.


საკვანძო სიტყვები:ამფორა, დამღა, ბერძნული კოლონიზაცია, ქიოსი, კოლხეთი. კატეგორია: კვლევები ავტორები: ხატია მიქაბერიძე
წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის კავკასიოლოგთა მე-12 საერთაშორისო კონფერენცია

 

2014 წლის 4-6 დეკემბერს ვარშავის უნივერსიტეტში ჩატარდა წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის მე-12 საერთაშორისო კავაკსიოლოგთა კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა დიდი ქართველი პოეტის - შოთა რუსთაველის შემოქმედების 825 წლისთავს. ამ ტიპის საერთაშორისო კონფერენცია ვარშავაში ორ წელიწადში ერთხელ იმართება ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორის, დავით ყოლბაიას ხელმძღვანელობით. 


საკვანძო სიტყვები:ვარშავა, კავკასიოლოგთა საერთაშორისო კონფერენცია კატეგორია: ქართველოლოგიური ქრონიკა ავტორები: ხატია მიქაბერიძე
ორი ქართველოლოგიური სექცია მედიევისტთა მსოფლიო კონგრესზე

 

2015 წლის 5-9 ივლისს ლიდსში, დიდ ბრიტანეთში ჩატარდა მედიევისტთა მსოფლიო კონგრესი. ლიდსის საერთაშორისო კონგრესები მედიევისტიკაში ტრადიციულად ყველაზე მასშტაბურია ევროპაში. მიმდინარე წელს  ამ კონგრესზე  თავი მოიყარა მსოფლიოს სხვადასხვა სასწავლო თუ კვლევითი დაწესებულებიდან შუა საუკუნეების კულტურის  დაახლოებით 2500-მდე მკვლევარმა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მსოფლიო კონგრესზე იმუშავა საკუთრივ ქართველოლოგიურმა ორმა  სექციამ. ქართველოლოგიური სექციების მუშაობას უცხოელი კოლეგების ინიციატივით ორგანიზება გაუკეთა პროფესორმა ელგუჯა ხინთიბიძემ. კონგრესზე სექციის დაშვების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა მდგომარეობდა იმაში, რომ სექციის მონაწილეები უნდა ყოფილიყვნენ სხვადასხვა სასწავლო თუ კვლევითი დაწესებულებებიდან, სასურველი იყო სხვადასხვა ქვეყნიდანაც. სწორედ ამიტომ სექციების ორგანიზატორმა კონგრესის მუშაობაში მონაწილეობის მიღება შესთავაზა ცნობილ ქართველოლოგებს საქართველოს და უცხოეთის სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრებიდან. 


საკვანძო სიტყვები:მსოფლიო კონგრესი, ქართველოლოგია კატეგორია: ქართველოლოგიური ქრონიკა ავტორები: ხატია მიქაბერიძე
„ვეფხისტყაოსნის“ ახალი ინგლისურენოვანი თარგმანი

 

lk13 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა „ვეფხისტყაოსნის“ ინგლისურ ენაზე ახალ მთარგმნელს ლინ კოფინს უმასპინძლა. ამერიკელმა პოეტმა, დრამატურგმა და მთარგმნელმა 2015 წლის სექტემბერში „ვეფხისტყაოსნის“ რიგით მეხუთე ინგლისურენოვანი თარგმანი გამოსცა. ახალი თარგმანი გამომცემლობა „პოეზიამ“ მოამზადა.

მთარგმნელმა „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანზე მუშაობა 2012 წელს დაიწყო პროფესორ დოდონა კიზირიასთან ერთად, რომელმაც ნაწარმოების ბწკარედები შეასრულა. თარგმანს საფუძვლად დაედო ნაწარმოების ორი გამოცემა, პირველი 1966 წელს „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დამდგენი კომისიის მიერ მომზადებული და პროფესორ ნოდარ ნათაძის მიერ კომენტირებული, ე.წ. სასკოლო გამოცემა. პოემის ახალ თარგმანს რედაქტირება ნოდარ ნათაძემ გაუკეთა.

წიგნის პრეზენტაციაზე ლინ კოფინი თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა დარეჯან თვალთვაძემ წარადგინა და მადლობა გადაუხადა მას გენიალური ქართული ნაწარმოების ახალი ინგლისური თარგმანის შექმნისათვის. მთარგმნელს სიტყვით მიმართა თსუ-ს ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის მიმართულების ხელმძღვანელმა, აკადემიკოსმა ელგუჯა ხინთიბიძემ. მან აღნიშნა წარმოდგენილი თარგმანის ღირებულება, უპირველეს ყოვლისა, იმ მხრივ, რომ იგი ახალია, 21-ე საუკუნეშია შესრულებული, როდესაც ოთხივე მისი წინამორბედი მე-20 საუკუნეში ითარგმნა.


საკვანძო სიტყვები:ვეფხისტყაოსანი, ლინ კოფინი კატეგორია: ქართველოლოგიური ქრონიკა ავტორები: ხატია მიქაბერიძე