ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





იმოჯენი (Imogen) თუ ინოჯენი (Innogen) (შექსპირის ციმბელინის ოქსფორდული გამოცემის ერთი კონიექტურის შესახებ)

 

CMBუკანასკნელი ათწლეულის რუსთველოლოგიური მეცნიერების ერთი უმთავრესი სიახლე – იმის გამოვლენა, რომ ვეფხისტყაოსნისეული ნესტანისა და ტარიელის სიყვარულის ამბავი სიუჟეტურ წყაროდაა გამოყენებული XVII საუკუნის დასაწყისის დიდ ინგლისურ დრამატურგიაში – ჟურნალ „ქართველოლოგის“ პუბლიკაციების პერმანენტულ საკითხად იქცა („ქართველოლოგი“  №14; 15; 16; 19; 20). 

ამ პუბლიკაციებში გამოკვეთილმა ერთმა თეზამ, ვეფხისტყაოსნის ნესტან–დარეჯანისა და შექსპირის ციმბელინის  მთავარი პერსონაჟის მხატვრული სახეების პარალელების კვლევამ იმ სიმბოლიკაზე დამაფიქრა, რომელსაც დიდი ინგლისელი დრამატურგი ზოგიერთ შემთხვევაში თავის პერსონათა სახელების შერჩევისას მიმართავდა. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ციმბელინის პროტაგონისტის, მეფის ერთადერთი ასულის  იმოჯენის სახელი. ამ სახელის სიმბოლური დატვირთვის ინტერპრეტირებას და თხზულების ზოგიერთ გამოცემაში სახელ იმოჯენის  სხვა ფორმით – ინოჯენით შეცვლის მიზანშეწონილობის კვლევას ეძღვნება წინამდებარე ნაშრომი.


საკვანძო სიტყვები:ვეფხისტყაოსანი, ციმბელინი, იმოჯენი, ინოჯენი კატეგორია: კვლევები ავტორები: აკაკი ხინთიბიძე
ქართული ნახირი – აქადური naxiru

 

წინამდებარე სტატიაში ავტორი ცდილობს გამოავლინოს ასურულ წყაროებში არაერთგზის დაფიქსირებული სიტყვის naxiru მნიშვნელობა, რომელიც მიემართებოდა გარკვეული სახის ცხოველს, თუმცაღა ამ სიტყვის ზუსტი იდენტიფიკაცია აქამდე არ ხერხდებოდა. სხვადასხვა არგუმენტის მოხმობით, მათ შორის, ქართული ნახირის ანალოგიით ავტორი ასკვნის, რომ აღნიშნული სიტყვა ასურულ წყაროებში აღნიშნავდა ზღვის ძროხას. 


საკვანძო სიტყვები:naxiru, ნახირი, ზღვის ძროხა, ზღვის ცხენი, ასურული წყაროები. კატეგორია: კვლევები ავტორები: აკაკი ხინთიბიძე
დავიწყებული მოგზაური: კარლა სერენა (1829-1884)


CS(მოგზაურობა იმერეთში, სამურზაყანოში, აფხაზეთში, გურიაში, გორის რაიონებში, ბორჯომსა და ახალციხეში, 1876-77 და 1881 წლებში)

სტატიაში საუბარია ქართველი მკითხველისათვის ნაცნობ თუ უცნობ უცხოელ ქალ მოგზაურებზე, რომელთაც საქართველოს სხვადასხვა კუთხე მოინახულეს, მნიშვნელოვანი ჩანაწერები გააკეთეს და მსოფლიოს საქართველო და მისი კულტურა გააცნეს.

1882 წლის 25 მარტს გაზეთ დროების 63-ე ნომერში გამოქვეყნდა სტატია, სადაც ნათქვამი იყო: „ცნობილმა მოგზაურმა კარლა სერენამ ორჯერ იმოგზაურა ჩვენს ქვეყანაში. ამ მამაცმა ქალბატონმა, რომელმაც ასე გმირულად იმოგზაურა ჩვენს რეგიონებში და სპარსეთის ტრამალ ადგილებში, მოამზადა წიგნი, სადაც ვრცლად არის ნაამბობი და დასურათებული მისი მოგზაურობა კავკასიაში. წიგნი გამოიცემა პარიზში“. აი, რას წერდა ერთ-ერთი ფრანგული გაზეთი კარლა სერენას შესახებ: „დაუღალავი მოგზაური  კარლა სერენა ახლახან დაბრუნდა  კავკასიიდან პარიზში და თან კავკასიის ბუნებისა და ხალხის უამრავი სურათი ჩამოიტანა; ეს სურათები განთავსდება მის ლიტერატურულ ნაშრომში – კავკასია (Caucasus), რომლის დაბეჭდვაც მან უკვე დაიწყო“.

ეს ქალბატონი დიდი პატივით მიიღეს ევროპაში: იტალიის მეფემ მისთვის ოქროს მედალი ჩამოასხმევინა. ლონდონის გეოგრაფიულმა საზოგადოებამ სთხოვა, ჩაეტარებინა ლექცია თავისი მოგზაურობების შესახებ. მისი ორი ლიტერატურული ნაშრომი – ბალტიის ზღვიდან კასპიის ზღვამდე (From the Baltic Sea to the Caspian Sea) და ევროპელი ქალი სპარსეთში (A European Woman in Persia) – იტალიურად ითარგმნა.


საკვანძო სიტყვები:საქართველო, კარლა სერენა, ზუტნერები, ვივიან ინგჰამი, ანა ლისტერი, ოდეტ კეუნი. კატეგორია: ქართველოლოგიური ქრონიკა ავტორები: აკაკი ხინთიბიძე
მარჯორი უორდროპის ლექსიკოგრაფული საქმიანობა

 

MWოქსფორდში, ბოდლის ბიბლიოთეკის უორდროპების ფონდში დაცულია მარჯორი უორდროპის ინგლისურ-ქართული და ქართულ-ინგლისური ლექსიკონების მასალები. 2014 წელს ბრიტანეთში სამეცნიერო მივლინებით ყოფნისას გადავიღეთ ამ ლექსიკოგრაფიული მასალების ფოტოასლები, გავაციფრეთ  და დავიწყეთ მათი შესწავლა. წინამდებარე სტატიაში წარმოგიდგენთ ამ კვლევის შედეგებს.

 * * *
მარჯორი უორდროპს საქართველოში უპირატესად იცნობენ როგორც ვეფხისტყაოსნის მთარგმნელსა და ჩვენი ქვეყნის დიდ მეგობარს. მას მეტად მჭიდრო კონტაქტები ჰქონდა მეცხრამეტე საუკუნის ქართველ მოღვაწეებთან, ინტელექტუალურ ელიტასთან. მეოცე საუკუნეში მისი სახელი ყველასათვის ცნობილი და ძალიან ახლობელი გახდა. ამ დიდებული ინგლისელი ქალბატონის ღვაწლი ოცდამეერთე საუკუნის საქართველომაც არ უნდა დაივიწყოს. ალბათ დროული იქნება თუ ჩვენს საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ იმ დამსახურების შესახებ, რაც მას მიუძღვის ქართული კულტურის წინაშე. ამ სტატიაში ყურადღებას გავამახვილებთ მისი საქმიანობის შედარებით ნაკლებად ცნობილ მხარეზე – ლექსიკოგრაფიაზე.

 


საკვანძო სიტყვები:მარჯორი უორდროპი, ლექსიკოგრაფია, ოქსფორდი, უორდროპების ფონდი. კატეგორია: კვლევები ავტორები: აკაკი ხინთიბიძე
მცენარეთა სახელების ნასესხები ფუძეები ქართულ ოთხთავში

 

PG1კულტურის ისტორიკოსები და არქეოლოგები უეჭველ ფაქტად მიიჩნევენ კავკასიასა და წინა აზიას შორის მჭიდრო კავშირს უკვე ჩვენს წელთაღრიცხვამდე VI-V ათასწლეულის პერიოდიდან, განსაკუთრებით, ამიერკავკასიის სამხრეთ რეგიონებსა და წინა აზიის ქვეყნებს შორის. როგორც ცნობილია, სწორედ სამხრეთ კავკასია წარმოადგენდა ძველი აღმოსავლეთის ცივილიზაციის მიღწევების შემომტანსა და გამავრცელებელს, კულტურტრეგერს, მთელ კავკასიაში. ამ ფონზე, ბუნებრივია, მოველოდეთ უძველესი არეალური კონტაქტების კვალს ქართველურ ენებში. ენაში შემოსული უცხოური ლექსიკური ერთეულების ბგერითი და სემანტიკური მოდიფიკაციები საინტერესო და ანგარიშგასაწევია როგორც მსესხებელი ენის, ასევე გამსესხებელი ენობრივი სისტემის შესასწავლად, ამა თუ იმ მეცნიერული ფაქტის დასაზუსტებლად. ამ მხრივ, ქართული ოთხთავი წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან საინფორმაციო წყაროს. ჩვენი კვლევის მიზნებიდან გამომდინარე ისმის რამდენიმე ძირითადი კითხვა: როგორ ხდება მცენარეთა სახელების გადმოცემა ქართული ოთხთავის ტექსტებში ‒ სესხებით, თარგმნით, კალკირებით, ტრანსლიტერაციით, მსგავსი სემანტიკის მქონე ეკვივალენტის ჩანაცვლებით? არის თუ არა ოთხთავში დადასტურებულ მცენარეთა სახელებს შორის საერთო-ქართველური ძირები? ნასესხებ ლექსიკასთან ერთად იხმარება თუ არა საკუთრივ ქართული (ქართველური) სინონიმური ფორმები? ნასესხები მასალა სახარების ტექსტის მეშვეობით შემოვიდა ქართულ ენობრივ სისტემაში თუ მანამდეც არსებობდა? რა კულტურული, რელიგიური მოტივები უკავშირდება ამა თუ იმ მცენარის სახელს მოცემულ კონტექსტში? როგორია ქართული და ნასესხები ძირების დისტრიბუცია (მაგალითად, იმის მიხედვით, იზრდება თუ არა ეს მცენარე საქართველოში)? რამდენად ადეკვატურია ლექსიკური ეკვივალენტები და რით აიხსნება ცთომილებები? და ა. შ. შევეცდებით პასუხი გავცეთ აღნიშნულ კითხვებს ამჯერად ნასესხები ლექსიკის მაგალითზე.


საკვანძო სიტყვები:ნასესხები ლექსიკა, მცენარეთა სახელები, ქართული ოთხთავი. კატეგორია: კვლევები ავტორები: აკაკი ხინთიბიძე