ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





ინგლისურ-ქართული ლექსიკოგრაფია

 

სტატიაში განხილულია ინგლისურ-ქართული ლექსიკოგრაფიის განვითარების ძირითადი ეტაპები მე-19 საუკუნიდან დღემდე. ვრცლადაა მიმოხილული უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრის მიერ გამოცემული დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის ტომეული და მისი ონლაინ-ვერსია, აგრეთვე 2006 წელს ლონდონში, გამომცემლობა „გარნეტის“ მიერ გამოცემული დიდი ქართულ-ინგლისური ლექსიკონი დონალდ რეიფილდის საერთო რედაქტორობით.


საკვანძო სიტყვები:ინგლისურ-ქართული სიტყვარი, სასწავლო ლექსიკონი, სემანტიკური ასიმეტრია. კატეგორია: კვლევები ავტორები: თინათინ მარგალიტაძე
იოანე მინჩხი – X საუკუნის ქართველი ჰიმნოგრაფი

 

სტატიაში განხილულია X საუკუნის დიდი ქართველი ჰიმნოგრაფის – იოანე მინჩხის შემოქმედების ძირითადი ასპექტები.

იოანე მინჩხის შემოქმედება მხოლოდ ნაწილობრივ იყო შესწავლილი სამეცნიერო ლიტერატურაში. მისი შემოქმედების კვლევისათვის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მისი უცნობი მემკვიდრეობა – 77 საგალობელი, რომლებიც გამოვლენილ იქნა ჩვენ მიერ. მათი შესწავლის შემდეგ ახლებურად გამოიკვეთა იოანე მინჩხის ადგილი ქართული ლიტერატურის ისტორიაში, აგრეთვე ორიგინალური ქართული ჰიმნოგრაფიის დონე და შესაძლებლობები.მინჩხის საგალობლები ჰიმნოგრაფიის საუკეთესო ნიმუშებს წარმოადგენს. ტრადიციის ერთგულებასთან ერთად, მათთვის დამახასიათებელია დიდი ორიგინალურობაც. ამ ორი ფაქტორის შერწყმა იოანე მინჩხის შემოქმედებას მეტად შთამბეჭდავს ხდის.

გაირკვა ისიც, რომ იოანე მინჩხი იყო შემდგენელი I ქართული “მარხვანისა”, რომელიც საფუძვლად დაედო ამ უმნიშვნელოვანესი ლიტურგიკულ-ჰიმნოგრაფიული კრებულის შემდგომ განვითარებას. მინჩხის სახელს უკავშირდება მთელი რიგი ახალი, ორიგინალური საზომების შემოტანა ქართულ ჰიმნოგრაფიაში. იოანე მინჩხის განსაკუთრებულ ადგილს ქართული ეკლესიისა და მწერლობის ისტორიაში ადასტურებს საქართველოს ეკლესიის უდიდესი ავტორიტეტი, ქართული და ბიზანტიური მწერლობის ზედმიწევნით მცოდნე სწავლული – გიორგი ათონელი.


საკვანძო სიტყვები:იოანე მინჩხი, ქართული მარხვანები კატეგორია: კვლევები ავტორები: ლელა ხაჩიძე
რუსთველის "ვეფხისტყაოსანი" და შექსპირის "ციმბელინი"

 

CMBწინამდებარე სტატია უშუალო გაგრძელებაა ჟურნალ „ქართველოლოგის“ წინა ნომერში გამოქვეყნებული გამოკვლევისა „ვეფხისტყაოსანი - შექსპირის ლიტერატურული წყარო“. სტატიაში გაანალიზებულია  შექსპირის ციმბელინის სიუჟეტის თემატური და კომპოზიციური შეხვედრები ნესტანისა და ტარიელის ვეფხისტყაოსნისეულ ამბავთან.  სტატიის ერთი  ნაწილი ეძღვნება   ვარაუდებს ციმბელინის შექმნის და თეატრალურ სცენაზე გამოჩენის თაობაზე; ვარაუდებს იმ საკითხზე, რომელიც შექსპიროლოგიურ ლიტერატურაში ბუნდოვნადაა მიჩნეული. 


საკვანძო სიტყვები:რუსთველი, შექსპირი, ბომონტი და ფლეტჩერი, „ვეფხისტყაოსანი“, „ციმბელინი“, „ფილასტერი“. კატეგორია: კვლევები ავტორები: ელგუჯა ხინთიბიძე
იკონოგრაფიის გზით გაცხადებული და დამკვიდრებული წმინდანის სახელი

 

არც ერთ ძველ ქართულ წყაროში, IX საუკუნიდან XIX ს-ის 30-იან წლებამდე, იერუსალიმიდან მცხეთაში კვართის ჩამომტანი ელიოზის დის სახელი „სიდონია” არ იხსენება. სხვადასხვა ეპოქის  კედლის მხატვრობაში (IX-XIII, XVII-XIX სს.) მინიატიურებსა და ხატებზე წარმოდგენილ ცხოველმყოფელი სვეტის აღმართვა-ამაღლების სცენაში, არც XVII-XVIII ს.ს-ის კათალიკოსთა საბეჭდავებზე და ვახტანგ VI-ის დროშაზე „სიდონია” არსად არაა გამოსახული. XIX ს-ში გამოცემულ „წმ. ნინოს ცხოვრების” მოთხრობებში, ძირითადად, ელიოზის და „სიდონიად” იწოდება, როგორც ქართველთათვის საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი. თეიმურაზ ბაგრატიონის თხზულებაში „ისტორია დაწყებითგან ივერიისა...” ცხრამეტი საუკუნის მანძილზე პირველად ვხვდებით კვართის მიმრქმელი ელიოზის დის სახელს  „სიდონიას”. მ. საბინინის „საქართველოს სამოთხეში” მოთავსებულ ნიკოლოზ გულაბერისძის „საკითხავში” ელიოზის დის სახელთან ფრჩხილებში მოთავსებულმა „სიდონიამ”, აგრეთვე ხატის „საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის დიდებაში” ელიოზის დის სახელის აღნიშვნამ უდიდესი როლი ითამაშა ელიოზის დის „სიდონიას” სახელის პოპულარიზაციასა და დამკვიდრებაში. 


საკვანძო სიტყვები:სიდონია, თეიმურაზ ბაგრატიონი, მ. საბინინი კატეგორია: კვლევები ავტორები: ნანა გონჯილაშვილი
„დაკარგული” ქვეყანა - რატომ არის საქართველოს ისტორია და კულტურა ასე ნაკლებ ცნობილი ინგლისურად მოლაპარაკე მსოფლიოში?


GC2013 წლის ნოემბერში ჟურნალ „ქართველოლოგის“ რედაქციას წერილი მოსწერა ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა არქეოლოგმა ლევან კიკნაძემ, გაგვაცნო ამერიკელი ისტორიკოსი პიტერ სკინერი, რომლის ილუსტრირებული წიგნი საქართველოს ისტორიაზე მზადდებოდა გამოსაცემად. თან შემოგვთავაზა გამოსაქვეყნებლად პიტერ სკინერის სტატია და გვაუწყა ავტორის გულისტკივილი იმის თაობაზე, რომ ინგლისურენოვანი მკითხველისთვის ძალზე ცოტაა ცნობილი საქართველოს ისტორიაზე და არც სათანადო ლიტერატურაა ხელმისაწვდომი. მე, ჩემი მხრივ, ვაუწყე ბატონ პიტერს, რომ ჩვენში ინგლისურ ენაზე უკანასკნელ წლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი წიგნი გამოიცა და საზღვარგარეთელმა ქართველოლოგებმაც სქელტანიანი მონოგრაფიები გამოაქვეყნეს ინგლისურ და გერმანულ ენებზე საქართველოს ისტორიის შესახებ. მაგრამ ამავე დროს მისი წერილის გამოქვეყნება, სათანადო ექსპერტიზის შემდეგ, აუცილებლად მივიჩნიეთ. სტატიაში ჩანს დიდი სიყვარული და აღფრთოვანება  საქართველოს მდიდარი კულტურით და ხანგრძლივი გმირული ისტორიით. მაგრამ, ამასთან ერთად, გულისტკივილიც იმის შესახებ, რომ ინგლისურ ენაზე ამ ქვეყნის შესახებ ძალიან ცოტა იბეჭდება და რაც დაბეჭდილია, არაა ხელმისაწვდომი ფართო მკითხველი საზოგადოებისთვის.

ვფიქრობ, ქართულმა სამეცნიერო წრეებმა და კულტურის მესვეურებმა უნდა გაითვალისწინონ ამერიკელი მკვლევარის შენიშვნები. ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენ მიმართ თანაგრძნობითა და გულისტკივილით გამოთქმული შენიშვნების მოსმენა, შემდეგ - მათი გააზრება და გამოსასწორებლის, რაც შეიძლება მალე, გამოსწორება.

სტატიას ვაქვეყნებთ პარალელური ქართული თარგმანით, რომელიც შეასრულა ბატონმა ლევან კიკნაძემ.

 

რედაქტორი


საკვანძო სიტყვები:საქართველოს ისტორია, ქართული ლიტერატურა, პიტერ სკინერი. კატეგორია: კვლევები ავტორები: პიტერ სკინერი
დონალდ რეიფილდის „საქართველოს ისტორია”

 

GHპატივი მაქვს, ჩვენი ჟურნალის მკითხველს წარმოვუდგინო საქართველოს ისტორიისადმი მიძღვნილი კიდევ ერთი უაღრესად საინტერესო წიგნი (Donald Rayfield, Edge of Empires: a History of Georgia, Reaktion Books, London 2012). მისი ავტორია ცნობილი ინგლისელი მეცნიერი დონალდ რეიფილდი, ჩვენი ქვეყნის კარგი მცოდნე და დიდი მეგობარი. ქართული აკადემიური წრეებისათვის მისი სახელი უკავშირდება, პირველ რიგში, დიდ ქართულ-ინგლისურ ლექსიკონს [1], რომლის სულისჩამდგმელი და თანაავტორი იგი გახლავთ. პროფ. რეიფილდის „საქართველოს ისტორია” განკუთვნილია, პირველ ყოვლისა, ინგლისურენოვანი, ე. ი. მსოფლიო მკითხველისათვის და შესაბამისადაცაა დაწერილი – მსოფლიო ისტორიის, უფრო ზუსტად, მსოფლიო იმპერიების ისტორიის კონტექსტში, რაც სათაურიდანაც ჩანს – „იმპერიათა კიდე(ზე)”. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ავტორი არ შემოიფარგლება ფართო მკითხველის ზედაპირული ინტერესის დაკმაყოფილებით და გვთავაზობს ნაშრომს, რომელიც აკადემიური წრეებისთვისაც საყურადღებოა. 


საკვანძო სიტყვები:დონალდ რეიფილდი, საქართველოს ისტორია. კატეგორია: ქართველოლოგიური ქრონიკა ავტორები: ლევან გორდეზიანი