ქართველოლოგი ”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში. ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით. |
ქართველოლოგია პოლონეთში (1920-2011)
წინამდებარე სტატია წარმოადგენს პოლონეთში ქართველოლოგიის განვითარების ზოგად მიმოხილვას. თუმცა, რასაკვირველია, ხსენებული საკითხის მცირეტანიან სტატიაში ამოწურვა შეუძლებელი იქნება. გამომდინარე იქიდან, რომ პოლონეთში საქართველოსთან დაკავშირებული ნაშრომების ბიბლიოგრაფიის შედგენა ჯერაც არაა დასრულებული, აქ ქართველოლოგიური მუშაობის უკეთ შესასწავლად ხანგრძლივი კლვევაა საჭირო. მიუხედავად ამისა, შევეცდები წინამდებარე სტატიაში ყურადღება უმთავრეს საკითხებზე გავამახვილო და ამგვარად აღვწერო პოლონეთში ქართველოლოგიური მუშაობის განვითარების ძირითადი ეტაპები. საკვანძო სიტყვები:ქართულ-პოლონური ურთიერთობები კატეგორია: ქართველოლოგიური ქრონიკა ავტორები: ჰენრიკ პაპროცკი ალავერდი ხანი უნდილაძის სიტყვა შაჰ–აბას პირველის სამეფო კარზე
უკანასკნელი ათწლეულების ქართველოლოგიურ სამეცნიერო ლიტერატურაში ინტერესი ალავერდი ხანის პიროვნებისადმი თანდათან გაიზარდა. წინა საუკუნის მეორე ნახევრიდან დაწყებული ეს ინტერესი ძირითადად მისი ეროვნული კუთვნილების პრობლემისადმი იყო მიმართული, რაც საქართელოში მამა–პაპეული ოჯახის გვარის – უნდილაძის – გამოვლენით წარიმართა და თვით ყველა დაეჭვებულ წრეში მისი წარმომავლობითაც და ეროვნებითაც ქართველობის უყოყმანო აღიარებით დასრულდა. საკვანძო სიტყვები:ალავერდი ხანი, შაჰ-აბას I, ანტონი შერლი კატეგორია: ქართველოლოგიური ქრონიკა ავტორები: ელგუჯა ხინთიბიძე კითხვები ქართული ბიბლიის თარგმანის მომდინარეობის შესახებ
საკვანძო სიტყვები:ბიბლია, ბიბლიის თარგმანები კატეგორია: კვლევები ავტორები: ანა ხარანაული სერ ანტონი შერლი - სპარსეთში მოგზაურობის აღწერა
საკვანძო სიტყვები:ანტონი შერლი კატეგორია: ქართული ლიტერატურა ინგლისურ თარგმანებში ავტორები: სერ ანტონი შერლი, სპარსეთში მოგზაურობის აღწერა, ლონდონი 1613
მოთხრობა თფილისის შესახებ, სხვა კვლავ მისთაგანი
კატაკლიზმებით აღსავსე წელს, სამი გრძელი წელიწადის დასასრულს, ... საკვანძო სიტყვები:სიურიული ჰიმნი თბილისზე კატეგორია: ქართული ლიტერატურა ინგლისურ თარგმანებში ავტორები: Unknown Author |
კატეგორიები ჟურნალის არქივი
|