ქართველოლოგი ”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში. ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით. |
დონალდ რეიფილდის „საქართველოს ისტორია”
პატივი მაქვს, ჩვენი ჟურნალის მკითხველს წარმოვუდგინო საქართველოს ისტორიისადმი მიძღვნილი კიდევ ერთი უაღრესად საინტერესო წიგნი (Donald Rayfield, Edge of Empires: a History of Georgia, Reaktion Books, London 2012). მისი ავტორია ცნობილი ინგლისელი მეცნიერი დონალდ რეიფილდი, ჩვენი ქვეყნის კარგი მცოდნე და დიდი მეგობარი. ქართული აკადემიური წრეებისათვის მისი სახელი უკავშირდება, პირველ რიგში, დიდ ქართულ-ინგლისურ ლექსიკონს [1], რომლის სულისჩამდგმელი და თანაავტორი იგი გახლავთ. პროფ. რეიფილდის „საქართველოს ისტორია” განკუთვნილია, პირველ ყოვლისა, ინგლისურენოვანი, ე. ი. მსოფლიო მკითხველისათვის და შესაბამისადაცაა დაწერილი – მსოფლიო ისტორიის, უფრო ზუსტად, მსოფლიო იმპერიების ისტორიის კონტექსტში, რაც სათაურიდანაც ჩანს – „იმპერიათა კიდე(ზე)”. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ავტორი არ შემოიფარგლება ფართო მკითხველის ზედაპირული ინტერესის დაკმაყოფილებით და გვთავაზობს ნაშრომს, რომელიც აკადემიური წრეებისთვისაც საყურადღებოა. საკვანძო სიტყვები:დონალდ რეიფილდი, საქართველოს ისტორია. კატეგორია: ქართველოლოგიური ქრონიკა ავტორები: ელგუჯა ხინთიბიძე რუსთაველის თხზულების დღეისათვის არსებული გერმანული თარგმანები
სანამ ა. ლაისტი მოჰკიდებდა ხელს რუსთველის თხზულების თარგმნას, მსოფლიო ლიტერატურის ამ ქართულ ძეგლთან მიახლოება სცადეს დასავლეში ისეთმა ცნობილმა ადამიანებმა, როგორებიც იყვნენ ბერტა და არტურ ფონ ზუტნერები. 1884 წელს, საქართველოში თავიანთი ცხრაწლიანი ცხოვრებისა და მოგზაურობის დროს, მათ დაიწყეს ვეფხისტყაოსნის თარგმნა. რადგანაც არტური ქართულ სასაუბრო ენას ცოტაოდენ ფლობდა, ხოლო ბერტა კი რუსულს სწავლობდა, მათ ვერ შეძლეს „ვეფხისტყავის“, როგორც ბერტა ფონ ზუტნერი უწოდებდა ამ თხზულებას, თარგმანის დასრულება. „სამშობლოში დაბრუნება ჩვენ მაისისათვის გვქონდა განზრახული, იქამდე კიდევ სამი თვე იყო. ეს დრო გვინდოდა, მიგვეძღვნა სამუშაოსთვის, რომლის შესრულებაც გვთხოვა ჩემი ქმრის მეგობარმა, თბილისელმა ჟურნალისტმა. საქმე ეხებოდა ქართული ჰეროიკული ეპოსის, შოთა რუსთველის „ვეფხისტყავის“ თარგმნას ფრანგულ და რუსულ ენებზე. რამდენადაც ჩვენ ქართული ენა არ ვიცოდით, სამუშაო შემდეგნაირად უნდა შეგვესრულებინა: ბატონ „მ“-ს (რომლის სახელიც აღარ მახსოვს დასაწყისი ბგერის გარდა) ორიგინალზე დაყრდნობით სიტყვასიტყვით უნდა გადმოეცა ჩვენთვის თხზულება ფრანგულად, რომელსაც ის არასრულფასოვნად ფლობდა, რაც შემდგომში ჩვენ გამართული ფრანგულით უნდა გვეთარგმნა... იმისათვის, რომ მშვიდად გვემუშავა, ჩვენ მივიღეთ მისი წინადადება გადავსახლებულიყავით სამეგრელოს ერთ-ერთ მიყრუებულ სოფელში, სადაც მისი მამა მღვდლად მსახურობდა და პატარა სახლი ჰქონდა, რომელშიც მცირე გასამრჯელოს ფასად დაგვაბინავა. ამის შემდეგ ჩვენ შეგვეძლო რეგულარულად, სადილამდე ორი საათით ადრე და შემდეგ, გვემუშავა „ვეფხისტყავზე“. ჩვენი თარგმანი არ დაიბეჭდა, მაგრამ ჩვენ არ დაგვნანებია დრო, რომელიც ამ სამუშაოსთვის დავხარჯეთ, რადგან ამის წყალობით, ჩვენი აღფრთოვანებული ქართველი პატრიოტის ნაამბობითა და შენიშვნებით, ჭეშმარიტად ჩავწვდით არსს, ისტორიასა და ხალხის სულს, მომხიბლავ ქვეყანას, სადაც ამდენი წელი გავატარეთ...“ [8, გვ. 190, 194].
საკვანძო სიტყვები:რუსთაველი, ვეფხისტყაოსანი, გერმანულენოვანი თარგმანები. კატეგორია: კვლევები ავტორები: ელგუჯა ხინთიბიძე ამერიკელი მკვლევარის წიგნი "ვეფხისტყაოსანზე"
2012 წლის შემოდგომაზე პიტსბურგის უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა ამერიკელი მკვლევარის დაიანა ფერელის (Dianne Ecklund Farrell) მონოგრაფია „რაინდული სიყვარული კავკასიაში: რუსთველის ქართული ეპოსი, ვეფხისტყაოსანი” (“Courtly Love in the Caucasus: Rustaveli’s Georgian Epic, The Knight in the Panther Skin”). ეს ფაქტი თავისთავად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმით, რომ საერთაშორისო არენაზე პოპულარულს ხდის შუა საუკუნეების ქართულ მწერლობას, არამედ უპირატესად იმით, რომ რუსთველოლოგიური პრობლემატიკა დასავლური მეცნიერების კვლევის არეალში შეაქვს. აქვე გვინდა დავძინოთ, რომ ათიოდე წლის წინ ამავე თემატიკით დაინტერესდა ამერიკელი მეცნიერი კულემანს ბეინენი[1], რომელიც დღეს საქართველოში კარგად ცნობილი საზღვარგარეთელი რუსთველოლოგია. საკვანძო სიტყვები:დაიანა ფერელი, „ვეფხისტყაოსანი”, ანდრეას კაპელანუსი კატეგორია: ქართველოლოგიური ქრონიკა ავტორები: ელგუჯა ხინთიბიძე გერმანულენოვანი მონოგრაფია უძველესი ქართული წარწერების შესახებ
წინამდებარე წერილი ეხება ცნობილი გერმანელი ქართველოლოგის, ჰაინც ფენრიხის ნაშრომს, რომელიც დაიბეჭდა 2013 წელს გერმანიაში, Brill-ის გამომცემლობაში. ახალი მონოგრაფია - უძველესი ქართული წარწერები (Dieältes ten georgischen Inschriften) - გერმანულ საზოგადოებას ქართული წარწერების განვითარების მაგალითზე აცნობს ქართული დამწერლობის დიაქრონულ სურათს და შემოაქვს ახალი არგუმენტი, რომელიც ასო-ნიშანთა გრაფიკულ მოხაზულობას, კერძოდ კი, გაკუთხოვნების ტენდენციას უსვამს ხაზს და აღნიშნულით ცდილობს ქრონოლოგიური სურათის აღდგენას. წერილი გამოკვეთს მონოგრაფიის საფუძვლიან არგუმენტებსა და მათ მიმართებას მანამდე არსებულ მეცნიერულ აზრთან. საკვანძო სიტყვები:ჰაინც ფენრიხი, ქართული ანბანი, უძველესი წარწერები კატეგორია: ქართველოლოგიური ქრონიკა ავტორები: ელგუჯა ხინთიბიძე
ქართველი ჰიმნოგრაფების შემოქმედება
იოანე ზოსიმე, ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ; ფილიპე ბეთლემი, ქებაჲ ბეთლემისაჲ, ქალწულისაჲ და ძისაჲ; ბორენა დედოფალი, ”რომელმან-ეგე ...” ”ქართველოლოგის” ამ ნომერში დაბეჭდილია X საუკუნის ქართველი ჰიმნოგრაფების ორიგინალური ქართული ჰიმნები ინგლისელი ქართველოლოგის დონალდ რეიფილდის თარგმანითურთ. ჰიმნების თარგმანები ჩართულია დონალდ რეიფილდის მონოგრაფიაში - The Literature of Georgia: A History (London, 2000). ქვეყნდება მთარგმნელის თანხმობით.
რედაქტორი საკვანძო სიტყვები:ქართული ჰიმნოგრაფია, იოანე ზოსიმე, ფილიპე ბეთლემი, ბორენა დედოფალი კატეგორია: ქართული ლიტერატურა ინგლისურ თარგმანებში ავტორები: იოანე ზოსიმე |
კატეგორიები ჟურნალის არქივი
|