ქართველოლოგი ”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში. ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით. |
ინგლისურ-ქართული ლექსიკოგრაფია
სტატიაში განხილულია ინგლისურ-ქართული ლექსიკოგრაფიის განვითარების ძირითადი ეტაპები მე-19 საუკუნიდან დღემდე. ვრცლადაა მიმოხილული უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრის მიერ გამოცემული დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის ტომეული და მისი ონლაინ-ვერსია, აგრეთვე 2006 წელს ლონდონში, გამომცემლობა „გარნეტის“ მიერ გამოცემული დიდი ქართულ-ინგლისური ლექსიკონი დონალდ რეიფილდის საერთო რედაქტორობით. საკვანძო სიტყვები:ინგლისურ-ქართული სიტყვარი, სასწავლო ლექსიკონი, სემანტიკური ასიმეტრია. კატეგორია: კვლევები ავტორები: ელგუჯა ხინთიბიძე იოანე მინჩხი – X საუკუნის ქართველი ჰიმნოგრაფი
სტატიაში განხილულია X საუკუნის დიდი ქართველი ჰიმნოგრაფის – იოანე მინჩხის შემოქმედების ძირითადი ასპექტები. იოანე მინჩხის შემოქმედება მხოლოდ ნაწილობრივ იყო შესწავლილი სამეცნიერო ლიტერატურაში. მისი შემოქმედების კვლევისათვის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მისი უცნობი მემკვიდრეობა – 77 საგალობელი, რომლებიც გამოვლენილ იქნა ჩვენ მიერ. მათი შესწავლის შემდეგ ახლებურად გამოიკვეთა იოანე მინჩხის ადგილი ქართული ლიტერატურის ისტორიაში, აგრეთვე ორიგინალური ქართული ჰიმნოგრაფიის დონე და შესაძლებლობები.მინჩხის საგალობლები ჰიმნოგრაფიის საუკეთესო ნიმუშებს წარმოადგენს. ტრადიციის ერთგულებასთან ერთად, მათთვის დამახასიათებელია დიდი ორიგინალურობაც. ამ ორი ფაქტორის შერწყმა იოანე მინჩხის შემოქმედებას მეტად შთამბეჭდავს ხდის. გაირკვა ისიც, რომ იოანე მინჩხი იყო შემდგენელი I ქართული “მარხვანისა”, რომელიც საფუძვლად დაედო ამ უმნიშვნელოვანესი ლიტურგიკულ-ჰიმნოგრაფიული კრებულის შემდგომ განვითარებას. მინჩხის სახელს უკავშირდება მთელი რიგი ახალი, ორიგინალური საზომების შემოტანა ქართულ ჰიმნოგრაფიაში. იოანე მინჩხის განსაკუთრებულ ადგილს ქართული ეკლესიისა და მწერლობის ისტორიაში ადასტურებს საქართველოს ეკლესიის უდიდესი ავტორიტეტი, ქართული და ბიზანტიური მწერლობის ზედმიწევნით მცოდნე სწავლული – გიორგი ათონელი. საკვანძო სიტყვები:იოანე მინჩხი, ქართული მარხვანები კატეგორია: კვლევები ავტორები: ელგუჯა ხინთიბიძე რუსთველის "ვეფხისტყაოსანი" და შექსპირის "ციმბელინი"
წინამდებარე სტატია უშუალო გაგრძელებაა ჟურნალ „ქართველოლოგის“ წინა ნომერში გამოქვეყნებული გამოკვლევისა „ვეფხისტყაოსანი - შექსპირის ლიტერატურული წყარო“. სტატიაში გაანალიზებულია შექსპირის ციმბელინის სიუჟეტის თემატური და კომპოზიციური შეხვედრები ნესტანისა და ტარიელის ვეფხისტყაოსნისეულ ამბავთან. სტატიის ერთი ნაწილი ეძღვნება ვარაუდებს ციმბელინის შექმნის და თეატრალურ სცენაზე გამოჩენის თაობაზე; ვარაუდებს იმ საკითხზე, რომელიც შექსპიროლოგიურ ლიტერატურაში ბუნდოვნადაა მიჩნეული. საკვანძო სიტყვები:რუსთველი, შექსპირი, ბომონტი და ფლეტჩერი, „ვეფხისტყაოსანი“, „ციმბელინი“, „ფილასტერი“. კატეგორია: კვლევები ავტორები: ელგუჯა ხინთიბიძე იკონოგრაფიის გზით გაცხადებული და დამკვიდრებული წმინდანის სახელი
არც ერთ ძველ ქართულ წყაროში, IX საუკუნიდან XIX ს-ის 30-იან წლებამდე, იერუსალიმიდან მცხეთაში კვართის ჩამომტანი ელიოზის დის სახელი „სიდონია” არ იხსენება. სხვადასხვა ეპოქის კედლის მხატვრობაში (IX-XIII, XVII-XIX სს.) მინიატიურებსა და ხატებზე წარმოდგენილ ცხოველმყოფელი სვეტის აღმართვა-ამაღლების სცენაში, არც XVII-XVIII ს.ს-ის კათალიკოსთა საბეჭდავებზე და ვახტანგ VI-ის დროშაზე „სიდონია” არსად არაა გამოსახული. XIX ს-ში გამოცემულ „წმ. ნინოს ცხოვრების” მოთხრობებში, ძირითადად, ელიოზის და „სიდონიად” იწოდება, როგორც ქართველთათვის საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი. თეიმურაზ ბაგრატიონის თხზულებაში „ისტორია დაწყებითგან ივერიისა...” ცხრამეტი საუკუნის მანძილზე პირველად ვხვდებით კვართის მიმრქმელი ელიოზის დის სახელს „სიდონიას”. მ. საბინინის „საქართველოს სამოთხეში” მოთავსებულ ნიკოლოზ გულაბერისძის „საკითხავში” ელიოზის დის სახელთან ფრჩხილებში მოთავსებულმა „სიდონიამ”, აგრეთვე ხატის „საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის დიდებაში” ელიოზის დის სახელის აღნიშვნამ უდიდესი როლი ითამაშა ელიოზის დის „სიდონიას” სახელის პოპულარიზაციასა და დამკვიდრებაში. საკვანძო სიტყვები:სიდონია, თეიმურაზ ბაგრატიონი, მ. საბინინი კატეგორია: კვლევები ავტორები: ელგუჯა ხინთიბიძე
„დაკარგული” ქვეყანა - რატომ არის საქართველოს ისტორია და კულტურა ასე ნაკლებ ცნობილი ინგლისურად მოლაპარაკე მსოფლიოში?
ვფიქრობ, ქართულმა სამეცნიერო წრეებმა და კულტურის მესვეურებმა უნდა გაითვალისწინონ ამერიკელი მკვლევარის შენიშვნები. ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენ მიმართ თანაგრძნობითა და გულისტკივილით გამოთქმული შენიშვნების მოსმენა, შემდეგ - მათი გააზრება და გამოსასწორებლის, რაც შეიძლება მალე, გამოსწორება. სტატიას ვაქვეყნებთ პარალელური ქართული თარგმანით, რომელიც შეასრულა ბატონმა ლევან კიკნაძემ.
რედაქტორი საკვანძო სიტყვები:საქართველოს ისტორია, ქართული ლიტერატურა, პიტერ სკინერი. კატეგორია: კვლევები ავტორები: ელგუჯა ხინთიბიძე |
კატეგორიები ჟურნალის არქივი
|