ქართველოლოგი ”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში. ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით. |
შოთა რუსთველი (საენციკლოპედიო ნარკვევი)
წინამდებარე ნარკვევში რუსთველის შემოქმედებასთან დაკავშირებული ყველა საკითხის მოკლე, რეზიუმირებული მიმოხილვაა. ყურადღება გამახვილებულია ვეფხისტყაოსნის იდეურ-მსოფლმხედველობით პრობლემატიკაზე და მხატვრული სისტემის სპეციფიკაზე. მსჯელობის საგნადაა ქცეული რუსთველოლოგიური კვლევების მეთოდიკის საკითხები.
***
შუასაუკუნეების ქართული კულტურა ქრისტიანული აზროვნების პროცესის კარდინალურ მიმართულებას განეკუთვნება. მასში თანმიმდევრულად ვლინდება ევროპული ქრისტიანული ცივილიზაციის ძირითადი ეტაპები. იგი თავისი განვითარების ზენიტში – XII საუკუნის დასასრულს და XIII საუკუნის დასაწყისში – მაშინდელი მსოფლიოს ქრისტიანული აზროვნების უახლესი, ყველაზე მეტად თანამედროვე ტენდენციების გამომხატველია. შუასაუკუნეების ქართული კულტურის ზენიტი კი რუსთველის ვეფხისტყაოსანია, რომელიც ერთი საუკეთესო ნიმუშია აღმოსავლური და დასავლური კულტურული, კერძოდ კი ლიტერატურული, ნაკადების სინთეზისა. ამასთან ერთად, მსგავსად იმდროინდელი ქართული რელიგიურ-ფილოსოფიური და ლიტერატურული აზრის პროცესის ტიპოლოგიური რაობისა, ევროპული ქრისტიანული ცივილიზაციის კანონზომიერი კუთვნილებაა. თავისი ეპოქის მსოფლმხედველობითი და ესთეტიკური იდეალების მხატვრული რეალიზებით ვეფხისტყაოსანი მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შედევრია. საკვანძო სიტყვები:რუსთველი, ვეფხისტყაოსანი, რამაიანა, შექსპირი, დანტე კატეგორია: კვლევები ავტორები: ხატია მიქაბერიძე ქართული კულტურისა და განათლების კერა მონტობანში (ახალი მასალები)
საფრანგეთში პარიზის მახლობლად XIX საუკუნის მეორე ნახევარში არსებობდა ქართული მონასტერი. ამ სავანის ისტორიის შესწავლას ქართველ მეცნიერთა არაერთი გამოკვლევა მიეძღვნა. წინამდებარე სტატიაში გაანალიზებულია ახალი ფაქტები, რომლებიც გამოვლინდა მონტობანის მუნიციპალური არქივების დირექტორის პროფესორ პასკალ ლერუას მიერ მოპოვებული მასალის საფუძველზე (პროფესორ პ. ლერუას ნაშრომი ქვეყნდება „ქართველოლოგის“ ამავე ნომერში) საკვანძო სიტყვები:მონტობანი, პასკალ ლერუა, პეტრე ხარისჭირაშვილი კატეგორია: ქართული ლიტერატურა ინგლისურ თარგმანებში ავტორები: ხატია მიქაბერიძე ზაზა აბზიანიძე - ბუსუნსულები
ვფიქრობთ, აქ გამოქვეყნებული რამდენიმე ლექსი თანამედროვე ქართული ენის დახვეწილი სალიტერატურო სტილით და ლექსიკით, პარალელური ინგლისური თარგანითურთ, ქართული ენის შესწავლით დაინტერესებულ უცხოელთათვის საინტერესო და სასარგებლო იქნება. ისინი ავტორისეული ილუსტრაციებით გადმობეჭდილია მისივე წიგნიდან „ბუსუნსულები“, რომელიც 2009 წელს გამოსცა გამომცემლობა „პეგასმა“. ინგლისური თარგმანი „ჟურნალში“ წრამოდგენილი ლექსებისა შესრულებულია თანამედროვე ამერიკელი პოეტის ლინ კოფინის მიერ, რომელიც თანამედროვე ქართველ პოეტთა თხზულებების მთარგმნელიცაა. ახლახან მის მიერ შესრულებული ვეფხისტყაოსნის ახალი პოეტური თარგმანიც გამოქვეყნდა. თანამედროვე ინგლისური ლექსის მხატვრული სპეციფიკით დაინტერესებული ქართველი მკითხველისთვის ქართული ორიგინალის პარალელურად ამ თარგმანზე დაკვირვება, ვფიქრობთ, სასარგებლო იქნება. გამოქვეყნებული თარგმანი გადმობეჭდილია ამერიკის შეერთებულ შტატებში 2014 წელს გამოცემული წიგნიდან: Zaza Abzianidze, Animalarky. Translated by Lyn Coffin.
რედაქტორი საკვანძო სიტყვები:ბუსუნსულები კატეგორია: ქართული ლიტერატურა ინგლისურ თარგმანებში ავტორები: ხატია მიქაბერიძე შოთა რუსთაველის მეგობრობის თეორია
წინამდებარე სტატიაში განხილულია შოთა რუსთველის "ვეფხისტყაოსანში" ასახული მეგობრობისა და არისტოტელესეული მეგობრობის კონცეფციის ურთიერთმიმართება. ავტორი ვეფხისტყაოსნის პროტაგონისტი მამაკაცების ხასიათის დინამიკას აკვირდება და იმ ცვლილებებს, რაც ამ პერსონაჟთა ხასიათების დინამიკაში ვლინდება, ბერძნული ფილოსოფიის სხვადასხვა წარმომადგენლის ნააზრევის საფუძველზე განმარტავს. *** შოთა რუსთაველმა ეპიკური პოემა „ვეფხიტყაოსანი“, რომელიც 6000 სტრიქონს შეიცავს, საქართველოში, კავკასიაში, დაიწერა დაახლოებით 1200 წელს. ჩვეულებრივ, პოემის სათაურს თარგმნიან, როგორც კაცი ავაზის (პანტერის) ტყავში (“The Man in the Panther Skin”), თუმცა პირდაპირი მნიშვნელობით ის ნიშნავს კაცს ჯიქის ტყავში (“In the Leopard Skin”). „ვეფხისტყაოსანი“ მნიშვნელოვანი ნაშრომია, რომელსაც საქართველოში ისეთივე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, როგორიც ბიბლიასა და შექსპირის თხზულებებს ინგლისურად მოლაპარაკე ქვეყნებში: ის გახლავთ ანდაზების, ციტატების და ეთიკის წყარო. ეს ნაშრომი მოგვაგონებს რაინდული სიყვარულის ლიტერატურას, როგორიცაა, მაგალითად, ტრისტანი და იზოლდა, თუმც მნიშვნელოვანი განსხვავებებით. საკვანძო სიტყვები:ვეფხისტყაოსანი, მეგობრობა, არისტოტელე, მეორე მე კატეგორია: კვლევები ავტორები: ხატია მიქაბერიძე
ქართველ კათოლიკე მამათა საზოგადოება მონტობანში 1872 წლიდან 1905 წლამდე
საფრანგეთის ტარნისა და გარონის დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრის მონტობანის მუნიციპალური არქივების დირექტორმა პროფესორმა პასკალ ლერუამ საგანგებო გამოკვლევა მიუძღვნა მონტობანში მე-19 საუკუნეში მოქმედი ქართველ მამათა საზოგადოების ისტორიას. მისი დაინტერესება ამ საკითხით განპირობებული იყო აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის ავთანდილ ნიკოლეიშვილის საგანგებო მიმართვით. პროფ. ლერუამ მის მიერ გამოვლენილი დღემდე უცნობი ფაქტები საგანგებო გამოკვლევის სახით მიაწოდა პროფ. ა. ნიკოლეიშვილს. ჟურნალის წინამდებარე ნომერში ქვეყნდება პროფ. ლერუას ნარკვევი მის პირად წერილებთან ერთად ფრანგულ ენაზე. ნარკვევისა და წერილების ქართული თარგმანი შესრულებულია აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის უნივერსიტეტის თანამშრომლის ავთანდილ ხურცაძის მიერ.
საკვანძო სიტყვები:მონტობანის მონასტრები, მამა ხარისჭირაშვილი კატეგორია: კვლევები ავტორები: ხატია მიქაბერიძე |
კატეგორიები ჟურნალის არქივი
|