ქართველოლოგი ”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში. ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით. |
საქართველოს ისტორია ამერიკელის თვალით პიტერ სკინერი, საქართველო: ქვეყანა კავკასიის მთების ქვეშ
Peter F Skinner “Georgia: The Land Below The Caucasus” ორიოდე თვის წინ ნიუ იორკში გამომცემლობამ “Narikala publications” დაბეჭდა პიტერ სკინერის სქელტანიანი მონოგრაფია საქართველოს ისტორიის შესახებ – საქართველო: ქვეყანა კავკასიის მთების ქვეშ. წინამდებარე სტატია ეძღვნება მონოგრაფიის წარდგენას ქართული საზოგადოების წინაშე. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, წიგნი მალე გამოჩნდება თბილისის წიგნის მაღაზიებში. იგი, ალბათ, მალე გახდება სერიოზული შესწავლის საგანი ქართველ სპეციალისტთა მიერ. საკვანძო სიტყვები:საქართველოს ისტორია, უცხოელი ქართველოლოგები კატეგორია: ქართველოლოგიური ქრონიკა ავტორები: ელგუჯა ხინთიბიძე ახალი კრებული: კავკასია მონღოლთა პერიოდში (XIII-XIV სს)
კრებული „კავკასია მონღოლთა პერიოდში“ (გამოცემლები: იურგენ ტუბახი, სოფია ვაშალომიძე და მანფრედ ციმერი: 360 გვ.) დაიბეჭდა 2012 წელს „დრ. ლუდვიგ რაიხერტის“ (ვისბადენი) გამომცემლობაში. კრებულში განხილულია კავკასიის (უმთავრესად საქართველოსა და სომხეთის) ისტორიასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები მონღოლთა ხანაში, XIII-XIV საუკუნეებში. წიგნი შეიცავს ავტორების სტატიებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. შესავალში (გვ. 7-12) მოცემულია კრებულში დაბეჭდილი სტატიების ზოგადი მიმოხილვა. 1. ვილჰელმ ბაუმი (კლაგენფურტი) თავის სტატიაში „მონღოლები და ქრისტიანობა“ (გვ. 13-52) ეხება მონღოლთა ადრეული ისტორიის წყაროებს, განსაკუთრებით ე. წ. „მონღოლების საიდუმლო ისტორია“-ს. აღნიშნული ნაწარმოები შეიქმნა ჩინგიზ ყაენის ინიციატივით და ის ჩვენამდე მხოლოდ ჩინური თარგმანის სახითაა მოღწეული. როგორც თავად ავტორიც აღნიშნავს, თხზულებაში მცირე ინფორმაციას ვღებულობთ მონღოლების რელიგიაზე. საკვანძო სიტყვები:ახალი, კრებული,: კავკასია, მონღოლთა, პერიოდში, (XIII-XIV სს) კატეგორია: კვლევები ავტორები: ელგუჯა ხინთიბიძე ანდრია კრიტელის დიდი კანონის ქართული თარგმანები და კანონის, როგორც ჟანრის ჩამოყალიბების რამდენიმე ასპექტი
ანდრია კრიტელის “დიდი კანონი’’ სულიერი კულტურის ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი ძეგლია. ინტერესს ამ საგალობლისადმი რამდენიმე მიზეზი განაპირობებს. ამ კანონითაა შთაგონებული დიდი ქართველი მეფის დავით აღმაშენებლის “გალობანი სინანულისანი’’, მასთანაა დაკავშირებული ჩვენი მწერლობის სამი უდიდესი წარმომადგენელი: ექვთიმე მთაწმიდელი, გიორგი მთაწმიდელი და არსენ იყალთოელი, რომელთაც ერთმანეთის მიყოლებით თარგმნეს და ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში დაამკვიდრეს იგი. და, რაც მთავარია, დღეს ხდება ერთგვარი გადაფასება რელიგიურ-მისტიკური გამოცდილებისა, თვით ასკეტიზმისა, როგორც განსაკუთრებული ფენომენისა. პოსტმოდერნიზმისა და პოსტსრუქტურალიზმის წარმომადგენლებიც კი ინტერესდებიან ასკეზის რაობით და აღიარებენ მას, როგორც პოზიტიურ მოვლენას. მეტიც: ასკეტიზმს მიიჩნევენ კულტურის, როგორც ასეთის, უნივერსალურ წინაპირობად, საფუძვლად, რომელიც განსაზღვრავს კულტურათა ნათესაობას და ქმნის შესაძლებლობას ამ კულტურათა შორის კომუნიკაციის დამყარებისა. აღიარებენ, რომ უნივერსალური ეთიკის საფუძვლები სწორედ ასკეტურ ლიტერატურაშია გამოკვეთილი და ამ პრინციპებს დღეს ინტელექტუალური ელიტა ახალს ვერაფერს ჰმატებს. ზოგი მეცნიერი იმასაც კი ფიქრობს, რომ ასკეზის ერთ-ერთ წამყვან, ძირითად მოტივთან სინანულთან დაკავშირებულ მძაფრ, რთულ, დრამატულ განცდათა მონაცვლეობას ტრაქტატებზე უკეთესად ლიტურგიული პოეზია გამოხატავს და დაბეჯითებით გვირჩევს, ჩავუღრმავდეთ ანდრია კრიტელის სინანულის საგალობელს, განთქმულ “დიდ კანონს’’ [16, გვ. 65]. საკვანძო სიტყვები:ანდრია, კრიტელის დიდი, კანონის, ქართული, თარგმანები, და კანონის, როგორც, ჟანრის, ჩამოყალიბების, რამდენიმე, ასპექტი კატეგორია: კვლევები ავტორები: ელგუჯა ხინთიბიძე |
კატეგორიები ჟურნალის არქივი
|