ქართველოლოგი ”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში. ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით. |
XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის თურქი მთარგმნელები და მკვლევრები
სტატიის მიზანია XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის თურქი მთარგმნელებისადა მკვლევარების კვლევა. მაგრამ ინფორმაცია ამ თემის დეტალებზე ძალიან მწირი არის. რაც შეეხება ქართული ლიტერატურის თურქულ ენაზე თარგმნას, ის შედარებით გვიან დაიწყო დადღემდე არ აქვს სისტემური, მიზანმიმართული ხასიათი. როგორც ვიცით, პირველი ნაბიჯი ამ მხრივ გადადგა აჰმეთ მელაშვილმა და აჰმეთ ბანოღლუ. 1940 წელს ნიაზ აჰეთ ბანოღლუ დაინტერესდა ქართული ლიტერატურით, მაგრამ მის ინიციატივას ყურადღება არავინ მიაქცია. ქართული ლიტერატურით სერიოზული დაინტერესება თურქეთში მხოლოდ გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან იწყება. აქედან გამომდინარე, განხილულია XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის თურქული თარგმანები.
საკვანძო სიტყვები:ქართული ლიტერატურა, თარგმანი, თურქული ენა, მთარგმნელი კატეგორია: კვლევები ავტორები: გულ მუქერემ ოზთურქი |
კატეგორიები ჟურნალის არქივი
|