ქართველოლოგი ”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში. ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით. |
ბერნარ უტიე რომელი ენიდანაა თარგმნილი საქმე მოციქულთას ქართული ვერსია?
პროფ. ჟ. გარიტმა ლუვენში გამოსცა საქმე მოციქულთას ძველი ქართული ვერსია სინას მთის ორი ხელნაწერის მიხედვით 1955 წელს [1]. იმ დროს მას ხელთ არ ჰქონდა 1949 წლის ი. აბულაძის გამოცემა [2]. აი, რას წერს შესავალში: ქართული ვერსიის მნიშვნელობა იმთავითვე ჩანს ბევრ საყურადღებო კითხვასხვაობაში, მაგალითად შემდეგში: I, 26. თანაშეერაცხა ათერთმეტთა მოციქოჳლთა მეათორმეტედ; შეადარეთ წმინდა ავგუსტინეს Contra Felicem manichaeum (ფელიქს მანიქეველის საწინააღმდეგოდ) I, 4 [3, 11] simul deputatus est cum undecim apostolis duodecimus (შეერაცხა ერთად თერთმეტ მოციქულთა თანა თორმეტად). VIII, 27. ინდოჲ და ინდოეთი, Αιθιοψ და Αιθιοπων-ის შესატყვისად; სირიულუდ (ფეშიტთა):ܟܘܫ (ეთიოპი) et ܕܟܘܫܝܐ (ეთიოპიის); სომხური ვულგატა: Եթէովպացի (ეთიოპი) et եթէովպացւոց (ეთიოპთა). მაგრამ ეფრემის თარგმანებაში, რომელიც სომხურად შემონახულია და გამოსცა ნ. აკინიანმა [4, 19] 1, 5: հոգւոյն որ ի Հնդիկս գործէր (სული რომელი ინდოეთს მოქმედებდა). VIII, 35. წიგნთა ამათ გან: απο της γραφης ταυτης (წიგნი მრავლობითშია, ბერძნულად კი მხოლობითში) ; შეადარეთ სომხური ვულგატა: ի գրոցս յայսցանէ = წიგნთა ამათ გან. IX, 11. ტაძართა მათ იოჳდაჲსთა εν οικιαι Ιουδα (ტაძარი მრავლობითშია, ბერძნულად კი მხოლობითში); შეადარეთ სომხური ვულგატა: յապարանսն Յուդայ = ტაძართა მათ იოჳდაჲსთა. X, 43. ჴელითა მით სახელისა მისისაჲთა: δια του ονοματος αυτου; შეადარეთ სომხური ვულგატა: անուամբ = სახელითა; ფეშიტთა: ܒܫܡܗ სახელითა მისისაჲთა. XV, 26. თავნი თჳსნი მისცნეს: παραδεδωκοσι τας ψυχας αυτων ; სომხური ვულგატა: մատնեցին զանձինսն իւրեանց (მისცნეს სულნი თჳსნი) ; ფეშიტთა: ܐܫܠܡܘ ܢܦܫܬܗܘܢ (მისცნეს სულნი თჳსნი). XVI, 21. ფრომნი. ყურადღება მიაქციეთ ქართული სიტყვის (ჰრომნი) ამ ძალიან ძველ ფორმას, რომელიც შემონახულია ადიშის ოთხთავშიც, ლ. 23, 38 და ი. 19, 20. ჩვენ ვაპირებთ დაწვრილებითი გამოკვლევა საქმე მოციქულთას ქართული ტექსტის წარმოშობაზე სხვა დროს წარმოვადგინოთ. ამჯერად კი ჟ. გარიტის გამოკლევის დასკვნები შეიძლება ამგვარად ჩამოყალიბდეს: 1) სომხურიდან თარგმნილია ,,საქმეთას'' ძველი ქართული ვერსია. ასე რომ საქმე მოციქულთას ძველი ქართული ვერსიის ისტორია ქართული ოთხთვის ვერსიის სრულიად მსგავსი ჩანს [იხ. 5, გვ. 144-165]. ესე იგი, აქ ძირითადად ჩანს დასავლეთ ევროპაში მიღებული აზრი, რომ ბიბლია ქართულად თარგმნილია დაკარგული სომხური დედნიდან, ხოლო თვით სომხური თარგმნილია დაკარგული სირიული დედნიდან. მეთოდოლოგიურად, ეს ნიშნავს, რომ ვაშენებთ ვარაუდს ვარაუდზე. განა შეიძლება შედეგი მტკიცე იყოს? განვიხილოთ პროფ. გარიტის არგუმენტები დეტალურად: I , 26. აქ მხოლოდ მითითებულია, რომ ქართული ტექსტი ძველი რედექციისაა, რადგან იგივე ვარიანტი არსებობს წმ. ავგუსტინესთან. მაგრამ ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი აქ მითითებული არ არის: ქართულში ვკითხულობთ ”თანა-შე-ერაცხა”, ესე იგი, ზმნა არის ორმაგი ზმნისწინით. ბერძნულშიც არის ზმნა ორმაგი ზმნისწინით: συν-κατ-εψηφισθη. ზმნისწინი არ არსებობდა არც სირიულ ენაში, არც სომხურში ბიბლიის თარგმანის დროს. ესეც ნიშნავს, რომ დედანი ბერძნული იყო! სხვათა შორის, ამ წიგნში არსებობს კიდევ სხვა ასეთი შემთხვევებიც: საქმე 3,18: წინაჲსწარ-აღ-უთქუა: προ-κατ-ηγγειλεν ეს მნიშვნელოვანია; 12,25: თანა-წარ-იყვანეს: συμ-παρα-λαβοντες; 15, 37: თანა-წარ-იყვანა: συμ-παρα-λαβειν. ესეც მნიშვნელოვანია, ეს საბუთი არ მომდინარეობს ბიბლიური რედექციების ზოგადი შედარებიდან, იგი სუფთა ენათმეცნიერული ხასიათისაა. ამის შესახებ უფრო ვრცელად მე ვსმჯელობდი ზურაბ სარჯველაძისადმი მიძღვნილ წიგნში. საკუთრივ საქმე მოსციქულთასთან მიმართებით იხილეთ აგნეს უზუნიანის სტატიაში. VIII, 27. ინდოჲ: მთელ ანტიკურ სამყაროში მიღებული იყო, რომ ინდოეთის ოკეანის სანაპირო ”ინდოეთი” იყო, ეთიოპიამდე, განსაკუთრებით ასე იყო ბერძნულ, სირიულ, სომხურ და ქართულ ლიტერატურებში. VIII, 35. ”წიგნთა”: საქმე მოციქულთაში მხოლოდ აქ არის მხოლობითი რიცხვი ბერძნულში, ხოლო მრავლობითი - ქართულში. მაგრამ ორჯერ არის მხოლობითი ბერძნულშიც და ქართულშიც: 1, 16 და 8, 32; ხოლო სომხურში 8, 32 მრავლობითია. ქართულის დედანი ამ ორ ადგილს არ შეიძლება იყოს სომხური. IX, 11. კიდევ, შვიდჯერ გვაქვთ მხოლობითი რიცხვი ბერძნულში და ქართულშიც, სადაც სომხურში მრავლობითია (იქ მხოლობითი არ არსებობს): 11, 11; 17,5; 18, 7 (ორჯერ); 21, 8; და 23,35. ვფიქრობ, აქ უადგილოდ არ იქნება შემდეგი სტატისტიკა: უშუალოდ ბერძნულიდან თარგმნილია ,,ძლისპირნი'', ვიყენებ აკადემიკოსი ელენე მეტრეველის გამოცემას. აქ ვიპოვე 93 შემთხვევა მრავლობითისა ბერძნული მხოლობითის ნაცვლად (სხვათა შორის, ეტლი), და 30 შემთხვევა მხოლობითი მრავლობითის მაგიერ: ესე იგი ეს ძალიან სუსტი საბუთია. X, 43. ჴელითა მით ნაცვლად მეშვეობით ფართოდ გავრცელებულია ბიბლიის სალიტერატურო ტრადიციაში, თვით ბერძნულადაც: ივ., მაგალითად, ლევ. 10, 11: ჴელითა= δια χειρος, და ნიშნავს: მეშვეობით. XV, 26. ”თავი თჳსი” წესიერი უკუქცევითი ნაცვალსახელია ქართულში, სადაც ბერძნულში, სირიულში და სომხურშიც ნახმარია ”სული”. XVI, 21. ფრომნი: ეს არ არის არგუმენტი სომხურიდან მომდინარეობაზე. რადგან ეს ფორმა ქართულში ირანულიდან მოდის, ხოლო სომხურში საერთოდ არ ჩანს. ამგვარად, ზუსტი არ ჩანს პროფ. გ. გარიტის და ევროპაში ფართოდ გავრცელებული აზრი, რომ საქმე მოციქულთა თარგმნილია სომხურიდან.
გამოყენებული ლიტერატურა:
|
კატეგორიები ჟურნალის არქივი
|